0
ვიზუალური ანთროპოლოგიის სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბა დასაზღვარგარეთის ცენტრები - ამერიკა , საფრანგეთი , ინგლისი , კანადა  ...
ვიზუალური ანთროპოლოგიის ჩამოყალიბებასა დაგანვითარებას ხელი შეუწყო რობერტ ფლაერტის, გრეგორი.ბეიტსონის, მარგარეტ მიდის ნამუშ...
XX       საუკუნის        ამერიკულანთროპოლოგიაში       მარგარეტ      მიდსსამართლიანად      უკავია   გამორჩეულიადგილი    მარ...
ვიზუალურ დაკვირვებებსა და საკუთარ საველე კვლევებზე, რასაც იგისაველე ანთროპოლოგიურ კვლევებად მიიჩნევდა. სწორედ ასეთი საველე...
მაგალითად,        იგი     არასრულწლოვანებში       დანაშაულებრივიმოქმედებებების       მოტივაციებითაც     ინტერესდებოდა.    ...
მაგალითად, იგი არასრულწლოვანებში დანაშაულებრივი მოქმედებებებისმოტივაციებითაც ინტერესდებოდა. ეხებოდა მომწიფების ხანაში ადამ...
თავდაპირველად გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდიფოტოსურათებს იყენებდნენ როგორც კვლევებზე ვიზუალურდამატებას და მარგარეტ მიდის...
უნდა ითქვას გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ორი ფილმისშესახებაც. პირველი წარმოადგენს ერთი კონკრეტული ბავშვის _ კარბასხ...
ბალის ფილმებში იყო აგრეთვე თავისებური პრობლემები. ზოგიერთიმათგანი ტექნიკური ხასიათის იყო. გრეგორ ბეიტსონის განკარგულებაშიი...
ფილმის   ანთროპოლოგიურ ტრადიციას ვიზუალური მეცნიერებისათვის აქვსუპირველესი მნიშვნელობა. სუფთა კინემატოგრაფიული მოსაზრებებ...
ასენ ბალიქსის ანთროპოლოგიური    ფილმები ნეთსილიკელი       ესკიმოსების შესახებ
ასენ ბალიქსი 1969–1994 წლებში იყო მონრეალის უნივერსიტეტისანთროპოლოგიის ფა­კულ­ტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციებსსოფიისა დ...
ესკიმოსები 15 ეთნოგრაფიულ ჯგუფად იყოფიან. ესკიმოსთა ყოფისა დაკულტურის        ფორმები     არქტიკის    საცხოვრებელი       პი...
ასენ ბალიქსმა 1957-1961 ჩაატარა საველე სამუშაოები კანადაში. იგი იხსენებსფილმზე მუშაობის დეტალებს და აღნიშნავს მისთვის საინ...
ეს სერიალი შეიქმნა ეთნოგრაფიული ინფორმაციის ბაზაზე და არისმკაცრად    `ანთროპოლოგური~.      იგი   გადის   ტელევიზიებით,გამო...
აღმოსავლეთის ნეტსილი ესკიმოსები წარმოადგენენ            მონადირე-თევზმჭერთა ჯგუფს, რომლებიც სეზონის მიხედვით განიცდიან მიგ...
გამოჩენილი ანთროპოლოგებისა დარეჟისორების მოკლე ფილმოგრაფია
The American   Indian Sehes (მრავალსერიანი ფილმი ინდიელებზე) (1961-1965)  Acorns: Stahe Food of California Indians (Желу...
An  argument about a Marriage (დავა ქორწინებაზე) (1968) 18 წუთიანიფილმი, გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონმარშალ...
Cildhood  Rivalry in Bali and Nev Guinea ( ბავშვური მეტოქეობა ბალსა დაახალ გვინეაში)(1952). 17 წუთიანი ფილმი გადაღებულია ...
Dany   Sweet Potatoes (დანის ტკბილი კარტოფილი) (1974). 19 წუთიანიფილმი, რეჟისორი_ კ .გ . ხაიდერი. ფილმში ნაჩვენებია ციკლი...
Gum Preparation, stone Flaking; Djagamara leaves Barjar ( რეზინებისა დადამუშავებული ქვების დამზადება; ჯაგამარა ტოვებს ბადჯ...
Louisiana stori (ლუიზიანას ისტორია) (1948). რეჟისორი _ რობერტფლაერტი , ოპერატორი _ რიჩარდ ლიკოკი . ეს არის ლირიულისურათი ...
Moana:   A Romance of the Golden Age (მოანა: ოქროს ხანის რომანტიკა)(1926). 85 წუთი, რეჟისორი _ რობერტ ფლაერტი. ფილმში ასა...
Rivers  of Sand (ქვიშის მდინარეები)(1974). 85 წუთი, რეჟისორი _რობერტ გარდნერი . ფილმი არის მესაქონლეობაზე ხამარისხალხებში...
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Skolebi1

765

Published on

0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total Views
765
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
2
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Transcript of "Skolebi1"

  1. 1. ვიზუალური ანთროპოლოგიის სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბა დასაზღვარგარეთის ცენტრები - ამერიკა , საფრანგეთი , ინგლისი , კანადა მოკლე კონსპექტური ვარიანტი მანუჩარ ლორია ©
  2. 2. ვიზუალური ანთროპოლოგიის ჩამოყალიბებასა დაგანვითარებას ხელი შეუწყო რობერტ ფლაერტის, გრეგორი.ბეიტსონის, მარგარეტ მიდის ნამუშევრებმა. მოგვიანებითეთნოგრაფიული კინოს სკოლებმა: ჰარვარდის სკოლა (ჯონმარშალი, რობერტ გარდნერი, ტიმოთი ეში), ფრანგულისკოლა (ჟან რუში), კალიფორნიული სკოლა, კანადურიპროექტი, ავსტრალიური სკოლა და სხვ.
