,,სარანგი’’
გამომცემლობა ქ. ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის XI კლასი
ლიტერატურული ალმანახი

სარანგი

თათია კაციტაძე - მზის მ...
ქარის საწინააღმდეგოდ
ქართულის გაკვეთილზე ვსხედვართ. გარეთ საარჩევნო გნიასია, ქარს მიაქვს
ზესტაფონი. ისეთი შეგრძნება მაქვს,...
სხვისი გატკეპნილი, მეზიზღებოდა გრძნობა, გათელილი, ტანში მზარავდა არაკაცის
თვალები.''
ეს
კაცი
აფხაზეთის
ომმა
დაკარგულთა
სია...
ჩემი თითებით
ჩუმად! - ეს მე ვარ, ჩემი თითები
ნაზად გეხება და არ გაშფოთებს,
მე სხვა ფიქრი მაქვს: ვზრუნავ შენს ბედზე,
შენს მ...
მიიძინეს მის გულში ტიტანებმა, ერებოსებმა, კიკლოპებმა, პითეკანტროპებმა და
ჰომოსაპიენსებმა... ნუ გააღვიძებთ ჯოჯოხეთს! იარეთ ...
მიიძინეს მის გულში ტიტანებმა, ერებოსებმა, კიკლოპებმა, პითეკანტროპებმა და
ჰომოსაპიენსებმა... ნუ გააღვიძებთ ჯოჯოხეთს! იარეთ ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

eleqtronuli jurnali - Sarangi

796 views

Published on

jurnalze muSaobdnen zestafonis 7 sajaro skolis moswavleebi, pedagog nana CitoreliZis xelmZRvanelobiT
ist-is maswavlebeli nino chipashvili

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
796
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
1
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

