• Like
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

  • 1,869 views
Uploaded on

 

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
No Downloads

Views

Total Views
1,869
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1

Actions

Shares
Downloads
7
Comments
0
Likes
1

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში 1. 2. 3. 4. 5. ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები გაკვეთილის თემა ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, ისტორია - ნინო ნადირაძე ქართული ლიტერატურა- აკაკი წერეთლის პოემა ,,თორნიკე ერისთავი” I კარი ისტორია- მეათე საუკუნე. ბიზანტია-ტაო-კლარჯეთის სამეფოს ურთირეთობა სწავლების საფეხური და კლასი .მოსწავლეთა რაოდენობა გაკვეთილის მიზნები და განსავითარებელი უნარები საბაზო VII კლასი 32. მათ შორის 1- სსსმ მოსწავლე ქართული ლიტ.:მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიული პოემის არსს; იმსჯელებენ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ფაქტი და მწერლის გამონაგონი ისტორიულ თემაზე შეთხზულ ნაწარმოებში; აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს; მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით; შეძლებენ: ტექსტის გააზრება- გააანალიზებას, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და ახსნას; საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვას; სამეტყველო ქცევის შეცვლას სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით; საკლასო დისკუსიის წარმართვას; ისტორია: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; შეძლებენ განსაზღვრონ სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე, შეძლებენ მსჯელობას პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში. განსავითარებელი უნარები: დროსა და სივრცეში ორიენტაცია; ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია; თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება; სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით; ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება; პრობლემის გააზრება დასხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა; შემოქმედებითი უნარი; ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა; პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები; ა
  • 2. თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. 6. ა ე ს გ-ით მისაღწევი ქართ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შედეგები/ინდიკატორები შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. *ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით. ქართ.VII.4.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში *ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს; *საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას. ქართ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრებაგააანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. *გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე; *ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით; ქართ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. *წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს, მაგალითად: რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს. ისტორია. VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან *ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტუ-ლი თარიღი მიეკუთვნება; ისტორია. VII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე. *შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს. *რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე.
  • 3. ისტორია. VII.3. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში. *მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის /ელექტრო მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. *მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ. 7. წინასწარი ცოდნა 8. შეფასება 9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა ა ქართული ლიტერატურა -მოსწავლეები იცნობენ ისტორიულ თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს, უნახავთ ამ თემატიკაზე გადაღებული ფილმები. ისტორია: -მოსწავლეებმა იციან საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად, დავით მესამე კურაპალატის საგარეო პოლიტიკა. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები X საუკუნეში და მათთან ურთიერთობა. ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით. განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; გამოყენებული მასალა: საქართველოს რუკა, მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ფორმატები, მარკერები, ჭიკარტები, ცარცი, დაფა; ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა VII კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ. ისტორიაVII კლასის სახელმძღვანელო. ავტორშემადგენელნი: ელენე მეძმარიაშვილი, მურმან პაპაშვილი, რუსუდან დაუშვილი, თეიმურაზ პაპასკირი, ლიანა გიორგობიანი. გამომცემლობა ,, კლიო“.
  • 4. 10. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. (გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას) კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში არის 6-7 მოსწავლე. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ. ქართ. პედაგოგი. შეკითხვები კლასს: თუ იციან, რა არის პოემა, თუ იცნობენ თორნიკე ერისთავს, როგორც ისტორიულ პიროვნებას, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, რომელი მეფის დროს და ა. შ. ეს დაფიქსირდება დაფაზე გონებრივი რუკის დახმარებით. კითხვა: სსსმ მოსწავლესთან - ვინ დაწერა პოემა ,, თორნიკე ერისთავი“ აქტივობა 1. ისტორია. ჯგუფური მუშაობა- მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები. მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს, რუკაზე მოძებნიან ბარათის ტექსტის შესაბამის ტერიტორიებს და მიაკრავენ შესაბამის ჭრილს.(5წთ) 1. კახეთი. 2.ჰერეთი.3. ეგრის-აფხაზეთი 4. ტაო-კლარჯეთი (სსსმ მოსწავლე აჩვენებს რუკაზე ტაოკლარჯეთის სამთავროს) 5. ბიზანტია დაასაბუთებენ არგუმენტირებულად(10 წთ) აქტივობა 2 ქართ. მოსწავლე ზეპირად კითხულობს პოემა ,,თორნიკე ერისთავიდან“ შესავალს– (2წთ) აქტივობა 3 ისტორია. მონიტორზე გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის გერბი (1918-1921), მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას- ,, შვიდ სამთავროს მოგვაგონებს” - (2წთ) აქტივობა 4. ქართ. მონიტორზე ნაჩვენებია დავალება: თითოეულმა ჯგუფმა დახატოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ორივე ხელი. ერთი ხელის თითებს დააწერონ, რა გაიგეს პოემა,,თორნიკე ერისთავიდან” მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ. მეორე ხელის თითებზე-რა თვისებებით წარმოჩნდა პოემის მთავარი გმირი. ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ ფორმატებზე და წარმოადგინონ დავალება.(2წთ.) აქტივობა 5.ჯგუფები მუშაობენ. (10 წთ.) (სსსმ მოსწავლე ერთ-ერთ ჯგუფში ზის) ა
  • 5. აქტივობა 6. ნამუშევრების პრეზენტაცია.(10წთ.) B ფაზა (შინაარსის რეალიზება) აქტივობა 6. მოსწავლეთა ჯგუფები აკეთებენ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციებს. I ჯგ- ისტ, Power Point-თორნიკე ერისთავი როგორც ისტორიული პირი (2წთ) II ჯგ ისტ., Power Point - დავით დიდი- აღმოსავლეთის კურაპალატი(2წთ) III ჯგ. ისტ. Power Point - ბასილი -ბიზანტიის იმპერატორი(2წთ) IV-V ჯგ ქართ. გზამკვლევის პრეზენტაცია: ტაოკლარჯეთი -ათონის ივერთა მონასტერი.(4 წთ) გამამთლიანებელი კითხვა - პოემაში, საქართველოს რომელ კუთხესთან ჰქონდა ურთიერთობა ბიზანტიას? (2წთ) აქტივობა 7.ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს უსახელებს ეპიზოდებს 1-ლი კარის მიხედვით, სთხოვს მათ გაინაწილონ როლები და წარმოადგინონ (4 წთ.) აქტივობა 8. ჯგუფები ასრულებენ როლური თამაშის აქტივობას (10წთ.) (სსსმ მოსწავლეც ჩართულია ამ აქტივობაში) C ფაზა (გამთლიანება) დისკუსია- მსჯელობა: რატომ მიმართავს აკაკი წერეთელი ისტორიულ წარსულს? (10 წთ) აქტივობა 9.(3, 2, 1) მოსწავლეებს ევალებათ წერილობით ჩამოაყალიბონ: 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ გაკვეთილზე; 2 საკითხი, რომელიც არ მოეწონათ გაკვეთილზე; 1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ. (აქ ხდება თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც) ნაწერები გამოიფინება თვალსაჩინო ადგილას- გალერეაში. (8წთ.) ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ იმოგზაუროს ,,გალერეაში”. საშინაო დავალება: რა როლს ასრულებს ისტორიული ნაწარმოები ჩვენს ცხოვრებაში (თავისუფალი თემა) (2წთ.) 11. ა გაკვ. ჩატარების თარიღი: 22 თებერვალი, 2013 წელი.