  3. 3. XX საუკუნის ამერიკულანთროპოლოგიაში მარგარეტ მიდსსამართლიანად უკავია გამორჩეულიადგილი მარგარეტ მიდი დაიბადაფილადელფიაში 1901 წლის 16 დეკემბერს,სიმსივნის დაავადებით გარდაიცვალანიუ-იორკში, 1978 წლის 15 ნოემბერს. მარგარეტ მიდის კვლევის საველე-ეთნოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართოიყო, ხოლო გამოკვლევათა დიაპაზონი _მრავალფეროვანი. მისი თითქმის ყველანაშრომი სიახლით გამოირჩეოდა დასწორედ ნოვატორულმა მიდგომამგახადა იგი ესოდენ პოპულარული.მეცნიერის სამეცნიერო მემკვიდრეობისდიდი ნაწილი დაფუძნებული იყო
  4. 4. ვიზუალურ დაკვირვებებსა და საკუთარ საველე კვლევებზე, რასაც იგისაველე ანთროპოლოგიურ კვლევებად მიიჩნევდა. სწორედ ასეთი საველესამუშაოების საფუძველზე შეიქმნა დიდი თემატიკა, რომელიც ბავშვობისანთროპოლოგიას ეხება, რაც წარმოადგენდა ბავშვებისა და მოზარდებისგანვითარებისა და აღზრდის იმ პრობლემატიკას, რომლებიც ხალხისცხოვრების წესის ეთნოგრაფიული და სოციალური თავისებურებებიდანგამომდინარეობდა. ემპირიული წყაროების საფუძველზე იგიფუნდამენტურად სწავლობდა სამხრეთ ოკეანიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობის ტრადიციულ კულტურებშისაყმაწვილო ეთნოგრაფიას _ ბავშვის აღზრდასა და ინდივიდთასოციალიზაციას, ოჯახისა და ქორწინების სოციოლოგიას, საქორწინოწყვილის ურთიერთობების, შობადობისა და აბორტების კონტროლის,სექსისა და სექსუალური როლების, უფრო ზუსტად, მამაკაცისა და ქალისსოციალური როლების დიფერენციაციის კანონზომიერებებს, შრომისსქესობრივ დაყოფას, ფემინურობის სტერეოტიპებს და მათთანდაკავშირებულ ფსიქოლოგიურ თუ ქცევით ნიშნებს, მათ შორის,მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ქცევებს, ზოგადად, გენდერულ,განათლების, რასისა და ეთნიკური ჯგუფების რელიგიის, დემოგრაფიისადა ჭარბმოსახლეობის, სოციალური დაგეგმარების, დაბერებისა დასიკვდილის პრობლემებს. არ ყოფილა რამდენადმე მოზარდებთანდაკავშირებული სერიოზული პრობლემა მარგარეტ მიდს რომ არგანეხილოს.
  5. 5. მაგალითად, იგი არასრულწლოვანებში დანაშაულებრივიმოქმედებებების მოტივაციებითაც ინტერესდებოდა. ეხებოდამომწიფების ხანაში ადამიანის ემოციურ ბადეში სექსუალურ გადახრათათუ სექსუალური დარღვევების გამომწვევ მიზეზებს, რაც იმდროინდელ,უფრო კონკრეტულად, გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებშისამეცნიერო წრეებში განსაკუთრებულად პოპულარული და სადისკუსიოთემა გახდა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ საქმე ჰქონდათბიოლოგიურ ფენომენთან, რომ სქესობრივი მომწიფების ეტაპზესოციალური და ემოციური ფაქტორები უწესრიგოდ დაარათანმიმდევრულად წარმოიქმნებიან, მაგრამ სხვები დარწმუნებულნიიყვნენ, რომ ყმაწვილობაში წამოჭრილი ეს პრობლემები კულტურულიიყო და ადამიანის ამდაგვარი ნატურა მომდინარეობდა დასავლეთისარეალებიდან.1936-1938 წლებში ახალ ქმართან _ გრეგორ ბეიტსონთან ერთად, რომელიც,ასევე, განსწავლული იყო ანთროპოლოგიაში, მარგარეტ მიდი ატარებსრთულ საველე სამუშაოებს ინდონეზიაში _ ბალის კუნძულებზე.მოგვიანებით, 1953 წელს მანუს კუნძულზე იგი ანხორციელებს მეორეექსპედიციას, სადაც შემდეგშიც პერიოდულად (1965-1967 წლებში)ახდენდა ანთროპოლოგიურ პილოტირებას. აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტს,რომ ამ ორი პიროვნების ერთობლივმა ნამუშევრებმა დიდი წვლილიშეიტანა ვიზუალური ანთროპოლოგიის განვითარებაში. 1936-1939 წლებშიგრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდი ატარებდა საერთო გამოკვლევებსბალის სოფელში. ბალის ამ პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანაანთროპოლოგიას. ერთ-ერთი მათგანი კი არის კინოსა და ფოტოგრაფიისრეალური შესვლა ანთროპოლოგიურ გამოკვლევებში.
