Destination unit plan

639 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
639
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
8
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Destination unit plan

  1. 1. ინტერნეტ პროექტის გეგმა პროექტის დასახელება : დანიშნულების ადგილი – ამერიკა: ჩვენი იმედი, ჩვენი მომავალი პროექტის აღწერა: დროში მოგზაურობის შედეგად მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში და როგორი იყო ემიგრანტის ცხოვრება მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველადი წყაროებისა და სხვა მონაცემების გამოყენებით ემიგრანტთა გამოცდილების უკეთ ასათვისებლად, მოსწავლეები იგონებენ ფიქტიური ემიგრანტის ისტორიას და გვიზიარებენ მის გამოცდილებას არტეფაქტების ელექტრონული პორტფოლიოს მეშვეობით. პროექტის მიმოხილვა დონე/კლასი : 6-8 საგნის ტიპი (ვებგვერდის ინდექსისთვის ): სოციალური მეცნიერებები საგანი: ისტორია თემები: ემიგრაცია აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები: მონაცემთა კრიტიკული ანალიზი და ინტერპრეტაცია, ინფორმაციის გადამოწმება და შეფასება, მეტაკოგნიცია ძირითადი ასპექტები: „მასტიმულირებელი” და „მაპროვოცირებელი“ ფაქტორები, ელისის კუნძული, საემიგრაციო კვოტები ხანგრძლივობა : 3-დან 4 კვირამდე, 1 საათი ყოველდღიურად ინფორმაცია პროექტის შესახებ : აშშ-ის შტატ კალიფორნიის საკლასო ოთახიდან პროექტის შინაარსი მოსწავლეების ხელთ ცოცხლდება ისტორია. ისინი იგონებენ ემიგრანტ პერსონაჟებს და თავად იქცევიან იმ მიგრანტებად, ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე რომ იმოგზაურეს. ამ პროცესში მოსწავლეები პირველადი წყაროებიდან აღებულ მონაცემებს უკეთებენ ანალიზს და მათზე დაყდრნობით ქმნიან მულტიმედიურ პორტფოლიოებს თავიანთი გამოცდილების ასახვისთვის. ამერიკაში ჩასვლისთანავე, ისინი მონაწილეობას იღებენ ელისის კუნძულზე ემიგრანტთა მიმღები სადგურის სიმულაციაში. მოსწავლეები თავიანთი მიგრანტების როლს ირგებენ და შემდგომ მთელ კლასს უზიარებენ მიღებულ გამოცდილებას. ნამდვილ დოკუმენტებზე, ფოტოსურათებსა და ჩანაწერებზე დაყრდნობით ისტორიული ფიქციის შექმნის სავარჯიშო მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გააცნობიერონ ემიგრანტთა მოტივები და სირთულეები, რომელთაც იმ პერიოდში აწყდებოდნენ. აღნიშნული შესაძლოა გახდეს უფრო დიდი, მიგრაციის თემაზე ფოკუსირებული პროექტის ნაწილიც, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფის გამოცდილებას ან გამოიკვლევენ მიგრაციის საკითხს განსხვავებულ დროსა თუ ქვეყნებში. სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები • • ზოგადი შეკითხვა რატომ უნდა გავრისკოთ? თემატური შეკითხვები რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში? როგორი იყო მიგრანტებისთვის უცხო ქვეყანაში გამგზავრება, ჩასვლა და ცხოვრების დაწყება? მონაცემების მიხედვით, რა ტენდენციები შეინიშნება მიგრაციაში? ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  2. 2. • შინაარსობრივი შეკითხვები რატომ ტოვებდნენ თავიანთ სახლებს მიგრანტები და რატომ სახლდებოდნენ ისინი აშშ-ში 1870 წლიდან 1930 წლამდე? როგორ ცდილობდა აშშ საიმიგრაციო პროცესის შეზრუდვას 1870 წლიდან 1900 წლამდე? რა არის იმიგრაცია და ემიგრაცია? შეფასების ფორმები ნახეთ, როგორ არის მოსწავლეზე ორიენტირებული მრავალი შეფასება პროექტში -“დანიშნულების ადგილი – ამერიკა: ჩვენი იმედი, ჩვენი მომავალი” გამოყენებული. ამგვარი შეფასებები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიზნების დასახვაში, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგში, უკუკავშირის გაზიარებაში, აზროვნების, პროცესების, შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შეფასებასა და სასწავლო ციკლის მიმდინარეობისას სწავლის გაანალიზებაში ეხმარება. სასწავლო პროცედურები სწავლების დაწყებამდე მოაგროვეთ მასალები 1870-1930 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპელთა იმიგრაციის შესახებ. შეარჩიეთ პირველადი წყაროს მასალები, რათა ტენდენციების ამოცნობაში დაეხმაროთ მოსწავლეებს, რომლებიც იმიგრაციაზე გავლენის მქონე „მასტიმულირებელ” და “მაპროვოცირებელ” ფაქტორებს შეისწავლიან. რესურსებში შესაძლოა შევიდეს სამთავრობო ჩანაწერები, ეკონომიკური მოხსენებები, საგაზეთო სტატიები, გემის რეესტრები, დღიურები და ზეპირი გადმოცემები. მოსწავლეებისთვის მასალის გასაზიარებლად გამოიყენეთ სოციალური სანიშნის მქონე ვებგვერდი. პროექტის დასაწყისი განიხილეთ ზოგადი შეკითხვა, რატომ უნდა გავრისკოთ? მოსწავლეები ჩართეთ დისკუსიაში, სადაც ისინი განიხილავენ თავიანთი ან სხვა ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელმაც სერიოზული რისკის გაწევისკენ უბიძგათ. რა შედეგი მოიტანა გაწეულმა რისკმა? ღირდა თუ არა გარისკვა? ამგვარი დისკუსიის ჩატარება ონლაინ ფორმატში ან, თუკი მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტეები აქვთ, ინტერაქტიული თეთრი დაფის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის იდეების გაზიარება და კომენტარების გაკეთება. განხილვის დასასრულს, მოსწავლეებს სთხოვეთ, ინდივიდუალურად იფიქრონ ჟურნალში დასმულ შეკითხვებზე. პროექტის წარდგენა განიხილეთ შეკითხვა, ვინ არის ამერიკელი? ჯგუფში მოიფიქრეთ „ამერიკელის“განსაზღვრება. საკლასო ოთახში მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დემონსტრირებისთვის შეადგინეთ იმ ქვეყნების სია, რომელთა ეთნიკური წარმომადგენლები არიან მოსწავლეები. მსოფლიო რუკაზე იპოვეთ და მონიშნეთ აღნიშნული ქვეყნები. ამისათვის შეგიძლიათ ელექტრონული რუკა გამოიყენოთ. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ სკოლაში ჩაატარონ გამოკითხვა, მიღებული მონაცემები კი რუკებსა და დიაგრამებზე გამოსახონ. განმარტეთ, რომ 1870-1930 წლებში მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 30 მილიონი ემიგრანტი ჩავიდა ამერიკაში. მათგან უმრავლესობა ცდილობდა, მშობლიურ ქვეყანაში გაბატონებულ სიღარიბეს, ჩაგვრას ან დაავადებას გასცლოდა. მოსწავლეებს აუხსენით, რომ მათ სწორედ ამ პერიოდში ამერიკაში ჩასული ემიგრანტის როლი უნდა აიღონ საკუთარ თავზე. პროექტი გაუზიარეთ მოსწავლეებს და განუმარტეთ, რომ ისინი შეარჩევენ ემიგრანტთა კონკრეტულ ჯგუფს და პირველადი წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვლევენ ჯგუფის საიმიგრაციო გამოცდილებას, მოიფიქრებენ თავიანთი კვლევის შეკითხვას და ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  3. 3. კითხვებზე პასუხის გასაცემად შეაგროვებენ მონაცემებს. ასევე, მოსწავლეებს უთხარით, რომ თავიანთი კვლევის საფუძველზე ისინი შექმნიან ემიგრანტის პორტფოლიოს, რომელშიც შესაძლოა შევიდეს ემიგრანტის მოკლე ბიოგრაფიული ნარკვევი, დღიურის ჩანაწერები, სამშობლოში გაგზავნილი წერილები და არტეფაქტები იმის საჩვენებლად, თუ რატომ მიატოვა შერჩეულმა პიროვნებამ თავისი სამშობლო და, ამასთან, იმის აღსაწერად, თუ როგორი იყო მისი აშშ-ში ცხოვრების გამოცდილება. პროექტის პროდუქტის წარმოდგენა მულტიმედიური პრეზენტაციის, ვიკის ტიპის ვებგვერდის ან ინტერნეტ საიტის მეშვეობით არის შესაძლებელი. მოსწავლეებს მთელი პროექტის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება. პროექტის მიმდინარეობისას, ყველა ფიქტიური ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას ემიგრანტთა მიმღები სადგურის სიმულაციაში. ემიგრანტთა ტალღები ვებგვერდზე ამერიკის დასახლება* მოსწავლეებს აჩვენეთ იმიგრაციის სხვადასხვა ტალღის ინტერაქტიული დროის ჩარჩო. დააკვირდით მონაცემებს და განიხილეთ, რა ტენდენციები შეინიშნება და რას შეეძლო მათი გამოწვევა. ასევე, მოსწავლეებს მიაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიგრაცია ორი ნაწილისგან შედგება – ემიგრაციისა (ადგილის მიტოვება) და იმიგრაციისგან (ადგილზე ჩასვლა). განიხილეთ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიგრაციაზე გავლენის მქონე ფაქტორებში, მაგალითად “მაპროვოცირებელი” ფაქტორები (როგორიცაა ეკონომიკური დეპრესია; კლიმატური პირობები, მაგ. გვალვა; სოციალური მღელვარება; და ჭარბმოსახლეობა) და “მასტიმულირებელი” ფაქტორები (როგორიცაა მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა, პიროვნული შესაძლებლობები და გამოხატვის თავისუფლება). მოსწავლეებს სთხოვეთ, იმ მშობლიურ ქვეყანაზე დაიწყონ ფიქრი, რომლის შესწავლას ისურვებდნენ. სწავლულის საიმიგრაციო გვერდზე* აღწერილი სეიმურ რეხთცაიტის ან ელისის კუნძულის ვებგვერდზე განთავსებული სხვა ოჯახური ისტორიების* მაგალითზე გააცანით მოსწავლეები მიგრაციის ადამიანურ მხარეს. ინტერვიუები თემატურ შეკითხვაზე, რატომ მიდიან ადამიანები მიგრაციაში? მუშაობის დასაწყებად, მოსწავლეებს დაავალეთ ინტერვიუს აღება ისეთი ადამიანისგან, რომელსაც მიგრანტის პირდაპირი ან არაპირდაპირი (მაგალითად, მეორე თაობის) გამოცდილება გააჩნია. შესაძლოა, მოსწავლეები ოჯახის წევრებთან ან მათ თანამშრომლებთან მოახერხებენ გასაუბრებას. თქვენ შეგიძლიათ, ემიგრანტთა ადგილობრივი ჯგუფის ადვოკატირების ორგანიზაციასთანაც მოაწყოთ ინტერვიუ. თუკი რესპონდენტი ადგილობრივი არ არის, ინტერვიუს ჩატარება შესაძლებელია ტელეფონით ან კონფერენციით ონლაინ რეჟიმში. ინტერვიუს ორგანიზებისას რესპონდენტს სთხოვეთ, თან იქონიოს მის საიმიგრაციო გამოცდილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალები. ინტერვიუს აღების დროს მოსწავლეთა ამოცანაა, შეძლებისდაგვარად მეტი შეიტყონ პიროვნების წარმოშობის შესახებ და დღიურში ჩაინიშნონ მიღებული პასუხები. ინტერვიუს შესაძლო კითხვებია: წარმოშობით საიდან არიან თქვენი წინაპრები? როდის ჩამოხვედით/ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში? რატომ მიატოვეთ/მიატოვეს მშობლიური ქვეყანა? როგორ იმოგზაურეთ? იმიგრანტისთვის ინტერვიუს ჩამორთმევამდე მოსწავლეებს შეუძლიათ, რეპეტიციის