Sociumis gavlena momxmarebelze

1,494 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,494
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
5
Actions
Shares
0
Downloads
7
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Sociumis gavlena momxmarebelze

  1. 1. სოციალური გავლენებიადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ის სოციუმისგავლენას უნდა დაემორჩილოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ცხოვრობენინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივკონფლიქტში. ინდივიდმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას თავისი ინდივიდუალობა, ამასგარკვეული ღირებულება აქვს მისთვის და მეორეს მხრივ საზოგადოების ნორმებისადმიდაქვემდებარებასაც გარკვეული ღირებულება მიეწერება. ამ კომფლიქტის არსისგარკვევა, მისი გადაწყვეტის გზების ძიება სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა კი მნიშვნელოვნადაადამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება გაცნობიერებული სოციალურიგავლენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები. როგორ შეიძლება მოვახდინოთგავლენა სხვებზე? რა უნდა ვიცოდეთ, რომ შევძლოთ შევცვალოთ მათი ქცევები,ატიტუდები და გრძნობები სასურველი მიმართულებით? რა სიტუაციური დაპიროვნული მახასიათებლების ცოდნაა საჭირო რათა ეფექტურად გადავწვიტოთპრობლემები?ესაა საკითხები რომლებიც სოციალური ფენომენების იმ სფეროში განიხილებიან,რომელიც სოციალური გავლენების სახელწოდებითაა ცნობილი და სოციალურიფსიქოლოგიის კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს.სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია და დადგენილია მთელი რიგი პროცესები,რომელთა გამოყენებით შეიძლება გავლენა მოვახდინოთ სხვებზე – შევცვალოთ მათირწმენები, ატიტუდები და ქცევები, მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთაკონფორმიზმი, დამთმობობა და მორჩილება, რომლებიც მეტნაკლებად კარგადააშესწავლილი.კონფორმიზმი – როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებულისოციალური ნორმების ზეგავლენით. ამრიგად, კონფორმიზმი განიხილება როგორცსაშუალება რომლითაც ჯგუფი ან საზოგადოება აყალიბებს თავისი წევრების აქტიობას.ეს ხორციელდება იმ ფორმალური და არაფორმალუ¬რი წესებით, რომლებიცმიუთითებენ თუ რომელია სწორი (მისაღები) ქცევა.დამთმობობა – წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულფორმას. დამთმობობასთან გვაქვს საქ¬მე როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისიმოთხოვნით.მორჩილება – ხორციელდება სიტუაციაში სადაც ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისიპირდაპირი ბრძანებით. ჩვეულებ¬რივ ინდივიდს რომელიც ბრძანებას იძლევაიგულისხმევა რომ აქვს ძალა დაიმორჩილოს სხვა, რომ მას აქვს ძალაუფლება.კონფორმიზმისოციალური გავლენების კვლევებში კლასიკურ ექსპერიმენტალურ გამოკვლევებადააჩათვლილი ს. აშის, მ. შერიფის და ს. მილგრამის ექსპერიმენტები. შერიფის გამოკვლევაეხება ნორმების ჩამოყალიბების საკითხს, იგი ჯგუფის ინდივიდზე ზეგავლენისკანონზომიერებებს იკვლევს, ხოლო მილგრამი ავტორიტარული მორჩილების 1
  2. 2. ფსიქოლოგიური თავისებურების კვლევას ეხება. ამჟამად შერიფისა და აშისგამოკვლევებს შევაფასებთ, ხოლო მილგრამის ექსპერიმენტებს მორჩილების ფენომენისგანხილვისას გავარჩევთ.შერიფის ექსპერიმენტი. არსებითად ეხება სოციალური ნორმების ჩამოყალიბებისპროცესის კვლევას ლაბორატორიულ პირობებში. კვლევაში გამოყენებული იყოავტოკინეტიკური ფენომენი (სრულ სიბნელეში, თუ მხედველობას დავაფიქსირებთერთადერთ განათებულ წერტილზე მოგვეჩვენება, რომ წერტილი მოძრაობს ქაოტურად,სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული სიჩქარით. თუმცა წერტილი უძრავია,მოძრაობის განცდა ილუზორულია). წინასწარ ექსპერიმენტებში, სუბიექტები შეყავთბნელ ოთახში და სთხოვენ შეაფასონ განათებული წერტილის მოძრაობის მანძილიდიუმებში (1 = დიუმი 2,5 სმ). რამდენიმე ცდის შემდეგ დადგინდა თუ როგორ აფასებსთითოეული სუბიექტი წერტილის მოძრაობის სიგრძეს. აღმოჩნდა, რომ სუბიექტებისშეფასება განსხვავებული იყო. ზოგს ეჩვენება, რომ წერტილი მოძრაობდა დაახლოებით 1დიუმზე, ზოგს ეჩვენებოდა, რომ მოძრაობდა ორ დიუმზე. ზოგის შეფასება კი იყო 8-10დიუმი.ცხადია, ასეთ ორაზროვან სიტუაციაში სუბიექტები არ იქნებოდნენ დარწმუნებულისაკუთარ შეფასებაში. ეს იქედანაც ჩანდა, რომ სუბიექტები ხშირად ცვლიდნენ თავიანთსაწყის შეფასებას.მას შემდეგ რაც დადგინდა თითოეული სუბიექტის მოჩვენებითი მოძრაობის სიგრძე,ლაბორატორიაში საექსპერიმენტოდ შემოყავდათ სუბიექტების სამკაციანი ჯგუფი დასთხოვდნენ კიდევ ერთხელ შეაფასონ წერტილის მოძრაობის სიგრძე. ჯგუფის წევრებისშერჩევა ხდებოდა წინასწარი ცდების შედეგების საფუძველზე. ჯგუფში ხვდებოდა ისსუბიექტები, რომელთა შეფასება განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგ. ერთერთჯგუფში გაერთიანდა სუბიექტები, რომელთა წერტილის მოძრაობის სიგრძის შეფასებაიყო 1, 2 და 8 დიუმი. ამჯერად ისინი წერტილის მოძრაობას აფასებდნენ რიგრიგობით.ექსპერიმენტი გრძელდებოდა რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასე რომ ერთიდაიგივეჯგუფს სისტემატურად უხდებოდა წერტილის მოძ¬რა¬ობის სიგრძის შეფასება.