Skolebi
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Like this? Share it with your network

Share

Skolebi

  • 975 views
Uploaded on

 

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
975
On Slideshare
975
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
1
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. ქართული ეთნოგრაფიული ფილმი მოკლე კონსპექტური ვარიანტი მანუჩარ ლორია ©
  • 2. საქართველოში ეთნოგრაფიული ელემენტები გამოყენებულიაპირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმში „აკაკი წერეთლის მოგზაურობარაჩა-ლეჩხუმში” (1912). თვით აკაკის მოთხოვ­ნით, პირველმა ქარ­თ­­ველ­მა კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე ასახა ცეკვა ფერხული,რომელსაც რაჭველი გლეხები ქართველი მგოსნის საპატივცემულოდასრულებდნენ. თავისი იდეური მიზანდასახულობით, მხატვრულ-პროფესიული დონითა და მეტრაჟითაც (1200 მ. რაც იმ დრო­ისათ­ვისიშვიათი მოვლენა იყო). ფილმი მაშინდელი მსოფლიოს დოკუმენტურიკინოს ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია.  XX საუკუნის 30–იან წლებში, ასევე ამ მხრივ განსაკუთრებითსაყურადღებოა ქართველი დოკუმენტალისტების გააქტიურება. მა­თიმუშაობა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ცხოვრების თითქმის ყველასფეროს: „საშემოდგომოლაშქრობა”‚ „რთველი”‚ „აფხაზეთი”‚ „აჭარისტანი”‚ „ქართველიებრაელები”‚ „ცეცხლოვანი კოლხეთი”‚ „მოსახლეობის საყოველთაოაღწერა”‚ „თბილი­სი”, „უგუბზიარა” და სხვა. მათ შორის განსაკუთრებითაღსანიშნავია კინორეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის (კალატოზოვი)მოღვაწეობა.
  • 3. მიხეილ კა­­ლატოზიშვილი დაიბადა 1903 წლის 28 დე­კემ­ბერს თბილისში, გარდაიცვალა 1973 წლის 6 მარტს მოსკოვში. იგი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969). კინოში მოვიდა 1923 წელს. მუშაობდა მონტაჟისტად, ლა­ბორანტად, ოპერატორის ასისტენტად, ოპერატორად, მსა­ხი­ო­ბად, სცენარისტად, რე­ჟი­სო­რად. თანამშრომლობდა ქარ­თული და რუსული კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფიის ცნობილ ოს­ტა­ტებ­თან. 1931-1934 წლებში ლენინგრადის ხე­ლოვ­ნების აკა­დემიის კურ­სის მსმე­ნელი იყო, შემდეგ კი­ნოს­ტუ­დია „ლენფილმში” და­იწყო რე­ჟისორად მუშაობა. 1934-1936 წლებ­ში ეკავა თბი­ლი­სის კი­ნოს­ტუდიის დირექტორის პოსტი. 1943-1945 წლებში საბ­ჭოთა კავ­შირის სახალხო კომისარიატთან არსე­ბუ­ლი კინემატოგრაფიის კო­მი­ტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1945-1946 წლებში მხატვრული ფილმების წარმოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელია. კალატოზიშვილის პირველი რეჟისორული ნამუშევრებია ფილმები: „მათი სამეფო“ (1928), „მამაცობა“ (1939), „ვალერი ჩკალოვი“ (1941), „განწირულთა შეთქმულება“ (1950), „ერთგული მეგობრები“ (1954), „პირველი ეშელონი“ (1956), „მიფრინავენ წეროები“ (1957), „გაუგზავნელი წერილი“ (1960), „წითელი კარავი“ (1970).ეთნოგრაფიული თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ 1930 წელს გადაღებული ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“). ამ ფილმს მიიჩნევენ, როგორც „შესანიშნავ ეთნოგრაფიულ ტილოს”, „მხატვრულდოკუმენტურს ”, „პუბლიცისტურს” და ა.შ.