eleqtronuli jurnali - Sarangi

  1. 1. ,,სარანგი’’ გამომცემლობა ქ. ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის XI კლასი ლიტერატურული ალმანახი სარანგი თათია კაციტაძე - მზის მონატრება თამარ ლილუაშვილი - მარტის იებით თამთა ხუჯაძე - გთხოვთ მხოლოდ სიჩუმეს მარი სარალიძე - ქარის საწინააღმდეგოდ ელგუჯა კირკიტაძე - ფერწერა- ,,უქარქაშო წარსულის ერთი ფრაგმენტი’’
  2. 2. ქარის საწინააღმდეგოდ ქართულის გაკვეთილზე ვსხედვართ. გარეთ საარჩევნო გნიასია, ქარს მიაქვს ზესტაფონი. ისეთი შეგრძნება მაქვს, შორია ყვირილა, არა და, ჩემი სკოლა თავზე დაჰყურებს. ამ ფიქრიდან მაფხიზლებს კომპიუტერის ,,ჭყვიტინი''. ქარმა სიურპრიზი მოგვიმზადა, სადღაც სადენს გაჰკრა და... ჩაქრა ჩვენი ტექნოლოგიური აღტკინება... სამაგიეროდ, ჩემი ფიქრები ვერ ჩააქრო მოძალებულმა განცდამ. რას ვწერ? მეც არ ვიცი! საით მიერეკები, ტვინო, ჩემს არსებას. მე არ ვარ ერთუჯრედიანი ამება, რადგან შენ მმართავ, მაგრამ გულიდანაც ხომ მოდის მეორე ტალღა. ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდანაც ჩანს საარჩევნო ბილბორდები. მოირთო ზესტაფონი ლამაზ-ლამაზი კანდიდატების პორტრეტებით. ,,წვეული ბევრია, რჩეული კი _ ერთი.'' მეც ვცილდები რეალობას, ვაკეთებ არჩევანს და გავდივარ: ჯერ -ამ საკლასო ოთახის ფანჯრიდან, მერე შავი ყვირილას ტალღებიდან პირდაპირ შავი ზღვისაკენ მიმაქანებს გულგრილი წყალი. ამ ზღვის ნაპირზე კი დარჩენილია ის ფასეულობა, რომელმაც ჩემს სკოლას რევაზ მუმლაძის სახელი მიანიჭა. ტალღებში ჩნდება ჩემთვის ნაცნობი სახე... ბავშვური თვალები... წრფელი გამოხედვა და ფრაგმენტი წერილიდან... ,,ადამიანის უპირველესი საზრუნავი ბრძოლაა თავის თავთან. ბრძოლა იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი გამოსძალო საკუთარ შესაძლებლობებს. ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, ასეთ ბრძოლაში გამარჯვებული დავრჩენილიყავი. ვაკეთებდი გაცილებით მეტს, ვიდრე შემეძლო. შედეგიც იყო: პირველი ვიყავი სწავლაშიც, სპორტშიც, პირველობას ვცდილობდი ადამიანობაშიც. ჩემს მისწრაფებას არ ამოძრავებდა პატივმოყვარეობის გრძნობა, მასაზრდოებდა ერთადერთი - ვაჟკაცური სულის არსებობა. მეზარებოდა გზა,
  3. 3. სხვისი გატკეპნილი, მეზიზღებოდა გრძნობა, გათელილი, ტანში მზარავდა არაკაცის თვალები.'' ეს კაცი აფხაზეთის ომმა დაკარგულთა სიაში შეიყვანა. არც საფლავი არსებობს სადმე, ამიტომ მივყვები ახლა შავი ზღვის ტალღებს. სად ჩარჩა ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანის სული? ,, თოვლივით დადნა ჩემი სიზმარი ახლა დარდი და ოცნება დარჩა! მსურს, აღვადგინო შენი ხატება, რომელიც წმინდა სიზმრებში ჩარჩა. იქნებ... სიზმარი სულაც არ იყო კოცნა ბაგეზე... საიდან დარჩა?! ო, სიყვარულო, შენ შემეწიე, ჩემი გულიდან ფერფლიღა დარჩა.'' ეს ლექსიც გასაოცარი გრძნობით მავსებს. ეს რევაზის სტრიქონებია... დაქვრივდა სიყვარული, შეუღლებამდე დაქვრივდა და ... წაიღო ქარმა, წყალმა და მეწყერმა... მე კი... ვუბრუნდები ჩემს სანაპიროს __ შევდივარ: ჯერ შავი ზღვიდან - რიონში, რიონიდან ყვირილაში, ყვირილადან პირდაპირ ჩემი საკლასო ოთახის ფანჯარაში ვძვრები და მიჩნდება ერთადერთი სურვილი: არასოდეს არ წაგვიღოს იმ ,,ქარმა'', რევაზ მუმლაძე რომ წაგვართვა. მარი სარალიძე მზის მონატრება თვალზე მადნება ავდრის ცრემლები წვიმა, ცივი და გულისმომკვლელი! მწამს, ეს წუთები გახსნის საგულეს, მწამს, შეჩერდება სიკვდილის ცელი! ახლა ისეა დარდი ყელამდე, გულზე ვეშაპი შემოწვა თითქოს, მე ვარ მინდია, გველის მჭამელი, არ მოკლა, არა! - ათასჯერ მითქომს. ამ სილამაზის განადგურება, რაც მოანათა მზემან აისებს, არ შეიძლება, არ შეიძლება! მზეო , მშვიდობა გვიდარბაისლე! თათია კაციტაძე