  6. 6. მაგალითად, იგი არასრულწლოვანებში დანაშაულებრივი მოქმედებებებისმოტივაციებითაც ინტერესდებოდა. ეხებოდა მომწიფების ხანაში ადამიანისემოციურ ბადეში სექსუალურ გადახრათა თუ სექსუალური დარღვევებისგამომწვევ მიზეზებს, რაც იმდროინდელ, უფრო კონკრეტულად, გასულისაუკუნის 20-იან და 30-იან წლებში სამეცნიერო წრეებშიგანსაკუთრებულად პოპულარული და სადისკუსიო თემა გახდა. იყვნენისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ საქმე ჰქონდათ ბიოლოგიურფენომენთან, რომ სქესობრივი მომწიფების ეტაპზე სოციალური დაემოციური ფაქტორები უწესრიგოდ და არათანმიმდევრულადწარმოიქმნებიან, მაგრამ სხვები დარწმუნებულნი იყვნენ, რომყმაწვილობაში წამოჭრილი ეს პრობლემები კულტურული იყო დაადამიანის ამდაგვარი ნატურა მომდინარეობდა დასავლეთისარეალებიდან.1936-1938 წლებში ახალ ქმართან _ გრეგორ ბეიტსონთან ერთად, რომელიც,ასევე, განსწავლული იყო ანთროპოლოგიაში, მარგარეტ მიდი ატარებსრთულ საველე სამუშაოებს ინდონეზიაში _ ბალის კუნძულებზე.მოგვიანებით, 1953 წელს მანუს კუნძულზე იგი ანხორციელებს მეორეექსპედიციას, სადაც შემდეგშიც პერიოდულად (1965-1967 წლებში) ახდენდაანთროპოლოგიურ პილოტირებას. აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ამ ორიპიროვნების ერთობლივმა ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანავიზუალური ანთროპოლოგიის განვითარებაში. 1936-1939 წლებში გრეგორბეიტსონი და მარგარეტ მიდი ატარებდა საერთო გამოკვლევებს ბალისსოფელში. ბალის ამ პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანაანთროპოლოგიას. ერთ-ერთი მათგანი კი არის კინოსა და ფოტოგრაფიის
  7. 7. თავდაპირველად გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდიფოტოსურათებს იყენებდნენ როგორც კვლევებზე ვიზუალურდამატებას და მარგარეტ მიდის საქმიანობის დამადასტურებელდოკუმენტაციას. პირველი ერთობლივი წიგნი გამოქვეყნდა 1942წელს - „ბალიური ხასიათი’’. ტექსტი და ფოტოსურათები მასში ისეკარგად იყო გამოყენებული და კომბინირებული, რომ იგი დღესაცთავის სფეროში ერთადერთ თუ არა ერთ-ერთ საუკეთესონაშრომად რჩება. იმ დროისათვის კინოგადაღება მათთვისნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. კინოგადაღება უბრალოდმოითხოვდა მეტ დროსა და ძალას. მონოგრაფიაში დაბეჭდილიიყო მხოლოდ ფოტოსურათები, ფილმები კი დამთავრებული იყო.მარგარეტ მიდის ხელმძღვანელობით, წიგნის გამოქვეყნებიდან 10წლის შემდეგ, 25000 ფოტოსურათი იყო არჩეული ორიმონოგრაფიისათვის. ამასთან, გრეგორ ბეიტსონმა დამატებითგადაიღო 22000 ფუტი კინოფირი. ამ მასალებით ექვსი კინოფილმიმომზადდა, ყველა 1950 წელს. ეს ფილმები ეთნოგრაფიულია _სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისე, როგორც მონოგრაფიები,ფილმებიც აღწერენ ადამიანურ ქცევას და წარმოადგენენეთნოგრაფიული გამოკვლევების შედეგს. მეტწილად ისინიეძღვნება ბავშვების ურთიერთობას ერთმანეთთან და უფროსებისმიმართ. მაგალითად, ავტორები ცდილობენ აჩვენონ თუ რასაკეთებენ ბავშვები კუნძულ ბალიზე. ეს მონოგრაფიაწარმოადგენს, აგრეთვე, ვიზუალურ სიუჟეტს, რომლის ლამაზადჩვენება შესაძლებელია ფილმში.
  8. 8. უნდა ითქვას გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ორი ფილმისშესახებაც. პირველი წარმოადგენს ერთი კონკრეტული ბავშვის _ კარბასხანგძლივ გამოკვლევას, კერძოდ კი _ ბავშვის განვითარების კრიტიკულმომენტებს 7-დან 34 თვემდე. ფილმში _ „ბავშვური მეტოქეობა ახალ გვინეასადა ბალში" _ ერთმანეთის პარალელურად ნაჩვენებია კუნძულ ბალისა დამდინარე სეპიკზე მცხოვრები ლატმულების კულტურული მოდელი. სწორედამით იყო დაკავებული გრეგორ ბეიტსონი 1929-1933 წლებში. ცოლ-ქმარიპირველად შეეცადა გამოეყენებინათ კინო ანთროპოლოგიურ გამოკვლევებში.მარგარეტ მიდისა და გრეგორ ბეიტსონის მონოგრაფიებში ადვილად დაგასაგებადაა გამოცემული მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა ბავშვისგანვითარების სხვადასხვა ციკლი. ფილმში ცხოვრების ის ეპიზოდებიაასახული, რომლის გადმოცემა უკეთესად და უფრო ლამაზად სწორედვიზუალურად შეიძლებოდა, ვიდრე ვერბალურად. მიუხედავად ამისა, მაინცფილმი წარმოადგენდა მონოგრაფიის შემადგენელ ნაწილს. გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის სხვა მნიშვნელოვანი წვლილიმეცნიერებაში არის ის, რომ მათ დაწვრილებით აღწერეს, თუ როგორპირობებში უწევდათ გადაღებები. სწორედ ამის აღწერას დაუთმო გრეგორბეიტსონმა მთელი ერთი თავი წიგნში „კუნძულ ბალის ხასიათი". იგიერთმანეთისაგან განასხვავებს სურათს, რომლის ობიექტი პოზირებსმისთვის და სურათს, რომელიც აღბეჭდავს ანთროპოლოგის მიერ შექმნილსიტუაციას _ მაგალითად, როდესაც ისინი იხდიან ფულს ცეკვისთვის.ბეიტსონი აგრეთვე აღწერს მასალის გადარჩევისა და ბეჭდვის სხვადასხვახერხებს.