მკვლევარებს აინტერესებდათ სუბიექტების შეფასებები დარჩებოდა განსხვავებული თუისინი შეეც¬დებოდნენ შეფასებების ურთიერთ დაახლოებას. შედეგების ანალიზიაჩვენებდა, რომ მიუხედავად იმისა რომ პირველ დღეს სუბიექტების შეფასება მკვეთრადგანსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მეოთხე დღეს მათი შეფასებები უკვე ერთმანეთსემთხვეოდა. აშკარად შეიმჩნეოდა შეფასებების ურთიერთდაახლოების ტენდენცია,ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბების ტენდენცია.დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგივე სუბიექტები ხელახლა მოიწვიეს იმავეექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად იმ განსხვავებით, რომ ამჯერადსუბიექტებზე ექსპერიმენტი ტარდებოდა ცალკცალკე. მკვლევარებს აინტერესებდათსუბიექტების შეფასებები იქნება განსხვავებული თუ ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონჯგუფური ნორმები? აღმოჩნდა, რომ სუბიექტებმა გამოავლინეს ჯგუფის ნორმებისშენარჩუნების ტენდენცია.საინტერესო კვლევები განახორციელეს ჯაკობსმა და კემპბელმა (Robert Jacobs & DonaldCampbell, 1961) შერიფის მიერ მიგნე¬ბული ექსპერიმენტული პროცედურისგამოყენებით. მათ ავტოკინეტიკური ფენომენი გამოიყენეს იმის საკვლევად თუ 2
  3. 3. რამდენად შეუძლია კულტურას მცდარი რწმენების განმტკიცება. ამისათვის გამოიყენესცრუ სუბიექტები, რომლებიც მოქმედებდნენ ექსპერიმენტატორების მითითებით.ექსპერიმენტში სუბიექტი ცრუ სუბიექტთან ერთად აფასებდა განათებული წერტილისმოძრაობას. ცრუ სუბიექტი მითითების თანახმად წერტილის მოძრაობას აფასებდანამდვილი სუბიექტის შეფასებისაგან საკმაოდ განსხვავებულად. თუ ნამდვილისუბიექტი შეაფასებდა რომ წერტილი მოძრაობს 2 დიუმით, ცრუ სუბიექტის შეფასებაიყო 10 დიუმი. რამდენიმე სერიის შემდეგ ხდებოდა შეფასებების ურთიერთ დაახლოებადა საბოლოო შეფასება ხდება ის რომ წერტილი მოძრაობს დაახლოებით 5 დიუმით. ამისშემდეგ ცრუ სუბიექტს ცვლიდნენ ნამდვილი სუბიექტით. ასეთ სიტუაციაში ჯგუფისნორმა აგრძელებდა მოქმედებას. ამის შემდეგ შემცვლელ სუბიექტს ისევ ცვლიდნენახალი სუბიექტით და ა.შ. ხორციელდებოდა სუბიექტის ჩანაცვლება რამდენიმესერიაში. მკვლევარებს აინტერესებდათ რომელ შეცვლამდე შეინარჩუნებდა ჯგუფითავის შეფასებას. აღმოჩნდა, რომ ილუზორული შეფასების ჯგუფის ნორმაშენარჩუნებულ იქნა სუბიექტების მეხუთე ჩანაცვლებამდე. კვლევის ავტორებისდასკვნაა ის რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ხდებიან კულტურული სიცრუისგავრცელების მონაწილენი.ს. აშის ექსპერიმენტი. აში დაინტერესდა საკითხით, კონფორმულობას მხოლოდ მაშინიჩენს ადამიანი როცა სიტუაცია ორაზროვანია, როცა სუბიექტები არ არიანდარწმუნებულნი თავიანთ შეფასებაში, თუ მაშინაც გამოავლენს მას როცა სტიმულიარაორაზროვანია და ინდივიდი დარწმუნებულია თავის შეფასებაში?აშის ექსპერიმენტები ტიპიურად ტარდებოდა შემდეგნაირად:ლაბორატორიაში შემოყავთ ხუთი სუბიექტი, რომელთაგან ნამდვილი სუბიექტია ერთი,დანარჩენი ექსპერიმენტატორის მითი¬თებით მოქმედებს. მათ სვამენ მაგიდის ირგვლივდა ეუბნებიან, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ პერცეპციის შესწავლისექსპერიმენტებში. მათ ევალებათ ხაზების სიგრძის შეფასება. ამის შემდეგ მათ აჩვენებენსამ განსხვავებული სიგრძის ხაზს (როგორც ეს მოცემულია ფიგურა 6-1-ში). ხაზებიდანომრილია.აჩვენებენ აგრეთვე ცალკე დახაზულ ერთ ხაზს – (ეტალონური ხაზი) რომელიც აშკარადჩანს რომ შესაფასებელი სამი ხაზიდან ერთერთის ტოლია და დანარჩენი ორიდანაშკარად განსხვავდება. სუბიექტებს ევალებათ მიუთითონ ეტალონური ხაზიშესაფასებელი ხაზებიდან რომელი ხაზის ტოლია. უნდა მიუთითონ ხაზის ნომერზე.სუბიექტებს უნდა ეპასუხათ რიგრიგობით იმისდა მიხედვით როგორ იჯდნენ.სუბიექტები კი ისე დასვეს, რომ ნამდვილ სუბიექტს უნდა ეპასუხა სხვების პასუხებისმოსმენის შემდეგ. რადგან ხაზებს შორის განსხვავება აშკარა იყო, ჩვეულებრივპასუხებში არ იყო განსხვავება. ყოველი შეფასების შემდეგ სუბიექტებს შესაფასებლადუჩვენებდნენ ხაზების ახალ წყებას. ხაზების ახალი წყების შემოტანა შესაფასებლადხდებო¬და სისტემატურად. მაგრამ, ხაზების ზოგიერთი წყების შეფასებისას ხდებოდა,ნამდვილი სუბიექტის თვალსაზრისით, უცნაური რამ, პირველი სუბიექტი ხაზისსიგრძეს აფასებდა აშკარად მცდარად. მაგ. ფიგ. 1-ის შემთხვევაში მიუთითებდა, რომეტალონური ხაზი შესაფასებელი ხაზებიდან პირველი ნომერი ხაზის ტოლი იყო.უცნაურობას აძლიერებდა ის, რომ სხვებიც რიგრიგობით იმეორებდნენ იმავე შეცდომას.ბოლოს დადგა ნამდვილი სუბიექტის ჯერი. და ასეთი რამ ექსპერიმენტების სერიებში 3
