SlideShare a Scribd company logo
1 of 78
Download to read offline
ვაზო ნაკურთხო, ფესვო მაგარო
• პროექტის სახელი: „ვაზი და საქართველო“ 
პროექტის მოკლე აღწერა : საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშების და ყურძენთან დაკავშირებული ქართული 
ტრადიციების მოძიება და გაცნობა. 
პროექტის სრული აღწერა: საქრთველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ტრადიციები უძველესი დროიდან 
მოდის. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ და გაეცნონ საქართველოს სახვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს, მის მოვლას, ღვინის 
დაყენებას, მისი შენახვის წესებს, ჭურჭელს, მარანს. აგრეთვე, რა პროდუქტებს ამზადებენ ყურძნისგან (ჩამიჩი, ბადაგი, ჩურჩხელა, ტყლაპი და 
ა.შ.). გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ქართულ სუფრას. შეგროვებული მასალის მიხედვით შექმნიან 
ფოტოალბომს, ჩანახატებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას. 
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-10 წელი ||| კლასი 
• ხანგრძლივობა: 5 თვე. 
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით. ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის 
შექმნა, პრეზენტაციის, ვიქტორინის, გამოფენის გამართვა. 
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, პრეზენტაცია, ბროშურა, ფოტოებისა და ნახატების 
გამოფენის მოწყობა. ბლოგი შეგროვებული მასალების მიხედვით, ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებების ალბომი. 
სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციებს, ყურძნისგან 
დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტებს და ქართული ვაზისა და ღვინის მნიშვნელობას მსოფლიოში. 
სამუშაო ენა: ქართული. 
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი...) სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების 
გაცნობა, სადაც ვაზზეა საუბარი. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. მსჯელობის უნარის განვითარება, 
-- გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ისტორიას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, რა გავლენა იქონია კონკრეტული კუთხის ისტორიამ იქ 
გავრცელებული ვაზის ჯიშების განვითარებაზე. 
ბუნება- გაეცნობიან და შეისწავლიან ვაზის, როგორც მცენარის ზრდა-განვითარებას, მისი მოვლის (მორწყვა, გასხლვა, შეწამვლა და ა.შ.) წესებს, 
რომელი ნიადაგია უფრო ხელსაყრელი კონკრეტული ვაზის ჯიშისთვის. 
ხელოვნება - ხელოვნების სხვადასვა დარგების გაცნობა, სადაც ვაზია მთავარი თემა (ტილოები, ქანდაკებები, არქიტექტურული ძეგლები, 
ეკლესიები. ფარდაგები, გობელენები. 
მუსიკა: ვაზის თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმობები, ხალხური სიმღერები, საგალობლები. 
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანი არაბაშვილი 
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: / n.arabashvili@gmail.com
რამდენი მადლიერებით აღვსილი ლოცვა 
აღვლენილა უფლისადმი, რამდენი სანთელი 
დანთებულა და რამდენჯერ უსარგებლია 
ადამიანს ბუნების საოცრების -- ვაზის 
სიკეთით. საქართველო კულტურული ვაზის 
ერთ-ერთ სამშობლოს წარმოადგენს, სადაც 
მრავალფეროვანი ბუნების წიაღში ვაზის 
უამრავი ფორმა და ჯიში არსებობს. ის 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 
ნიშანსვეტია, ქართველი ერის სიამაყე და 
მშვენებაა, ჩვენი ჭირისა და ლხინის 
თანაზიარია. ვაზი, ეს უნიკალური ფენომენი 
ქართველისათვის მარტო საარსებო წყარო 
როდია-- ღვთაებრივია მისდამი 
სიყვარული.იესო ქრისტე ამბობს: ვაზი მე ვარ, 
კვირტები ჩემი ხალხი,ღვინო ჩემი სისხლია, 
პური კი ჩემი ხორცი.
• მევენახეობას საქართველოში უფრო შორეული 
წარსული აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. არქეოლოგიური 
გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, 
ძველი წელთაღრიცხვის წინა ათასწლეულს 
განეკუთვნება. აქვეა კულტურული ვაზის წინაპარი 
გარეული ვაზი--უსურვაზი, რომელიც დღეს 
იშვიათობას წარმოადგენს. ასევე აღმოჩენილია იმავე 
ხანის მარანი. ნაპოვნია აგრეთვე ოქროს, ვერცხლისა და 
ბრინჯაოს ფიალები.საქართველოს სხვადასხვა 
კუთხეში შეიქმნა, განვითარდა და ჩამოყალიბდა ვაზის 
მრავალსაუკუნოვანი და თითოეული რეგიონისათვის 
დამახასიათებელი ჯიში, გამორჩეული მაღალი 
ღირსებით.ყველაფერი ქართველი გლეხკაცის 
შრომისმოყვარეობამ და ბუნების მრავალფეროვნებამაც 
განსაზღვრა. მართლაც ღვთისმშობლის 
წილხვედრ ქვეყანას თუ ერგებოდა ასეთი 
სამოთხისმაგვარი ბუნება. 
• ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ და დავხვეწოთ 
ვაზის ძველი და ახალი ჯიშები და გადავცეთ 
მომავალ თაობას.
• არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის 
სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი. ეს 
განცვიფრება იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ვაზი უძველესია 
მსოფლიოში. ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 
ქართული ერისათვის იგი მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. 
• ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში, 
ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. 
ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანების ლეგენდაშიც. წმინდა 
ნინომ ვაზისაგან შეკრული ჯვრით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს 
რჯული. ვაზის ჯვრად ქცევა ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან 
ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა არც ერთ 
ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“. ვაზს მიეძღვნა 
არაერთი საგალობელი, მათ შორის კი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის 
შვილის დემეტრე უფლისწულის საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ , რომელიც 
ღვთისმშობელს უძღვნა. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესია 
მონასტრებში. ასე, რომ ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობა 
ღვთივკურთხეულია. საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა ღვთაებრივ 
მცენარედ იყო მიჩნეული.
მაცხოვართან მიმართებაში 
სვეტიცხოველი, როგორც ახალი 
სიცოცხლის ხე ქართულ 
სივრცეში კიდევ ერთი 
სიმბოლოთი გამოიხატება– ეს 
არის ვაზი, რომელიც 
მოციქულთა სწორმა ნინომ 
სულიწმინდის განბრძნობით 
ამოიცნო. სწორედ ვაზის 
ნასხლევისაგან შექმნა მან 
წმინდა ჯვარი და შეკრა იგი 
თავისი თმით.
რელიეფური ვენახი 
ტაძართა ფასადზე
საქართველო ლეგენდების ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და 
საინტერესო ქართული ლეგენდის მიხედვით ღვინის შექმნას ქართველები 
მამა ღმერთს უკავშირებენ: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, 
სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ 
საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა სადაც დამარხული იყო 
ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო 
აღმოჩნდა. როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი 
მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის 
თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა, როდესაც ადამიანი 
ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით 
მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და 
ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება, უკიდურესად 
გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის 
მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.
• საქართველო ვაზის ქვეყანააო,- ჩემი ბაბუა იტყოდა ასე.ბაბუ ვენახის გასხვლისას ღიღინებდა 
სვრელებში, იმერეთში ვაზს ვენახს ვეძახით, კახეთში- ვაზს. ბაბუ ამბობდა:- წავედი ვენახის 
სააქიმებლადო. აქიმობის დროს კი ასე ღიღინებდა“ვაზო ქალწული დალალდაწნულო, ვაზო შენს 
გამო არ ვარ მოცლილი“მამაჩემიც და ბიძაჩემიც ვაზის ნაჟურით ღირსეული ღვინის 
დაყენებისათვის იღწვიან,ბევრჯერ მინახავს დამაჭრების შემდეგ როგორ წმენდენ ქვევრებს და 
ღვინოს მინის ჭურჭელში ინახავენ. სტუმარსაც ღვინით ხვდებიან და უფლის სადიდებელსაც 
ღვინით სავსე თასით ამბობენ.ერი და ბერი მზრუნველობდა ვაზს. თვით მეფენი უგალობდნენ 
მას 
„შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, 
ნორჩი , კეთილი, ედემს შინა ნერგული“ 
ვაზის ქვეყანაში ხატები ვაზის სიმბოლოებით არის გამშვენებული.ტაძართა ჩუქურთმებშიც 
ამიტომაა ვაზის მტევნები ჩაწნული. 
ვაზითა და ხორბლით ეზიარებოდნენ უდიდეს საიდუმლოს უფლისას მართლმადიდებელი 
ქრისტიანნი. ვაზის ნაჟურით ხდება ჯვრისწერა და გარდაცვალებულთათვის სამარადჟამო 
სასუფევლის დამკვიდრების დალოცვა. ვეცდები, მამაპაპისეულ ანდერძს პატივი მივაგო, ვაზი და 
სამშობლო ერთად დავიცვა და ავაყვავო.
• ვაზისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარგებელი 
გასხლვაა . გასხლვის დროს ვაზს რამდენ ლერწამს 
ჩამოაცლიდნენ, იმდენად მისი ნაყოფიერება მატულობდა. 
ვაზისათვის გასხლვის უაღრესი მნიშვნელობა იმდენად 
ღრმად ჰქონდათ საბერძნეთში შეგნებული, რომ გასხლვის 
დღესასწაულიც კი იყო დაწესებული, რომელსაც ყოველ წელს 
იხდიდნენ. ვაზის გასხლვა ადვილი საქმე არ არის, მას 
განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, 
მევენახემ უნდა იცოდეს ვაზის რომელი რქები და სად, ან რა 
დროს უნდა მოჭრას.
• კახეთში ვაზს დარის მიხედვით, 
შემოდგომაზეც სხლავდნენ და 
გაზაფხულზეც, ასევე იქცეოდნენ 
ქართლშიც, იმერეთშიც. ლეჩხუმში მხოლოდ 
გაზაფხულზე სხლავდნენ, გურიასა და 
სამეგრელოში უფრო ხშირად გაზაფხულზე, 
მაგრამ ზოგჯერ შემოდგომაზეც სხლავდნენ. 
ვაზის მოჭრილ რქას ქართულად მეორე 
სახელიც ჰქონდა და აქვს ეხლაც, ეს არის 
წალამი. რაკი გასხლვის მიზანი ვაზის 
ნაყოფიერების გაძლიერება იყო, ამიტომ 
გამსხვლელს, უპირველესად ის უნდა 
სცოდნოდა, თუ რომელ რქას რა 
დანიშნულება აქვს.
• საქართველოში მევენახეობას განსაკუთრებით 
ღვინის დასაყენებლად მისდევდნენ, მაგალითად 
სამცხეში არსებობდა ყურძნის ჯიში, რომელსაც 
საღვინე ეწოდებოდა, აჭარაში კი შემორჩენილია 
ჯიში, რომელსაც საწური ჰქვია, თუმცა ყურძენს 
საქართველოში მარტო ღვინის დასაყენებლად არ 
სწურავენ, დაწურულ ყურძნის წვენს მაჭრადაც 
სვამენ, ყურძნის ასეთ ჯიშებს სამაჭრე ჰქვიათ. 
გურიაში არის ერთი ყურძნის ჯიში, რომელსაც 
ბადაგი ერქვა. არის საჭმელად განკუთვნილი 
ყურძნის ჯიშები ასეთ ყურძნის ჯიშებს 
სათვალოს ეძახიან. ყურძნის ბევრი ჯიშის 
სახელწოდება მისი სადაურობის მაუწყებელია, 
მაგალითად წობანური, ქიშური, არაგვისპირული 
დიღმური, ოცხანური, ცოლიკოური და სხვა
ზედმეტი ტოტების მოცლას, ფურჩქნას , ვენახის 
გაფურჩქვნას ეძახიან. ვაზის ნაყოფს ყურძენს 
ვეძახით. ყურძენი როგორც ცნობილია მრავალი 
ცალკეული, მაგრამ ერთად შეკრული 
ნაწილისაგან შედგება. ამ ნაყოფს ქვია მტევანი. 
ყურძნის მტევნის აღსანიშნავად არსებობს 
თავთავისი სახელები. ყურძნის ღეროს კლერტი 
ეწოდება ან ბურძღენი. საბას 
უთქვამს:“ბურძღენი ყურძნის კლერტია და 
კლერტი ყურძნის ღეროაო“. ანუ ყურძნის 
მთავარ ღეროს კლერტი მის ტოტებს კი 
ბურძღენი ეწოდება.
• ყურძნის ჯიშები ასევე განირჩევიან 
მარცვლის მოყვანილობით. სულხას–საბას 
ჰქონდა აღნიშნული, რომ „ბუდუშაური 
ყურძენი“ მოგრძომარცვლიანი იყო. ძველად 
ყურძნის მარცვლის ორ სახეს არჩევდნენ 
მრგვალსა და მოგრძოს, აქედან გამომდინარე 
არსებობდა ორი ჯიში მარცვალ მოგრძო და 
მრგვალმარცვლიანი. ყურძნის ჯიშები ადრეც 
და ეხლა შეიძლება გამოვარჩიოთ კანის 
თვისებით, თხლაფი–თხელკანიანია, ხოლო 
კაკნატელა–სქელკანიანს ნიშნავს და ასევე 
ერთ ერთიუმნიშვნელოვანესი 
განმასხვავებელი არის და იყო ყურძნის 
ფერი.
მესხეთში, ვარძიისაკენ მიმავალ 