  9. 9. ბალის ფილმებში იყო აგრეთვე თავისებური პრობლემები. ზოგიერთიმათგანი ტექნიკური ხასიათის იყო. გრეგორ ბეიტსონის განკარგულებაშიიმყოფებოდა კინოკამერა შტატივზე, რომელიც მოკლე დუბლს იღებდა. ამისგარდა ფულის უკმარისობის გამო იგი იძულებული იყო გადაეღო მასალებიფირზე _ 16 კადრი წამში. დამონტაჟებული ფილმი მარგარეტ მიდისკომენტარით გადაყვანილი უნდა ყოფილიყო 24 კადრიან რეჟიმში. ეს კი იმასნიშნავდა, რომ ეთნოგრაფიულ რეპორტაჟში, რომელიც გვიამბობსცხოვრებისეული ციკლის განვითარების შესახებ, ბალის მოსახლეობის ყოფაიქნებოდა ნაჩვენები ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ცხოვრების ბუნებრივისვლაა. საბედნიეროდ მასალის უმეტესი ნაწილი, რომელიც გამოყენებულია„ტრანსი და ცეკვა ბალში", იყო 24 კადრიან ფირზე გადაღებული. მეორე უფროსერიოზული პრობლემა ამ ფილმებთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობდა,რომ ეკრანზე ნაჩვენები მოქმედება ყოველთვის არ ედრებოდა კომენტატორისმიერ ნათქვამს. გრეგორ ბეიტსონს მიაჩნდა, რომ მათ გამოიყენეს კამერაროგორც „ინსტრუმენტი მოვლენის ფიქსირებისათვის და არა, როგორც მათითეზისის ილუსტრაცია’’. გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ფილმები მნიშვნელოვანი იყოუპირველეს ყოვლისა თავისი კონცეფციით და საველე კვლევის პროცესშივიზუალური მასალების მოპოვების მეთოდიკის შემუშავებით, რაც შემდგომპერიოდში აქტიურად გამოიყენეს ვიზუალურ ანთროპოლოგიაში მოღვაწეცნობილმა მეცნიერებმა. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ასენ ბალიქსისმოგონებებს. ასენ ბალიქსმა 1957-1961 კანადაში საველე სამუშაოებიგანახორციელა და არაერთი საინტერესო ფილმი ანთროპოლოგიური ფილმიგადაიღო. მას მუშაობის დროს საგრძნობლად გამოადგა 1950 წელს კოლუმბიისუნივერსიტეტში საველე სამუშაოებისადმი მარგარეტ მიდის მიერჩატარებული სემინარის ანგარიშები. ამ სემინარზე ძირითადადგანიხილებოდა აუდიო-ვიზუალური ფიქსაციის მეთოდებთანდაკავშირებული საკითხები. ეს მეთოდი, მარგარეტ მიდის მიერ პირველად
  10. 10. ფილმის ანთროპოლოგიურ ტრადიციას ვიზუალური მეცნიერებისათვის აქვსუპირველესი მნიშვნელობა. სუფთა კინემატოგრაფიული მოსაზრებები გადადისმეორე პლანზე. ნებისმიერი სცენარიზაცია, თუნდაც სცენარიზაციის მცდელობა , ეთნოგრაფ -ოპერატორის მიერ სრულიად უნდა გამოირიცხოს. გადაღება თავიდან ბოლომდე უნდა მიმდინარეობდეს რეალურ დროში . ველზეანთროპოლოგი უნდა იღებდეს ყველა მიმდინარე მოვლენას , მან უნდადააფიქსიროს ყველა მოქმედი პირი გადაღებების მთელ პერიოდში . ეს უნდა იყოსფილმი, როგორც ჩანაწერი, დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიურიანალიზისათვის. მასალები, რომლებიც ინარჩუნებენ დროის რეალობას არისაღუწერელი წყარო ახალი ჰიპოთეზისა. ვიზუალურ ანთროპოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი . იგიშეიძლება იყოს ვიზუალური, ვერბალური და წერილობითი. ოპერატორმა კამერისსაშუალებით უნდა აღნიშნოს და დააფიქსიროს ყველა მთავარი ელემენტი . ანთროპოლოგისათვის მთავარი პრიორიტეტია მთლიანობა . ზოგადადვიზუალური ანთროპოლოგიის მთავარი მიზანი კი უნდა იყოს კულტურისილუსტრაცია და ანალიზი. ვიდეოკამერას აქვს დიდი მნიშვნელობა. იგი ერთბაშადაფიქსირებს ეთნოგრაფიულ ინფორმაციას დიდი ოდენობით. ფილმის შექმნის ყველა ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი _საველე გამოკვლევებზე, კონცეპციის გამომუშავებაზე , გადაღებებზე , მონტაჟზე . ეთნოგრაფიული ფილმის ძირითადი მოვლენები და ცენტრალური თემატიკადაკავშირებული უნდა იყოს ანთროპოლოგიურ კონცეფციასთან, რომელსაც აქვსდიდი მეცნიერული ღირებულება. საერთოდ ეთნოგრაფიულ ფილმს ყოველთვისუნდა ახლდეს დაბეჭდილი ეთნოგრაფიული მასალა. ეს ფილმს ანიჭებს მაღალღირებულებას და წარმოადგენს თვალსაჩინო სახელმძღვანელოსუნივერსიტეტისათვის.
  11. 11. ასენ ბალიქსის ანთროპოლოგიური ფილმები ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ
  12. 12. ასენ ბალიქსი 1969–1994 წლებში იყო მონრეალის უნივერსიტეტისანთროპოლოგიის ფა­კულ­ტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციებსსოფიისა და ახალ ბულგარეთის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის ბალკანეთისქვეყნების ანთროპოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1998 წლიდან ახალბულგარეთის უნივერსიტეტთან არსებული რეგიონალური კვლევისინსტიტუტის საპატიო დირექტორი და ანთროპოლოგთა და ეთნოლოგთაკავშირთან არსებულ ვიზუალური ანთროპოლოგიის კომისიისხელმძღვანელი. 1983-1993 წლებში იყო ჟურნალ «Visual Anthropology»-ისრედაქტორ-კორესპოდენტი, ხოლო 1986 – 1993 წლებში რედაქტორობდაჟურნალ «CVA Review»-ს. მის მიერ გადაღებულია არაერთი მნიშვნელოვანიანთროპოლოგიური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფილმი: 9 სერიანიფილმი „ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ“, „ნეთსილიკელი ესკიმოსებიდღეს“, „ხაჯი ომარის შვილები“, „ციმბირელთა თვალით დანახული ციმბირი“,„ბალკანელთა პორ­ტ­რე­ტი“ (1996), „ბოშათა პორტრეტი“, „მუსლიმანურილაბირინთი“ და სხვა. ფილმთა სერია ნეტსილიკელი ესკიმოსების შესახებ _ 11 საათიანიდეტალური თხრობაა ესკიმოსების ტრადიციულ კულტურაზე, რომლებიცბინადრობენ კანადის არქ­ტი­კულ სანაპიროზე. სანამ უშუალოდმიმოვიხილავდეთ ფილმს, მანამდე მოკლედ დავახასიათებთ ეს­კიმოსებს.ისინი ცხოვრობენ ა.შ.შ.-ში (ალასკაზე), ჩრდილოეთ კანადაში, დანიაში(კუნძულ გრერალდიაზე) და რუსეთში (ჩუკოტკაზე). ესკიმოსების ეთნიკურიერთობა ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულამდე, ბერინგისზღვის მიდამოში. ახ. წ. I ათასწლეულში ესკიმოსების წინაპრები ჩუკოტკასადა ამერიკის არქტიკული სანაპიროს გასწვრივ გა­დასახლდნენ.