  4. 4. ხშირად მეორდებოდა. მიუხედავად მისი გაოცებისა და მიუხედავად იმისა, რომნამდვილი სუბიექტები აშკარად ხედავდნენ, რომ სხვები მცდარად პასუხობდნენ,ხშირად თვითონაც მცდარ პასუხებს იძლეოდნენ. საბოლოო ჯამში ასეთ კონფლიქტურსიტუაციაში მართალია ყველა სუბიექტი არ ავლენდა კონფორმულობას, მაგრამსუბიექტების სამი მეოთხედი თავის პასუხებში ერთხელ მაინც ეთანხმებოდა მცდარშეფასებას, ე.ი. ავლენდა კონფორმულობას. ეს ნიშნავს, რომ პასუხების 63%-არექვემდებარებოდა კონფორმიზმის გავლენას, ხოლო პასუხების 37% კონფორმული იყო.როგორ ახდენს ჯგუფი გავლენასმრავალ სიტუაციაში, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რომლებიცმიუთითებენ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ესენი ცნობილია როგორც სოციალურინორმები – და როგორც წესი ისინი ზუსტი და ნათელია. სახელმწიფო ფუნქციობსკონსტიტუციით, დაწერილი კანონებით და კოდექსებით. საზოგადოებრივიინსტიტუტები მოქმედებენ გარკვეული დაწერილი ნორმებით, რომელიც არეგულირებსმათი წევრების ქცევებს.ზოგიერთი ნორმები კი დაუწერელი და იმპლიციტურია. უმრავლესობა ჩვენთაგანიასრულებს ასეთ დაუწერელ წესებს. სოციალური ნორმები, მიუხედავად იმისა არიანისინი დაწერილი თუ დაუწერელი ექსპლიციტური თუ იმპლიციტური, იმორჩილებენადამიანთა უმრავლესობას. ეს ძლიერი ტენდენცია კონფორმულობისაკენ, იმოქმედოსსაზოგადოების მოთხოვნის შესა¬ბამისად, თუ როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმსიტუაციაში, შეიძლება მოგვეჩვენოს ხშირად უხერხულად, მაგრამ ის ადამიანებს იცავსსოციალური ანარქიისაგან. ასეთი კონფორმულობის გარეშე საზოგადოებაწარმოუდგენელია. ამრიგად, კონფორმულობა საკმაოდ სასარგებლო ფუნქციასასრულებს.მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონფორმულობა ყოველთვის სასარგებლოა. ზოგჯერნორმებს, რომლებიც მართავენ ადამიანის ქცევას, არა არქვთ ნათელი მიზანი, ისინიროგორც ამბობენ უბრალოდ არსებობენ. და ასეთი ნორმები საკმაო რაოდენობითარსებობენ. ასეთ შემთხვევაში, როცა ნორმა მართავს ადამიანის ქცევას იმის მითითებისგარეშე თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მას, ინდივიდები მათ განიხილავენროგორც არასასურველს.მიუხედავად იმისა, რომ კონფორმულობისაკენ ძლიერი ტენდენცია გაცნობიერებულიიყო როგორც სოციალური ფსიქოლოგიის ისე სხვა სოციალური მეცნიერებებისწარმომადგენლების მიერ 1950-იან წლებამდე ის არ გამხდარა სერიოზული შესწავლისობიექტი, სანამ არ გამოჩნდა აშის საკმაოდ გონებამახვილური ექსპერიმენტები.ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფორმულობაზეაშის კვლევები აჩვენებენ კონფორმულობის ტენდენციებს. თუმცა კვლევითი მონაცემებიმიუთითებენ აგრეთვე რომ კონფორმულობა არ ვლინდება ერთიდაიგივე ხარისხითყველა სიტუაციაში ან ყველა ჯგუფებსა და ინდივიდებში. ეს ფაქტი სვამს საკითხს, რაფაქტორები განსსაზღვრავენ იმას, თუ რა ხარისხში ექვემდებარება ინდივიდიკონფორმულობას? მიუთითებენ ცვლადებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ 4
  5. 5. ტენდენციის ინტენსიობაზე, ესენია ჯგუფის შეჭიდულობა, ჯგუფის სიდიდე,სოციალური მხარდაჭერის არსებობა-არარსებობა და სქესი.ჯგუფის შეჭიდულობა და კონფორმულობა. ჯგუფის შეჭიდულობაში იგულისხმება ე.წ.ჩვენ გრძნობა – თუ რამდენად თვლის ინდივიდი ჯგუფს მისთვის ღირებულად – ე.ი.ჯგუფის წევრებს შორის კავშირის ხარისხი – მაგ. ურთიერთ სიმპატიების ხარისხი.ჯგუფის შეჭიდულობა განიხილება როგორც ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომახდენს ერთი ჯგუფი მეტ გავლენას თავის წევრებზე, ვიდრე მეორე ჯგუფი. რაც უფროდიდია შეჭიდულობის ძალა მით უფრო კონფორმულები არიან ჯგუფის წევრებიჯგუფის ნორმების და მიზნების მიმართ.ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. თითქოსდა ლოგიკური იყო დაშვება, რომ რაცუფრო მეტი რაოდენობა მოქმედებს ერთნაირად, ან ამტკიცებს გარკვეულ მოსაზრებას,მით უფრო დიდი იქნება ალბათობა ჩვენც ისე გავაკეთოთ. მაგრამ ჯგუფის სიდიდესა დაკონფორმულობას შორის დამოკიდებულება უფრო რთული აღმოჩნდა. კვლევითიმონაცემები მიუთითებენ, რომ კონფორმულობისაკენ დაწოლა, დამორჩილებისტენდენცია, იზრდება 5 კაციან ჯგუფებამდე, და ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდაძალიან მცირე დამატებით ეფექტს იძლევა. ამის ერთერთ მიზეზად თვლიან იმას, რომჯგუფის სიდიდის ზრდა 5 წევრის ზემოთ, შეიძლება წარმოშობს საიდუმლო გარიგებისარსებობის შესახებ ეჭვს. ე.ი. შეიძლება ჯგუფის წევრმა, რომელზეც გავლენას ახდენსჯგუფი, დაასკვნას, რომ ჯგუფის წევრები არ გამოხატავენ ინდივიდუალურთვალსაზრისს.ამ ფენომენის განსხვავებული ახსნა შემოგვთავაზა ლატანემ (Bibb Latane, 1981). მისიაზრით სოციალური გავლენის ზრდა დამოკიდებულია ჯგუფის სიმჭიდროვეზე დაზომაზე. ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად მცირდება თითოეულ წევრზე გავლენა. მაგ.ერთერთ კვლევაში უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს გაერჩიათ ერთისასამართლო საქმე. სანამ გამოიტანდნენ თავიანთ განაჩენს სტუდენტებს უჩვენეს ამსაქმის ოთხი ცრუ სუბიექტის მიერ განხორციელებული გარჩევა. როდესაც ცრუსუბიექტები წარმოდგენილი იყვნენ როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი, მათიმოქმედებები ნამდვილ სუბიექტებში მეტ კონფორმულობას იწვევდა, ვიდრე როცაოთხივე ერთად წარმოდგენილი იყო როგორც ერთი ჯგუფი. ასევე ორი ჯგუფიშემდგარი სამ-სამი ინდივიდისაგან იწვევდა მეტ კონფორმულობას ვიდრე ექვსიინდივიდისაგან შემდგარი ერთი ჯგუფი. ხოლო სამი ჯგუფი ორ-ორი ინდივიდისაგანშემდგარი გაცილებით მეტ კონფორმიზმს იწვევდა.საინტერესო ახსნა შემოგვთავაზა ამ ფაქტისა ტანფორდმა და პენროდმა (Tanford, Penrod,1984). მათი აზრით, თავიდან ყოვე¬ლი ინდივიდი რომელიც ემატება ჯგუფს იძლევაუფრო დიდ წანაზარდს კონფორმულობისკენ დაწოლაზე, მაგრამ მერე ფუნქციასწორდება ისე, რომ ყოველი დამატებითი წევრის სოციალური გავლენის ტოტალუროდენობას გაცილებით ნაკლებს უმატებს ვიდრე წანმასწრები. ავტორები გვთავაზობენე.წ. სოციალური გავლენის მოდელს – (Social influence Model – SiM) – მათი აზრით,ჯგუფის ზომასა და კონფორმულობას შორის კავშირი – თუ მათ x და y ღერძზეგამოვხატავთ, მიიღებს შ ფორმას. ე.ი. მრუდი თაავიდან მაღლა მიიწევს და შემდეგსწორდება.SIM მოდელი აგრეთვე გვთავაზობს, რომ როცა სოციალური გავლენის სამიზნეთა 5