სახით, თანატოლებს გაესაუბრონ. ასევე, ვიდრე ინტერვიუს ჩაატარებდნენ, ნებისმიერი მასალის მაგალითზე აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ ხდება არტეფაქტებიდან მონაცემების შეგროვება. მინი-გაკვეთილის ჩასატარებლად გამოიყენეთ ცხრილი არტეფაქტის ანალიზისთვის*, რომელიც ეროვნულ არქივებში მოიპოვება. განმარტეთ, რომ არტეფაქტები თვისობრივ მონაცემებს წარმოადგენს და შესაძლოა ისეთ ნივთებს მოიცავდეს, როგორიცაა ფოტოსურათები, ომის მედლები, ძველი წერილები და დოკუმენტები. არტეფაქტების შესწავლისას, როდესაც ინფორმაციის დაჯგუფება, დახარისხება და კლასიფიცირება მიმდინარეობს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უცნობი ადამიანის ცხოვრებასა და წარსულზე მოიძიონ ინფორმაცია. ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  4. 4. ინტერვიუების შემდგომ, მოსწავლეებს გააცვლევინეთ მოპოვებული ინფორმაცია და გაკეთებინეთ შედარება მსგავსებებისა და განსხვავებების გამოსარკვევად. კვლევის პროცესი განსაზღვრეთ შეკითხვები ინდივიდულურად, წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მომუშავე მოსწავლეებს სთხოვეთ, შეარჩიონ ერთ-ერთი ეროვნული წარმომავლობა. ურჩიეთ, საკუთარი წარმომავლობის ან იმ ეროვნების მიხედვით გააკეთონ არჩევანი, რომლის შესწავლის სურვილი აქვთ. შესაძლებელია შემდეგი ეროვნებების არჩევა: გერმანელი, ირლანდიელი, სკანდინავიელი, უნგრელი, იტალიელი, ბერძენი, თურქი, რუსი, ჩეხი, სლოვაკი ან პოლონელი. ვიდრე დაწვრილებით ინფორმაციას მოიპოვებდნენ მიგრანტთა გამოცდილების შესახებ, გარკვეული დრო მიეცით მოსწავლეებს თავიანთ მიგრანტთა ჯგუფზე კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად, რაც შეკითხვებს განსაზღვრის და კვლევის შეკითხვის იდენტიფიცირებაშიც დაეხმარებათ. მაგალითად, კვლევის შეკითხვებია, რატომ ჩამოვიდნენ თურქი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში? ან, როგორი იყო ირლანდიელი ემიგრანტების გამოცდილება მოსწავლეებს მიაწოდეთ შემდეგი ვებგვერდების მისამართები ემიგრანტებზე ინფორმაციის შეგროვების დასაწყებად: • იმიგრაცია: ადამიანების, კულტურებისა და იმედი ცოცხალი მოზაიკა* • იმიგრაცია, კონგრესის ბიბლიოთეკა* იხილეთ “რესურსები” სხვა სასარგებლო ვებგვერდების ჩამონათვალისთვის. შეაგროვეთ მონაცემები შეკითხვების განსაზღვრის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა ტიპის მონაცემები მისცემთ გააზრებული დასკვნების გამოტანისთვის საჭირო ინფორმაციას. უხელმძღვანელეთ ამ პროცესს, აუხსენით მოსწავლეებს, რა სახის მონაცემები იქონიონ მხედველობაში და სხვადასხვა მონაცემთა წყაროს დადებით და უარყოფით მხარეებზეც მიუთითეთ. მაგალითად, მონაცემებში შესაძლოა შედიოდეს ორიგინალი ჩანაწერები, სამთავრობო ანგარიშები, ფოტოსურათები, დღიურები, საგაზეთო სტატიები, ზეპირი გადმოცემები, რუკები და დაბადების მოწმობები. აღნიშნულ სიაში შესაძლოა მეორადი, სხვების მიერ შეგროვებული და აგებული მონაცემებიც შევიდეს, როგორიცაა სამთავრობო ანგარიშები, გემის ჩანაწერები ან მუზეუმის კოლექციები. მოსწავლეებთან ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ საკითხის მრავალმხრივი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა პირველადი და მეორადი წყაროს გამოყენება. ვიდრე მონაცემთა შეგროვებას დაიწყებდნენ, განუმარტეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ხდება მონაცემთა შეგროვება, გაანალიზება და ინტერპრეტირება. შეუძლიათ, შემდეგი კითხვები დაიხმარონ: • რა სახის მონაცემებია ყველაზე დამაჯერებელი? • როგორ გამოვიტანოთ აზრი ინფორმაციის კრებულიდან? • რა სახის მონაცემები მოგვითხრობს წარსულის შესახებ? • როგორ დავალაგოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია ისე, რომ შევძლოთ მის შინაარსზე დაფიქრება? • როგორ კითხვებზეა შესაძლებელი მონაცემების დახმარებით პასუხის გაცემა ? მოსწავლეებს დაურიგეთ მონაცემთა შეგროვების გეგმა, რომელიც კვლევის დაგეგმვის დაწყებაში დაეხმარებათ. როდესაც მოსწავლეები შეჯერდებიან მონაცემთა იმ ტიპზე, რომლის გამოყენებას აპირებენ, უკვე შეეძლებათ შესაფერისი მონაცემთა წყაროების მეშვეობით შეკითხვებზე პასუხების ძიება. მაგალითად: შეკითხვა საჭირო მონაცემთა ტიპი სად მოვიძიოთ ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  5. 