  13. 13. ესკიმოსები 15 ეთნოგრაფიულ ჯგუფად იყოფიან. ესკიმოსთა ყოფისა დაკულტურის ფორმები არქტიკის საცხოვრებელი პირობებითააგანპირობებული. მათთვის სატომო ორგანიზაციის გაუფორმებლობა, XIXსაუკუნეში გვარების არსებობა იყო დამახასიათებელი. თუმცა XVIII სა­უკუნეში ზოგიერთი ჯგუფი უკვე გაქრისტიანებული იყო. ესკიმოსებში იყოანიმისტური რწმენა-წარმოდგენები, შამანიზმი. მათთან ხუთი სამეურნეო-კულტურული კომპლექსი გამოიყოფა. ესენია: ზღვის დიდ ცხოველებზე –ლომ-ვეშაპებსა და ვეშაპებზე ნადირობა, სელაპებზე ნადირობა, მეთევზეობა,მოხეტიალე ნადირობა ირემ-კარიბუზე და კარიბუზე ნადირობა, რომელიცზღვის ცხოველებზე ნადირობასთანაა შეხამებული. XX საუკუნის შუა ხანებისათვის ესკიმოსებისათვის ოთხი დამოუკიდებელიეთნოპოლიტიკური ერთობა ჩამოყალიბდა: 1. გრელანდიიდ ესკიმისები, 2.კანადის ესკიმოსები (თვითსახელწოდება – ინუიტ), 3. ალასკის ესკიმოსები და4. აზიელი ესკიმოსები. კანადის ესკიმოსებში საკუთარ ენასთან ერთადგავრცელებულია ინგლისური და ფრანგული ენები. მათ XIX ს-ის და­საწ­ყი­სიდან შექმნეს დამწერლობა სირაბიული ანბანის საფუძველზე. ალასკისესკიმოსები უმეტესად ინგლისურენოვანნი არიან. მათ ახასიათებთნაციონალურ-კულტურული კონსოლიდაციის ძლი­ე­რი ტენდენცია. აზიელესკიმოსებში გავრცელებულია რუსული ენა. ესკიმოსებს ემოსათ ბეწვიანი ტყავის ორფენოვანი ტანსაცმელი, ტყავისმაღალი ფეხ­საც­მე­ლი, თევზის ტყავის ლაბადები. ბუნება ესკიმოსებისათვისმძიმე იყო, მაგრამ ცხოვრებასთან ბრძო­ლის პარალელურად, ისინი მხატრულშემოქმედებასაც არ ივიწყებდნენ, რაც თავი გამოხატულებას პოვლობდასიმღერებსა და ცეკვებში, ხეზე, ქვასა და რქაზე კვეთაში, ტანსაცმლისორნამეტირებაში, ტატუირებაში, გადაადგილების ორიგინალურ საშვალებათაგამოგონებაში (ციგები, რომლებშიც ძაღლები და ირმები იყვნენ შებმული).
  14. 14. ასენ ბალიქსმა 1957-1961 ჩაატარა საველე სამუშაოები კანადაში. იგი იხსენებსფილმზე მუშაობის დეტალებს და აღნიშნავს მისთვის საინტერესო, 1950 წელსკოლუმბიის უნივერსიტეტში მარგარეტ მიდის საველე სამუშაოებზეჩატარებული სემინარის მნიშვნელობას, სადაც განიხილებოდააუდიოვიზუალური ფიქსაციის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. ესმეთოდი მარგარეტ მიდის მიერ პირველად 1936 წელს, ბალიზე საველე ექს­პედიციის დროს იქნა გამოყენებული და იგი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მარგარეტ მიდი აღნიშნავდა, რომ: ფილმის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ტრა­­დიციებსვიზუალური ანთროპოლოგიისათვის აქვს უპირველესი მნიშვნელობა. სუფთაკინემატოგრაფიული მოსაზრებები გადადის მეორე ადგილზე; ნებისმიერიხელოვნური დადგმები ან მისი მცდელობა გამორიცხული უნდა იქნესშეოქმედებითი ჯგუფის მი­ერ; გადაღება თავიდან ბოლომდე უნდამიმდინარეობდეს რეალურ დრო­ში და ველზე უნდა ხდებოდეს ყველამიმდინარე მოვლენის გადაღება; ანთროპოლოგი უნდა ინიშნავდეს მოქმედიპირების შესახებ ინფორმაციას. ეს უნდა იყოს ფილმი, რო­გორც ჩანაწერი,დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიური ანალიზისა; ფილმის შექმნის ყველაეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი - საველე გამოკვლევების,კონცეპციის შემუშავების, გადაღებებისა და მონტაჟის დროს. ფილმს ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ ააქვს საგანმანათლებლოფუნკცია და განკუთვნილია მოსწავლეთათვის. აქ დეტალურადაა ასახულიერთი წლის განმავლობაში ესკიმოსების ერთი ჟგუფის ცხოვრება. ფილმი იყოფასერიებად: ზამთრის ბანაკში, სელაპზე ნადირობა, ჟგუფური ნადირობაგაზაფხულის ყინულზე, შემოდგომის ბანაკში, ციგების მომზადება და ა.შ. აქ არარის კომენტარი და სუბტიტრები, მხოლოდ გვხდება ბუნებრივი ხმები. ამფილმებში დეტალურად არის ნაჩვენები (საკვების მოპოვება, თამაშები).მასწავლებლებისთვის ფილმს დართული ააქვს მეთოდური სახელმძღვანელო.
  15. 15. ეს სერიალი შეიქმნა ეთნოგრაფიული ინფორმაციის ბაზაზე და არისმკაცრად `ანთროპოლოგური~. იგი გადის ტელევიზიებით,გამოიყენებოდა და გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის -დაწყებით და საშუალო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში,მუზეუმებში და ა.შ. არქტიკული ჯგუფი იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობასკულტურულ-ეკოლოგიური თეორიის შესასწავლად. დამკვირვებელსუჩნდება რწმენა, რომ ნეტსილიკების კულტურა დაკავშირებულიაეკოლოგიურ ადაფტაციასთან. მთლიანობაში ფილმი ნეთსილიკელესკიმოსებზე გახდა ეთნოგრაფიული ვიდეო მონიტორინგი. ფილმის გადაღების დროს ნეტსილიკელ ესკიმოსებს უკვემიღებული ჰქონდა კატოლიციზმი 1940წ. გადაღებებისათვის გაკეთდასპეციალური შამანური სიანსის რეკონსტრუირება. საცდელიჩვენებების დროს აუდიტორიაში მოსწავლეები ვერ მიხვდნენვერაფერს შამანების ქცევაში. მუშაობის დროს გახდა ნათელი, რომმარგარეტ მიდის პრონციპები შეიძლება გამოყენებული იქნას საველეგამოკვლევების დროს და არა ფილმების მონტაჟისათვის. ოთხი რეჟისორ-ოპერატორი, რომლებიც ღებულობდნენმონაწილეობას 1963-1965 წწ. იყვნენ დოკუმეტალისტები. პრობლემაწარმოიშვა კინომატოგრაფისტების მხრიდან, ისინი ცდილობდნენგაეკონტროლებინათ მოქმედ გმირთა ქმედებები, ზეგავლენამოეხდინათ გარემოებაზე. მთლიანად ველზე გადაღება წარიმართა 13თვე და გადაღებული იქნა 25 მლნ ფუნტი 16მმ ფირი.