  6. 6. რაოდენობა იზრდება, ფუნქცია ჯგუფის სიდიდის კონფორმულობასთან მიმართებაშიიქნება სწორი. ე.ი. როცა ჯგუფი რაოდენობაში იზრდება, მისი გავლენა რამოდენიმეწევრზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გავლენა ერთადერთ წევრზე. ავტორები თვლიან,რომ SIM მოდელი უზრუნველყოფს საუკეთესო აღწერას თუ როგორ იცვლებასოციალური გავლენა ჯგუფის სიდიდისა და გავლენის სამიზნეზე ინდივიდებისრაოდენობასთან ერთად.ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტი. აშის (და ბევრი სხვა) კვლევებში სუბიექტებზედაწოლა ხდებოდა ერთსულოვანი ჯგუფის პოზიციებიდან. ასეთ პირობებში ძნელიაწინააღმდეგობა გაუწიო სოციალურ ზეგავლენას. რა მოხდება როცა ასეთი დაწოლისასსუბიექტი აღმოაჩენს თუნდაც ერთ მოკავშირეს? ე.ი. არსებობს ინდივიდი, რომელიც მისაზრს იზიარებს. კვლევითი მონაცემები ადასტურებენ, რომ ასეთ შემთხვევაშიკონფორმულობა მკვეთრად მცირდება.დადასტურება ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტისა მიღებულ იქნა ორი დამატებითიფაქტიდან. პირველი – კონფორმულობა შემცირდა მაშინაც კი როცა ის ერთი მოკავშირერომელიც არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას არ იყო კომპეტენტური მოცემულსიტუაციაში. მაგ. ერთერთ კვლევაში რომელიც ეხებოდა ვიზუალურ შეფასებას,კონფორმულობა მცირდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერი, რომელიცარღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას მოთავსებული იყო სქელი მინის ტიხარსმიღმა და არ ქონდა ნანახი ხელოვნური სტიმული. მეორე ფაქტი კი იყო ის, რომკონფორმულობა მცირდებოდა მაშინაც კი, როცა იმ ერთი ინდივიდის შეფასებაგანსხვავდებოდა სუბიექტის შეფასებისაგან, მაგრამ განსხვავდებოდა უმრავლესობისშეფასებისგანაც. ე.ი. მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ ის არღვევდა უმრავლესობისერთსულოვნებას.ამრიგად, აღმოჩნდა, რომ სოციალური მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმა შეიძლებასასარგებლო იყოს სოციალური დაწოლისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით.ამასთან, შეიძლება დავიჭიროთ განსხვავება სოციალური მხარდაჭერის განსხვავებულფორმებს შორის. მაგ. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერა მანამდე, სანამ კონფორმულობისაკენდაწოლა გაიზრდება უფრო ეფექტურია, ვიდრე მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც დაწოლაუკვე ხორციელდება. იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ინაწილებს თქვენს თვალსაზრისსგეხმარებათ საკუთარი შეფასებისადმი ნდობის განმტკიცებაში და ამდენად ზრდისჯგუფის დაწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. მხარდაჭერა ადამიანსსოციალურ სიმამაცეს მატებს. ამ ფაქტს მთელ რიგ ცხოვრებისეულ სოციალურსიტუაციებში აქვს მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი აზრი. თუ თქვენ აღმოჩნდებითსიტუაციაში, რომელშიც კონფორმულობისაკენ დაწოლა იზრდება და გრძნობთ, რომსაჭიროა წინააღმდეგობის გაწევა, პირველ რიგში უნდა სცადოთ გულახდილადილაპარაკოთ რამდენადაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მითუფრო დიდია შანსი შემოიერთოთ რომელიმე სხვა და ამით მეტია შანსი წინააღმდეგობაგაუწიოთ დაწოლას.სექს განსხვავებულობა და კონფორმიზმი. ადრინდელი გამოკვლევები აჩვენებდა, რომქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ეს მონაცემებიგარკვეულწილად ქალებისა და მამაკაცების მახასიათებლების შესახებ გაბატონებულითვალსაზრისის კონსისტენტური იყო (მაგ. რომ მამაკაცები უფრო მტკიცენი არიან და 6
  7. 7. ქალები დამთმობები). 1970 წლებამდე თვალსაზრისი, რომ ქალები უფრომგრძნობიარენი არიან სოციალური გავლენის მიმართ ვიდრე მამაკაცები ეჭვმიუტანელიჩანდა. 70-იან წლებში იწყება ასეთი მიდგომის შემოწმება. ახალი კვლევები შეიძლებაითქვას რომ არ ადასტურებდა სქესს შორის რაიმე განსხვავებას კონფორმულობისტენდენციებში. აღინიშნა, რომ ასეთი შედეგები მიღებული იქნა უფრო დახვეწილი დათანამედროვე დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე. დადგა საკითხი, რატომიყო ადრინდელ კვლევებში მიღებული განსხვავებული შედეგები? რატომდასტურდებოდა რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან? როგორც ჩატარებულიექსპერიმენტების ანალიზმა აჩვენა, შედეგები არსებითად განსაზღვრა იმ მასალამრომელიც კვლევისას იყო გამოყენებული. აღმოჩნდა, რომ დავალება ან ის მასალა,რომელსაც იყენებდნენ კვლევებში უფრო ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის, ვიდრექალებისათვის. რადგან ადამიანებს ტენდენცია აქვთ მიყვნენ სხვის გავლენას უფრომაშინ, როცა ისინი გაურკვეველ სიტუაციაში არიან ვიდრე როცა სიტუაცია გარკვეულია,გასაგებია მონაცემების მიხედვით ქალები რატომ ავლენდნენ კონფორმიზმის უფრომაღალ დონეს ვიდრე მამაკაცები. რომ ეს ფაქტორი მართლაც პასუხისმგებელიაკონფორმულობაში სქესთა შორის განსხვავებულობაზე ადრეულ კვლევებში მიღებულშედეგებზე, დაადასტურა კვლევებმა. ერთერთ კვლევაში დადგინდა, რომ როცაქალებისათვის ნაკლებად იყო ცნობილი ის მასალა რომელსაც იყენებდნენ კვლევებში,ისინი მართლაც უფრო ავლენდნენ დამთმობლობას ჯგუფის დაწოლის მიმართ. მაგრამროცა გამოყენებული მასალა ნაკლებად ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის ვიდრექალებისათვის, მაშინ მამაკაცები ავლენდნენ მეტ კონფორმულობას.