5. რატომ ჩამოვიდნენ ირლანდიელი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში? ინფორმაცია • ვითარება ირლანდიაში, რომლის გამო ირლანდიელებმა ქვეყანა დატოვეს • რა მოლოდინს უკავშირებდნენ ისინი ამერიკას • ადრე შეგროვებული მონაცემები ირლანდიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ • იმიგრანტთა დღიურები • ინტერნეტი • ქალაქის ისტორიული მუზეუმი გამოკვლევის ჩატარებისას მონაცემთა და მათი გამოყენების გზების აღსანიშნად, მოსწავლეები აწარმოებენ ცხრილს კვლევის მიმდინარეობის შესახებ. მოსწავლეებს განუვითარეთ სპეციფიური კვლევითი უნარ-ჩვევები. ამის გაკეთება მინი-გაკვეთილების ან მოდელირების მეშვეობითაა შესაძლებელი. მაგალითად, როდესაც მოსწავლეები ემიგრანტთა დღიურებს კითხულობენ ან სხვა პირველადი წყაროს მონაცემებს ეცნობიან, მათ კრიტიკულად უნდა იაზროვნონ და დაფიქრდნენ მონაცემთა წყაროსა და სანდოობაზე ისეთი კითხვების დასმით, როგორიცაა: • იმსახურებს თუ არა ავტორი ნდობას? • არის თუ არა ინფორმაცია მტკიცებულებით გამყარებული? • საჭიროა თუ არა ავტორის სუბიექტურობის გათვალისწინება? აუცილებელია, შინაარსი მიუკერძოებელი იყოს? • რა მიზნით დაიწერა ან შეიქმნა აღნიშნული დოკუმენტი/საგანი? • არის თუ არა მონაცემები პროექტისათვის ვარგისი და შესაფერისი? • როგორ გეხმარებათ აღნიშნული წყარო კვლევის შეკითხვებზე პასუხის გაცემაში? • როგორ ცვლის ან მიესადაგება წარსულის არსებულ ინტერპრეტაციებს აღნიშნული წყაროდან მიღებული მტკიცებულება? მონაცემთა შეგროვებასთან ერთად, მოსწავლეები ახდენენ ემიგრანტი ადამიანის გამოცდილების ფორმულირებას, რისთვისაც ისინი კონკრეტული ემიგრანტთა ჯგუფის გამოცდილებას ეყრდნობიან. შენიშვნების მოგროვება შესაძლებელია დღიურში ან ცხრილში კვლევის მიმდინარეობის შესახებ. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში შექმნათ და ერთობლივი დოკუმენტის სახით გახადოთ ხელმისაწვდომი. გააანალიზეთ მონაცემები მონაცემთა შეგროვებისას, მოსწავლეები ტენდენციებს აკვირდებიან, რათა კონკრეტული იმიგრანტთა ჯგუფის ტიპური წარმომადგენლის ამსახველი პორტფოლიო შექმნან. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები უმეტესად თვისობრივ მონაცემებს იყენებენ, ასწავლეთ, როგორ ხდება მონაცემთა კოდირება და კატეგორიებად განაწილება, რაც მონაცემების ინტერპრეტირებაში დაეხმარებათ. ტიპური ემიგრანტის გამოცდილების უკეთ წარმოსაჩენად, მოსწავლეებს შეუძლიათ მონაცემთა ანალიზის დროს საერთო თემების მოძიება. მოახდინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური მეთოდების დემონსტრირება. თვისობრივ მონაცემთა ანალიზი 1. სრულად წაიკითხეთ მონაცემები, რათა ყველა განხილულ საკითხზე ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ. ჩაინიშნეთ შესაძლო თემები ან განმეორებული სიტყვები თუ ფრაზები. 2. მონაცემთა წაკითხვისა და კვლევის შეკითხვის საფუძველზე, გამოავლინეთ იმ ტერმინებისა და ძირითადი სიტყვების კატეგორიები, რომლებიც მონაცემებში გხვდებათ. მაგალითად: “მასტიმულირებელი” და “მაპროვოცირებელი” ფაქტორები, მიგრირებასთან დაკავშირებული შეგრძნებები და მიგრაციის სირთულეები. ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  6. 6. 3. 4. 5. 6. 7. 8. ჩამოაყალიბეთ კოდირების სისტემა, რომელიც გაგიადვილებთ იმ ადგილების მოძებნას, სადაც ძირითადი სიტყვები და სიტყვათა კატეგორიებია განთავსებული. გამოიყენეთ ფერებით კოდირება, აბრევიატურები ან სიმბოლოები. კოდი უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი, ჩასაწერი და მონაცემებში გამოსავლენი. მონაცემების კოდირებისთვის, თვალი გადაავლეთ მონაცემებს და შესაბამისი კოდებით აღნიშნეთ სათანადო სეგმენტები. გადახედეთ კოდებს. მონაცემთა ნაწილის კოდირების შემდეგ, ეფექტურობისა და მონაცემთა თვალსაჩინოების გასაზრდელად საჭიროებისამებრ გაყავით ან შეაერთეთ ზოგიერთი კატეგორია. დაითვალეთ, რამდენჯერ შეგხვდათ განსხვავებული ძირითადი სიტყვები და მიღებული რიცხვი აღნიშნეთ ცხრილში რაოდენობრივი ანალიზისთვის. შეიყვანეთ მონაცემები მანამდე შექმნილ კატეგორიებში. კატეგორიებს შორის არსებული კავშირის დემონსტრირებისთვის შექმენით დიაგრამები და გრაფიკული გამოსახულებები, როგორიცაა ტექნოლოგიური სქემები, ვენის დიაგრამები და იერარქიული გრაფები. რუკების წაკითხვა იმიგრაციის კვლევის დროს, მოსწავლეებს აუცილებლად მოუწევთ რუკებზე მუშაობა. გირჩევთ, მინი-გაკვეთილზე მიმოიხილოთ რუკის წაკითხვის მეთოდები. მოსწავლეებს აჩვენეთ ემიგრაციის რუკა და გააცანით რუკის კითხვის LLLP მეთოდი: ლეგენდა, დასახელება, ადგილმდებარეობა და სქემები. არსებობს თემატური რუკები, როგორიცაა რუკა, რომელზეც აღნიშნულია გარკვეული ადგილიდან ემიგრანტთა რაოდენობა. ამგვარ რუკებზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოავლინონ ტენდენციები და ნახონ, რამდენად ამყარებს ან ეწინააღმდეგება ეს რუკა მათ მიერ კვლევის მიმდინარეობისას მოპოვებულ დანარჩენ ინფორმაციას. ფოტოსურათების გაანალიზება ინფორმაციის მოპოვებისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პირველად წყაროს წარმოადგენს ფოტოსურათი. ამერიკის სამახსოვრო კოლექციიდან* ერთ-ერთი ფოტოს მაგალითზე აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ გააკეთონ ფოტოსურათის ანალიზი ინფორმაციის მოსაძიებლად. გამოიყენეთ ფოტოსურათის ანალიზის ცხრილი* ეროვნული არქივიდან და მოსწავლეებს აუხსენით, როგორ დააკვირდნენ, დასვან შეკითხვები და გამოიტანონ დასკვნები ფოტოსურათის საფუძველზე. ფოტოების საერთო მახასიათებლებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს შეუძლიათ ფოტოსურათების შედარება და განზოგადება. გააკეთეთ დასკვნები მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დაასრულეს ემიგრანტთა ჯგუფის კვლევა და ინფორმაციის შეგროვება, დროა, ფიქტიური იმიგრანტის გამოცდილების შექმნით სრულყონ თავიანთი გამოკვლევა. გავრცელებული ტენდენციების საფუძველზე ისინი შექმნიან ტიპური ემიგრანტის გამოცდილების შემცველ პორტფოლიოს. პორტფოლიო შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: • პიროვნება (შესაძლებელია დღიურის მსგავსი ჩანაწერების გაკეთება): o სახელი o ოჯახის ისტორია o საქმიანობა და სამუშაო გამოცდილება o განათლება o ჯანმრთელობის ისტორია o ძველად ქვეყანაში ცხოვრების აღწერა o “მაპროვოცირებელი”ფაქტორები და პირადი მოტივები ქვეყნის დატოვებისთვის o “მასტიმულირებელი”ფაქტორები და პირადი მოტივები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთვის o გეგმები ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  7. 7. • სამშობლოში გაგზავნილი წერილები მოსწავლეებს შეუძლიათ სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს გაუზიარონ ემიგრაციის გამოცდილება. ამას ნათესავების ან მეგობრებისათვის წერილის მიწერით აკეთებენ. თავიანთ წერილებში მოსწავლეებმა უნდა აღწერონ ის დეტალები და გრძნობები, რაც უკავშირდებოდა მათ გამგზავრებას, ელისის კუნძულზე პროცედურების გავლას, პირველ შთაბეჭდილებებს ახალ ქვეყანაზე, სირთულებს, რომელთა პირისპირ ახალჩასული იმიგრანტები აღმოჩნდნენ და ა.შ. წერილებში საბოლოო შესწორებების შეტანამდე მოსწავლეებმა თანატოლებისგან უნდა მიიღონ უკუკავშირი. წერილების დაწერა ბლოგის სახითაც არის შესაძლებელი, სადაც მოსწავლეები ერთმანეთის გამოცდილებაზე კომენტარს თავიანთი ემიგრანტი პერსონაჟის როლში აკეთებენ. საიმიგრაციო პროცესის დასრულების შემდგომ, დაუბრუნდით სასწავლო გეგმის განმსაზღვრელ შეკითხვებს: რატომ უნდა გავრისკოთ? როგორი იყო ემიგრანტებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, ჩასვლა და ცხოვრების დაწყება? და როგორ განსხვავდებოდა იმიგრაციის გამოცდილება ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფისთვის? ჯგუფურად განიხილეთ მოსწავლეთა პასუხები აღნიშნულ შეკითხვებზე და, შეადარეთ, როგორ შეიცვალა მათი პასუხები ახალი ხედვის შედეგად. • დოკუმენტები მოსწავლეებს შეუძლიათ ფიქტიური დოკუმენტების შექმნით (დაბადების მოწმობები, პასპორტები, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ჩანაწერები) მოემზადონ ამერიკაში გამგზავრებისთვის. შეგიძლიათ, წინასწარ გაამზადოთ შესაფერისი შაბლონები. კვლევის შედეგების გაზიარება პორტფოლიო მოსწავლეებს სთხოვეთ, ელექტრონულ პორტფოლიოში შეკრიბონ თავიანთი ნამუშევრები ემიგრანტთა გამოცდილების შესახებ. პორტფოლიოს წარდგენა შესაძლებელია მულტიმედიური პრეზენტაციის, ინტერნეტ საიტის ან ვიკის ტიპის ვებგვერდის მეშვეობით. მოსწავლის ნიმუშში წარმოდგენილი პორტფოლიო ვიკის ვებგვერდის ფორმატშია გაკეთებული. პორტფოლიოს გამოყენებით შესაძლებელია ზეპირი პრეზენტაციის ჩატარება, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი ემიგრანტი პერსონაჟის შესაბამისად იცვამს და, კვლევაზე დაყრდნობით, საკუთარ ისტორიას ჰყვება. შეგიძლიათ, ასეთი პრეზენტაცია ჩაიწეროთ და გააკეთოთ პოდკასტები, აჩვენოთ ონლაინ რეჟიმში ინტერაქტიულ რუკაზე ან ბლოგით გააზიაროთ. ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფის წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ, პარალელები გაავლონ ემიგრანტთა ჯგუფებს შორის და გამოავლინონ მსგავსებები და განსხვავებები, რისთვისაც ინფორმაციის კლასიფიცირება და დიაგრამების, ცხრილებისა და გრაფების მეშვეობით ვიზუალურად წარმოჩენა იქნება საჭირო. მაგალითად, კატეგორიათა ჩამონათვალში შესაძლოა შევიდეს: “მასტიმულირებელი” და “მაპროვოცირებელი” ფაქტორები, სირთულეები, სამუშაოს ტიპები და ა.შ. იმიგრანტთა მიმღები სადგურის სიმულაცია სიმულაციის მეშვეობით, მოსწავლეები ამერიკაში ევროპელი ემიგრანტებისთვის პირველი გაჩერების – ელისის კუნძულის შესახებ იღებენ ინფორმაციას. რადგან სიმულაციის ჩატარება საკმად სერიოზულ ორგანიზაციულ მომზადებას მოითხოვს, შეგიძლიათ მის გარეშეც მიაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაცია ელისის კუნძულზე. იმიგრანტთა მიმღები სადგური დაწვრილებით არის განხილული უამრავ ვებგვერდზე, რომელთა შორისაა: • ინტერაქტიული ტური ელისის კუნძულზე* Interactive Tour of Ellis Island* • History Channel* ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  8. 