  16. 16. აღმოსავლეთის ნეტსილი ესკიმოსები წარმოადგენენ მონადირე-თევზმჭერთა ჯგუფს, რომლებიც სეზონის მიხედვით განიცდიან მიგრაციას,ანუ ზამთრის მიგრაცია (ყინულოვანი დგომა) შემოდგომა (თევზჭერა),მომთაბარეობა სანადირო ადგილებში, საგაზაფხულო თევზჭერის პერიოდი დაა.შ. ყველა ეს პერიოდი გადაღებული იქნა სერიებად. სერიალი ნეტსილიკელესკიმოსებზე გახდა წლიური მიგრაციის ილუსტრირება, რომელიცწარმოდგენილი იქნა ცხრა ფილმად. ანთროპოლოგი ადგენდა წინასწარფილმის გეგმას. გადაღება დაიწყო ცხოვრების წესი აღწერით, შემდეგ შეივსოსიუჯეტებით ოჯახის, ქალის როლის, მოხუცების და ბავშვების შესახებ.გადამღები ჯგუფი ცდილობდა თხრობითი სტრუქტურა მაქსიმალურადდაკავშირებული ყოფილიყო რეალურ ქრონოლოგიასთან. კოლექტიურიმუშაობის შედეგად გადაღებული მასალა ზუსტად ედრებოდა მარგარეტმიდის ეთნოგრაფიულ ხედვას. როგორც გადაღებების, ასევე მონტაჟის დროს ყურადღება განსაკუთრებითმახვილდებოდა ფილმის მთავარი გმირზე 50 წლის ინტიმან გნერგისზე და მისოჯახზე (ცოლი კინგნუკი და მათი ექვსი წლის ვაჟი უმიალიკი). ის ძლიერი,გამოცდილი მონადირე და ტრადიციული კულტურის მცოდნე პიროვნება იყო.დანარჩენ მოქმედ გმირებს განიხილავდნენ როგორც მეორეხარისხოვანსგმირებს. ასენ ბალიქსი არ ახდენდა სოციალური ურთიერთობების რეკონსტრუქციას.მისი თქმით „ეს იქნებოდა აბსურდული, რადგან მონადირეობისა დათევზჭერის საქმე ჯერ კიდევ ნეტსილიკელი ესკიმოსებისათვის იყო კარგადცნობილი და არ საჭიროებდა რეკონსტრუქციას”. საველე მუშაობისასსინამდვილეზე.
  17. 17. გამოჩენილი ანთროპოლოგებისა დარეჟისორების მოკლე ფილმოგრაფია
  18. 18. The American Indian Sehes (მრავალსერიანი ფილმი ინდიელებზე) (1961-1965) Acorns: Stahe Food of California Indians (Желуди:კალიფორნიის ინდიელებისკვების ძირითადი პროდუქტი) Basketry of the Pomo(პომოს კალათის დაბწნა)3 ფილმი Bcautiful Tree_Chishkale (შესანიშნავი ხე) Buckeyes: Food of California Indians(წაბლი: კალიფორნიის ინდიელების კვება) Game of steves(~ჯოხებით თამაში~) Kashia Men`s Dances(კაშიას მამაკაცების ცეკვა) Pine Nuts (კედარის თხილი) Pomo shaman (შამანი პომო) Sucking Doctor (მკურნალი, ავადმყოფობის გამომწოვი) Wooden Box;Made by steaming and Bending( ხის ყუთი, გაკეთებული ორთქლისზემოქმედებისა და დაბწნის გზით) ანთროპოლოგ სამუელ ა . ბერრეტას ხელმძღვანელობით გადაღებულიაფილმები, პროექტი დაწყებულია 50-იან წლებში, ფილმები გამოშვებულია 60-იანი წლების დასაწყისში. დამზადებულია კალიფორ-ნიის შტატში ExtencionMedia Center უნივერსიტეტში. ფილმების შექმნაში მონაწილეობასღებულობდნენ კლაიდ სმიტი , უილიამ ხეიკი , ერნესტ რიუზი , ოლფერინგი , კამერონ მაკოლი , რობერტ ურტონი და დევიდ პერი . ფილმთა უმრავლესობაში ნაჩვენებია კალიფორნიის ინდიელები. ფილმებისსიუჟეტად გვევლინება რეკონსტრუირებული მოვლენები. ზოგი ფილმიგვაძლევს მომხდარის შეფასებას, მაგალითად `შესანიშნავი ხე~. ოთხ ფილმშინაჩვენებია პომოს რიტუელები. ბერეტმა ვერ იცოცხლა ამ პროექტისდასრულებამდე, ამიტომ ეთნოგრაფიული დოკუმენტაცია მიუწვდომელია.
