გრ.ორბელიანი

7,039 views
6,605 views

Published on

0 Comments
3 Likes
Statistics
Notes
• Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
7,039
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
18
Actions
Shares
0
Downloads
15
Comments
0
Likes
3
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გრ.ორბელიანი

1. 1. გრიგოლ ორბელიანის “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მარინე ჭეიშვილი
20.04.2010

2. 2. მიზანი
მოსწავლეები ნახავენ რუკას, ფოტო მასალას, რაც დაეხმარება მათ გრიგოლ ორბელიანის ლექსის შესწავლისდროს.

3. 3. რუკა
ბეთანია

4. 4. გრიგოლ ორბელიანი
1851 წელს გრიგოლ ორბელიანმა ნადირობისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი,რომელიც ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში არსებობდა, როგორც ორბელიანთა საძვალე. ხოლო მხატვარმა გ. გაგარინმა კი ჩამონგრეული ქვების გასუფთავების შედეგად თამარ მეფის ფრესკაც გამოაჩინა.

5. 5. .
გადმოცემით, თავიდან მონასტრის აშენება მდინარის გადაღმა ერთ მაღალ მთაზე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ, როდესაც სამშენებლო მასალები აზიდეს მთაზე, მეორე დღეს აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ მასალები მდინარე ვერეს ხეობაში ერთად დაწყობილი იპოვეს. ეს სასწაული ღვთის განგებას მიაწერეს და გადაწყვიტეს, ზუსტად ამ ადგილას აეშენებინათ ტაძარი.
არის მოსაზრება, რომ ამ ადგილას ზაფხულობით თამარ მეფე ჩამოდიოდა დასასვენებლად

6. 6. თამარ მეფე
ვარძიის ფრესკა
ყინწვისის ფრესკა

7. 7. თამარ მეფე
დავით გარეჯის ფრესკა
ბეთანიის ფრესკა

8. 8. თამარ მეფის ფრესკა ბეთანიის მონასტერში
რუსმა მხატვარმა გროგოლ გაგარინმა მე-19 საუკუნის შუა წლებში აღადგინა თამარ მეფის ფრესკა, აგრეთვე სხვა ფრესკებიც და გააკეთა მათი ჩანახატები.

9. 9. “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”
შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

10. 10. შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის_გიმზერ,
ვჰსწუხვარ_და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..
ყვავილოვანი
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალის ფერწახდენილი!..
და ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვი,აგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!..
ხნით და მაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს_მამულს,
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი,
და დაგეს ერად სხვა ერთა შორის.
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნეამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა!_
და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთავერისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..
...მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვერღა მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მირებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჟვით აღვსილსა,
უსასოქმნილსა,
გულუიმედოს, გაუხარებელს!..
ვაჰ, თუ რაც წახდეს,
ვეღარა აღსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა,
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის ,
დიდი თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..
გრიგოლ ორბელიანი

11. 11. ბეთანია
მე-19 საუკუნე
მე-20 საუკუნის დასაწყისი

12. 12. ბეთანიის მონასტერი
21-ე საუკუნე

13. 13. ბეთანია