3. ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერს , 1837წელს
სოფელ ყვარელში . — ქართველი მწერალი ,
პოეტი , პუბლიცისტი , პოლიტიკური და
საზოგადო მოღვაწე , საქართველოს ეროვნულ -
განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი .
ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო
ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია
წმინდანად , სახელით წმინდა ილია მართალი
5. 1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე
ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ -ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის
კერძო პანსიონში მიუბარებია . 1851 წელს სწავლის
გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში
შევიდა . 1852 წლის 10 დეკემბერს , როცა ილია თბილისში უკვე
გიმნაზიელი იყო , ყვარელში მამაც გარდაეცვალა . ამის შემდეგ
მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა -
პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე . სწორედ ამ დიდი
სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული
ილიას ყრმობის დროინდელი , მისი ერთ -ერთი პოეტური ცდა
„მოთქმა საწყლისა “. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში
მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი , რომ
ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია , რის
გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ .
სამაგიეროდ , 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად
გამოუსწორებია .
6.
7. ეროვნული მოღვაწე , ქართველი ერის ემთელი თავისი
ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის
განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას , ეროვნული
თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას , ეროვნულ -
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას
ემსახურებოდა . ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს
უდიდესი როვნულ -განმათავისუფლებელი და განმანათლებელი
მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი . უწინარეს ყოვლისა ,
ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე .
მოწინავე ეროვნულმა იდეებმა , ერის გადარჩენის გზების ძიებამ
ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და
თანამიმდევრული კონცეფციის სახე , რომელიც მთელი ერის ქმედებისა
და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის
საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და
სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა .
ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის , ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი
საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის
რწმენა დანერგა .