გზას დღესაც ამშვენებს ქართველი 
გლეხკაცის მიერ ნაგები დარიჯები. 
(ფერდობზე ვაზის გასაშენებლად 
კიბე-კიბე გაკეთებული ბაქნები.) 
არქეოლოგიური გათხრების 
შედეგად აღმოჩენილი ქვის 
საჭყლეტები, ვაზის საწური,თიხისა 
თუ ლითონის ჭურჭელი ქრისტეს 
დაბადებამდეა დამზადებული. ეს 
ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ 
მევენახეობა ქართველი ერის 
უმთავრეს საქმიანობას 
წარმოადგენდა.
კარგი ღვინის დასაყენებლად 
ერთ–ერთ მთავარ პირობათაგანს 
სისუფთავის დაცვა შეადგენდა, 
ამიტომ ყურძნის დასაწურად 
განსაკუთრებული ნაგებობაც 
არსებობდა და ტექნიკური 
საშუალებანიც გააჩნდათ. 
ყურძნის დაჭყლეტისათვის 
განკუთვნილ ადგილს და 
მოწყობილობას სასაწნახელეს და 
საწნახელს ეძახიან.
აკა მორჩილაძე წერს:“მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ 
იყოს, საქართველო არ იქნებოდა, თუ კი საქართველო 
რამეს უჭირავს, ერთ–ერთი ამათთაგანი არის ღვინო. 
იცინი–სვამ, ტირი–სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს, 
ღვინო აერთიანებს და აცალკავებს, ღვინო მალავს 
დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს ღვინო 
შვებას გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა 
დალაგებაში. საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება 
არის ქვევრდიან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი 
ამაზე ნამდვილი ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს 
ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვადვია და მასზე ვერავინ 
ამბობს უარს, ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება 
მაგრამ, იქ იმას არ ნიშნავს რასაც აქ ჩვენთან 
საქართველოში, ღვინო მარადიულია და მასში მთელი 
ქვეყნის პოვნა შეიძლება.“ ქართველი კაცი ვენახს 
სულიერად თვლიდა, თუ ქართველი კაცის ოჯახს თავს 
რაიმე უბედურება დაატყდებოდა იტყოდა, სულიერიდან 
მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო. ვაზი იყო და იქნება 
საქართველოს ეკონომოკური და სულიერი სიძლიერის 
წყარო.
ვაზის მოყვანა ყურძნის თესლით ესე იგი წიპწით 
ვაზის გახარება ყურძნის თესლითაც შეიძლება, 
მხოლოთ გვიან იზრდება, როდესაც ყურძენს სწურავთ, 
სანამ დაიდუღებს ტკბილი, უნდა კურკა გადაარჩიოთ, 
გარეცხოთ, გააშროთ და ქვიშაში შეინახოთ იმისთანა 
ადგილს სახლში სადაც არ ჰყინავს და არც სითბოა. ეს 
თესლი კარგ ნიადაგში დათესეთ და უთუოდ ამოვა 
ვაზი. კურკაზედ მოყვანილი ვაზი უფრო დიდხანს 
ძლებს, რადგან მიწას თესლი უფრო ითვისებს, ამიტომ 
ვაზი იზრდება საღი, უზადო და არ ბერდება მალე.
ვაზის მყნობა 
რადგან საფერავის და მწვანე ყურძნის ვაზი არის ნაზი ხე, 
მალე ბერდება და მალეც ხმება, ამ საფერავის და მწვანე 
ყურძნის ვაზის რქას ამყნობენ იმისთანა ვაზის ჯიშზე, 
რომელიც უფრო დიდხანს ძლებს ხოლმე. 
ვაზის მყნობა შეიძლება იმგვარად როგორც ხეხილის 
ხეებისა, ესე იგი: ფოთლით, კვირტით და რქით, 
უმჯობესია რქით მყნობა , რომელიც კეთდება ასე: ვაზს 
ჭრიან მიწის პირზე, შუაში ჩაურჭობენ სამყნე შტოებს ერთი 
წლის ვაზისას, შემდეგ შეკარით და შემოაყარეთ მიწა, რომ 
ნამყენი ადგილი მიწაში დამალული იყოს, ჰაერი და სიცხე 
ხვდებოდეს და ზაფხულში მორწყეთ ხოლმე, რომ მიწა 
ყოველთვის ნოტიო ჰქონდეს. შემდეგ გადააწვინეთ მიწაზე 
და ის ნამყენი ადგილი ჩაუმარხეთ მიწაში, და როდესაც 
გაიხაროს, ისევე ამოიღეთ მიწიდან და ფეხზე დააყენეთ 
ვაზი.
ახალი ჩაყრილი რქის თოხნა 
ახალ ჩაყრილ რქას სამ წელისადს 
უნდა თოხნა და ყოველ წელს ორჯერ: 
ერთი მარტში და მეორე მაისში, 
თორემ დაიჩაგრება , გვიან გაიზდება 
და ზოგი გახმება ნახარები. -
• ვაზის გადაწვენა 
უმჯობესია ვაზი გადავაწვინოთ 
თებერვალში. ზამთარში ვაზი 
მაგარია, მოხრის დროს შესაძლოა 
გადატყდეს, ამასთანავე დაბარულში 
ყინვა ჩავა ან თოვლი ჩაჰყვება და 
გაახმობს ვაზს. ვაზის გადაწვენა 
შემოდგომაზედაც შეიძლება ვიდრე 
ყინვები დაიწყება.მაგრამ უმჯობესია 
გაზაფხულზე .გადაწვენილი ვაზის 
რქა ორ კვირტზედ ამოსხლათ, 
სამზე მეტი არ შეიძლება.
წარმოგიდგენთ 
ქართული ვაზის 
500 ჯიშიდან მცირე 
ნაწილს , რომელიც 
სამეურნეო- 
ტექნოლოგიური 
მაჩვენებლით 
სცილდება ქვეყნის 
ფარგლებს.
რქაწითელი 
ჯიში განეკუთვნება შავი 
ზღვის აუზის ეკოლოგიურ- 
გეოგრაფიულ ჯგუფს. 
ფოთლები საშუალო, 
მომრგვალო სამ-ხუთ- 
ფრთიანი, მტევანი საშუალო 
ზომის ან დიდი, 
ცილინდროკონუსური. 
მარცვალი საშუალო, 
ოვალური მომწვანო- 
ყვითელი ფერის ყავისფერი 
ლაქებით. ჯიში 
ყინვაგამძლეა.
• რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო 
„რქაწითელი“, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე 
რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, 
კუპაჟში, გამოიყენება ღვინის „რქაწითელი ხორნაბუჯულის“ 
დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, 
მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება 
თეთრი სამარკო ღვინის „ტიბაანის“ დასამზადებლად. 
რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის 
ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი 
ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს 
ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად 
კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. 
ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან 
გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპის „კარდენახის“ 
დასამზადებლად.
საფერავი • საფერავი — ქართული წითელყურძნიანი 
საღვინე ვაზის ჯიშია. ივ.ჯავახიშვილის განმარტებით 
საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა 
წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული 
იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი 
სახეობა - დიდი და პატარა 
საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე 
"განჯური საფერავი". მოსავლიანობის, შაქრის დიდი 
შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის 
ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, 
უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული 
წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და 
სიმაგრით. 
• მისი ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი 
საშუალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან 
დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი 
რბილობით. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე 
პირველია.საფერავის ჯიშის 
ღვინომასალა, ალექსანდროული ჯიშის 
ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი 
ღვინის დასამზადებლად.
ხიხვი 
ხიხვი — ქართული 
ტექნიკური ჯიშია 
დამწიფების გვიანდელი 
ვადით. ფოთლები დიდი, 
მრგვალი, სამფრთიანი. 
მტევანი საშუალო მომწვანო 
ყვითელი ფერის. 
გარუჯული ლაქებით მზის 
მხარეს. რბილი კანით, 
წვნიანი რბილობით.
ცოლიკოური 
— თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. 
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს 
რაიონებში. ვენახის ფართობისა და არეალის 
მიხედვით ცოლიკოურს რქაწითლის შემდეგ 
პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში. 
ცოლიკოური საგვიანო სიმწიფის ჯიშია. 
ივითარებს საშუალო ზომის კონუსურ ან 
განიერკონუსურ, მომრგვალომარცვლიან 
მტევანს. 
გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, ღვინის 
მაღალი ხარისხით. ცოლიკოურს, როგორც 
უძველეს ქართულს ჯიშს, აქვს მრავალი 
ვარიაცია და კლონი.
ქისი 
— ყურძნის ქართული ტექნიკური ჯიშია. 
დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები საშუალო. 
მარცვალი ოდნავ ოვალური. ძირითადად 
სამფრთიანი. მტევანი საშუალო, კონუსური ან 
ცილინდრო-კონუსური. მარცვალი საშუალო, 
ოვალური მომწვანო თეთრი ფერის. თხელი კანით, 
წვნიანი რბილობით.
•კრახუნა, ქართული 
თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. 
გავრცელებულია დასავლეთ 
საქართველოში, იმერეთის რაიო ნებში. 
მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. 
ყურძნის წვნის შაქრიანობა 21-24%. 
შეტანილია საქართველოს სამრეწველო 
ვაზის ჯიშთა ასორტიმენტში. 
კრახუნასგან მზადდება 
მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო.
ალექსანდროული 
ქართული წითელყურძნიანი საღვინე 
ვაზის ჯიშია. იზრდება საშუალო 
ინტენსივობით. ნაყოფს 
იძლევა ყლორტების70-90%, მტევნის 
საშუალო წონაა 90- 
100გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის 
ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 
ც/ჰა-ზე. 
გავრცელებულიაამბროლაურისა და ცა 
გერის მუნიციპალიტეტებში. აყენებენ 
მაღალი ღირსების ბუნებრივად 
ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს 
„ხვანჭკარას,სუფრის ღვინოს — 
„ალექსანდროულს“.
ოჯალეში,ქართულიწითელყურძნიანი 
საღვინე ვაზის ჯიში.გავრცელებულია სამეგ 
რელოსა და აფხაზეთის რაიონებში 
(სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუ 
დაუთა,გაგრა). 
მწიფდება ოქტომბრის ბოლოს 
ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს 
ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი 
მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის 
მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. 
ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში 
ანუ ორბელური 
ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, 
რომლის ნამდვილი სახელწოდებაა 
„მერლო“.
• ჩხავერი — ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია 
დამწიფების გვიანდელი ვადით. 
• ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი 
საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის, 
ხშირად ფრთიანიც, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. ვაზზე 
დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, 
დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება დაუჭკნობლად. 
• XIX საუკუნემდე მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების 
სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში, იმერეთში, 
მოგვიანებით, აფხაზეთშიც. გურიის აბორიგენულ ვაზის 
ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, 
როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში. 
ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია. ჩხავერისგან, გარდა 
სუფრის მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს 
ნახევრდატკბილი სუფრის ღვინო. ჩხავერის ნახევრადტკბილ 
ღვინო საქართველოში 1934 წლიდან იწარმოებოდა. მას 
სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 
1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. 
ჩხავერი
• ალადასტური 
• გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ჯიშთა შორის 
ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, 
როგორც უხვმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი 
მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს. ალადასტური 
გავრცელებულია ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო 
იმერეთის ტერიტორიაზე. ალადასტური პირველ ნიშანს 
იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. 
სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. დაკვირვებებიდან 
გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ალადასტური ფილოქსერას 
უკეთ უძლებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი ჯიშები (ჩხავერი, 
ჯანი, მტევანდიდი, სხილთუბანი და სხვ.). სოკოვან 
დაავადებებიდან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს 
ჭრაქს, ხოლო ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ მისი 
ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში 
ნაცრის წინააღმდეგ წამლობას განსაკუთრებული 