ამრიგად, ახალი მონაცემები არ ადასტურებენ მნიშვნელოვან განსხვავებასკონფორმულობაში მამაკაცებსა და ქალებს შორის. თუმცა მიუხედავად ამისა ჯერ კიდევარსებობს რწმენა, რომ ქალები უფრო ადვილად ექვემდებარებიან გავლენას, ვიდრემამაკაცები. გამოითქვა მოსაზრება თუ რა შეიძლება იყოს ასეთი რწმენის წყარო. ერთერთშესაძლებელ წყაროდ ასახელებენ რწმენას სტატუსის შესახებ. გარკვეულად ერთმანეთსდაუკავშირდა სტატუსი, გავლენიანობა და სქესი. კერძოდ, არსებობს რწმენა (დააღმოჩნდა რომ სამართლიანად), რომ დაბალი სტატუსის ინდივიდზე ზეგავლენა უფროადვილად შეიძლება მოვახდინოთ, ვიდრე მაღალი სტატუსის ინდივიდზე. გარდა ამისა,მრავალს სწამს, რომ საშუალოდ ქალებს უფრო დაბალი სტატუსი აქვთ ვიდრე მამაკაცებსსამუშაო სიტუაციის ძალიან ფართე რანგებში. ამ ორ რწმენას მივყავართ დაშვებამდე,რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ე.ი. კონფორმულობა ამშემთხვევაში სტატუსის ფუნქციაა და არა სქესის. ეს მოსაზრება დადასტურდა ეგლისადა მისი კოლეგების კვლევებში. მაგ. ერთერთ კვლევაში (Eagly & Wood, 1982)სუბიექტებს (მამაკაცებს და ქალებს) სთხოვეს წაეკითხათ მოკლე მოთხრობა რომელშიცბიზნესის ერთი დაქირავებული ცდილობდა გავლენა მოეხდინა მეორის, საწინააღმდეგოსქესის ინდივიდის თვალსაზრისზე. შემთხვევის ნახევარში ის ვისაც უნდა მოეხდინაზეგავლენა იყო მამაკაცი, ხოლო მიმღები იყო ქალი. მეორე ნახევარში კი მიმართებასაწინააღმდეგო იყო. მოთხრობის ნახევარში, ზუსტად იყო მითითებული სამუშაოსტიტულები და ამდენად სუბიექტები ინფორმირებულნი იყვნენ ჩართულიინდივიდების სტატუსზე. მოთხრობის მეორე ნახევარში გამოტოვებული იყო ასეთიტიპის ინფორმაცია. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ 7
  8. 8. მიეთითებინათ თუ მიმღები რა ხარისხით იქნებოდა გავლენა მოხდენილიკომუნიკატორის მიერ. მკვლევარები წინასწარმეტყველებდნენ, რომ როცა მოთხრობაშიგამოტოვებული იყო ინფორმაცია სტატუსის შესახებ, სუბიექტებს ექნებოდათტენდენცია ქალებისათვის მიეწერათ უფრო დაბალი სტატუსი, ვიდრემამაკაცებისათვის. ამდენად მათი აზრით შეიძლებოდა გვეწინასწარმეტყველა რომ ქალიმიმღებები უფრო გამოავლენდა დამორჩილებას ვიდრე მამაკაცი მიმღებები. როცამოთხრობაში მოცემული იყო როგორც მიმღების ისე კომუნიკატორის ზუსტი სტატუსი –ამ ფაქტორმა უნდა მოახდინოს მეტი გავლენა მათ შეფასებაზე ვიდრე სქესმა. შედეგებისანალიზმა აჩვენა, რომ ორივე წინასწარმეტყველება დადასტურდა.თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები არადასტურებენ ქალის სტატუსის და დამთმობლობას შორის ზემოთ განხილულმოსაზრებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი კვლევებით მიღებული შედეგებისაწინააღმდეგოა ზემოთ განხილული კვლევებით მიღებული შედეგებისა. ნაცადიამონაცემების ამ განსხვავებების ახსნა. ერთის მხრივ ვარაუდობენ, რომ თვით ეგლისა დამისი კოლეგების მიერ გამოყენებული მასალა (მოთხრობა) იძლევა შედეგებს შორისგანსხვავებას. ამასთან იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შეიცვალა ქალების მიმართსტერეოტიპები და უახლოესი გამოკვლევები ამიტომ იღებენ განსხვავებულ შედეგებს.კონფორმიზმის საფუძვლებიროგორც ვნახეთ, მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, განხორციელდება თუ არაკონფორმულობა და თუ რა ხარისხში გამოვლინდება ის. მიუხედავად ვარიაციებისაერთი რამ ნათელია – კონფორმული ქცევა ჩვეულებრივია. ადამიანების უმრავლესობაკონფორმულია ნორმების მიმართ. დგება საკითხი რატომ?ცხადია პასუხი არ არის მარტივი. კონფორმულობას ალბათ მრავალი ფაქტორიგანსაზღვრავს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მიუთითებენ ადამიანის ორ ბაზისურმოთხოვნილებაზე: სურვილი მოსწონდეს სხვებს და სურვილი იყოს სწორი (ჟნსკო, 1985)სურვილი მოსწონდე სხვას – ანუ როგორც მას უწოდებენ ნორმატული გავლენა.კონფორმიზმი, რომელიც ემყარება ადამიანის სურვილს დააკმაყოფილოს სხვებისმოლოდინები, როგორც წესი იმიტომ, რომ მოიპოვოს აღიარება. როგორ გამოვიწვიოთსხვა ინდივიდები, რომ მოვწონდეთ ჩვენ? ალბათ ესაა სოციალური ურთიერთობისერთერთი მუდმივი საზრუნავი. როგორც მოწონების ფენომენის განხილვისასაღვნიშნეთ, მრავალი სტრატეგია არსებობს საამისოდ. ერთერთი მათგანი იყო მსგავსება.ადამიანები ბავშვობიდან სწავლობენ, რომ დათანხმება ადამიანებისადმი, რომლებიცჩვენს ირგვლივ არსებობენ, მოიქცე ისე როგორც ისინი აკეთებენ ან მოელიან ჩვენგან,განსაზღვრავს იმას რომ ჩვენ მოვწონდეთ. მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები,ხშირად უცნობებიც გვასაჩუქრებენ პრიზებით და მოწონებით როცა ასეთ მსგავსებასვამჟღავნებთ. ამდენად, ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ კონფორმულები ვართ არისმარტივი: ჩვენ ვსწავლობთ, რომ თუ ასე მოვიქცევით მივიღებთ მოწონებას და აღიარებასსხვებისაგან, რაც ასე ძლიერ გვსურს. კონფორმულობა, რომელიც მომდინარეობს ამწყაროდან ცნობილია როგორც ნორმატული სოციალური გავლენა, რადგან ისგულისხმობს საკუთარი ქცევის შეცვლას რათა მოერგო სხვების მოლოდინებს, 8