  • 4. ფილმი იწყება ზემო სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობისა დამისი მიდამოების ჩვენებით. ნაჩვენებია მაღალი მწვერვალებითალყაშემორტყმული ალპური მდე­ლო­ები, დანისლული პირქუშიმთები, მდინარეები, გარე სამყაროს მოწყვეტილი უშგული,თოვლით ჩახერგილი ყველა მისადგომი და სვანური კოშკები.ფილმის მიხედვით, კოშკებს სტრატეგიული ფუნქცია აკისრიათ.მოცემულია ისტორიული ეპიზოდები. ეკრანზე მოჩანსადგილობრივი თავადების თავდასხმა თავისუფალ სვანებზე.ნაჩვენებია მშვიდობიანი ცხოვრებაც. ფილმის გმირებისერთადერთი სიმდიდრე მსხვილფეხა საქონელია. სოფლის ნახირიდა ფარა იალაღზე გაშლილი. სა­ძოვრები არის, მაგრამ რძე ცოტაა,რადგან წყალი უმარილოა _ გვამცნობს ფილ­მის ტიტრები. მთელეკრანზე მშრომელი სვანის ხელები მოჩანს: ცხვრის მკრეჭავი,მატყლის მჩეჩავი, ძაფის დამრთველი ქალი, რომელიც არისჩამუხლული და მისი ხელაპყრობილი ხელები ამავე დროს ლოცვისილუზიას ქმნიან. დეტალურად, რითმული თანმიმდევრობითნაჩვენებია მუშაობის პროცესი. მზადდება წინდები, ჩოხა, ქუდი...ფილმში მოცემულია სხვადასხვა წარმართული რიტუალები. ასევე,ბავშვის დაბადებისა და მიცვალებულის კულტთანდაკავშირებული ტრადიციები.„ჯიმ შვანთე“ შესულია ისეთი ქვეყნების კინოფონდებში,როგორიცაა საფრანგეთი, ამერიკა, იტალია... ამ ფილმის მიხედვითსტუდენტებს ასწავლიან მონტაჟს, კადრის კომპოზიციას, ფილმისარქიტექტონიკას.
  • 5. რაც შეეხება საქართველოში პირველ სამეცნიერო–საკვლევ ექსპედიციასკინოტექნიკის გამოყენებით, იგი 1960 წ. მოეწყო საქართველოს მთიანეთში.მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმისიმჟამინდელი რელიგიის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ასევეარქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიისგანყოფილებათა თანამშრომლები. 1960 წლის ეს ეთნოლოგიურიექსპედიცია შეიძლება ჩაითვალოს ქართული ეთნოლოგიურიდოკუმენტური კინოს დაბადების ადგილად და თარიღად. მიუხედავადიმისა, რომ სხვადასხვა ისტორიული ძეგლისა თუ მატერიალური დასულიერი ყო­ფის ამსახავი ცალკეული ეპიზოდების გადაღებასაქართველოში ადრეც ხდებოდა, მათ არ ახასიათებდათანთროპოლოგიური ფილმების მთავარი ნიშნები: გადასაღები ობიექტისშერჩევისას უნდა ეხელმძღვანელათ მხოლოდ ნატურალური გადაღებისმეთოდით ყოველგვარი კონსტრუირებისა და ხელოვნურად დადგმულისცენების გარეშე და ა.შ. ზემოთ ნახსენები სტანდარტების მკაცრი დაცვითგადაღებული ტიპური ანთროპოლოგიური ფილ­მი თავისუფალიაყოველგვარი სტრუქტურირებისა და ხელოვნური ვიზუალურიეფექტებისაგან. იგი იქმნება კინოგადაღების მეცნიერულადდამუშავებული მეთოდის გამოყენებით, ეთნოლოგ-კონსულტანტისუშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით. დაარსების დღიდანკინოფონდს ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ქართულიეთნოლოგიური დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი ბ-ნმირიან ხუციშვილი ხელმძღვანელობს. იგი წლების მანძილზე წარმატებითუთავსებს ერთმანეთს ეთნოლოგისა და კინოოპერატორის საქმიანობას.