  19. 19. An argument about a Marriage (დავა ქორწინებაზე) (1968) 18 წუთიანიფილმი, გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონმარშალმა 50-იან წლებში, დისტრიბიუტორი __ DER. ფილმი შეიცავს ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციას. მასშიარის მცდელობა კალახარის ბუშმენთა ორ ჯგუფს შორის არსებულიკონფლიქტისათვის თვალყურის დევნებისა. პირველ თავშიგამოიყენება ფოტოები და ინგლისურენოვანი კომენტარები, დავისარსისა და ისტორიულ-კულტურული კონტექსტისგანმარტებისათვის. მეორე თავში ნაჩვენებია თვით დავა დაგახმოვანების მიზნით გამოყენებულია ბუშმენთა დიალოგი,თარგმნილი ინგლისურენოვანი სუბტიტრებისგან. BBBitter Melons (მწარე ნესვები) (1968). 30 წუთიანი ფილმი,გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონ მარშალმა 1955წელს, კალახარის უდაბნოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველიფილმია სინქრონული გახმოვანებით გაკეთებული ველზე. მონტაჟიეკუთვნის _ ფრენკ გელვინს . ფილმში ნაჩვენებია კალახარელიბუშმენი, რომელიც ქმნის სიმღერებს და მელოდიებს მუსიკალურიინსტრუმენტისათვის, რომელსაც აქვს ერთი სიმი. კინოში ბუშმენთაცხოვრების სხვადასხვა ასპექტს უკავშირდება განსაზღვრულიმელოდიები. ყოველი ეპიზოდი იწყება სინქრონულად ჩაწერილიმუსიკით, შემდეგ კი შერჩეული ვიზუალური განსახიერებისშესატყვისი. ასეთი გზით, ფილმში ფართო სპექტრით არის ნაჩვენებიეპიზოდები ბუშმენთა კულტურასთან დაკავში-რებული.
  20. 20. Cildhood Rivalry in Bali and Nev Guinea ( ბავშვური მეტოქეობა ბალსა დაახალ გვინეაში)(1952). 17 წუთიანი ფილმი გადაღებულია გრეგორიბეიტსონის და მარგარეტ მიდის მიერ 1936-1938 წლებში. ეს არისპირველი მცდელობა კონოში შედარებითი ანალიზისა. ფილმშინაჩვენებია ბუნებრივად მომხდარი ან სპეციალურად წარმოქ-მნილიმსგავსი რიტუალები, რათა მოახდინონ პროვოცირება შეჯიბ-რებითი(მეტოქეობრივი) რეაქციებისა. Chronicle of a summer (ერთი ზაფხულის ქრონიკა)(1961). 90 წუთიანიფილმი. რეჟისორები _ ჟან რუში და ედგარ მორენი . პირველი ფილმი, Cinema verite, გადაღებულია სინქრონულიგახმოვანებით. ფილმში, ანთროპოლოგი (ჟან რუში) და სოციოლოგი(ედგარ მორენი), ცდილობენ აჩვენონ პარიზელების ხასიათი 1960 წლისზაფხულში. Fფილმში მოქმედება ცოტაა, ის ძირითადად საუბრებსშეიცავს. რეჟისორები სვამენ კითხვებს, გავლენას ახდენენმოვლენებზე. ბოლო ეპიზოდში რუში და მორენი მსჯელობენსაკუთარი კვლევების რეზულტატებზე. Dany Hauses (დანის საცხოვრებელი) (1974). 19 წუთიანი ფილ-მი,რეჟისორი _ კ .გ . ხაიდერი . ფილმში ნაჩვენებია დანის საცხოვრებელისორი ტიპის:მრგვალის და პირდაპირკუთხოვანის მშენებლობა.
  21. 21. Dany Sweet Potatoes (დანის ტკბილი კარტოფილი) (1974). 19 წუთიანიფილმი, რეჟისორი_ კ .გ . ხაიდერი. ფილმში ნაჩვენებია ციკლი ტკბილიკარტოფილის მოყვანის პროცესიდან მისი საკვებად გამოყენებისჩათვლით. ფილმი გადაღებულია 1963 წელს. მთავარი ყურადღებაექცევა ტექნოლოგიას. არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც აღწერსბავშვების აღზრდას. Dead Birds (მკვდარი ფრინველები) (1963). 83 წუთიანი ფილმი,რეჟისორი_ რობერტ გარდნერი. ფილმის მთავარი გმირები არიან _მამა-კაცი weyak და ბიჭი პუა. Fფილმში ნაჩვენებია ომის მოვლენები დარიტუალები, რომლებიც მიმდინარეობდა ფილმის გადაღების დროს.Dანის სიმბოლო _ ადამიანი როგორც ფრინველი _ გამოიყენებაროგორც მეტაფორული განსახიერება სიკვდილისა. Desert Peple (უდაბნოს ხალხი)(1960), 51 წუთი. რეჟისორი _ იანდანლოპი, ანთროპოლოგ რობერტ ტონკინსონთანთანამშრომლობით. მეოთხე სერია ამ მრავალსერიანი ფილმისა არისდასავლეთ ავსტრალიის უდაბნოს ხალხების შესახებ. The Feast (დღესასწაული) (1970), 29 წუთიანი, რეჟისორი _ ტიმოთიეში, ფილმის გადაღების დროს თანამშრომლბდა ანთროპოლოგნაპოლეონ შანიონთან . ფილმი არის აქამდე მეომარ ინდიელიანომამას სოფლებს შორის კავშირზე, ნიჭთაგაცვლასა და საერთოდღესას-წაულებზე. ისინი ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ვენესუელაში.
  22. 22. Gum Preparation, stone Flaking; Djagamara leaves Barjar ( რეზინებისა დადამუშავებული ქვების დამზადება; ჯაგამარა ტოვებს ბადჯარას)(1969).19 წუთიანი, რეჟისორი _ იან დანლოპი , ის თანა-მშრომლობდაანთროპოლოგ რობერტ ტონკინსონთან . ფილმი არის მეორე სერიასერიალიდან დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოს ხალხების შესახებ . The Hunters (მონადირე) (1956). 73 წუთიანი, რეჟისორი _ ჯონმარშალი . ფილმში მოთხრობილია ოთხი ბუშმენის შესახებკალახარის უდაბნოდან, რომლებიც ეძიებენ საკვებს თავიანთიოჯახისათვის. ისინი დაჭრიან მოწამლული ისრით ჟირაფს დამისდევენ მის კვალს ოთხი დღის მანძილზე. შემდეგ მას კლავენ დამიაქვთ ხორცი, რომ გაანაწილონ ის დარჩენილ ხალხთან ერთად.ფილმი არის ბუშმენთა სანადირო უნარ-ჩვევებზე. Karba`s first Years (კარბას პირველი წლები)(1952). 19 წუთი. რეჟისორი _გრეგორი ბეიტსონი და მარგარეტ მიდი , ფილმი გვიჩვენებსბალიის ბიჭის განვითარებას ბავშვობის ძირითად სტადიებში. The lion Hunters (მონადირეები ლომებზე) (1970). 68 წუთი, რეჟისორი _ანთროპოლოგი ჟან რუში. ფილმი გადაღებულია ზემო ნიგერიაში,სადაც ცხოვრობენ მიწათმოქმედნი და მესაქონლეები. სოფლისრამდენიმე მცხოვრები პროფესიონალი მონადირეა ლომებზე. უნდამოკლან ლომი, რომელიც თავს ესხმის საქონელს. მაგრამ ეს ნადირობაარ არის ყოველდღიური სამუშაო და ყველა სანადირო რიტუალინაჩვენებია ძალიან დეტალურად.