  9. 9. სოციალურ ნორმებს.სურვილი იყო სწორი – ანუ ინფორმაციული სოციალური გავლენა. მთელი რიგისაკითხების მიმართ ჩვენ არა გვაქვს საშუალება ვიცოდეთ თუ რამდენად სწორი ვართ.მაგ. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რამდენად ზუსტია ჩვენი განსხვავებულიპოლიტიკური შეხედულებები ან როგორ გადავწყვიტოთ როგორი სახის ტანსაცმელიამოდური და მიმზიდველი? არ არსებობს მუდმივი მოხერხებული ტესტები ან გამზომიხელსაწყო მათ დასაზუსტებლად. მიუხედავად ამისა ჩვენ ძლიერი სურვილი გვაქვსვიყოთ სწორი ასეთ საკითხებში. ამ დილემის გადაწყვეტა კი საჭიროა. რათა ვუპასუხოთასეთ კითხვებს ან თუნდაც მოვიპოვოთ ინფორმაცია მათ შესახებ, მივმართავთ ხალხს.ჩვენ ვიყენებთ მათ აზრს, მათ აქტიობებს, როგორც სახელმძღვანელოს საკუთარი აზრისადა მოქმედებისათვის. კონფორმულობის ეს მეორე წყარო ცნობილია როგორცინფორმაციული სოციალური გავლენა და ამავე დროს ის წარმოადგენს ჩვენიყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. უამრავ სიტუაციაში ჩვენ ვარჩევთ აქტიობას დააზრს რომელიც სხვების აქტობის და აზრების მსგავსია და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომდარწმუნებული ვიყოთ ჩვენს სისწორეში,ეს ორი ფაქტორი – ძლიერი სურვილი ვიყოთ მოწონებული (ნორმატული სოციალურიგავლენა) და ვიყოთ სწორი (ინფორმაციული სოციალური გავლენა) გვიბიძგებსკონფორმულობა და არა დამოუკიდებლობა იყოს ჩვენი ქცევის სტანდარტული მანერა.სოციალურ იმიჯზე ზრუნვა, შედეგად გვაძლევს ნორმატულ ზეგავლენას, ხოლოსურვილი ვიყოთ სწორი წარმოშობს ინფორმაციულ ზეგავლენას.ვინ ავლენს კონფორმულობას?საღი აზრით თითქოსდა უნდა დავუშვათ, რომ კონფორმუ¬ლო¬ბის დონესგანსაზღვრავს არა მარტო სიტუაციური ცვლადები, არამედ პიროვნულიმახასიათებლებიც. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდები განსხვავდებიანერთმანეთისაგან კონფორმიზმის ხარისხში და თუ განსხვავდებიან რა პიროვნულიმახასიათებლები განსაზღვრავენ ამ განსხვავებას? ნაკვლევია რამდენიმე ფაქტორირომელთა შორის მეტნაკლებად გამოიკვეთა სქესი, პიროვნული თვისებები დაკულტურა. სქესსა და კონფორმულობას შორის ურთიერთობაზე ზემოთ გვქონდასაუბარი, ამიტომ ამჟამად ვარჩევთ პიროვნების და კულტურის მახასიათებლებსკონფორმიზმთან მიმართებაში.პიროვნება. საღი აზრით თითქოსდა მართებული იქნება დავუშვათ, რომ ინდივიდირომელსაც აქვს დაბალი საკუთარი ღირსების გრძნობა ან რომელსაც აქვს სოციალურიმოწონების მიღების მაღალი დონე, კონფორმულობის უფრო მაღალ დონეს გამოავლენენვიდრე მაღალი საკუთარი ღირსების ან დაბალი სოციალური მოწონებისმოთხოვნილების მქონე ადამიანები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ექსტერნალური ლოკუსკონტროლის მქონე ინდივიდები უფრო კონფორმულები იქნებიან ვიდრე ინტერნალურილოკუს კონტროლის ინდივიდები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საღი აზრი ამ შემთხვევაშიცდება. უმრავლესობა კვლევებისა ამტკიცებს, რომ ზეგავლენაზე ინდივიდებისკონფორმული ან არაკონფორმული რეაქცია არსებითად უფრო სიტუაციისთავისებურებებზეა დამოკიდებული და არა პიროვნულ მახასიათებლებზე. ამაზე 9
  10. 10. მიუთითებს 1960-იან და 1970-იან წლებში ჩატარებული ექსტენსიური კვლევები,რომლებიც მიზნად ისახავდნენ პიროვნულ მახასიათებლებსა და კონფორმიზმს შორისკავშირის კვლევას. ამ ორ ცვლადს შორის დადასტურდა ძალიან სუსტიურთიერთკავშირი.1980-იან წლებში იდეამ, რომ პიროვნულ მახასიათებლებს არა აქვთ მნიშვნელობა,გაამძაფრა მკვლევარების ინტერესი და დაიწყეს ინტენსიური ძიება იმ პირობებისა,რომელშიც პიროვნული თვისებების ცოდნა ბოლოსდაბოლოს შესაძლებლობას მოგვცემსვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის ქცევა. კვლევის შედეგები არც თუ ისე იმედისმომცემი აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემების ანალიზიდან გაკეთდა ზოგადი დასკვნასაერთოდ პიროვნული თვისებებიდან ქცევის წინასწარმეტყველების შესახებ, რომმართალია შინაგანი ფაქტორების ცოდნა (ატიტუდები, დისპოზიციები) იშვიათადგვაძლევენ სპეციფიკურ სიტუაციაში ქცევის ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას,ის შესაძლებელს ხდის, სიტუაციების გარკვეულ ერთიანობაში, ვიწინასწარმეტყველოთინდივიდის გასაშუალებული ქცევა. ამით ხაზგასმულია ის, რომ ძნელია ინდივიდისქცევის წინასწარმეტყველება ცალკეულ სიტუაციაში. უფრო მეტი ალბათობით შეიძლებაგანვსაზღვროთ კონფორმიზმის საშუალო დონე სიტუაციის სიმრავლეში ვიდრემოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.გარდა ამისა მითითებულ იქნა, რომ ქცევის 3პიროვნული წინასწარმეტყველებაუმჯობესდება თუ გამოვლენილი შინაგანი მახასიათებლები სპეციფიკურიასიტუაციისათვის და სოციალური გავლენა უმნიშვნელოა.კულტურა. აღმოჩნდა, რომ კულტურა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენადკონფორმულები იქნებიან ადამიანები. აშის ექსპერიმენტები გაიმეორეს რამოდენიმექვეყანაში და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში კონფორმიზმის დონე ერთმანეთსემთხვეოდა: ლიბანში 31%, ჰონკონგში 32%, ბრაზილიაში 34%, მაგრამ ზიმბაბვეში 51% –ე.