  • 6. 1960 წლიდან მუზეუმმა მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყოსაქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, მოიძია და ფირზეაღბეჭდა დაახლოებით 300 საათიანი უნიკალური დოკუმენტური მასალა –საქართველოს ცალკეული კუთხეების, აგრეთვე დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ოსეთის კულტურულიმემკვიდრეობა, რის საფუძველზე ჩვენთვის საინტერესო მიმართულებითმომზადდა ფილმები: „ფშავი”, „თუშეთი”, „ხევსურეთი”, „მთიულეთ-გუდამაყარი”, „საუღელტეხილო რკინიგზის კვალდაკვალ”, „ყველიერისაქართველოში”, „ქართველები ირანში”, „მტკვრის კვალდაკვალ”,„საქართველოს მუზეუმი”, „რაჭალეჩხუმი”, „უაილდ ვესთისმხედრები”...დასახელებულ ფილმებში უმთავრესად გადაღებულიასაქართველოს მთიანეთის სხვადასხვა რეგიონში შემორჩენილიმატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები, უპირატესად,საკულტო დანიშნულების ნაგებობები და მათთან დაკავშირებულიმრავალფეროვანი რიტუალები. ასევე, საკმაოდ დიდი სიზუსტითგადაღებული ტრადიციული, ხალხური რეწვის, სამეურნეო საქმიანობისათუ მთიელთა ყოფა-ცხოვრების სხვა სფეროების ამ­სახავი კადრები(ლუდის ხარშვა, ფარდაგის ქსოვა, ჯირითი, ქორწილი, ნათლობა,ფარიკაობა, მიცვალებულის დატირება და სხვ.). ყურადღებაგამახვილებულია ადგილობრივ სამოსსა და მის ელემენტებზე. შეიძლებაითქვას, რომ ფილმებში სათანადოდ აისახა მთიელთა ტრადიციულისამეურნეო საქმიანობა, ხალხური რეწვის დარგები და მათი ცხოვრებისსადღესასწაულოსარიტუალო და ყოფითი მხარეები. ყოველივე ესნაჩვენებია შთამბეჭდავი ლანდშაფტისა და მატერიალური კულტურისშემორჩენილი ძეგლების ფონზე. შეძლებისდაგვარად ასახულიაადგილობრივ მცხოვრებთა თანამედროვე ყოფა და მათ წინაშე მდგარიპრობლემებიც.
  • 7. თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით აღსანიშნავია რე­ჟი­სორ სოსო სტურუასსაქმიანობა, რომელმაც 2001-2008 წლებში აჭა­­­რის ტელევიზიაში 45-მდე საინტერესოეთნოგრაფიული ფილ­მი და ნარკვევი გადაიღო საქართველოში, თურქეთსა დააზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა ეთნოკულტურის შესახებ. შეიძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთშემდეგი ფილმები: „ქალების ნადი” - მატყლისაგან ძაფის დართვა და საამისოდ,უძველესი ჩვეულებისამებრ, ქა­­ლე­ბის ნა­დის გამართვა სიმღერის თანხლებით;„ფანდური”- ამ ის­ტრუ­მენტის დამზადების მთელი პროცესი; „გოდორი”- დასაწნა­ვიმასალის მოპოვება და დაწვნა; „თამბაქო და ატრია” - ნარკვევ­ში ნაჩვენებია საჭრელიდაზგის აწყობა, სადაც ხდება თამბაქოს და ატრიის დაჭრა. „მაჭახელი”- ცივი საბრძოლოდა ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების ტექნოლოგიური პროცესი, ფითილიანი,კაჟიანი და კაფსულიანი საკეტების მოქმედების პრინ­ცი­პი, შაშხანის დანიშნულება,მაჭახლის იარაღის უძველესი ნიმუშები და სხვა.; „ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა”-ზემო