მნიშვნელობა აქვს. კირის საკმაო რაოდენობით შემცველ 
თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით 
მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერ- 
ტიპის ნიადაგებზე. ალადასტურს ჩვეულებრივ ოქტომბრის 
ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ.
თეთრყურძნიანი 
საღვინე ვაზის ჯიშია. 
გავრცელებული დასავლეთ 
საქართველოში. საგვიანო 
სიმწიფის, უხვმოსავლიანი ჯიშია. 
მტევნის საშუალო მასა — 180-190 
გ. სრული სიმწიფის პერიოდში 
შაქრიანობა — 19%-20%, 
მჟავიანობა — 9-12 გ/ლ. ციცგასგან 
ამზადებენ მაღალხარისხოვან 
სუფრის ღვინოს 
შამპანურს, კონიაკს. 
ციცქა
ავშილური 
- ავშილური ანუ აბშილური მეგრული წითელყურძნიანი 
საღვინე ჯიშია. ყურძენი შეთვალებას იწყებს 1 
სექტემბრიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის 1 
ნოემბრისთვის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე მეტი 
ზრდისაა. მოსავლის პირველ ნიშანს ავშილური იძლევა 
დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე- 
მეხუთე წლიდან. ავშილური უხვმოსავლიანი ჯიშია. ვაზს 
ახასიათებს ყვავილცვენა და მცირედი წვრილმარცვლიანობა. 
განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქისგან. დაკრეფილი ყურძენი 
დიდხანს არ ინახება. როგორც მაღალმოსავლიანი, წვენის 
უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ხარისხოვანი 
პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში ავშილური დიდი 
ყურადღების ღირსია და მისი გავრცელება მიზანშეწონილია 
სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ფილოქსერაგამძლე 
საძირეებზე ნამყენების სახით. ავშილურის პროდუქცია 
წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურძნის წვენის 
დასამზადებლად.
ჩეში 
- ჩეში სამეგრელოში გავრცელებული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. 
ადგილობრივ მოხუცთა გადმოცემით ირკვევა, რომ ჩეში წარსულში 
ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს როგორც მთიან, ისე ვაკე 
ადგილებში. მის პროდუქციას მოსახლეობა ღვინის დასაყენებლად 
იყენებდა და ღვინო ჩეშისა, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტი 
ცნობილი ყოფილა სამეგრელოს გარეთაც. ჩეშის მტევანი ცილინდრული ან 
ცილინდრულ-კონუსურია, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება თხელი 
მტევნებიც. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხარეზე მოქარვისფრო 
ელფერით. საკმაოდ სქელკანიანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი 
გემოთი. მარცვლის კანი საკმაოდაა დაფარული ცვილისებრი ნადებით. 
ყურძნის შეთვლაება იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და მასობრივ 
სიმწიფეში შედის ოქტომბრის 15-დან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე 
ძლიერი ზრდისაა. სამეურნეო დანიშნულებით ჩეში საკმაოდ ხარისხოვან 
საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ჩეშის გასაშენებლად 
აუცილებელია შეირჩეს მზით უხვად განათებული ფერდობი ადგილები.
• მცვივანი 
• მცვივანი ანუ საფერავი ზემო გურიაში მაღლარების სახით 
გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძენი 
შეთვალებას იწყებს სექტემბრიდან. მასობრივ სიმწიფეში 
შედის 25 ოქტომბრიდან. მტევანი თხელია და ფორმით 
ცილინდრული. მარცვალი შავია და საშუალოზე მცირე. 
ფორმით თითქმის მრგვალია. მცვივანი სოკოვან დაავადებათა 
მიმართ სხვა ჯიშებთან შედარებით გამძლეობით გამოირჩევა.
• ხუშია 
• ხუშია გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. 
ხუშია მეტად მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში ყოფილა და 
მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სოფ. ნოღა-ვაზისუბნის 
ზონით განისაზღვრებოდა. ხუშის ფოთლის ქვედა მხარე 
შებუსულია. მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. 
საკმაოდ მკვრივია. იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. 
მარცვალი შავია. თითქმის საშუალო სიდიდისა და მომრგვალო. 
ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოდან და მასობრივ 
სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან. ვაზი საშუალო 
ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან ავადმყოფობათა 
მიმართ ხუშია სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ადვილად 
ავადდება ნაცრით. გურიის ბევრი სხვა ვაზის ჯიშებისგან 
განსხვავებით ხუშია არ იძლევა მაღალხარისხოვან მასალას 
სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
• წითლანი 
• წითლანი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ამჟამად ეს ჯიში 
თითქმის მთლიანად გადაშენებულია. იგი გავრცელებული ყოფილა ზედა 
გურიის მთისპირა სოფლებში მაღლარების სახით. გადმოცემით ამ ჯიშის 
პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ორდინარული ტიპის 
საოჯახო ღვინოების დასამზადებლად. მას იყენებდნენ ასევე როგორც 
საკუპაჟე მასალას სხვა ჯიშებთან შერევით. წითლანის ფოთლის ქვედა 
მხარე შებუსულია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი 
რიცხვებიდან, ხოლო მასობრივი სიმწიფე ოქტომბრის ბოლოდან. მტევანი 
თხელია და ცილინდრულ-კონუსური. მარცვალი მუქი წითელი- 
ვარდისფერია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სქელკანიანი და საკმაოდ 
ხორციანი და წვნიანი.
• ოფოურა 
• ოფოურა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ზემო გურიის 
სოფლებში მას `მაგარასაც ეძახიან, რომელი სახელწოდებაც მან 
მარცვლების სიმკვრივისა და ყურძნის ხანგრძლივად შენახვის უნარის 
გამო მიიღო. ოფოურას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი 
ფუნქციონალურად მდედრობითია. ყურძნის შეთვალება იწყება 
სექტემბრის პირველ ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ნოემბრის 
შუა რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა და ხელსაყრელი ამინდების 
შემთხვევაში კარგი მოსავალიც იცის. ოფოურა კარგად ვითარდება 
დახრილ მზით უხვად განათებულ ფერდობებზე. ოფოურა საკმაოდ 
ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია.
• ორონა 
• ორონა წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. იგი ფართოდ ყოფილა 
გავრცელებული როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. 
გადმოცემით ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ 
ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს. ორონას მტევანი ცილინდრული 
ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მეტად მკვრივია. მარცვლები თითქმის 
შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის. იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, 
სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით უხვად არის 
დაფარული. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და 
მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი 
საშუალო ზრდისაა.
ბადაგი 
ბადაგი გურიის ვარდისფერყურძნიანი 
აბორიგენული ჯიშია. ძველად იგი მაღლარების 
სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა 
და ზემო გურიის მთისპირა სოფლებში. 
გადმოცემით ბადაგისაგან ამზადებდნენ ოდნავ 
მოტკბო, ნაზ და სასიამოვნო სასმელ სუფრის 
ტიპის ღვინოებს., აღნიშნული სახელწოდება 
ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში 
შაქრის უხვად დაგროვების გამო და რომ იგი 
განკუთვნილი ყოფილა საბადაგო ჯიშად.. 
ყურძენი შეთვალებას აგვისტოს ბოლოს იწყებს, 
ხოლო მასიურ სიმწიფეს ოქტომბრის ბოლოდან. 
ბადაგის ღვინო შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: 
იგი ვარდისფერია, _ კომშისებრი ელფერით. 
ჰარმონიული, თავისებური სპეციფიური 
არომატით. როგორც სპეციფიკური ნიშან- 
თვისებების მქონე (ფერი, გემო), ბადაგი 
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია 
ადგილეობრივი მნიშვნელობის სუფრის ტიპის 
ღვინოების თვალსაზრისით. მოკრეფილი 
ყურძენი დიდხანს და კარგად ინახება
• საკმიელა 
• საკმიელა გურიის თეთრყურძნიან აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს 
ეკუთვნის. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით `საკმეველას~ 
სახელწოდებით ყოფილა გავრცელებული ვაზის ჯიში აგრეთვე 
ქართლში, იმერეთსა და რაჭაში. დასახლებულ რაიონებში ამჟამად 
აღნიშნული ჯიში არ მოიპოვება და ამრიგან ძნელი დასადგენია ამ 
ჯიშების იდენტურობა გურულ საკმიელასთან. საკმიელას ფოთლის 
ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მარცვალი ღია 
მწვანეა, მზის მხრიდან მოწითალო-ქარვისფერი. იგი საშუალო სიდიდის 
ან საშუალოზე მცირეა. ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. საკმაოდ 
სქელკანიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. ჯიში მასობრივ 
სიმწიფეში 1 ოქტომბრიდან შედის. ვაზი ძლიერ ზრდისაა. დაკვირვებით 
დადასტურდა, რომ აღნიშნული ჯიში გრძელი სხვლის მომთხოვნია. 
საკმიელას სოკოვან დაავადებებიდან განსაკუთრებით ნაცარი აზიანებს. 
მოკრეფილი ყურძენი ზამთრისთვის ცუდად ინახება. ყურძნის 
გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და თვით 
მარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა მიეკუთვნება 
ხარისხოვანი ღვინის ჯიშთა ჯგუფს.
• ბუდეშური 
• აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ადგილებრივ 
ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის 
ყურძნისა და საღვინე ჯიში. ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში 
იგი ცნობილია აგრეთვე `თეთრი ბუდეშურის~ სახელწოდებით, 
განსხვავებით `შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან~, რომლის 
გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება. 
მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯიშის ირგვლის წარმოებული 
დაკვირვებანი ცხადყოფენ, რომ ჯიშის ბოტანიკურ-ბიოლოგიური 
ნიშან-თვისებებით ბუდეშური ალაზნის კერის ტიპიური 
წარმომადგენელია, რომელიც ქართლში ფართოდ გავრცელებულ 
ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. სოკოვან დაავადებათა და 
ფილოქსერას გავრცელებამდე ბუდეშური ფართოდ ყოფილა 
გავრცელებული ქართლში, მესხეთში, კახეთსა და გარე კახეთში და 
ასევე იმერეთშიც.
• ბუდეშური წითელი 
• წითელი ბუდეშური, ნაკლებად გავრცელებული ვაზის 
ჯიშია. იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს. 
მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე 
შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც, თუმცა მისი 
მარცვლების შეფერვა არც წითელია და არც შავი, არამედ 
სიმწიფის დასაწყისში ღია ვარდისფერი, ხოლო 
დასასრულს – მუქი ვარდისფერია. ამჟამად წითელი 
ბუდეშური მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, 
ძირითადად კახეთში მოიპოვება, ხოლო ძველად მისი 
გავრცელების არეალს წარმოადგენდა საქართველოს 
თითქმის ყველა რეგიონი.
• თითა ქართლური 
• თითა – ვაზის ჯიშის ფართოდ ხმარებული სახელია. წერილობითი წყაროები 
ადასტურებს ვაზის ამ ჯიშის გავრცელებას: კახეთში, საინგილოში, ქართლში, 
მესხეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. ასე მაგალითად, 
კახეთში გავრცელებულია კახეური თითა ყურძენი; მესხეთში – ცხენისძუძუ, 
იგივე თითა; რაჭაში, გურიასა და აჭარაში – თითა ყურძენი, ხოლო 
სამეგრელოში – დედოფლის კითი (თითი). როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, 
თითას შერქმევა აიხსნება ყურძნის მარცვლის თითის მოყვანილობასთან 
მიმსგავსებით. ამ ჯიშის ყველა წარმომადგენლის მარცვალი ფორმით მართლაც 
თითს ემსგავსება, რის გამოც ჩვენს წინაპრებს სამართლიანად შეურქმევიათ ეს 
სახელი. ქართლის თითა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია; სამეურნეო 
დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც 
ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში, ქართლის თითა ძალზე 
საინტერესო ჯიშია, განსაკუთრებით მესხეთში, სადაც იგი ძლიერ ზრდასთან 
ერთად, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით და ყურძნის გარეგნული სილამაზით 
და მაღალ ხარისხოვანი გემური თვისებებით ხასიათდება. თითა შედარებით 
ადრე მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვები.
• კლარჯული 
• კლარჯული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძენი საუცხოო 
გემური თვისებების, ტრანსპორტაბელობის, შენახვის დიდი 
უნარის (ინახება თითქმის გაზაფხულამდე), მტევნისა და 
მარცვლების გარეგნული სილამაზისა და აგრეთვე საკმაოდ 
უხვი მოსავლიანობის გამო კლარჯული საქართველოს 
სუფრის ყურძნის ჯიშთა ერთ-ერთი საუკეთესო 
წარმომადგენლად ითვლება. როგორც სახელწოდება 
გვიჩვენებს, კლარჯული თითქოს კლარჯეთიდან უნდა იყოს 
გადმოტანილი გურია-აჭარის რაიონებში, სადაც მას 
განვითარებისთვის მეტად ხელშემწყობი ეკოლოგიური 
პირობები დახვდა.
• კრახუნა 
• კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება იმერული 
ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო. ჯიში პერსპექტიულია ასევე 
მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. კრახუნა გავრცელებულია 
ძირითადად იმერეთში. სიმწიფის დასაწყისის და სრული სიმწიფის დადგომის ვადის 
მიხედვით იგი იმერეთის ძირითად საწარმოო ვაზის ჯიშებზე (ციცქა, ცოლიკოური) 
ერთი პერიოდით უფრო ადრე მწიფდება. კრახუნა შედარებით ადრე იწყებს პირველ და 
სრული მოსავლის მოცემას. მისი ნამყენები დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ 
ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან – სრულ მოსავალს. კრახუნა საშუალოზე 
მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. მისი საჰექტარო საშუალო მოსავალია 80-100 
ცენტნერი. დაკვირვებების მიხედვით კრახუნა ჭრაქს ნაკლებად უძლებს, 
განსაკუთრებით ეს შესამჩნევია დაბლობზე გაშენებულ ვენახებში, ხოლო ნაცრის 
მიმართ იგი საშუალო გამძლეა. ადგილობრივ იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კრახუნა 
ფილოქსერას სუსტად უძლებს. კრახუნა კარგად გვარობს თითქმის ყველა ტიპის 
ნიადაგზე, გარდა დაჭაობებულ და მლაშე ნიადაგებისა, მაგრამ მაღალხარისხოვან 
ღვინოს იგი ნეშომპალა კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწერებულ 
ნიადაგებზე იძლევა. ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს. ახალი 
ვენახების გაშენებისას გაეწერებულ მძიმე ნიადაგებზე უნდა შეირჩეს საძირე რიპარია X 
რუპესტრის 3306, ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე ბერლანდიერი რიპარიას 
ჰიბრიდები, ძირითადად 5ბბ, ხოლო მშრალ ქვიან მწირ ნიადაგებზე საძირე რუპესტრის 
დულო. კრახუნა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს იძლევა. იმერული წესით 
დაყენებული ღვინო მუქი შეფერილობისაა, იგი მოქარვისფრო ყვითელია, ხასიათდება 
თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავი უხეშობით 
ახალგაზრდობაში. დავარგებისას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება, იგი ლამაზ 
მოქარვისფრო ყვითელ ფერს იღებს, ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს და ხდება 
უფრო ნაზი და ჰარმონიული.
ქართული 
საგანძური - 
თელავის რაიონის 
სოფელ წინანდალში 
არის 135 წლის ვაზი 
- ,,შავი თითა", 
რომლის 
გარშემოწერილობა 
125 სმ-ია, მტევანი კი 
4-5 კგ-ს იწონის.
ცისუსი 
(იგივე ოთახის ვაზი)
ღვინო მრავალ სამკურნალო თვისებებს შეიცავს. ხალხურ 
მკურნალობაში ღვინის ზემოაღნიშნული მიზნით გამოყენება, 
ქართული ტრადიციული და ხალხური მედიცინის მიღწევათა 
რიგში დგება.
ახლო წარსულში, 
იმერეთში ,,ექიმბაშები 
სხვადასხვა 
დაავადებების 
სამკურნალოდ შავ 
ღვინოზე 
,,დადუღების” წესით 
ამზადებდნენ ძვირად 
ღირებულ წამლებს.
• დამწვრობის სამკურნალოდ ძმრისა და ღვინის გამოყენება 
დამოწმებულია ძველ ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში. 
ხალხური მედიცინა ღვინოს მოტეხილობის მკურნალობაშიც 
იყენებს, შავ ღვინოში ხარშავენ მცენარე საროს ძირებს და 
აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ. ასევე წყალ-ღვინისა 
და დანაყილი ნიგვზის შერევით ამზადებდნენ ნაღრძობის 
სამკურნალო წამალსაც.
ალოეს და მაისის უცეცხლო თაფლს შეურევდნენ 
თანაბარი რაოდენობით (600_600 გრ.), დაუმატებდნენ 
სამსუფრის კოვზ არყის ხის კვირტს და სამ ლიტრ შავ 
ღვინოს (ხვანჭკარა). აღნიშნული წამალი ღვინოზე ცივად 
დაყენების წესით მზადდება. დაკეპილ ალოეს და სხვა 
ინგრედიენტებს ჩაყრიან ღვინოში და ბნელ და გრილ 
ადგილზე დადგამენ. 
სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო ნახარშ 
წამლებში იცვლება ,,ღვინოზე დასადუღებელი (ღვინოში 
მოხარშული) მცენარეები: კვლიავი; ბროწეულის კანი; 
ასკილის და ლეღვის ყლორტები; მაყვლის ძირები; ალოე 
და სხვა. ჩამოთვლილი მცენარეები ტკივილგამაყუჩებელ 
და სამკურნალო თვისებებს შეიცავენ .ყურის ტკივილის 
დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ 
მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში 
ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის 
ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ.
• ხალხურ მედიცინაში ღვინოზე ნახარში 
წამლები გამოიყენებოდა შინაგანი 
დაავადებების- ,,მუცლის ტკივილის, ღვიძლის 
და სხვ. დაავადებების სამკურნალოდაც....სამ 
ლიტრ შავ ღვინოში მოხარშავდნენ ერთ 
კილოგრამ მაყვლის ძირებს, ხარშვით 
დაიყვანდნენ ერთ ლიტრზე და ჭამის წინ 100 
გრამს ასმევდნენ ავადმყოფყურის ტკივილის 
დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ 
მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში 
ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან 
ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ 
თბილად შეიხვევდნენ. 
ღვინო გამოიყენებოდა კბილის ამოღების დროს 
როგორც ასეპტიკური გამოსავლები საშუალება. 
ღვინოში მოხარშული ბროწეულის ქერქის 
ნახარში კი, კბილის ტკივილის სამკურნალო 
საშუალება იყო. ს.
ცდილობთ 
გაიუმჯობესოთ კვების 
რეჟიმი? მაშინ ჩართეთ 
კვების რაციონში ყურძენი. 
ადამიანები, რომლებიც 
ყურძენს ან მის პროდუქტს 
მიირთმევენ უფრო 
ჯანსაღები არიან. 
იმისათვის, რომ დღესვე 
დაიწყოთ მისი მოხმარება, 
გთავაზობთ მის 
სასარგებლო თვისებებს.
ყურძენი ეკუთვნის ყველაზე ძვირფას მცენარეთა ჯგუფს. 
ყურძენი - შესანიშნავი აღდგენითი და მატონიზირებელი საშუალებაა. 
ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანული მჟავებს, 
ასკორბინის მჟავას, ვიტამინ B-ს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. 
დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი - კარგი 
წყარო კალიუმის. 
ერთი ჭიქა ყურძნის წვენის, ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B 
ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს დაეხმარება სტრესების მოხსნაში, 
დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. 
ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, რაც იმას 
ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის 
საშუალებით ელასტიურობა ენიჭება კანი. ყურძენი შეიცავს ვიტამინ E-ს-, 
რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს! 
ყურძენი და ყურძნის წვენი არის რეკომენდირებული ნაწლავების 
პერესტალტიკის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, გულსისხლძარღვთა 
დაავადებების დროს. 
წითელი ყურძნის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, 
კატეხინებს. იგი აუმჯობესებს გულისცემას, არტერიულ წნევას, 
აუმჯობესებს სისხლს და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აჯანსაღებს 
ღვიძლს, ხელს უწყობს სხეულიდან დაგროვილი ტოქსინების 
გამოდევნას. 
ყურძენი ათეთრებს კბილებს, მჟავა რომელიც ყურძნის მარცვლებშია 
ნაპოვნი კბილის ბუნებრივი მათეთრებელია. 
აუმჯობესებს ფრჩხილების ხარისს და კანის მდგომარეობას სხეულზე.
• ყურძენი - მოიაზრება ღმერთების ხილად. ეს პროდუქტი 
ხასიათდება ღვთაებრივი სამკურნალო და გემოვნური 
თვისებებით. მისი მოხმარება რეკომენდირებულია, როგორც 
ცალკე პროდუქტი, რადგან ორგანიზმი შესანიშნავად 
ითვისებს მას და დიდი სარგებლობა მოაქვს მისთვის.ყურძნის 
ხარისხის დასადგენად მთავარია გავსინჯოთ მისი გემო.
• ყურძნის შესანახად განსაკუთრებული პირობებია საჭირო. მისი შესანახი 
ადგილი, კარგად უნდა ნიავდებოდეს და ტენიანობა უნდა იყოს 80-90%. 
ამაზე ნაკლები ტენიანობის პირობებში იგი უბრალოდ ჭკნება, ხოლო უფრო 
მაღალ ტენიანობის პირობებში ადვილად ლპება. მისი შესანახი 
ოპტიმალური ტემპერატურა, -0,5 გრადუსი ცელსიუსიდან +0,5 გრადუს 
ცელსიუსამდეა. ოდნავ მაღალ ტემპერატურაზეც ინახება იგი სარდაფის 
პირობებში. თუ ყუთებში ან კონტეინერებში მოვათავსებთ მას ზემოდან 
უნდა დავაყაროთ ნახერხი. ასევე შეიძლება მისი შენახვა ქაღალდის პაკეტში 
და პირსახოცშემოხვეულ მდგომარეობაში, ოღონდ მტევნები არ უნდა იყოს 
მჭიდროდ ერთმანეთთან.
• ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივარში უმჯობესია ყურძენი ქაღალდის პაკეტით 
შევინახოთ. თუ გარემოში ყინვა არ არის, შეგვიძლია ყურძენი მოვათავსოთ აივანზე, 
ქაღალდგადაფარებულ მდგომარეობაში. ყურძნის მუქი ფერის ჯიშები, უკეთესად 
ინახება, ვიდრე მისი ღია ფერის წარმომადგენლები. საერთოდ, შესანახად უნდა აირჩეს 
ხარისხიანი და დაუზიანებელი მტევნები. რაც არ უნდა ვეცადოთ ყურძენს 3 კვირაზე 
მეტ ხანს სახლის პირობებში ვერ შევინახავთ. არსებობს სპეციალური საცავები, სადაც 
დაცულია შენახვის იდეალური პირობები. ეს სათავსო, აღჭურვილია სპეციალური 
აირის გარემოთი და აქ ყურძნის შენახვა ნახევარი წელია შესაძლებელი. 
ყურძენი სტრატეგიული დანიშნულების ხილია. მისგან მზადდება ღვინო და სხვა 
ალკოჰოლური სასმელები. მისგან მიღებულ წვენსა და ქიშმიშს მეტად სასარგებლო 
თვისებები ახასიათებს. ყურძნის მარცვლების შენახვა გაყინულ მდგომარეობაშიც 
შესაძლებელია.
• შემოვიდა შემოდგომა და «ყურძნის სეზონიც» დაიწყო, თუმცა 
რამდენად არის რეკომენდებული ამ ნაყოფის ბავშვისთვის 
მიცემა და რა წესები უნდა დავიცვათ, ეს ყველამ არ იცის. ამ 
გემრიელი და საკმაოდ სასარგებლო ხილის არასწორმა თუ 
გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს 
ბავშვის ჯანმრთელობას. 
• პირველ რიგში პედიატრების რეკომენდაციაა, რომ სამ 
წლამდე ბავშვს ყურძენი არ აჭამოთ. მიუხედავად მისი 
სარგებლობისა, ის არც ისე ადვილად გადასამუშავებელი 
ხილია ბავშვის კუჭნაწლავისთვის და ჯობს, ცოტა გვიან 
გაასინჯოთ.
აუცილებელი წესია, ყურძენი 
გულმოდგინედ გაირეცხოს, თვით 
მარცვლებზე ხელის გადასმითაც კი, 
რადგან უმეტესად მას შეწამვლისას 
მიღებული შხამების რაღაც ნაწილი მაინც 
შენარჩუნებული აქვს და ჯობს, ის 
კარგად მოვაცილოთ. ასევე, როდესაც 
ბავშვს ვაძლევთ, კარგად უნდა 
გავარჩიოთ, რომ ყურძნის მარცვლებთან 
ერთად რაიმე მწერი არ შეჰყვეს (ხშირია 
აკიდოებში გახლართული პაწაწინა 
ობობები, ჭიანჭველები და ა.შ.) ან 
დაზიანებული მარცვალი არ ჭამოს.
• ყურძნის მიღება, მასში შაქრის მაღალი შემცველობისა და 
მაღალკალორიულობის გამო დაუშვებელია მათთვის, ვისაც 
შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, 
ასევეკუჭისწყლული,ჰიპერტონია,სიმსუქნე და გულის 
ზოგიერთი დაავადება. ! 
რაც შეეხება მის სარგებლობას, ცხიმებს თუ გამოვრიცხავთ, ის 
რძეს უთანაბრდება. მასში ბევრია გლუკოზა და ფრუქტოზა, 
მდიდარია უჯრედისით, პექტინებით, არომატული 
ნივთიერებებით, ფერმენტებით, ვიტამინებით. მასში ბევრი 
მინერალური ნივთიერებაა, განსაკუთრებით კალიუმი და 
მაგნიუმი.
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"

