Your SlideShare is downloading. ×
სამი სკამი
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

სამი სკამი

336
views

Published on

Published in: Education

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
336
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1
Actions
Shares
0
Downloads
4
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება ? ვოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამი”
  • 2. “აზროვნების სამი სკამი” მეოცნებე რეალისტი კრიტიკოსი
  • 3. „აზროვნების სამი სკამი” • სტრატეგია-როლური თამაში • იდეა სამი სხვადასხვა (მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის) პერსპექტივიდან • აზროვნების ტიპების ცვალებადობა • ინდივიდუალურად ან ჯგუფურად სამი (მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის) სკამის საშუალებით, ან მის გარეშე.
  • 4. • სტრატეგიის არსი მდგომარეობს სამი სხვადასხვა (მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის) პერსპექტივიდან პრობლემის ან საკითხის ხედვაში, რომლის დროსაც ხდება აზროვნების ტიპების ცვალებადობა. ეს სამივე ტიპი ყველა ადამიანში დევს, მაგრამ სხვადასხვანაირადაა გამოხატული. ეს სტრატეგია არ განიხილავს შემოქმედებით აზროვნებას ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისგან გამიჯნულად.
  • 5. • აზროვნების 3 სკამი“, როგორც როლური თამაში, შეგვიძლია წარვმართოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად სამი სკამის (მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის) საშუალებით, რომელსაც ოთახის სხვადასხვა კუთხეში განვალაგებთ. მეთოდის განხორციელება შესაძლებელია სამი სკამის გარეშეც, თუ რაიმე სიმბოლურ დეტალს მოვიაზრებთ, რომელიც აზროვნების შესაბამის ტიპს განასახიერებს.
  • 6. თითოეული როლისთვის დამახასიათებელი ნიშნები:
  • 7. მეოცნებე იდეების გამოთქმა ფანტაზიორი, ცნობისმოყვარე, ენთუზიასტი;  ვაფიქსირებთ სურვილებს, არ ვფიქრობთ შედეგზე და პრობლემაზე
  • 8. • მეოცნებე: განვავითაროთ ჩვენი ფანტაზია. ჩამოვაყალიბოთ ბევრი ვერსია, ბევრი იდეა, არ ვფიქრობთ შედეგებზე, უნდა ვიყოთ ცნობისმოყვარე, დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილები, გამოვთქვათ ყველა ჩვენი იდეა და წარმოდგენა, არ მოგვეთხოვება რომ ვიყოთ სერიოზულები, ამ სკამზე ყველაფრის უფლება გვაქვს.
  • 9. რეალისტი იდეების განხორციელება • პრაგმატულობა, • გეგმაზომიერად და გონივრულად მოქმედება, • პირობების გათვალისწინება, • სამართლიანობა, • შედეგზე ორიენტირებულობა, • უმოკლესი და მიზანმიმართული გზის შერჩევა.
  • 10. • რეალისტი: უნდა ვიფიქროთ იდეების განხორციალებაზე, ვიყოთ პრაგმატულები, გეგმაზომიერი და გონივრულები, სამართლიანები და შედეგზე ორიენტირებულები, გავითვალისწინოთ პირობები, ავირჩიოთ ყველაზე უმოკლესი და მიზანმიმართული გზა.
  • 11. კრიტიკოსი ფოკუსირება მიზანშეწონილობასა და განხორციელებადობაზე • მიზნის მისაღწევი გზის შეფასება; • შესაძლო რისკებზე და შესაძლებლობებზე ფიქრი; • ობიექტურობა; • კრიტიკოსი არ უნდა იყოს იდეისადმი ნეგატიურად განწყობილი.
  • 12. • კრიტიკოსი: არ უნდა ვიყოთ იდეისადმი ნეგატიურად განწყობილი, უბრალოდ კრიტიკულად შევხედოთ მას. შევაფასოთ რისკები და შესაძლებლობები და ვიყოთ ობიექტურები. ამ იდეაში პრობლემები უნდა ვიპოვოთ, მაგრამ იდეის არსის უნდა გვჯეროდეს.
  • 13. •მეთოდის მიმდინარეობა ჯგუფური მუშაობის მაგალითზე:
  • 14. • მასწავლებელი/მოდერატორი ინფორმაციას აძლევს მეთოდისა და განსახილველი თემის შესახებ. • ვაკეთებთ მოთელვას, მონაწილეებმა უნდა გაითავისონ თავიანთი როლები, ოცნების კუთხეში მათ უნდა გაიხსენონ ის დრო, როცა ოცნებებში იყვნენ გადავარდნილი.
  • 15. • ჯგუფი გადაადგილდება რეალისტის კუთხეში. რეალისტის კუთხეში ყველა მონაწილემ უნდა გაიხსენოს ის სიტუაცია, როცა მოხდა პრობლემის რეალისტურად და პრაგმატულად გაანალიზება და გადაწყვეტა. • კრიტიკოსის კუთხეში მათ უნდა გაიხსენონ ის სიტუაცია, სადაც იდეა ობიექტურად და კონსტრუქციულად გაუანალიზებიათ თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.
  • 16. • მეხუთე ნაბიჯზე მოდერატორი/მასწავლებელი ჯგუფს აცნობს გადასაჭრელ პრობლემას/თემას და იწყება ნამდვილი როლური თამაში. ჯგუფი მეოცნების კუთხეში ბრუნდება და იწყება პრობლემის ირგვლივ საკუთარი ხედვებისა და იდეების განვითარება ფანტაზიასა და გიჟურ იდეებზე ფრთების შესხმა.
  • 17. • მე-6 ნაბიჯზე მოსწავლეები მიადგებიან რეალისტის კუთხეს, მათ მიერ მოპოვებულ იდეებს რეალისტურად გამოცდიან, აანალიზებენ და აფასებენ არის თუ არა იდეები მიზნის რელევანტური. • მე-7 ნაბიჯზე რეალისტები განიხილავენ იდეას, რისკებს და შესაძლებლობებს კონსტრუქციულად.
  • 18. • მეთოდის ვარიაციები
  • 19. • კლასი დაიყოს 3 ჯგუფად. ერთი ჯგუფის შემოქმედებით იდეებს მეორე ჯგუფი უკეთებს ანალიზს, მესამე კი კრიტიკულად აფასებს. • ერთი და იმავე ჯგუფმა (ან თითუეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად) სამივე აზროვნების ტიპიდან განიხილოს ერთი და იგივე პრობლემა/თემა - თავად იპოვოს კრეატიული ედეები, გაანალიზოს და შეაფასოს.
  • 20. • მასწავლებლის მიზანია ყველა შემთხვევაში სამივე ტიპის აზროვნების განვითარება და აზროვნების პროცესის სწორად აგება.
  • 21. განვითარებული უნარები • კრიტიკული აზროვნების უნარი • შემოქმედებითი აზროვნების უნარი • ანალიზის უნარი • ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი
  • 22. დადებითი მხარეები • მრავალმხრივი ხედვა • ზრდის ჩართულობას • თანამშრომლობითი უნარები
  • 23. საფრთხები/უარყოფით მხარეები • კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა • შემოქმედებითი აზროვნების ნაკლებობა • ჯგუფში ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე
  • 24. საფრთხეების თავიდან აცილების გზები • ამ მეთოდის გამოყენებამდე მასწავლებელმა გამოიყენოს კრიტიკული და შემოქმედბითი აზროვნების გასავითარებელი შედარებით მარტივი მეთოდები

×