ი. კულტურაში სადაც არაკონფორმულობა ისჯება კონფორმულობის დონე მაღალიიყო. ამასთან ისიც დადასტურდა, რომ შეიძლება კულტურა შეიცვალოს. მაგ. აშისექსპერიმენტების გამეორებამ დიდი ბრიტანეთის, კანადის და აშშ-ს სტუდენტებთანაჩვენა, რომ ადრე ჩატარებულ კვლევებთან შედარებით შედეგები განსხვავებული იყო –კერძოდ კონფორმულობის უფრო დაბალ დონეს აჩვენებდნენ. საბოლოო დასკვნა,რომელსაც უჭერენ მხარს მკვლევარები არის ის, რომ: კონფორმიზმი მეტნაკლებადუნივერსალური ფენომენია, მაგრამ მისი გამოხატვის ფორმები იცვლება კულტურიდანკულტურამდე. ევროპული და ამერიკული კულტურა აქეზებენ ინდივიდუალურობას.აზიური კულტურა და მესამე სამყაროს ქვეყნების კულტურა უფროკოლექტივიზმისაკენ იხრებიან. კვლევები ადასტურებენ, რომ კულტურულიღირებულებები გავლენას ახდენენ კონფორმიზმის დონეზე. კოლექტივისტური ქვეყნისადამიანები სხვისაგან გავლენის უფრო მიმღებნი არიან ვიდრე ინდივიდუალისტურიკულტურის ქვეყნის მცხოვრებლები.უმცირესობის გავლენააქამდე ჩვენ ვიხილავდით კონფორმულობას როგორც უმრავლესობის უმცირესობაზეზეგავლენას. უმრავლესობა ახორციელებს გავლენას და უმცირესობა პასიურია, 10
  11. 11. განიცდის ზეგავლენას. უმეტეს შემთხვევაში ეს ასეცაა. მაგრამ ხშირია შემთხვევა როცაუმცირესობა ახდენს გავლენას უმრავლესობაზე. მაგ. ისეთი გიგანტები მეცნიერებაშიროგორიცაა გალილეი, პასტერი, ფროიდი აღმოჩნდნენ დიდი და ურიცხვიუმრავლესობის წინაშე, რომლებიც უარყოფდნენ მათ თეორიებს და იდეებს. მაგრამგარკვეული დროის შემდეგ მათი თვალსაზრისი თანდათანობით მიღებულ იქნაუმრავლესობის მიერ. ასევე ითქმის რეფორმატორულ მცირე ჯგუფების მიმართ,რომლებიც ხშირად თავიანთი შეუპოვარი აქტიობით წარმატებებს აღწევენ ღრმადჩამჯდარი ატიტუდებისა და ღირებულებების შეცვლაში. ასეთი ფაქტები გვარწმუნებენ,რომ უმცირესობა ყოველთვის არ არის უსუსური დიდი და ერთსულოვანიუმრავლესობის წინაშე. ხშირად ისინი ახერხებენ დაძლიონ უთანხმოება და გაიტანონთავიანთი თვალსაზრისი. ბოლოსდაბოლოს დადგა საკითხი უმრავლესობისყოვლისშემძლეობის შესახებ და ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაჩნდა სიახლეებიკონფორმიზმის კვლევებში, საფუძველი ჩაეყარა უმცირესობის უმრავლესობაზეგავლენის კვლევებს.ახალი მიდგომის ერთერთი დამწყები იყო ფრანგი ფსიქოლოგი სერჟ მოსკოვიჩი. თავისადრინდელ ექსპერიმენტებში მოსკოვიჩმა და მისმა კოლეგებმა ((Moscovici, Loge &Naiffrechaux, 1969) გამოიყენეს აშის ტიპის კონფორმულობის პარადიგმა იმგანსხვავებით, რომ უმრავლესობა იყო გულუბრყვილო სუბიექტი და უმცირესობა ცრუსუბიექტი. სუბიექტებს უჩვენებდნენ არაორაზროვან ფიზიკურ სტიმულს, სახელდობრფერების სლაიდებს. ამ კვლევაში 6 წევრიან ჯგუფს სთხოვდნენ სლაიდის ფერისშეფასებას. ფაქტიურად ყველა სლაიდი იყო ცისფერი იცვლებოდა მხოლოდ მათიგანათების ხარისხი. საკონტროლო 6 კაციანი ჯგუფი ყველა სლაიდს უშეცდომოდაფასებდა როგორც ცისფერს. ექსპერიმენტულ ჯგუფში ორი ცრუ სუბიექტი მუდმივადცისფერ სლაიდს აფასებდა როგორც მწვანეს. სუბიექტებს წინასწარ უთხრეს, რომჯგუფის წევრებს ქონდათ ნორმალური მხედველობა, ასე რომ უმცირესობის პასუხი3მწვანე4 არ მიე¬წერებობდა მათ ფერთა სიბრმავეს. უმცირესობის გავლენითდაახ¬ლოებით სუბიექტების მესამედი მიუთითებდა, თუნდაც ერთხელ მაინც, რომსლაიდი იყო 3მწვანე,” საერთოდ ყველა შეფასების 8 პროცენტი სლაიდის მწვანედშეფასება იყო. ე.ი. უმცირესობის აზრს ქონდა მნიშვნელოვანი გავლენა უმრავლესობაზე.წინააღმდეგ კონფორმიზმის ტრადიციული კვლევებისა, მოსკოვიჩი ვარაუდობს, რომჯგუფებს შორის ადგილი აქვს შეუთანხმებლობას, კონფლიქტს და რომ არსებობსსოციალური გავლენის სამი სახე, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ რეაგირებენადამიანები ასეთ სოციალურ კონფლიქტებზე:1. კონფორმულობა – უმრავლესობის გავლენა რომელშიც უმრავლესობა არწმუნებსუმცირესობას მიიღონ უმრავლესობის თვალსაზრისი.2. ნორმალიზაცია – ურთიერთ კომპრომისი რომელსაც მივყავართ კონვერგეციამდეურთიერთდაახლოებამდე.3. ინოვაცია – უმცირესობა ქმნის და ახდენს კონფლიქტის აქცენტუაციას, რათადაარწმუნოს უმრავლესობა მიიღოს უმცირესობის თვალსაზრისი.მოსკოვიჩის გამოკვლევებმა ბიძგი მისცა ახალ გამოკვლევებს სოციალური გავლენისსფეროში. დაიწყეს იმ ფაქტების ძიება, რომლებიც განსაზღვრავენ უმცირესობისგავლენის ეფექტურობას. თვითნონ მოსკოვიჩმა იკვლია უმცირესობის ქცევისეული 11
  12. 12. სტილის მნიშვნელობა.უმცირესობის ქცევის სტილი. რომ გახდეს ეფექტური, უმცირესობა თავის ქცევებშიუნდა იყოს კონსისტენტური და ძალის მქონე. ქცევის ასეთი სტილი უმრავლესობისმიერ განიხილება როგორც უმცირესობის თავის პოზიციაში დარწმუნებულობის დაგარკვეულობის მაჩვენებელი. შესაძლებელია კონსისტენტური უმცირესობა ნაკლებმიმზიდველი ჩანდეს ვიდრე უმრავლესობის წევრები, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომჩნდება ტენდენცია ისინი აღქმული იქნან როგორც უფრო კომპენტენტურები დაპატიოსნები. როცა უმცირესობა ყოველთვის დაჟინებით იცავს თავის პოზიციას,შესაძლოა უმრავლესობა იწყებს დაეჭვებას თავის თვალსაზრისზე. ბოლოსდაბოლოსშესაძლოა უმრავლესობის რომელიმე წევრი ცვლის თავის პოზიციას უმცირესობისპოზიციის მიმართულებით. თუ უმრავლესობის საჭირო რაოდენობა შეცვლის თავისთვალსაზრისს, უმცირესობა შეიძლება გარდაიქმნას ახალ უმრავლესობად.კვლევები ახდენენ აგრეთვე ახალი ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომლებიცუმცირესობის გავლენის ეფექტურობას განსაზღვრავენ: პირველი, უმცირესობა უფროგავლენიანი იქნება თუ შეძლებს უმრავლესობის თვალსაზრისის უარყოფას; მეორე,უმცირესობა უფრო ეფექტურია, როცა მათი ქცევისეული სტილი ლოგიკურადკონსისტენტურია, მაგრამ არა რიგიდული, ე.