Your SlideShare is downloading. ×
ინტ.გაკ გეგმა(სამოქ.გან)
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

ინტ.გაკ გეგმა(სამოქ.გან)

846
views

Published on

Published in: Education

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
846
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
9
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში 1. ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, სამოქალაქო განათლება- შორენა ხმალაძე 2. გაკვეთილის თემა ქართული ლიტერატურა- ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” პერსონაჟის არქიფო სეთურის გასამართლება სამოქალაქო განათლება- სასამართლო პროცესი 3. სწავლების საფეხური და კლასი საბაზო IX კლასი 4. მოსწავლეთა რაოდენობა 27 5. გაკვეთილის მიზნები და განსავითარებელი უნარები ქართული ლიტ.: მოსწავლეები იმსჯელებენ და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხზე. მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით; შექმნიან როლურ ტექსტს, შეამოწმებენ რეგლამენტს; შეძლებენ: დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენებას; ტექსტის გააზრება- გააანალიზებას, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და ახსნას; სამეტყველო ქცევის შეცვლას სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით; სამოქალაქო განათლება მოსწავლეები გაეცნობიან მართლმსაჯულების სისტემას, მისი მოქმედების წესს; გააანალიზებენ სამართებლივ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების აუცილებლობას, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას. განსავითარებელი უნარები:  არგუმენტირებული მსჯელობა;  ანალიტიკური აზროვნება;  ადეკვატური ლექსიკის, მიმიკების, ჟესტიკულაციის, ინტონაციის უნარების განვითარება;  პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;  შემოქმედებითი უნარი;  როლური თამაშის უნარების განვითარება;  ორატორობის უნარ-ჩვევები; 6. ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
  • 2.  პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;  იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ- შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);  მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს;  ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით. ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.  წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.; მიმართულება: კითხვა ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება- გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.  კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;  აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები; სამოქალაქო განათლება მოქ.IX 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.  ადარებს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დებულებებს;
  • 3.  მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე. მოქ.IX 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა  ახასისთებს საქართველოს სახელმწიფოს მმართველობას, ადარებს სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს, ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, თუ რომელი სახელმწიფო უფრო დემოკრატიულია. 7. წინასწარი ცოდნა ქართული ლიტერატურა -მოსწავლეები იცნობენ ნაწყვეტს ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიადან” -მოსე ზამთარაძის ნაამბობს; უნახავთ ამ თემატიკაზე გადაღებული ფილმი. სამოქალაქო განათლება-სასამართლოს საქმიანობა; სასამართლოს ხელისუფლება. 8. შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. 9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა ტექნიკა- ინსტრუმენტები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; ფორმატები; საწერი მასალები; სასამართლოს ატრიბუტიკის შესაბამისი თვალსაჩინო სქემა და პლაკატი. ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ. სამოქალაქო განათლება IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინე ჯალაღონია, მაია გონაშვილი. დამხმარე სახელმძღვანელო: სამართებლივი კულტურა (PH International) ავტორ-შემადგენელნი: ლიკა გიგაური, მაკა ფერაძე, გიორგი გახელაძე. პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ ებანოიძე. 10. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. გაკვეთილი ტარდება ლიტერატურული სასამართლოს ფორმატით ქალაქის სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების როლები. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) მოსწავლე-მოსამართლე ხსნის სხდომას, ყველას ამცნობს,
  • 4. რომ ასამართლებენ ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” ერთ-ერთ პერსონაჟს- არქიფო სეთურს. გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს. B ფაზა (შინაარსის რეალიზება) შესავალი სიტყვით გამოდიან პროკურორი და დაცვის ადვოკატი; იკითხებიან დაზარალებული, ბრალდებული, მოწმეები; საბოლოო სიტყვით გამოდიან დაცვის ადვოკატი, პროკურორი და ბრალდებული. C ფაზა (გამთლიანება) ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას, გამოაქვთ ვერდიქტი და აძლევენ მოსამართლეს. ვერდიქტზე დაყრდნობით მოსამართლე კითხულობს განაჩენს. 11. გაკვ. ჩატარების თარიღი: 26 აპრილი, 2014 წელი.

×