More Related Content

What's hot

Αλάτιση και αλιπάστωση
Αλάτιση και αλιπάστωσηΑλάτιση και αλιπάστωση
Αλάτιση και αλιπάστωσηFotini Razakou
 
შავი ზღვა
შავი ზღვაშავი ზღვა
შავი ზღვაNatia Gvilia
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებაmarinamukbaniani
 
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობანივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობაnanulimjavanadze
 
Παθήσεις αναπνευστικού_ Καραματσούκη
Παθήσεις αναπνευστικού_ ΚαραματσούκηΠαθήσεις αναπνευστικού_ Καραματσούκη
Παθήσεις αναπνευστικού_ Καραματσούκηskotsonis
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1irma
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიLela Goginashvili
 
ζεστά και ψυχρά χρώματα!
ζεστά και ψυχρά χρώματα!ζεστά και ψυχρά χρώματα!
ζεστά και ψυχρά χρώματα!Βιβή Αραβανή
 
მშობელთა ჩართულობა
მშობელთა ჩართულობამშობელთა ჩართულობა
მშობელთა ჩართულობაMadona Gogmachadze
 
წყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმაწყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმაtamari matoshvili
 
გულის აგებულება და მუშაობა
გულის აგებულება და მუშაობაგულის აგებულება და მუშაობა
გულის აგებულება და მუშაობაa.sanamiani a.sanamiani
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42datiko43
 
ასობგერა მ
ასობგერა მასობგერა მ
ასობგერა მmeriiko
 
ჰიდროქსიდი
ჰიდროქსიდიჰიდროქსიდი
ჰიდროქსიდიMariam Makhviladze
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 

What's hot (20)

Αλάτιση και αλιπάστωση
Αλάτιση και αλιπάστωσηΑλάτιση και αλιπάστωση
Αλάτιση και αλιπάστωση
 
შავი ზღვა
შავი ზღვაშავი ზღვა
შავი ზღვა
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერება
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
იაკობი
იაკობიიაკობი
იაკობი
 
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობანივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
 
Παθήσεις αναπνευστικού_ Καραματσούκη
Παθήσεις αναπνευστικού_ ΚαραματσούκηΠαθήσεις αναπνευστικού_ Καραματσούκη
Παθήσεις αναπνευστικού_ Καραματσούκη
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
10კლ მასწავლებლის ანგარიში
10კლ მასწავლებლის ანგარიში10კლ მასწავლებლის ანგარიში
10კლ მასწავლებლის ანგარიში
 
ζεστά και ψυχρά χρώματα!
ζεστά και ψυχρά χρώματα!ζεστά και ψυχρά χρώματα!
ζεστά και ψυχρά χρώματα!
 
მშობელთა ჩართულობა
მშობელთა ჩართულობამშობელთა ჩართულობა
მშობელთა ჩართულობა
 
წყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმაწყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმა
 
გულის აგებულება და მუშაობა
გულის აგებულება და მუშაობაგულის აგებულება და მუშაობა
გულის აგებულება და მუშაობა
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
ასობგერა მ
ასობგერა მასობგერა მ
ასობგერა მ
 
ჰიდროქსიდი
ჰიდროქსიდიჰიდროქსიდი
ჰიდროქსიდი
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 
მჟავა
მჟავამჟავა
მჟავა
 

Viewers also liked

Media Question 3 presentation
Media Question 3 presentationMedia Question 3 presentation
Media Question 3 presentationjayavelli
 
TWT14 - Online Courses for Students
TWT14 - Online Courses for StudentsTWT14 - Online Courses for Students
TWT14 - Online Courses for Studentsroeker
 
As panquecas de mama pania
As panquecas de mama paniaAs panquecas de mama pania
As panquecas de mama paniacoordadriana
 
Thung rac nhua, thung rac moi truong, thung rac composite
Thung rac nhua, thung rac moi truong, thung rac compositeThung rac nhua, thung rac moi truong, thung rac composite
Thung rac nhua, thung rac moi truong, thung rac compositedacsandatviet
 
Ladies Net . E-commerce by Carla Cassanello
Ladies Net . E-commerce by Carla CassanelloLadies Net . E-commerce by Carla Cassanello
Ladies Net . E-commerce by Carla CassanelloAgrupando Ideas
 
21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result
21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result
21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Resultteamcavite
 
Catalogo electrodomesticos 2014
Catalogo electrodomesticos 2014Catalogo electrodomesticos 2014
Catalogo electrodomesticos 2014Ricardo Delgado
 
παρουσίαση 8 2
παρουσίαση 8 2παρουσίαση 8 2
παρουσίαση 8 2jennydav
 
Computer Science 105 Final Powerpoint
Computer Science 105 Final PowerpointComputer Science 105 Final Powerpoint
Computer Science 105 Final Powerpointthrowawayaccount1
 
1 ramazani ftese per meditim
1  ramazani ftese per meditim1  ramazani ftese per meditim
1 ramazani ftese per meditimMondi Marku
 

Viewers also liked (20)

Media Question 3 presentation
Media Question 3 presentationMedia Question 3 presentation
Media Question 3 presentation
 
TWT14 - Online Courses for Students
TWT14 - Online Courses for StudentsTWT14 - Online Courses for Students
TWT14 - Online Courses for Students
 
As panquecas de mama pania
As panquecas de mama paniaAs panquecas de mama pania
As panquecas de mama pania
 
Tự học MS Excel 2010 - Daotaotinhocvanphong.com
Tự học MS Excel 2010 - Daotaotinhocvanphong.comTự học MS Excel 2010 - Daotaotinhocvanphong.com
Tự học MS Excel 2010 - Daotaotinhocvanphong.com
 
Thung rac nhua, thung rac moi truong, thung rac composite
Thung rac nhua, thung rac moi truong, thung rac compositeThung rac nhua, thung rac moi truong, thung rac composite
Thung rac nhua, thung rac moi truong, thung rac composite
 
Nick Cheffins, Peakhill Associates
Nick Cheffins, Peakhill AssociatesNick Cheffins, Peakhill Associates
Nick Cheffins, Peakhill Associates
 
Innovacion en femenino
Innovacion en femeninoInnovacion en femenino
Innovacion en femenino
 
Storm thorgerson
Storm thorgersonStorm thorgerson
Storm thorgerson
 
профессионал 2015
профессионал 2015профессионал 2015
профессионал 2015
 
Michael Doran, Irish Bioenergy Association
Michael Doran, Irish Bioenergy AssociationMichael Doran, Irish Bioenergy Association
Michael Doran, Irish Bioenergy Association
 
John Burgess, KWS UK
John Burgess, KWS UKJohn Burgess, KWS UK
John Burgess, KWS UK
 
Ladies Net . E-commerce by Carla Cassanello
Ladies Net . E-commerce by Carla CassanelloLadies Net . E-commerce by Carla Cassanello
Ladies Net . E-commerce by Carla Cassanello
 
21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result
21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result
21k Uphill Challenge Dash for the Orphan Race Result
 
Catalogo electrodomesticos 2014
Catalogo electrodomesticos 2014Catalogo electrodomesticos 2014
Catalogo electrodomesticos 2014
 
παρουσίαση 8 2
παρουσίαση 8 2παρουσίαση 8 2
παρουσίαση 8 2
 
Robert Starr, Walker Morris LLP
Robert Starr, Walker Morris LLPRobert Starr, Walker Morris LLP
Robert Starr, Walker Morris LLP
 
Nintendo 2
Nintendo 2Nintendo 2
Nintendo 2
 
David Kaner, Advanced Anaerobics
David Kaner, Advanced AnaerobicsDavid Kaner, Advanced Anaerobics
David Kaner, Advanced Anaerobics
 
Computer Science 105 Final Powerpoint
Computer Science 105 Final PowerpointComputer Science 105 Final Powerpoint
Computer Science 105 Final Powerpoint
 
1 ramazani ftese per meditim
1  ramazani ftese per meditim1  ramazani ftese per meditim
1 ramazani ftese per meditim
 

Similar to კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"

კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"arabashvili nana
 
კონფერენცია"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია"ვაზი და საქართველო"კონფერენცია"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია"ვაზი და საქართველო"naniarabashvili
 
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"arabashvili nana
 
კონფერენცია "ვაზი"
კონფერენცია "ვაზი"კონფერენცია "ვაზი"
კონფერენცია "ვაზი"Nana Arabashvili
 
კონფერენცია "ვაზი"
 კონფერენცია "ვაზი" კონფერენცია "ვაზი"
კონფერენცია "ვაზი"naniarabashvili
 
Zarema winwalashvili
Zarema winwalashviliZarema winwalashvili
Zarema winwalashvilievaeviko
 
In vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტება
In vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტებაIn vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტება
In vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტებაNato Koberidze
 
,,შენ ხარ ვენახი"
,,შენ ხარ ვენახი",,შენ ხარ ვენახი"
,,შენ ხარ ვენახი"Lia Zedginidze
 
Agro&wine tour
Agro&wine tourAgro&wine tour
Agro&wine tourpaianiki
 
Agrotourgeo 121102041441-phpapp01
Agrotourgeo 121102041441-phpapp01Agrotourgeo 121102041441-phpapp01
Agrotourgeo 121102041441-phpapp01alskybaby
 
Agro tour geo
Agro tour geoAgro tour geo
Agro tour geopaianiki
 

Similar to კონფერენცია '"ვაზი და საქართველო" (12)

კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
 
კონფერენცია"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია"ვაზი და საქართველო"კონფერენცია"ვაზი და საქართველო"
კონფერენცია"ვაზი და საქართველო"
 
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
კონფერენცია "ვაზი და საქართველო"
 
კონფერენცია "ვაზი"
კონფერენცია "ვაზი"კონფერენცია "ვაზი"
კონფერენცია "ვაზი"
 
კონფერენცია "ვაზი"
 კონფერენცია "ვაზი" კონფერენცია "ვაზი"
კონფერენცია "ვაზი"
 
Zarema winwalashvili
Zarema winwalashviliZarema winwalashvili
Zarema winwalashvili
 
In vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტება
In vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტებაIn vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტება
In vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტება
 
,,შენ ხარ ვენახი"
,,შენ ხარ ვენახი",,შენ ხარ ვენახი"
,,შენ ხარ ვენახი"
 
Agro&wine tour
Agro&wine tourAgro&wine tour
Agro&wine tour
 
Agrotourgeo 121102041441-phpapp01
Agrotourgeo 121102041441-phpapp01Agrotourgeo 121102041441-phpapp01
Agrotourgeo 121102041441-phpapp01
 
Agro tour geo
Agro tour geoAgro tour geo
Agro tour geo
 
Agro turi
Agro turiAgro turi
Agro turi
 

კონფერენცია '"ვაზი და საქართველო"