8. • ელისის კუნძულის მუზეუმი: იმიგრანტის გამოცდილება*Ellis Island Museum: The Immigrant Experience* სიმულაციისთვის მზადების დროს სხვა ახალგაზრდებს სთხოვეთ, საიმიგრაციო სამსახურის ინსპექტორების როლი შეასრულონ. მოაწყვეთ ოთახი, რომელშიც განლაგდება მოსაცდელი ოთახი, სამედიცინო შემოწმების, დაკითხვისა და დაკავების ადგილები, ვალუტის გადამცვლელი სალარო და კაფეტერია. დარწმუნდით, რომ თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომელ პიროვნებას განასახიერებს. აუხსენით, რომ ისინი გაივლიან იმიტირებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სამედიცინო შემოწმებას, რომლის ფარგლებში ექიმი ეცდება ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ნაკლოვანებისა და ავადმყოფობის ნიშნების აღმოჩენას. მოსწავლეებს სამართლებრივი ინსპექტორი დაკითხავს. იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლეები მიიღებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას, ისინი ერთგულების ფიცს დადებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ემუქრებათ. დასასრული მოსწავლეებთან ერთად დაუბრუნდით ზოგად შეკითხვას, რატომ უნდა გავრისკოთ? და სთხოვეთ, ჩატარებულ კვლევასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით თავიანთ დღიურებში ჩაწერონ პასუხები. საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე • სწავლებაში შეიტანეთ მოსწავლის ინდივიდუალური განათლების პროგრამით გათვალისწინებული შესწორებები • წინასწარ შეარჩიეთ მოსწავლის საკითხავი დონის შესაბამისი ვებგვერდები და სხვა კვლევითი რესურსები • დაეხმარეთ მოსწავლეებს ჩანაწერთა გაკეთების მეთოდებში – გადაიღეთ მასალის ფოტოასლი და მოსწავლეს სთხოვეთ ჯერ მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღნიშვნა, შემდეგ კი შესაფერის ფორმატში ჩანაწერების გაკეთება • ჩამოაყალიბეთ განსხვავებული შემადგენლობის ჯგუფები მაღალი აკადემიური მოსწების მოსწავლეები • მოსწავლეს სთხოვეთ, გააკეთოს ემიგრანტთა გამოცდილების შედარება ელისისა და ენჯელის კუნძულებზე • სთხოვეთ დახმარება რეალისტური სიმულაციის ორგანიზებაში • წააკითხეთ წიგნი “წერილები რიფკასგან”, რომელიც აღწერს ახალგაზრდა ემიგრანტი გოგონას გამოცდილებას არა ინგლისურენოვანი მოსწავლეები • გააკეთეთ შაბლონები, რათა მოსწავლეს გაუმარტივდეს ემიგრანტის მოკლე ბიოგრაფიულ ნარკვევზე მუშაობა • ვიდრე სიმულაციას ჩაატარებდეთ, მოსწავლესთან ერთად გადახედეთ ინტერვიუსთვის მომზადებულ შეკითხვებს • თუკი შესაძლებელია, მოსწავლეს სთხოვეთ ემიგრანტთა ისტორიების გაზიარება და დაიხმარეთ, როგორც მნიშვნელოვანი რესურსი და “ექსპერტი”. • ჩამოაყალიბეთ განსხვავებული შემადგენლობის ჯგუფები ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  9. 9. მადლობას ვუხდით კურტ ტიფანის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინტელის® სასწავლო პროგრამაში, რაც საფუძვლად დაედო საკლასო პროექტის აღნიშნულ იდეას. მასწავლებელთა გუნდმა განავრცო გეგმა და ჩამოაყალიბა მოცემული ნიმუში. რა გჭირდებათ შეფასების გეგმა შეფასების დროის ჩარჩო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე • შეკითხვების დასმა • • მოსწავლე თა დღიურები მონაცემთა შეგროვები ს გეგმები მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს • კვლევის კრიტერიუმების ჩამონათვალი • დღიურის ჩანაწერები • რუბრიკა: ანალიზი • ცხრილი კვლევის მიმდინარეობის შესახებ • რუბრიკა: პორტფოლიო • თანატოლთაგან უკუკავშირის მიღება • დაკვირვებები • კონფერენციები პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ • რუბრიკა: პორტფოლიო • რუბრიკა: ანალიზი • რუბრიკა: პრეზენტაცია მასწავლებლის მიერ პროექტის განმავლობაში შეკითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობას დისკუსიებში ზრდის და მათში აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების გნავითარებას უწყობს ხელს. თავიანთი პროგრესის მონიტორინგისთვის მოსწავლეები აყალიბებენ მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. კვლევის შედეგების ჩასაწერად და ნებისმიერი შეკითხვის ჩასანიშნად ისინი მოსწავლეთა დღიურებსა და კვლევის მიმდინარეობის ცხრილებს იყენებენ. შეგიძლიათ, შეაგროვოთ ეს დღიურები და მათი მეშვეობით შეიტყოთ მოსწავლეების პროგრესის თუ დაბრკოლებების შესახებ. გამოიყენეთ დღიურის ჩანაწერები როგორც პლაცდარმი საკლასო დისკუსიებისთვის. კვლევის კრიტერიუმების ჩამონათვალი მნიშვნელოვანია კვლევით პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების განსაზღვრისთვის და, ზოგადად, კვლევითი პროცესის სწორად წარმართვისთვის. პროგრესის შესამოწმებლად და კვლევის მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერებზე უკუკავშირის მისაცემად, მასწავლებელს შეუძლია პროექტის განმავლობაში განახორციელოს არაფორმალური დაკვირვებები და ჩაატაროს მოსწავლეთა კონფერენციები. რუბრიკა ანალიზის შესახებ მთელი პროექტის მანძილზე გამოიყენება კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების შესაფასებლად. პორტფოლიოს რუბრიკა პორტფოლიოს საბოლოო შეფასებისთვისაა განკუთვნილი. საბოლოო პრეზენტაციების შესაფასებლად კი მოსწავლეები და მასწავლებელი იყენებენ პრეზენტაციის რუბრიკას . შინაარსობრივი სტანდარტები და ამოცანები სამიზნე შინაარსობრივი სტანდარტები და ორიენტირები ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ისტორიის სტანდარტები ინდუსტრიული ამერიკის განვითარება (1870-1900) სტანდარტი 2: 1870 წლის შემდეგ მასობრივი იმიგრაცია და როგორ ჩამოყალიბდა ახალი სოციალური სტრუქტურები, კონფლიქტები და ნაციონალური ერთიანობა მზარდი კულტურული მრავალფეროვნების ფონზე. სტანდარტი 2ა: მოსწავლე ეცნობა ემიგრანტთა გამოცდილებას. ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  10. 10. • • გამოიკვლიეთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ემიგრანტთა დასახლების ტენდენციები და როგორ შეიტანეს წვლილი ახალჩასულმა ემიგრანტებმა არაერთგვაროვანი ამერიკული კულტურის წარმოქმნაში, რომელიც ეთნიკურ საზღვრებს გასცდა. [აღადგინეთ ისტორიული თანმიმდევრულობისა და ხანგრძლივობის სქემები] შეაფასეთ იმიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფის სირთულეები, შესაძლებლობები და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი. [განიხილეთ ისტორიული პერსპექტივები] არიზონას შსტატის აკადემიური სტანდარტები • გამოიკვლიეთ, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს რატომ გაემგზავრნენ მიგრანტები თავიანთი სამშობლოდან ამერიკაში დასასახლებლად. • ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა შესაძლებელია ისტორიის შესწავლითა და კვლევითი მონაცემების მეშვეობით. • შეადგინეთ და განმარტეთ გრაფებში, ცხრილებსა და დიაგრამებში ასახული ისტორიული მონაცემები. • დაადგინეთ პირველადი და მეორადი წყაროების სანდოობა და ტენდენციურობა. • გააანალიზეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები როგორც ადამიანებს შორის, ისე ადამიანებს ან/და ისტორიულ მოვლენებს შორის. მოსწავლის ამოცანები მოსწავლეები შეძლებენ: • ემიგრანტთა გამოცდილებისა და მახასიათებლების შესახებ გააზრებული შეკითხვების დასმას, რომლებზეც პასუხის გაცემა პირველადი წყაროებისა და ისტორიული მონაცემების მეშვეობითაა შესაძლებელი. • ინტერვიუებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით კვლევის ჩატარებას და უამრავი ვირტუალური თუ ფიზიკური პირველადი წყაროს გაანალიზებას. • მონაცემთა ეფექტურად ჩაწერას და ასახვას ისე, რომ ნათლად გამოჩნდეს იმიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციები. • იმიგრანტთა გამოცდილების აღმწერი დასკვნების გამოსატანად პირველადი წყაროებისა და ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებას. ტექნოლოგია და რესურსები ბეჭდვითი მასალები იმიგრაცია/ელისის კუნძული • Freedman, R. (1992). Immigrant kids. New York: Scholastic. • Hesse, K. (1993). Letters from Rifka. New York: Hyperion Books for Children. • Lawlor, V. (1995). I was dreaming to come to America, memories from the Ellis Island oral history project. New York: Puffin Books. • Levine, E. (1993). If your name was changed at Ellis Island. New York: Scholastic. • Sandler, M. (1995). Immigrants: A Library of Congress book. New York: Harper Collins Publishers. • Stein, C. (1992). Ellis Island. New York: Children’s Press. • Takaki, R. (1989). Strangers from a different shore. New York: Little Brown & Co. • Thompson, G. (1997). You are there: Immigrants coming to America. New York: Children’s Press. • Young, D. (2000). Saving America’s treasures. Washington, DC: National Geographic. ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  11. 11. ენჟელის კუნძული • Angel Island Association. (2001). A teacher's guide to Angel Island immigration station. Tiburon, CA: Angel Island Association. • Chetin, H. (1982). Angel Island prisoner 1927. Berkeley, CA: New Seed Press. • Lai, H. (1980). Island: Poetry and history of Chinese immigrants on Angel Island, 1910–1940. Seattle, WA: University of Washington Press. • McCunn, R. (1979). An illustrated history of Chinese in America. San Francisco: Design Enterprises. • McCunn, R. (1988). Chinese American portraits. San Francisco: Chronicle Books. • Yung, J. (1986). Chinese women of America. Seattle, WA: University of Washington Press. • Yung, J. (1982). Unbound feet: A social history of Chinese women in San Francisco. Berkeley, CA: University of California Publisher ინტერნეტ რესურსები იმიგრაცია /ელისის კუნძული • ელისის კუნძული: იმიგრანტის გამოცდილება www.ellisisland.org/Immexp* ინფორმაცია ელისის კუნძულის შესახებ ინტერაქტიული დროის ჩარჩოს, ოჯახური ისტორიებისა და გემის ჩანაწერების ჩათვლით. • სქოლასტიკური იმიგრაცია http://teacher.scholastic.com/activities/immigration/seymour* პოლონეთიდან ემიგრანტის მოგზაურობის ისტორია • იმიგრაცია: ადამიანთა, კულტურისა და იმედის ცოცხალი მოზაიკა http://library.thinkquest.org/20619* ვებკვესტი, რომელიც იმიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფის ისტორიას შეისწავლის • იმიგრაცია, კონგრესის ბიბლიოთეკა http://lcweb2.loc.gov/ammem/ndlpedu/features/immig/introduction.html* ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრაციის მიმოხილვა ყველაზე დიდი რაოდენობით ჩამოსული ჯგუფების მიხედვით • სქოლასტიკოსის ინტერაქტიული ტური ელისის კუნძულზე http://teacher.scholastic.com/activities/immigration/tour* აუდიო, ვიდეო და ილუსტრირებული ტური ელისის კუნძულზე • ტელეარხი “History Channel” www.historychannel.com/ellisisland/index2.html* “History Channel”-ის ონლაინ გამოფენა ელისის კუნძულზე • ინტერაქტ სიმულაციები www.highsmith.com/webapp/wcs/stores/servlet/Production/Search.jsp? catalogId=10050&storeId=10001&langId=-1&N=796* იმიგრაციის სიმულაცია ”გეითუეი” ინტერაქტიული სიმულაციების მეშვეობით არის ხელმისაწვდომი • დანიშნულების ადგილი – ამერიკელი www.pbs.org/destinationamerica/usim.html* აშშ-ში იმიგრაციის მიმოხილვა პირადი ისტორიებისა და სხვა მასალებისადმი ბმულების თანხლებით • ციფრული ისტორია www.digitalhistory.uh.edu/historyonline/italian_immigration.cfm* ინტერნეტ გამოფენა იმიგრაციის შესახებ ფოტო კოლექცია /პირველადი წყაროები • ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ციფრული გალერეა, ელისის კუნძული ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  12. 12. • • • • • http://digitalgallery.nypl.org/nypldigital/dgkeysearchresult.cfm? keyword=col_id:165&so=title* იმიგრაციის სურათები, 1902-1913 “ამერიკული მეხსიერების” კოლექცია იმიგრაციის შესახებ http://memory.loc.gov/ammem* ორიგინალი ფოტოებისა და დოკუმენტების შემცველი საძიებო მონაცემთა ბაზა ეროვნული არქივები: დოკუმენტები გვასწავლიან http://docsteach.org/documents* ფოტოები და ორიგინალი დოკუმენტები მე-19 საუკუნის ამერიკა www.teacheroz.com/19thcent.htm* კატეგორიების მიხედვით დალაგებული პირველადი წყაროს დოკუმენტები (იხილეთ “ეიმიგრანტი მუშები ინდუსტრიული მანქანისთვის ან ქალაქის ცხოვრება მე-19 საუკუნეში”) რუკების, ფოტოებისა და დოკუმენტების თანხლებით. მე-20 საუკუნის შესახებ დოკუმენტები იხილეთ მისამართზე: www.teacheroz.com/20thcent.htm* აშშ-ის ისტორიული დოკუმენტების ქრონოლოგია http://www.law.ou.edu/hist/* ვებგვერდი რეგულარულად განახლებული დოკუმენტებით, დაწყებული 1215 წლის თავისუფლების დიდი ქარტიიდან, დამთავრებული ბარაკ ობამას 2010 წლის მოხსენებით ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ ევროდოკსი: ევროპის ისტორიის ონლაინ წყაროები http://eudocs.lib.byu.edu/index.php/Main_Page ევროპული ქვეყნების მიხედვით განაწილებულ დოკუმენტთა ტრანსკრიპციები, ზუსტი ასლები და თარგმანები მონაცემთა შეგროვება • ეროვნული არქივები www.archives.gov/education/lessons/worksheets* ცხრილები დოკუმენტის ანალიზისთვის • კონგრესის ბიბლიოთეკის მეთოდები ანალიზისთვის www.loc.gov/teachers/usingprimarysources/guides.html* რეკომენდაციები პირველადი წყაროს ანალიზისთვის • აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიურო www.census.gov* 1850 წლამდე დათარიღებული მოსახლეობის აღწერის შედეგები • გაეროს მონაცემები http://data.un.org/* საერთაშორისო მონაცემების ვრცელი რესურსი უამრავ თემაზე • მსოფლიო ფაქტების წიგნი https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/* მსოფლიოს 287 ორგანიზაციაზე ინფორმაციის შემცველი ვებგვერდი, რომლის მხარდამჭერია აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტო ენჯელის კუნძული • იმიგრაცია ენჯელის კუნძულზე www.angelisland.org* ისტორიული და ამჟამინდელი ინფორმაცია ენჯელის კუნძულის შესახებ • ენჯელის კუნძულის პოეზია და ფოტოსურათები www.english.uiuc.edu/maps/poets/a_f/angel/angel.htm* ინფორმაცია ენჯელის კუნძულის კედლებზე ნაპოვნი პოემების შესახებ • ენჯელის კუნძულის საიმიგრაციო ისტორია www.angel-island.com/history.html* ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე
  13. 13. ენჯელის კუნძულზე დაკავებულ იმიგრანტთა ისტორიები ამჟამინდელი ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ • იმიგრაციის შესწავლის ცენტრი www.cis.org* ამერიკის შეერთებულ შტატებზე იმიგრაციის ზეგავლენის შესწავლა და ანალიზი • აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური www.uscis.gov/portal/site/uscis* ინფორმაცია შეთავაზებული მომსახურებისა და პროგრამების შესახებ ტექნოლოგია – აღჭურვილობა • ინტერნეტ კავშირი პერსონაჟზე ინფორმაციის მოსაძიებლად ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა • მულტიმედიური პროგრამული სისტემა პრეზენტაციის შესაქმნელად • ინტერნეტ ბრაუზერი • საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო კონფერენციების ჩასატარებელი პროგრამული სისტემა ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდე

×