• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
სულხან საბა   ორბელიანი
 

სულხან საბა ორბელიანი

on

  • 6,443 views

 

Statistics

Views

Total Views
6,443
Views on SlideShare
6,443
Embed Views
0

Actions

Likes
2
Downloads
48
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    სულხან საბა   ორბელიანი სულხან საბა ორბელიანი Presentation Transcript

    • სულხან-საბა ორბელიანი -აღორძინების ხანის დიდი მოღვაწე, მეიგავე, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, დიპლომატი, მეცნიერი
    • “მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“,-– ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს თავისი თანამედროვენი.
    • "სიყრმითგანიყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი,სამოცდაექვს წელს იკითხა, თქვა: ვერასი ვარ მმარხველი.იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი,ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი"ვახტანგ VI
    • “სულხან-საბა ორბელის ძე სიბრძნით აღხდა ორბების ძე.”ხალხური
    • სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა 1658 წლის 4 ნოემბერს ქვემო ქართლში, ბოლნისის მახლობლად, სოფელ ტანძიაში. იქ გაატარა თავისი ბავშვობა და ყრმობის წლები.
    • ტანძია
      ტანძია
    • სულხანის მამა, ვახტანგი , ქართლის მეფე ვახტანგ V-სთან დაახლოებული პირი იყო, დედა , თამარი , კი – კახეთის 1659 წლის აჯანყების მოთავის – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხანის მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ იგი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა.
    • ორბელიანების კარის ეკლესია სოფელ ტანძიაში აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის , ვახტანგის , მიერ, რომელიც იყო ვახტანგ V შაჰნავაზის მდივანბეგი ანუ მოსამართლეთუხუცესი.
    • სულხან -საბა ორბელიანის მამიდაშვილები - მეფე ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) ვაჟები
      არჩილი
      გიორგი XI
      ლევანი
      ვახტანგ VI
    • სულხან-საბა მეგობრობდა თავის განათლებულ მამიდაშვილებთან.
      ქართლის მეფე გიორგი XI,
      რომელმაც შთააგონა 20-25 წლის
      სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა
      მეფე-პოეტი არჩილი
    • ვახტანგ VI -ქართლის მეფე, სულხან-საბას მამიდაშვილის, ლევანის, ძე, რომლის აღზრდაც დაავალეს განსწავლულობით გამორჩეულ ორბელიანს. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით.
    • ტანძიაში, ორბელიანების ნასახლარზე, 1984 წელს გაიხსნა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი.
    • სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში . ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად.
    • კონსტანტინეპოლი, მარსელი, პარიზი, რომი, იტალიის სხვა ქალაქები, ბოლოს - კონსტანტინეპოლი და თურქეთის გზით -საქართველო- ასეთი იყო დიდი ქართველი მოღვაწის მოგზაურობის მარშრუტი .
    • „მოგზაურობაევროპაში”ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის ქალაქები. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი.
    • 1703 წლიდან სულხან-საბამ ვახტანგ VI-ის საიდუმლო დავალებით ევროპაში იმოგზაურა, რათა იგი მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა და ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ. მაგრამ იმ დროს ევროპას უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბა უშედეგოდ დაბრუნდასაქართველოში.
      საფრანგეთის მეფე ლუიIV
      რომის პაპი კლიმენტი XI
    • წიგნი “სიბრძესიცრუისა“(1686-1695 ) სულხან-საბამ 20-25 წლის ასაკში დაწერა. მასში სწავლა-აღზრდის საკითხები იგავარაკული ფორმით არის გადმოცემული. მწერალი აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს და აქსოვს ბრძნულ აზრებს.
    • სულხან-საბამ, პირველმა, შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,“სიტყვისკონა“(1685-1716წწ.), რომელიც ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს და უძვირფასესი საუნჯეა .
    • “სიტყვისკონა”
    • სულხან-საბა ორბელიანმა გალექსა ვახტანგ VI-ის მიერ სპარსულიდან პწკარედის სახით თარგმილი იგავ-არაკთა კრებული „ქილილა და დამანა“.
    • “ ქილილა და დამანა ”
    • 1724 წელს ვახტანგ VI-მ რუსეთში დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, ის მოსკოვში, სოფ.ვსეხსვიატსკოეში, თავისი მამიდაშვილის შვილის, დარეჯან არჩილის ასულის, სასახლეში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსეხსვიატსკოეს მონასტერში.
    • ვსეხსვიატსკოესმონასტერი (მოსკოვი) , რომელიც XVII საუკუნეში ააგო არჩილმეფის ასულმა, დარეჯანმა.
    • “- წვიმა არ არის!-
      საბას კაბა დაუსველა რამ?!
      - თოვლი არ არის!-
      საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
      • ყინვა არ არის!-
      • სულხან – საბას აკანკალებს რა?
      - რამ დაასველა?!
      -რამ დაათეთრა?!
      -რა აკანკალებს?!-
      საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!”
      მუხრან მაჭავარიანი
    • “რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
      სიტყვები მაინც გადაგერჩინა;
      ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც,
      მშობლიური სიტყვის მადლი გერჩივნა.”
      გიორგი ლეონიძე
    • "მთელ საქართველოს მამად მიაჩნია”
      ფრანგი მისიონერი ჟან რიშარი
    • სასრგებლო ბმულები:
      www.burusi.wordpress.com
      www.buki.ge
      www.ka.wikipedia.org