  23. 23. Louisiana stori (ლუიზიანას ისტორია) (1948). რეჟისორი _ რობერტფლაერტი , ოპერატორი _ რიჩარდ ლიკოკი . ეს არის ლირიულისურათი ჯაკუნის ინდიელების ცხოვრებისა ლუიზიანას დაჭაობებულმიწებზე. Les Maitres foux (უგუნური მასწავლებლები) (1953). 30 წუთი,რეჟისორი _ ანთროპოლოგო ჟან რუში. ფილმში ნაჩვენებია ზემო ნიგერიაში მცხოვრები ტომებისადამიანები, რომლებიც სამუშაოდ გაემგზავრნენ აკრაში. Yყოველწლი-ურად ასრულებენ ხაუკის რიტუალებს, რომლებშიც ახდენენბრიტანული კოლონიალური ხელისუფლების იმიტაციას. ჯერნაჩვენებია ხალხი, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, შემდეგ_ თვით რიტუალი, ბოლოს ისევ ეს ხალხი, რომლებიც მეორე დღესაკეთებენ ისევ თავის საქმეს, ამ რიტუალების საშუალებით ნაჩვენებიათუ როგორი მოთმი-ნებით იტანს ეს ხალხი სირთულებს დაერთგვაროვან შრომას. Margaret Mesd`s New Guinea Journal ( მარგარეტ მიდის სამგზავროშენიშვნები, გაკეთებული ახალ გვინეაში) (1968). 90 წუთი, რეჟისორი _კრეიტ გილბერტი . ფილმში ნაჩვენებია მარგარეტ მიდის დაბრუნება1968 წელს მანუას კუნძულზე, სადაც მან ჩაატარა ეთნოგრაფიულიკვლევები 20-იან, 50-იან და 60-იან წლებში. ფილმში გამოყენებულიაასევე ძველი ფოტო და კინომასალები, რომლებშიც ასახულიაკუნძულის ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე (როდესაც მანუა იყოგერმანიის კოლონია) და ომის შემდგომ, მოძრაობა აბორიგენთაპალიაუს ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრიობის მიღებისმომზადებამდე.
  24. 24. Moana: A Romance of the Golden Age (მოანა: ოქროს ხანის რომანტიკა)(1926). 85 წუთი, რეჟისორი _ რობერტ ფლაერტი. ფილმში ასახულიაცხოვრება და კულტურა სავაიის ხალხისა (დასავლეთ სამოა). ფილმისკულმინაციაა _ ტატუირების რიტუალი ერთ-ერთი ახალგაზრდაკაცისა სახელად მოანა. Nook from the Nort (ჩრდილოელი ნანუკი) (1922). 55 წუთი, რეჟისორი _რობერტ ფლაერტი. ეს არის კადრები ესკიმოსი მინადირე ნანუკისცხოვრებიდან. Netsilic Escimo Series ( ფილმები ნეტსილიკის ესკიმოსებზე) (1960).დახლოებით ათწუთიანი ფილმია, გადაღებულია: პროდიუსერი _განათლებისა და განვითარების კორპორაცია, ანთროპოლოგების:ასენი ბალიჩკისა და გაი მარი -რუსელერის თანამშრომლობით. ესფილმები მომზადებულია საშუალო სკოლების საგანმანათლებლოპროგრამის ფარგლებში და მათში ნაჩვენებია რეკონსტრუქციამეცადინეობისა ნეტსილიკის ესკიმოსებისა, რომლებიც ცხოვრობდნენპელის შესარ-თავთან. N| um Tchai: The Ceremonial Dances of the ! Kung Bushmen (N| um chai:რიტუალური ცეკვები ბუშმენებისა! Kung) (1966). 25 წუთი, რეჟისორი _ჯონ მარშალი . ფილმში ასახულია რიტუალი კალახარის ბუშმენთაგანკურნებისა, რომლის დროსაც მკურნალები შედიან ტრანს-მდგომარეობაში.
  25. 25. Rivers of Sand (ქვიშის მდინარეები)(1974). 85 წუთი, რეჟისორი _რობერტ გარდნერი . ფილმი არის მესაქონლეობაზე ხამარისხალხებში. მთელი ფილმის განმავლობაში ავტორი უბრუნდება ერთიდა იგივე ხამარელ ქალს, რომელიც მოგვითხრობს თავის ცხოვრებაზე.ამგვარად კეთდება განსაკუთრებული აქცენტი ქალების ცხოვრებასადა მათ როლზე ხამართა საზოგადოების ცხოვრებაში. Trance and Dance in Bali (ტრანსი და ცეკვები ბალი-ში) (1952). 20 წუთი,რეჟისორი _ გრეგორი ბეიტსონი და მარგარეტ მიდი , ფილმშინაჩვენებია რიტუალი გადაღებული ბალი-ში 1936 წელს. რიტუალიშემდეგი სახისაა: ორი გმირი, ჯადოქარი და დრაკონი, განასახიერებენბრძოლას სიკეთესა და ბოროტს შორის, სიცოცხლისა და სიკვდილის.Mმრავალი ხალხი შედის ტრანსში, მამაკაცები ხმლებით საკუთარსხეულზე იკეთებენ ჭრილობებს. Yanomamo: A Multi _ disciplinary study ( იანომამო:მულტიდისციპლინური გამოკვლევა) (1971). 45 წუთი, რეჟისორი _ტიმოთი ეში , თანამშრომლობდა ანთროპოლოგ ნაპოლეონშანიონთან და გენე-ტიკოს ჯეიმსონთან . ფილმში მოთხრობილიასამეცნიერო-სამედიცინო ექსპედიციებზე, რომელიც შეისწავლიდაიანომამოს ინდიელებს სერიოზული ეთნოგრაფიული საფუძვლებით.
  1. A particular slide catching your eye?

    Clipping is a handy way to collect important slides you want to go back to later.

×