  • 2. • პროექტის სახელი: „ვაზი და საქართველო“ პროექტის მოკლე აღწერა : საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშების და ყურძენთან დაკავშირებული ქართული ტრადიციების მოძიება და გაცნობა. პროექტის სრული აღწერა: საქრთველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ტრადიციები უძველესი დროიდან მოდის. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ და გაეცნონ საქართველოს სახვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს, მის მოვლას, ღვინის დაყენებას, მისი შენახვის წესებს, ჭურჭელს, მარანს. აგრეთვე, რა პროდუქტებს ამზადებენ ყურძნისგან (ჩამიჩი, ბადაგი, ჩურჩხელა, ტყლაპი და ა.შ.). გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ქართულ სუფრას. შეგროვებული მასალის მიხედვით შექმნიან ფოტოალბომს, ჩანახატებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-10 წელი ||| კლასი • ხანგრძლივობა: 5 თვე. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით. ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, პრეზენტაციის, ვიქტორინის, გამოფენის გამართვა. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, პრეზენტაცია, ბროშურა, ფოტოებისა და ნახატების გამოფენის მოწყობა. ბლოგი შეგროვებული მასალების მიხედვით, ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებების ალბომი. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციებს, ყურძნისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტებს და ქართული ვაზისა და ღვინის მნიშვნელობას მსოფლიოში. სამუშაო ენა: ქართული. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი...) სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, სადაც ვაზზეა საუბარი. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. მსჯელობის უნარის განვითარება, -- გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ისტორიას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, რა გავლენა იქონია კონკრეტული კუთხის ისტორიამ იქ გავრცელებული ვაზის ჯიშების განვითარებაზე. ბუნება- გაეცნობიან და შეისწავლიან ვაზის, როგორც მცენარის ზრდა-განვითარებას, მისი მოვლის (მორწყვა, გასხლვა, შეწამვლა და ა.შ.) წესებს, რომელი ნიადაგია უფრო ხელსაყრელი კონკრეტული ვაზის ჯიშისთვის. ხელოვნება - ხელოვნების სხვადასვა დარგების გაცნობა, სადაც ვაზია მთავარი თემა (ტილოები, ქანდაკებები, არქიტექტურული ძეგლები, ეკლესიები. ფარდაგები, გობელენები. მუსიკა: ვაზის თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმობები, ხალხური სიმღერები, საგალობლები. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანი არაბაშვილი პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: / n.arabashvili@gmail.com
  • 3. რამდენი მადლიერებით აღვსილი ლოცვა აღვლენილა უფლისადმი, რამდენი სანთელი დანთებულა და რამდენჯერ უსარგებლია ადამიანს ბუნების საოცრების -- ვაზის სიკეთით. საქართველო კულტურული ვაზის ერთ-ერთ სამშობლოს წარმოადგენს, სადაც მრავალფეროვანი ბუნების წიაღში ვაზის უამრავი ფორმა და ჯიში არსებობს. ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნიშანსვეტია, ქართველი ერის სიამაყე და მშვენებაა, ჩვენი ჭირისა და ლხინის თანაზიარია. ვაზი, ეს უნიკალური ფენომენი ქართველისათვის მარტო საარსებო წყარო როდია-- ღვთაებრივია მისდამი სიყვარული.იესო ქრისტე ამბობს: ვაზი მე ვარ, კვირტები ჩემი ხალხი,ღვინო ჩემი სისხლია, პური კი ჩემი ხორცი.
  • 4. • მევენახეობას საქართველოში უფრო შორეული წარსული აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, ძველი წელთაღრიცხვის წინა ათასწლეულს განეკუთვნება. აქვეა კულტურული ვაზის წინაპარი გარეული ვაზი--უსურვაზი, რომელიც დღეს იშვიათობას წარმოადგენს. ასევე აღმოჩენილია იმავე ხანის მარანი. ნაპოვნია აგრეთვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები.საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიქმნა, განვითარდა და ჩამოყალიბდა ვაზის მრავალსაუკუნოვანი და თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი ჯიში, გამორჩეული მაღალი ღირსებით.ყველაფერი ქართველი გლეხკაცის შრომისმოყვარეობამ და ბუნების მრავალფეროვნებამაც განსაზღვრა. მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას თუ ერგებოდა ასეთი სამოთხისმაგვარი ბუნება. • ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ და დავხვეწოთ ვაზის ძველი და ახალი ჯიშები და გადავცეთ მომავალ თაობას.
  • 5. • არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი. ეს განცვიფრება იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში. ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართული ერისათვის იგი მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. • ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანების ლეგენდაშიც. წმინდა ნინომ ვაზისაგან შეკრული ჯვრით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. ვაზის ჯვრად ქცევა ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“. ვაზს მიეძღვნა არაერთი საგალობელი, მათ შორის კი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე უფლისწულის საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ , რომელიც ღვთისმშობელს უძღვნა. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესია მონასტრებში. ასე, რომ ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობა ღვთივკურთხეულია. საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული.
  • 6. მაცხოვართან მიმართებაში სვეტიცხოველი, როგორც ახალი სიცოცხლის ხე ქართულ სივრცეში კიდევ ერთი სიმბოლოთი გამოიხატება– ეს არის ვაზი, რომელიც მოციქულთა სწორმა ნინომ სულიწმინდის განბრძნობით ამოიცნო. სწორედ ვაზის ნასხლევისაგან შექმნა მან წმინდა ჯვარი და შეკრა იგი თავისი თმით.
  • 8.
  • 9. საქართველო ლეგენდების ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდის მიხედვით ღვინის შექმნას ქართველები მამა ღმერთს უკავშირებენ: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა. როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა, როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება, უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.
  • 10. • საქართველო ვაზის ქვეყანააო,- ჩემი ბაბუა იტყოდა ასე.ბაბუ ვენახის გასხვლისას ღიღინებდა სვრელებში, იმერეთში ვაზს ვენახს ვეძახით, კახეთში- ვაზს. ბაბუ ამბობდა:- წავედი ვენახის სააქიმებლადო. აქიმობის დროს კი ასე ღიღინებდა“ვაზო ქალწული დალალდაწნულო, ვაზო შენს გამო არ ვარ მოცლილი“მამაჩემიც და ბიძაჩემიც ვაზის ნაჟურით ღირსეული ღვინის დაყენებისათვის იღწვიან,ბევრჯერ მინახავს დამაჭრების შემდეგ როგორ წმენდენ ქვევრებს და ღვინოს მინის ჭურჭელში ინახავენ. სტუმარსაც ღვინით ხვდებიან და უფლის სადიდებელსაც ღვინით სავსე თასით ამბობენ.ერი და ბერი მზრუნველობდა ვაზს. თვით მეფენი უგალობდნენ მას „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, ნორჩი , კეთილი, ედემს შინა ნერგული“ ვაზის ქვეყანაში ხატები ვაზის სიმბოლოებით არის გამშვენებული.ტაძართა ჩუქურთმებშიც ამიტომაა ვაზის მტევნები ჩაწნული. ვაზითა და ხორბლით ეზიარებოდნენ უდიდეს საიდუმლოს უფლისას მართლმადიდებელი ქრისტიანნი. ვაზის ნაჟურით ხდება ჯვრისწერა და გარდაცვალებულთათვის სამარადჟამო სასუფევლის დამკვიდრების დალოცვა. ვეცდები, მამაპაპისეულ ანდერძს პატივი მივაგო, ვაზი და სამშობლო ერთად დავიცვა და ავაყვავო.
  • 11. • ვაზისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარგებელი გასხლვაა . გასხლვის დროს ვაზს რამდენ ლერწამს ჩამოაცლიდნენ, იმდენად მისი ნაყოფიერება მატულობდა. ვაზისათვის გასხლვის უაღრესი მნიშვნელობა იმდენად ღრმად ჰქონდათ საბერძნეთში შეგნებული, რომ გასხლვის დღესასწაულიც კი იყო დაწესებული, რომელსაც ყოველ წელს იხდიდნენ. ვაზის გასხლვა ადვილი საქმე არ არის, მას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მევენახემ უნდა იცოდეს ვაზის რომელი რქები და სად, ან რა დროს უნდა მოჭრას.
  • 12. • კახეთში ვაზს დარის მიხედვით, შემოდგომაზეც სხლავდნენ და გაზაფხულზეც, ასევე იქცეოდნენ ქართლშიც, იმერეთშიც. ლეჩხუმში მხოლოდ გაზაფხულზე სხლავდნენ, გურიასა და სამეგრელოში უფრო ხშირად გაზაფხულზე, მაგრამ ზოგჯერ შემოდგომაზეც სხლავდნენ. ვაზის მოჭრილ რქას ქართულად მეორე სახელიც ჰქონდა და აქვს ეხლაც, ეს არის წალამი. რაკი გასხლვის მიზანი ვაზის ნაყოფიერების გაძლიერება იყო, ამიტომ გამსხვლელს, უპირველესად ის უნდა სცოდნოდა, თუ რომელ რქას რა დანიშნულება აქვს.
  • 13. • საქართველოში მევენახეობას განსაკუთრებით ღვინის დასაყენებლად მისდევდნენ, მაგალითად სამცხეში არსებობდა ყურძნის ჯიში, რომელსაც საღვინე ეწოდებოდა, აჭარაში კი შემორჩენილია ჯიში, რომელსაც საწური ჰქვია, თუმცა ყურძენს საქართველოში მარტო ღვინის დასაყენებლად არ სწურავენ, დაწურულ ყურძნის წვენს მაჭრადაც სვამენ, ყურძნის ასეთ ჯიშებს სამაჭრე ჰქვიათ. გურიაში არის ერთი ყურძნის ჯიში, რომელსაც ბადაგი ერქვა. არის საჭმელად განკუთვნილი ყურძნის ჯიშები ასეთ ყურძნის ჯიშებს სათვალოს ეძახიან. ყურძნის ბევრი ჯიშის სახელწოდება მისი სადაურობის მაუწყებელია, მაგალითად წობანური, ქიშური, არაგვისპირული დიღმური, ოცხანური, ცოლიკოური და სხვა
  • 14. ზედმეტი ტოტების მოცლას, ფურჩქნას , ვენახის გაფურჩქვნას ეძახიან. ვაზის ნაყოფს ყურძენს ვეძახით. ყურძენი როგორც ცნობილია მრავალი ცალკეული, მაგრამ ერთად შეკრული ნაწილისაგან შედგება. ამ ნაყოფს ქვია მტევანი. ყურძნის მტევნის აღსანიშნავად არსებობს თავთავისი სახელები. ყურძნის ღეროს კლერტი ეწოდება ან ბურძღენი. საბას უთქვამს:“ბურძღენი ყურძნის კლერტია და კლერტი ყურძნის ღეროაო“. ანუ ყურძნის მთავარ ღეროს კლერტი მის ტოტებს კი ბურძღენი ეწოდება.
  • 15. • ყურძნის ჯიშები ასევე განირჩევიან მარცვლის მოყვანილობით. სულხას–საბას ჰქონდა აღნიშნული, რომ „ბუდუშაური ყურძენი“ მოგრძომარცვლიანი იყო. ძველად ყურძნის მარცვლის ორ სახეს არჩევდნენ მრგვალსა და მოგრძოს, აქედან გამომდინარე არსებობდა ორი ჯიში მარცვალ მოგრძო და მრგვალმარცვლიანი. ყურძნის ჯიშები ადრეც და ეხლა შეიძლება გამოვარჩიოთ კანის თვისებით, თხლაფი–თხელკანიანია, ხოლო კაკნატელა–სქელკანიანს ნიშნავს და ასევე ერთ ერთიუმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი არის და იყო ყურძნის ფერი.
  • 16. მესხეთში, ვარძიისაკენ მიმავალ გზას დღესაც ამშვენებს ქართველი გლეხკაცის მიერ ნაგები დარიჯები. (ფერდობზე ვაზის გასაშენებლად კიბე-კიბე გაკეთებული ბაქნები.) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის საჭყლეტები, ვაზის საწური,თიხისა თუ ლითონის ჭურჭელი ქრისტეს დაბადებამდეა დამზადებული. ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ მევენახეობა ქართველი ერის უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენდა.
  • 17. კარგი ღვინის დასაყენებლად ერთ–ერთ მთავარ პირობათაგანს სისუფთავის დაცვა შეადგენდა, ამიტომ ყურძნის დასაწურად განსაკუთრებული ნაგებობაც არსებობდა და ტექნიკური საშუალებანიც გააჩნდათ. ყურძნის დაჭყლეტისათვის განკუთვნილ ადგილს და მოწყობილობას სასაწნახელეს და საწნახელს ეძახიან.
  • 18. აკა მორჩილაძე წერს:“მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველო არ იქნებოდა, თუ კი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ–ერთი ამათთაგანი არის ღვინო. იცინი–სვამ, ტირი–სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს, ღვინო აერთიანებს და აცალკავებს, ღვინო მალავს დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს ღვინო შვებას გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში. საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრდიან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი ამაზე ნამდვილი ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვადვია და მასზე ვერავინ ამბობს უარს, ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება მაგრამ, იქ იმას არ ნიშნავს რასაც აქ ჩვენთან საქართველოში, ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება.“ ქართველი კაცი ვენახს სულიერად თვლიდა, თუ ქართველი კაცის ოჯახს თავს რაიმე უბედურება დაატყდებოდა იტყოდა, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო. ვაზი იყო და იქნება საქართველოს ეკონომოკური და სულიერი სიძლიერის წყარო.
  • 19. ვაზის მოყვანა ყურძნის თესლით ესე იგი წიპწით ვაზის გახარება ყურძნის თესლითაც შეიძლება, მხოლოთ გვიან იზრდება, როდესაც ყურძენს სწურავთ, სანამ დაიდუღებს ტკბილი, უნდა კურკა გადაარჩიოთ, გარეცხოთ, გააშროთ და ქვიშაში შეინახოთ იმისთანა ადგილს სახლში სადაც არ ჰყინავს და არც სითბოა. ეს თესლი კარგ ნიადაგში დათესეთ და უთუოდ ამოვა ვაზი. კურკაზედ მოყვანილი ვაზი უფრო დიდხანს ძლებს, რადგან მიწას თესლი უფრო ითვისებს, ამიტომ ვაზი იზრდება საღი, უზადო და არ ბერდება მალე.
  • 20. ვაზის მყნობა რადგან საფერავის და მწვანე ყურძნის ვაზი არის ნაზი ხე, მალე ბერდება და მალეც ხმება, ამ საფერავის და მწვანე ყურძნის ვაზის რქას ამყნობენ იმისთანა ვაზის ჯიშზე, რომელიც უფრო დიდხანს ძლებს ხოლმე. ვაზის მყნობა შეიძლება იმგვარად როგორც ხეხილის ხეებისა, ესე იგი: ფოთლით, კვირტით და რქით, უმჯობესია რქით მყნობა , რომელიც კეთდება ასე: ვაზს ჭრიან მიწის პირზე, შუაში ჩაურჭობენ სამყნე შტოებს ერთი წლის ვაზისას, შემდეგ შეკარით და შემოაყარეთ მიწა, რომ ნამყენი ადგილი მიწაში დამალული იყოს, ჰაერი და სიცხე ხვდებოდეს და ზაფხულში მორწყეთ ხოლმე, რომ მიწა ყოველთვის ნოტიო ჰქონდეს. შემდეგ გადააწვინეთ მიწაზე და ის ნამყენი ადგილი ჩაუმარხეთ მიწაში, და როდესაც გაიხაროს, ისევე ამოიღეთ მიწიდან და ფეხზე დააყენეთ ვაზი.