  4. 4. ჩემი თითებით ჩუმად! - ეს მე ვარ, ჩემი თითები ნაზად გეხება და არ გაშფოთებს, მე სხვა ფიქრი მაქვს: ვზრუნავ შენს ბედზე, შენს მომავალზე – იყავი მშვიდად! დავდგები ჩემი მარტის იებით და გაზაფხულით ომის პირისპირ, მხოლოდ სიჩუმეს! მე გადაგარჩენ: ვარდის ფურცლებით დავლაშქრავ შენს მტერს და სიყვარულით მოვკლავ მის გულში ჩასხმულ ჯოჯოხეთს! ჩუმად! ძვირფასო! მე ვდგავარ ახლა სადარაჯოზე ჩემი ტყვიებით: ვარდის ფურცლების ბღუჯა სიწითლით _ სისხლის სანაცვლოდ რომ გადავასხა შენს მინდორ-ველებს. თამარ ლილუაშვილი გთხოვთ საით მიიწევს ცხოვრების გზა? სად დაიწყო იგი? სად დამთავრდება? შევყურებ ეკრანზე გამოსახულ ნაირგვარ იარაღებს და ქვის ხანის პრიმიტიული ნივთები ჯემალ ქარჩხაძის `იგის~ მახსენებს. ,,დავიწყების ქარაფში'' ეშვება სამყაროს შემცნობი არსება და ჯერ კიდევ წელში გაუმართავი ადამიანების რიგის ბაწარი კმაყოფილი ბრუნდება უკან. დღესაც ვერ ფიქრობს ადამიანი დავიწყების ქარაფის გზაზე რეალისტურად, რადგან, თუ მაშინ წვეტიანი ქვით გლეჯდა სხვის სასიცოცხლო არტერიას, ახლა ამისთვის უამრავი ეფექტური ხერხი მოიგონა! სიყვარული კი დაივიწყა! მიქრის ფიქრების ჯარი და ეს სამყარო, საზარელსახიანი, ავ მოჩვენებასავით შემომყურებს თვალებში. ჩემი თვალები კი... სულის სარკე ყოფილა თვალი! ჩაიხედეთ ამ სარკეში და ამოიკითხეთ იგი! გაგიჭირდათ? არ არის ძნელი! ეს ცრემლი მხოლოდ წარსულს არ დასტირის, მე მომავალსაც გავცქერი და მაშინებს შეიარაღების გამალებული პროცესი... ნუ აახმაურებ დედამიწას საზარელი გრუხუნით!
  5. 5. მიიძინეს მის გულში ტიტანებმა, ერებოსებმა, კიკლოპებმა, პითეკანტროპებმა და ჰომოსაპიენსებმა... ნუ გააღვიძებთ ჯოჯოხეთს! იარეთ მშვიდად და ფეხაკრეფით. მე მხოლოდ სიჩუმეს გთხოვთ... სიჩუმეში უფრო ლამაზია სამყარო; სიჩუმეში უფრო ადვილია, იყო მშვიდი და ჩაგიქრეს აგრესიის ყოველგვარი გრძნობა! განიარაღდი! დააგდე იარაღი! __ გეძახი და გამიგონე, ჩემო დედამიწავ, ჩემო ტკივილების ღამეულო სახლო! მეშინია, გაუთენებელი არ დამირჩე! მე სიჩუმეს გთხოვთ! სიჩუმეს __ მშვიდობისათვის! თამთა ხუჯაძე ნახატი ლუკა კირკიტაძის - ფერწერა- ,,უქარქაშო წარსულის ერთი ფრაგმენტი’’ (შესრულდა სპეციალურად ჟურნალისათვის)
  6. 6. მიიძინეს მის გულში ტიტანებმა, ერებოსებმა, კიკლოპებმა, პითეკანტროპებმა და ჰომოსაპიენსებმა... ნუ გააღვიძებთ ჯოჯოხეთს! იარეთ მშვიდად და ფეხაკრეფით. მე მხოლოდ სიჩუმეს გთხოვთ... სიჩუმეში უფრო ლამაზია სამყარო; სიჩუმეში უფრო ადვილია, იყო მშვიდი და ჩაგიქრეს აგრესიის ყოველგვარი გრძნობა! განიარაღდი! დააგდე იარაღი! __ გეძახი და გამიგონე, ჩემო დედამიწავ, ჩემო ტკივილების ღამეულო სახლო! მეშინია, გაუთენებელი არ დამირჩე! მე სიჩუმეს გთხოვთ! სიჩუმეს __ მშვიდობისათვის! თამთა ხუჯაძე ნახატი ლუკა კირკიტაძის - ფერწერა- ,,უქარქაშო წარსულის ერთი ფრაგმენტი’’ (შესრულდა სპეციალურად ჟურნალისათვის)

×