აჭა­რის ყოფაში დღემდე დაცული ეთნოგრაფიული ტრადიციები: თოვლზესაბიჯებელი თხილამურების შეკვრა, ციგის დამზადება და გამოყენება, მთიდანციგებით თივის ჩამოტანა, ხის კბილებიანი საკეტი - დათვა-ბოყვა; „სარფი მოლენი” -ლაზებით დასახლებული სოფლების ისტორია, ლაზური საცხოვრებელი სახლი, ქვისსატყორცნი შურდულის დამზადება და გამოყენება, საზღვაო ნავის დამზადება,თევზსაჭერი ბადეების ნაირსახეობა, ქსო­­ვა და თევზის ჭერა, ლაზური კერძები,ქორწილი; „მეცხვარის ნაბადი” - ცხვრის გაკრეჭა, მატყლის გადამუშავება და თუშიქალების მიერ ნაბდის მოთელვა; „სვანური ქუდი” - ნაბდის ქუდის დამზადება,მნიშვნელობა და დახურვის წესი; „საახალწლო ჩვეულებანი” - ფილმი სამინაწილისაგან შედგება და გურიაში, აჭარასა და შავშეთში შემონახულ უძველესქართულ საახალწლო ჩვეულებებზე მოგვითხრობს; „გაღმამხარელნი”- ნაჩვენებიაინგილოთა ყოფა-ცხოვრების ზოგიერთი ელემენტი. იგი რამოდენიმე ეთნოგრაფიულნარკვევს აერთიანებს: საცეხველი, კირის მოპოვება და გამოწვა, საოჯახო საკირე, ხილისგახმობა, თონის დადგმა და პურის გამოცხობა, მარანი, ორშიმოსა და სარცხისდამზადება; „შორ-ვართ”- ჟურნალი „ჩვენებურები”, დედა ენის, საქართველოსისტორიის, სტამბულელ ავტორთა სხვა ქართული გამოცემების ისტორია, მუსიკალურკოლექტივთა საქმიანობა...; „მარიობა არ დაგვიშლია” - მარიამობა და ბერიკაობა,იმერხეული ყველი - ფუნჩხულა, თოკის გრეხვა, თიბვა, შავშეთ-იმერხეულიფოლკლორი; „ნაღვერდალი” - თურქეთში ბურსის ვი­ლაეთის ინეგოლის რაიონშიმცხოვრე­ბი ქართველები და ინეგოლელ ქართ­ველთა ყოფისა და ფოლკლორისნიმუშები, სათვისტომოს საქმი­ანობა;
  • 8. „აჩაჩა ურემი” - ურმის დამზადების ცალკეული ეტაპები დაექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები; „გუდის ყველი” -დმანისის რაიონის მაღალმთიან სოფელ გომართში გუდისდამზადება, ცხვრის რძისგან ყველის მომზადება და გუდაში ყვე­ლისშენახვის უძველესი ჩვეულება; „ქვის კეცი”- ოზურგეთის რაიონშიქვის მოპოვება და კეცის გამოთლა; „დოლი”- ბათუმელი ოსტატისმიერ დოლის დამზადება - ტყავის მიწაში გამოყვანა, რკალისმოდრეკა...; „ბორანი რიონზე” - მებორნის საქმიანობა, მოსავლის აღება,მისი ბორნით გადმოტანა, დაბინავება; „კაკენისელი”- აზერბაიჯანისკახის რაიონის მკვიდრ ქართველთა ყოფისა და ფოლკლორისამსახველი რამდენიმე ნარკვევი: სამჭედლო, წალდის დამზადება,წინდის ქსოვა, უძველესი კერძები და სხვა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მირიან ხუციშვილისა დასოსო სტურუას ფილმები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ანთროპოლოგიური თუეთნოლოგიური ფილმის განვითარებაში ქართველი ეთნოლოგებისადა დოკუმენტალისტების მონაწილეობა თანამედროვე ეტაპზე ხელსუწყობს საქართველოში ვიზუალური ანთროპოლოგიის კვლევისპრინციპების დანერგვასა და აქტიურ გამოყენებას როგორცსამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო სფეროში.