  • 21. ახალი ჩაყრილი რქის თოხნა ახალ ჩაყრილ რქას სამ წელისადს უნდა თოხნა და ყოველ წელს ორჯერ: ერთი მარტში და მეორე მაისში, თორემ დაიჩაგრება , გვიან გაიზდება და ზოგი გახმება ნახარები. -
  • 22. • ვაზის გადაწვენა უმჯობესია ვაზი გადავაწვინოთ თებერვალში. ზამთარში ვაზი მაგარია, მოხრის დროს შესაძლოა გადატყდეს, ამასთანავე დაბარულში ყინვა ჩავა ან თოვლი ჩაჰყვება და გაახმობს ვაზს. ვაზის გადაწვენა შემოდგომაზედაც შეიძლება ვიდრე ყინვები დაიწყება.მაგრამ უმჯობესია გაზაფხულზე .გადაწვენილი ვაზის რქა ორ კვირტზედ ამოსხლათ, სამზე მეტი არ შეიძლება.
  • 23. წარმოგიდგენთ ქართული ვაზის 500 ჯიშიდან მცირე ნაწილს , რომელიც სამეურნეო- ტექნოლოგიური მაჩვენებლით სცილდება ქვეყნის ფარგლებს.
  • 24. რქაწითელი ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ- გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთ- ფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო- ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. ჯიში ყინვაგამძლეა.
  • 25. • რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო „რქაწითელი“, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის „რქაწითელი ხორნაბუჯულის“ დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის „ტიბაანის“ დასამზადებლად. რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპის „კარდენახის“ დასამზადებლად.
  • 26. საფერავი • საფერავი — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ივ.ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა - დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე "განჯური საფერავი". მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. • მისი ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშუალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი რბილობით. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე პირველია.საფერავის ჯიშის ღვინომასალა, ალექსანდროული ჯიშის ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად.
  • 27. ხიხვი ხიხვი — ქართული ტექნიკური ჯიშია დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები დიდი, მრგვალი, სამფრთიანი. მტევანი საშუალო მომწვანო ყვითელი ფერის. გარუჯული ლაქებით მზის მხარეს. რბილი კანით, წვნიანი რბილობით.
  • 28. ცოლიკოური — თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში. ვენახის ფართობისა და არეალის მიხედვით ცოლიკოურს რქაწითლის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში. ცოლიკოური საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ივითარებს საშუალო ზომის კონუსურ ან განიერკონუსურ, მომრგვალომარცვლიან მტევანს. გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, ღვინის მაღალი ხარისხით. ცოლიკოურს, როგორც უძველეს ქართულს ჯიშს, აქვს მრავალი ვარიაცია და კლონი.
  • 29. ქისი — ყურძნის ქართული ტექნიკური ჯიშია. დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები საშუალო. მარცვალი ოდნავ ოვალური. ძირითადად სამფრთიანი. მტევანი საშუალო, კონუსური ან ცილინდრო-კონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო თეთრი ფერის. თხელი კანით, წვნიანი რბილობით.
  • 30. •კრახუნა, ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რაიო ნებში. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვნის შაქრიანობა 21-24%. შეტანილია საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშთა ასორტიმენტში. კრახუნასგან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო.
  • 31. ალექსანდროული ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90- 100გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულიაამბროლაურისა და ცა გერის მუნიციპალიტეტებში. აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს „ხვანჭკარას,სუფრის ღვინოს — „ალექსანდროულს“.
  • 32. ოჯალეში,ქართულიწითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.გავრცელებულია სამეგ რელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუ დაუთა,გაგრა). მწიფდება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“.
  • 33. • ჩხავერი — ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია დამწიფების გვიანდელი ვადით. • ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის, ხშირად ფრთიანიც, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება დაუჭკნობლად. • XIX საუკუნემდე მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში, იმერეთში, მოგვიანებით, აფხაზეთშიც. გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში. ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია. ჩხავერისგან, გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს ნახევრდატკბილი სუფრის ღვინო. ჩხავერის ნახევრადტკბილ ღვინო საქართველოში 1934 წლიდან იწარმოებოდა. მას სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. ჩხავერი
  • 34. • ალადასტური • გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხვმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს. ალადასტური გავრცელებულია ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. ალადასტური პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. დაკვირვებებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ალადასტური ფილოქსერას უკეთ უძლებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი ჯიშები (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილთუბანი და სხვ.). სოკოვან დაავადებებიდან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს ჭრაქს, ხოლო ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ მისი ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში ნაცრის წინააღმდეგ წამლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კირის საკმაო რაოდენობით შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერ- ტიპის ნიადაგებზე. ალადასტურს ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ.
  • 35. თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. საგვიანო სიმწიფის, უხვმოსავლიანი ჯიშია. მტევნის საშუალო მასა — 180-190 გ. სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა — 19%-20%, მჟავიანობა — 9-12 გ/ლ. ციცგასგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს შამპანურს, კონიაკს. ციცქა
  • 36. ავშილური - ავშილური ანუ აბშილური მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშია. ყურძენი შეთვალებას იწყებს 1 სექტემბრიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრისთვის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე მეტი ზრდისაა. მოსავლის პირველ ნიშანს ავშილური იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე- მეხუთე წლიდან. ავშილური უხვმოსავლიანი ჯიშია. ვაზს ახასიათებს ყვავილცვენა და მცირედი წვრილმარცვლიანობა. განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქისგან. დაკრეფილი ყურძენი დიდხანს არ ინახება. როგორც მაღალმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში ავშილური დიდი ყურადღების ღირსია და მისი გავრცელება მიზანშეწონილია სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ფილოქსერაგამძლე საძირეებზე ნამყენების სახით. ავშილურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურძნის წვენის დასამზადებლად.
  • 37. ჩეში - ჩეში სამეგრელოში გავრცელებული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. ადგილობრივ მოხუცთა გადმოცემით ირკვევა, რომ ჩეში წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს როგორც მთიან, ისე ვაკე ადგილებში. მის პროდუქციას მოსახლეობა ღვინის დასაყენებლად იყენებდა და ღვინო ჩეშისა, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტი ცნობილი ყოფილა სამეგრელოს გარეთაც. ჩეშის მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხარეზე მოქარვისფრო ელფერით. საკმაოდ სქელკანიანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი საკმაოდაა დაფარული ცვილისებრი ნადებით. ყურძნის შეთვლაება იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის 15-დან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სამეურნეო დანიშნულებით ჩეში საკმაოდ ხარისხოვან საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ჩეშის გასაშენებლად აუცილებელია შეირჩეს მზით უხვად განათებული ფერდობი ადგილები.
  • 38. • მცვივანი • მცვივანი ანუ საფერავი ზემო გურიაში მაღლარების სახით გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძენი შეთვალებას იწყებს სექტემბრიდან. მასობრივ სიმწიფეში შედის 25 ოქტომბრიდან. მტევანი თხელია და ფორმით ცილინდრული. მარცვალი შავია და საშუალოზე მცირე. ფორმით თითქმის მრგვალია. მცვივანი სოკოვან დაავადებათა მიმართ სხვა ჯიშებთან შედარებით გამძლეობით გამოირჩევა.
  • 39. • ხუშია • ხუშია გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ხუშია მეტად მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში ყოფილა და მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სოფ. ნოღა-ვაზისუბნის ზონით განისაზღვრებოდა. ხუშის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. საკმაოდ მკვრივია. იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი შავია. თითქმის საშუალო სიდიდისა და მომრგვალო. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოდან და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ხუშია სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. გურიის ბევრი სხვა ვაზის ჯიშებისგან განსხვავებით ხუშია არ იძლევა მაღალხარისხოვან მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
  • 40. • წითლანი • წითლანი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ამჟამად ეს ჯიში თითქმის მთლიანად გადაშენებულია. იგი გავრცელებული ყოფილა ზედა გურიის მთისპირა სოფლებში მაღლარების სახით. გადმოცემით ამ ჯიშის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ორდინარული ტიპის საოჯახო ღვინოების დასამზადებლად. მას იყენებდნენ ასევე როგორც საკუპაჟე მასალას სხვა ჯიშებთან შერევით. წითლანის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, ხოლო მასობრივი სიმწიფე ოქტომბრის ბოლოდან. მტევანი თხელია და ცილინდრულ-კონუსური. მარცვალი მუქი წითელი- ვარდისფერია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სქელკანიანი და საკმაოდ ხორციანი და წვნიანი.
  • 41. • ოფოურა • ოფოურა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ზემო გურიის სოფლებში მას `მაგარასაც ეძახიან, რომელი სახელწოდებაც მან მარცვლების სიმკვრივისა და ყურძნის ხანგრძლივად შენახვის უნარის გამო მიიღო. ოფოურას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველ ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა და ხელსაყრელი ამინდების შემთხვევაში კარგი მოსავალიც იცის. ოფოურა კარგად ვითარდება დახრილ მზით უხვად განათებულ ფერდობებზე. ოფოურა საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია.
  • 42. • ორონა • ორონა წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. გადმოცემით ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს. ორონას მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მეტად მკვრივია. მარცვლები თითქმის შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის. იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით უხვად არის დაფარული. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა.
  • 43. ბადაგი ბადაგი გურიის ვარდისფერყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ძველად იგი მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო გურიის მთისპირა სოფლებში. გადმოცემით ბადაგისაგან ამზადებდნენ ოდნავ მოტკბო, ნაზ და სასიამოვნო სასმელ სუფრის ტიპის ღვინოებს., აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში შაქრის უხვად დაგროვების გამო და რომ იგი განკუთვნილი ყოფილა საბადაგო ჯიშად.. ყურძენი შეთვალებას აგვისტოს ბოლოს იწყებს, ხოლო მასიურ სიმწიფეს ოქტომბრის ბოლოდან. ბადაგის ღვინო შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: იგი ვარდისფერია, _ კომშისებრი ელფერით. ჰარმონიული, თავისებური სპეციფიური არომატით. როგორც სპეციფიკური ნიშან- თვისებების მქონე (ფერი, გემო), ბადაგი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ადგილეობრივი მნიშვნელობის სუფრის ტიპის ღვინოების თვალსაზრისით. მოკრეფილი ყურძენი დიდხანს და კარგად ინახება
  • 44. • საკმიელა • საკმიელა გურიის თეთრყურძნიან აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით `საკმეველას~ სახელწოდებით ყოფილა გავრცელებული ვაზის ჯიში აგრეთვე ქართლში, იმერეთსა და რაჭაში. დასახლებულ რაიონებში ამჟამად აღნიშნული ჯიში არ მოიპოვება და ამრიგან ძნელი დასადგენია ამ ჯიშების იდენტურობა გურულ საკმიელასთან. საკმიელას ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხრიდან მოწითალო-ქარვისფერი. იგი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა. ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. საკმაოდ სქელკანიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. ჯიში მასობრივ სიმწიფეში 1 ოქტომბრიდან შედის. ვაზი ძლიერ ზრდისაა. დაკვირვებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ჯიში გრძელი სხვლის მომთხოვნია. საკმიელას სოკოვან დაავადებებიდან განსაკუთრებით ნაცარი აზიანებს. მოკრეფილი ყურძენი ზამთრისთვის ცუდად ინახება. ყურძნის გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და თვით მარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა მიეკუთვნება ხარისხოვანი ღვინის ჯიშთა ჯგუფს.