ი. როცა უმცირესობა აღქმულია რომ აქვთკარგად განსაზღვრული პოზიცია, მაგრამ აქვთ პოზიციის პრეზენტაციის ფლექსიურისტილი. მესამე, სოციალური კონტექსტის მნიშვნელობა. მაგ. სექსუალურიკონსერვატიზმის ეპოქაში სექსუალური თავისუფლების მტკიცება ნაკლებ ეფექტურიიქნება ვიდრე უმცირესობას დაიწყო მტკიცება სექსუალურ შეზღუდულობაზე. დაბოლოს, უმცირესობა უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი ჯგუფის უმრავლესობასემსგავსებიან მრავალ სხვა საკითხებში გარდა იმ კონკრეტული ქცევისა დაატიტუდებისა, რომელსაც ეხება საკითხი. მაგ. როცა რესპუბლიკური პარტიის წევრიცდილობს დაარწმუნოს სხვა რესპუბლიკელები შეცვალონ თავიანთი საგარეოპოლიტიკა (ე.ი. ე.წ. ჯგუფის შიდა უმცირესობა), უმრავლესობას ემსგავსება სხვადანარჩენ ატიტუდებსა და რწმენებში გარდა ამ ერთი საკითხისა, მეტი შანსი აქვსგავლენა მოახდინოს ვიდრე როცა დემოკრატიული პარტიის წევრი ცდილობსრესპუბლიკელებს შეაცვლევინოს საგარეო პოლიტიკა. ეს იქნება სიტუაცია სადაცუმცირესობა აღმოჩნდება ორმაგ უმცირესობაში (ჯგუფის გარე უმცირესობა), როგორცსაერთოდ პოლიტიკური ორიენტაციით ისე საგარეო პოლიტიკის საკითხზე. ასეთსიტუაციაში რესპუბლიკელს მეტი აქვს შანსი გავლენისა ვიდრე დემოკრატს (რომელიცორმაგ უმცირესობაშია). ამრიგად, უმცირესობა უფრო გავლენიანია, როცა მისი პოზიციამიღებულია როგორც სერიოზული და დანახულია, რომ გამოხატავს კომპეტენტურობასდა გარკვეულობას. ნაკლებად ეფექტურია, როცა დანახულია როგორც აქცენტოფილი,დემაგოგიური და სელფ-დაცვითი. ე.ი. ჩანს, რომ ხელსაყრელ პირობებშიშეთან¬ხმე¬ბულ კონსისტენტურ უმცირესობას შეუძლია გამოიწვიოს საკმა¬ოდ დიდიუმრავლესობის თვალსაზრისის შეცვლა.უმცირესობის უმრავლესობაზე ზეგავლენის ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებარსებობს განსხვავებული თვალსაზრისები. არის მცდელობა ეს აიხსნას სოციალურიატრიბუციის პრინციპებით: როგორც სოციალური პერცეპციის განხილვისას აღვნიშნეთსხვისი ქცევის მიზეზების ატრიბუციას შინაგან მახასიათებლებზე ვახდენთ როცა (1) 12
  13. 13. კონსენსუსი არის დაბალი (სხვა ინდივიდები არ იქცევიან ისე, როგორც განსახილველიინდივიდი); (2) კონსისტენტობა არის მაღალი (ინდივიდი არსებითად ერთი მანერითმოქმედებს სხვადასხვა დროს; და (3) განსხვავება არის დაბალი (ინდივიდი იმავემანერით მოქმედებს სხვა სიტუაციაში). ეს პრინციპები კარგად შეიძლება გამოვიყენოთმაღალი შინაგანი შეთანხმების მქონე უმცირესობის აქტიობის მიმართ. ასეთიგადახრილი უმცირესობა იღებს არაპოპულარულ პოზიციას, ინარჩუნებს ამ პოზიციასკონსისტენტურად და მოქმედებს ამ პოზიციის შესაბამისად განსხვავებულსიტუაციებში. კაუზალური ატრიბუციის თანახმად ყოველივე ამის გამო, მათიმოქმედება განხილება როგორც გამომდინარე მათი შინაგანი ღრმა რწმენიდან დამოვალეობიდან. შედეგად, პატარა სასწაული, მათი თვალსაზრისი მიღებულიასერიოზულად და ბოლოსდაბოლოს უმრავლესობის მხრივ განხილულიამზრუნველობით. გარდა ამისა, როგორც მიუთითებენ, მოქმედებაში მოდისგაზვიადების ფენომენი. უმცირესობა აყალიბებს და ინარჩუნებს თავის არაპოპულარულთვალსაზრისს მიუხედავად ძლიერი დაწოლისა, რომელსაც განიცდისუმრავლესობიდან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უმრავლესობის ტენდენციაუმცირესობის აქტიობა მიაწერონ მათ რწმენას და ვალდებულებებს გაზვიადებულია.ბოლო წლებში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის გავლენების(კონფორმულობა) და უმცირესობის გავლენების (ინოვაცია) პროცესების შესახებ.კერძოდ, წარმოადგენენ ისინი ერთი და იგივე საფუძვლად მდებარე პროცესებისგავლენას თუ მათ განსხვავებული პროცესები უდევთ საფუძვლად. ორივე მოსაზრებასყავს თავისი მომხრეები.ზოგიერთის აზრით (Letane & Wolf, 1981; Tanford & Penrod, 1984), როგორცუმრავლესობის ისე უმცირესობის გავლენები – წარმოადგენს ერთიდაიგივე საფუძვლადმდებარე პროცესის გამოვლენას. მათ შორის განსხვავება უფრო რაოდენობრივია ვიდრეთვისობრივი. არსებობს კვლევები რომლებიც ადასტურებენ ამ პოზიციას.მეორეს მხრივ, მოსკოვიჩი (და სხვა მკვლევარებიც) ვარაუდობს, რომ უმრავლესობის დაუმცირესობის გავლენებს შორის არსებობს თვისობრივი განსხვავება. მაგ. მას მიაჩნია,რომ უმრავლესობის გავლენას ხშირად მივყავართ ღია ქცევის შეცვლამდე, მაგრამ ისაუცილებლობით არ იწვევს ატიტუდის შეცვლას. ამისგან განსხვავებით უმცირესობისგავლენას უფრო მივყავართ ატიტუდის შეცვლამდე, აზრის შეცვლამდე. ბოლოს, გვინდამივუთითოთ ერთ ეფექტზე. უმცირესობაში ყოველთვის იგულისხმება, რომ ისინირაღაც მახასიათებლებით გადახრილები არიან უმრავლესობისაგან. ამდენად თითქოსდაუმცირესობა არღვევს ჯგუფის ურთიერთქმედების ჰარმონიას, მაგრამ ამშეუთანხმებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი სიკეთე მოუტანოს ჯგუფს. კვლევებიაჩვენებენ (Nemeth, 1992), რომ უმცირესობამ შეიძლება მიზეზობრივად განსაზღვროსჯგუფის უმრავლესობის უფრო საგულდაგულო ჩაფიქრება საკითხზე, რომ ჯგუფმასცადოს განიხილოს შესაძლებელი ახსნის ან ახალი სიტუაციის ფართეგანსხვავებულობები. ერთი სიტყვით, უმცირესობის აზრის გამოხატვას ზოგჯერშეუძლია გააუმჯობესოს ჯგუფის ფუნქციონირება.მიყოლა (დამთმობობა) 13

×