  • 45. • ბუდეშური • აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ადგილებრივ ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში. ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია აგრეთვე `თეთრი ბუდეშურის~ სახელწოდებით, განსხვავებით `შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან~, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება. მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯიშის ირგვლის წარმოებული დაკვირვებანი ცხადყოფენ, რომ ჯიშის ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ბუდეშური ალაზნის კერის ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც ქართლში ფართოდ გავრცელებულ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას გავრცელებამდე ბუდეშური ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლში, მესხეთში, კახეთსა და გარე კახეთში და ასევე იმერეთშიც.
  • 46. • ბუდეშური წითელი • წითელი ბუდეშური, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია. იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს. მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც, თუმცა მისი მარცვლების შეფერვა არც წითელია და არც შავი, არამედ სიმწიფის დასაწყისში ღია ვარდისფერი, ხოლო დასასრულს – მუქი ვარდისფერია. ამჟამად წითელი ბუდეშური მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კახეთში მოიპოვება, ხოლო ძველად მისი გავრცელების არეალს წარმოადგენდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი.
  • 47. • თითა ქართლური • თითა – ვაზის ჯიშის ფართოდ ხმარებული სახელია. წერილობითი წყაროები ადასტურებს ვაზის ამ ჯიშის გავრცელებას: კახეთში, საინგილოში, ქართლში, მესხეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. ასე მაგალითად, კახეთში გავრცელებულია კახეური თითა ყურძენი; მესხეთში – ცხენისძუძუ, იგივე თითა; რაჭაში, გურიასა და აჭარაში – თითა ყურძენი, ხოლო სამეგრელოში – დედოფლის კითი (თითი). როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, თითას შერქმევა აიხსნება ყურძნის მარცვლის თითის მოყვანილობასთან მიმსგავსებით. ამ ჯიშის ყველა წარმომადგენლის მარცვალი ფორმით მართლაც თითს ემსგავსება, რის გამოც ჩვენს წინაპრებს სამართლიანად შეურქმევიათ ეს სახელი. ქართლის თითა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია; სამეურნეო დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში, ქართლის თითა ძალზე საინტერესო ჯიშია, განსაკუთრებით მესხეთში, სადაც იგი ძლიერ ზრდასთან ერთად, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით და ყურძნის გარეგნული სილამაზით და მაღალ ხარისხოვანი გემური თვისებებით ხასიათდება. თითა შედარებით ადრე მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვები.
  • 48. • კლარჯული • კლარჯული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძენი საუცხოო გემური თვისებების, ტრანსპორტაბელობის, შენახვის დიდი უნარის (ინახება თითქმის გაზაფხულამდე), მტევნისა და მარცვლების გარეგნული სილამაზისა და აგრეთვე საკმაოდ უხვი მოსავლიანობის გამო კლარჯული საქართველოს სუფრის ყურძნის ჯიშთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, კლარჯული თითქოს კლარჯეთიდან უნდა იყოს გადმოტანილი გურია-აჭარის რაიონებში, სადაც მას განვითარებისთვის მეტად ხელშემწყობი ეკოლოგიური პირობები დახვდა.
  • 49. • კრახუნა • კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება იმერული ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო. ჯიში პერსპექტიულია ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. კრახუნა გავრცელებულია ძირითადად იმერეთში. სიმწიფის დასაწყისის და სრული სიმწიფის დადგომის ვადის მიხედვით იგი იმერეთის ძირითად საწარმოო ვაზის ჯიშებზე (ციცქა, ცოლიკოური) ერთი პერიოდით უფრო ადრე მწიფდება. კრახუნა შედარებით ადრე იწყებს პირველ და სრული მოსავლის მოცემას. მისი ნამყენები დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან – სრულ მოსავალს. კრახუნა საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. მისი საჰექტარო საშუალო მოსავალია 80-100 ცენტნერი. დაკვირვებების მიხედვით კრახუნა ჭრაქს ნაკლებად უძლებს, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია დაბლობზე გაშენებულ ვენახებში, ხოლო ნაცრის მიმართ იგი საშუალო გამძლეა. ადგილობრივ იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კრახუნა ფილოქსერას სუსტად უძლებს. კრახუნა კარგად გვარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებულ და მლაშე ნიადაგებისა, მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს იგი ნეშომპალა კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწერებულ ნიადაგებზე იძლევა. ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს. ახალი ვენახების გაშენებისას გაეწერებულ მძიმე ნიადაგებზე უნდა შეირჩეს საძირე რიპარია X რუპესტრის 3306, ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე ბერლანდიერი რიპარიას ჰიბრიდები, ძირითადად 5ბბ, ხოლო მშრალ ქვიან მწირ ნიადაგებზე საძირე რუპესტრის დულო. კრახუნა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს იძლევა. იმერული წესით დაყენებული ღვინო მუქი შეფერილობისაა, იგი მოქარვისფრო ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავი უხეშობით ახალგაზრდობაში. დავარგებისას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება, იგი ლამაზ მოქარვისფრო ყვითელ ფერს იღებს, ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს და ხდება უფრო ნაზი და ჰარმონიული.
  • 50. ქართული საგანძური - თელავის რაიონის სოფელ წინანდალში არის 135 წლის ვაზი - ,,შავი თითა", რომლის გარშემოწერილობა 125 სმ-ია, მტევანი კი 4-5 კგ-ს იწონის.
  • 52.
  • 53. ღვინო მრავალ სამკურნალო თვისებებს შეიცავს. ხალხურ მკურნალობაში ღვინის ზემოაღნიშნული მიზნით გამოყენება, ქართული ტრადიციული და ხალხური მედიცინის მიღწევათა რიგში დგება.
  • 54. ახლო წარსულში, იმერეთში ,,ექიმბაშები სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ შავ ღვინოზე ,,დადუღების” წესით ამზადებდნენ ძვირად ღირებულ წამლებს.
  • 55. • დამწვრობის სამკურნალოდ ძმრისა და ღვინის გამოყენება დამოწმებულია ძველ ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში. ხალხური მედიცინა ღვინოს მოტეხილობის მკურნალობაშიც იყენებს, შავ ღვინოში ხარშავენ მცენარე საროს ძირებს და აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ. ასევე წყალ-ღვინისა და დანაყილი ნიგვზის შერევით ამზადებდნენ ნაღრძობის სამკურნალო წამალსაც.
  • 56. ალოეს და მაისის უცეცხლო თაფლს შეურევდნენ თანაბარი რაოდენობით (600_600 გრ.), დაუმატებდნენ სამსუფრის კოვზ არყის ხის კვირტს და სამ ლიტრ შავ ღვინოს (ხვანჭკარა). აღნიშნული წამალი ღვინოზე ცივად დაყენების წესით მზადდება. დაკეპილ ალოეს და სხვა ინგრედიენტებს ჩაყრიან ღვინოში და ბნელ და გრილ ადგილზე დადგამენ. სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო ნახარშ წამლებში იცვლება ,,ღვინოზე დასადუღებელი (ღვინოში მოხარშული) მცენარეები: კვლიავი; ბროწეულის კანი; ასკილის და ლეღვის ყლორტები; მაყვლის ძირები; ალოე და სხვა. ჩამოთვლილი მცენარეები ტკივილგამაყუჩებელ და სამკურნალო თვისებებს შეიცავენ .ყურის ტკივილის დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ.
  • 57. • ხალხურ მედიცინაში ღვინოზე ნახარში წამლები გამოიყენებოდა შინაგანი დაავადებების- ,,მუცლის ტკივილის, ღვიძლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდაც....სამ ლიტრ შავ ღვინოში მოხარშავდნენ ერთ კილოგრამ მაყვლის ძირებს, ხარშვით დაიყვანდნენ ერთ ლიტრზე და ჭამის წინ 100 გრამს ასმევდნენ ავადმყოფყურის ტკივილის დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ. ღვინო გამოიყენებოდა კბილის ამოღების დროს როგორც ასეპტიკური გამოსავლები საშუალება. ღვინოში მოხარშული ბროწეულის ქერქის ნახარში კი, კბილის ტკივილის სამკურნალო საშუალება იყო. ს.
  • 58. ცდილობთ გაიუმჯობესოთ კვების რეჟიმი? მაშინ ჩართეთ კვების რაციონში ყურძენი. ადამიანები, რომლებიც ყურძენს ან მის პროდუქტს მიირთმევენ უფრო ჯანსაღები არიან. იმისათვის, რომ დღესვე დაიწყოთ მისი მოხმარება, გთავაზობთ მის სასარგებლო თვისებებს.
  • 59. ყურძენი ეკუთვნის ყველაზე ძვირფას მცენარეთა ჯგუფს. ყურძენი - შესანიშნავი აღდგენითი და მატონიზირებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანული მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ვიტამინ B-ს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი - კარგი წყარო კალიუმის. ერთი ჭიქა ყურძნის წვენის, ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს დაეხმარება სტრესების მოხსნაში, დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის საშუალებით ელასტიურობა ენიჭება კანი. ყურძენი შეიცავს ვიტამინ E-ს-, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს! ყურძენი და ყურძნის წვენი არის რეკომენდირებული ნაწლავების პერესტალტიკის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. წითელი ყურძნის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, კატეხინებს. იგი აუმჯობესებს გულისცემას, არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლს და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აჯანსაღებს ღვიძლს, ხელს უწყობს სხეულიდან დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას. ყურძენი ათეთრებს კბილებს, მჟავა რომელიც ყურძნის მარცვლებშია ნაპოვნი კბილის ბუნებრივი მათეთრებელია. აუმჯობესებს ფრჩხილების ხარისს და კანის მდგომარეობას სხეულზე.
  • 60. • ყურძენი - მოიაზრება ღმერთების ხილად. ეს პროდუქტი ხასიათდება ღვთაებრივი სამკურნალო და გემოვნური თვისებებით. მისი მოხმარება რეკომენდირებულია, როგორც ცალკე პროდუქტი, რადგან ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს მას და დიდი სარგებლობა მოაქვს მისთვის.ყურძნის ხარისხის დასადგენად მთავარია გავსინჯოთ მისი გემო.
  • 61. • ყურძნის შესანახად განსაკუთრებული პირობებია საჭირო. მისი შესანახი ადგილი, კარგად უნდა ნიავდებოდეს და ტენიანობა უნდა იყოს 80-90%. ამაზე ნაკლები ტენიანობის პირობებში იგი უბრალოდ ჭკნება, ხოლო უფრო მაღალ ტენიანობის პირობებში ადვილად ლპება. მისი შესანახი ოპტიმალური ტემპერატურა, -0,5 გრადუსი ცელსიუსიდან +0,5 გრადუს ცელსიუსამდეა. ოდნავ მაღალ ტემპერატურაზეც ინახება იგი სარდაფის პირობებში. თუ ყუთებში ან კონტეინერებში მოვათავსებთ მას ზემოდან უნდა დავაყაროთ ნახერხი. ასევე შეიძლება მისი შენახვა ქაღალდის პაკეტში და პირსახოცშემოხვეულ მდგომარეობაში, ოღონდ მტევნები არ უნდა იყოს მჭიდროდ ერთმანეთთან.
  • 62. • ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივარში უმჯობესია ყურძენი ქაღალდის პაკეტით შევინახოთ. თუ გარემოში ყინვა არ არის, შეგვიძლია ყურძენი მოვათავსოთ აივანზე, ქაღალდგადაფარებულ მდგომარეობაში. ყურძნის მუქი ფერის ჯიშები, უკეთესად ინახება, ვიდრე მისი ღია ფერის წარმომადგენლები. საერთოდ, შესანახად უნდა აირჩეს ხარისხიანი და დაუზიანებელი მტევნები. რაც არ უნდა ვეცადოთ ყურძენს 3 კვირაზე მეტ ხანს სახლის პირობებში ვერ შევინახავთ. არსებობს სპეციალური საცავები, სადაც დაცულია შენახვის იდეალური პირობები. ეს სათავსო, აღჭურვილია სპეციალური აირის გარემოთი და აქ ყურძნის შენახვა ნახევარი წელია შესაძლებელი. ყურძენი სტრატეგიული დანიშნულების ხილია. მისგან მზადდება ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. მისგან მიღებულ წვენსა და ქიშმიშს მეტად სასარგებლო თვისებები ახასიათებს. ყურძნის მარცვლების შენახვა გაყინულ მდგომარეობაშიც შესაძლებელია.
  • 63. • შემოვიდა შემოდგომა და «ყურძნის სეზონიც» დაიწყო, თუმცა რამდენად არის რეკომენდებული ამ ნაყოფის ბავშვისთვის მიცემა და რა წესები უნდა დავიცვათ, ეს ყველამ არ იცის. ამ გემრიელი და საკმაოდ სასარგებლო ხილის არასწორმა თუ გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. • პირველ რიგში პედიატრების რეკომენდაციაა, რომ სამ წლამდე ბავშვს ყურძენი არ აჭამოთ. მიუხედავად მისი სარგებლობისა, ის არც ისე ადვილად გადასამუშავებელი ხილია ბავშვის კუჭნაწლავისთვის და ჯობს, ცოტა გვიან გაასინჯოთ.
  • 64. აუცილებელი წესია, ყურძენი გულმოდგინედ გაირეცხოს, თვით მარცვლებზე ხელის გადასმითაც კი, რადგან უმეტესად მას შეწამვლისას მიღებული შხამების რაღაც ნაწილი მაინც შენარჩუნებული აქვს და ჯობს, ის კარგად მოვაცილოთ. ასევე, როდესაც ბავშვს ვაძლევთ, კარგად უნდა გავარჩიოთ, რომ ყურძნის მარცვლებთან ერთად რაიმე მწერი არ შეჰყვეს (ხშირია აკიდოებში გახლართული პაწაწინა ობობები, ჭიანჭველები და ა.შ.) ან დაზიანებული მარცვალი არ ჭამოს.
  • 65. • ყურძნის მიღება, მასში შაქრის მაღალი შემცველობისა და მაღალკალორიულობის გამო დაუშვებელია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ასევეკუჭისწყლული,ჰიპერტონია,სიმსუქნე და გულის ზოგიერთი დაავადება. ! რაც შეეხება მის სარგებლობას, ცხიმებს თუ გამოვრიცხავთ, ის რძეს უთანაბრდება. მასში ბევრია გლუკოზა და ფრუქტოზა, მდიდარია უჯრედისით, პექტინებით, არომატული ნივთიერებებით, ფერმენტებით, ვიტამინებით. მასში ბევრი მინერალური ნივთიერებაა, განსაკუთრებით კალიუმი და მაგნიუმი.