S esavali

914 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
914
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
485
Actions
Shares
0
Downloads
2
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

S esavali

  1. 1. შესავალი ლექცია(მოკლე კონსპექტური ვარიანტი) მომზადებულია მანუჩარ ლორიას მიერ, ბათუმი,
  2. 2.  ანთროპოლოგიური კვლევების ისტორია XIX საუკუნიდან იწყება, როდესაც იწყებს ჩამოყალიებებას ეთნოლოგიური მეთოდიკა და ჩნდება თეორიული სკოლები. დისციპლინის განვითარება სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. იცვლებოდა როგორც მეთოდოლოგიურ-თეორიული მიდგომები, ასევე ტერმინოლოგია და კვლევის თემატიკა. დარგის განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამოი­კვე­თა განსხვავებები დისციპლინის დასახელებასთან დაკავშირებით. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში და რუსეთში დამკვიდრდა ტერმინი ეთნოგრაფია/ეთნოლოგია ხოლო ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში უპირატესობა ტერმინ ანთროპოლოგიას (კულტურულსა და სოციალურს) მიენიჭა. 1990-იანი წლებიდან მსოფლიოს სხვა­დას­ხვა სამეცნიერო წრეებში უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს ტერმინი ანთროპოლოგია. ამ რეალობას გარკვეული ობიექტური მიზეზები გააჩნია, რაც XX საუკუნეში პარადიგმების ცვლილებითაა განპირობებული.
  3. 3.  ვიზუალური ანთროპოლოგია ინტერდისციპლინარული სამეცნიერო მიმართულებაა, რომელშიც თავმოყრილია სახელოვნებო, სოციალური და ჰუმანიტარული დარგები. ვიზუალური ანთროპოლოგიის საგანია ეთნოგრაფიული ფოტოების, ჩანახატებისა და ფილმების შექმნა და ანალიზი. ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი მარგარეტ მიდი სავსებით მართებულად აღნიშნავდა, რომ „ვიზუალური მასალები, რომლებიც ინარჩუნებენ დროის რეალობას, წარმოადგენენ ახალი ჰიპოთეზის აღუწერელ წყაროს”.
  4. 4.  ვიზუალური ანთროპოლოგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ხელი შეუწყო რობერტ ფლაერტის, გრეგორი. ბეიტსონის, მარგარეტ მიდის ნამუშევრებმა. მოგვიანებით ეთნოგრაფიული კინოს სკოლებმა: ჰარვარდის სკოლა (ჯონ მარშალი, რობერტ გარდნერი, ტიმოთი ეში), ფრანგული სკოლა (ჟან რუში), კალიფორნიული სკოლა, კანადური პროექტი, ავსტრალიური სკოლა და სხვ. სალექციო კურსში თავმოყრილი და მთლი­ანო­ბა­ში წარმოდგენილი ვიზუალური ანთროპოლოგიის ისტორია და განვითარების თანამედროვე ტენდენციები, ეთნოგრაფიული ფოტოს, საველე ჩანახატების, ნახატის, სამუზეუმო კოლექციების, ვიდეო მასალისა და ფილმის ანთროპოლოგიური ინტერპრეტაცია და მომზადება.
  5. 5.  მოსმენილი კურსის შედეგად სტუდენტს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს: ანთროპოლოგიის ფუნქციების, ფორმებისა და არსის; ვიზუალური ანთროპოლოგიის შესწავლის მეთოდებისა და წყაროების; ვიზუალურ ანთროპოლოგიაში არსებული თანამდეროვე კონცეფციების, ანთროპოლოგიაში ეთნოკულტურული და ეთნოკონფესიონალური ასპექტების მნიშვნელობის შესახებ. იცნობდეს: ვიზუალური ანთროპოლოგიის საგანს და ამოცანებს; მეცნიერების განვითარების ძირითად ეტაპებს, მის საფუძვლებსა და სპეციფიკას;
  6. 6.  შეძლოს: აუდიო-ვიზუალური მასალის დამოუკიდებელი ანალიზი; ვიზუალური ანთროპო­ლოგიის განვითარების ტენდენციათა საერთო ისტორიულ, კულტურულ და საერთო მეცნიერულ ტენდენციებთან შესაბამისობა; კურსის ძირითადი თეორიული ცნებებით ოპერირება; ისტორიული ფაქტების სისტემატიზირება და მის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა; ჰუმანიტარულ და სოციალურ- ეკონომუკურ დისციპლინების შესწავლისას დისციპლინათშორისი მიდგომების გამოყენება; ფლობდეს: აუდიოვიზუალურ წყაროსთან მუშაობის უნარს; აქტიურად გამოიყენოს ვიზუალური ანთროპოლოგიის ცნებების (გაგების) აპარატი; სამეცნიერო დისკუსიების წარმართვა; სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარები და წერილობითი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება; კურსის ირგვლივ არსებული ძირითადი ლიტერატურის დამუშაობა; სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შეფასება, შეპირისპირება და ანალიზი.
  7. 7.  მეთოდოლოგიური რეკომენდაციები პრაქტიკული სამუშაოებისთვის: პრაქტიკული მეცადინეობები სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და სალექციო კურსის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით, გუნდური მუშაობის პრინციპით ხორციელდება. პრაქტიკულ მეცადინეობაზე სტუდენტები სწავლობენ ცალკეული პრობლემის საფუძვლიანად წარმოჩინებას. საკუთარი მოსაზრების გამოხატვას და მსჯელობას. პოლემიკის წარმართვას, დარწმუნებას, უარყოფას, საკუთარი პოზიციების დაცვას. სიტუაციების განხილვას პროფესიონალური კომპეტენციების ფარგლებში, რაც თანამედროვე სპეციალისტისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.
  8. 8.  პრაქტიკული მეცადინეობები აგებულია კურსის სასწავლო პროგრამის შესაბამისად. კურსის სპეციფიკა „ვიზუალური ანთროპოლოგია“ ითვალისწინებს ფოტო და ვიდეომასალის ნახვასა და ანალიზს. პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში ამ ტიპის საქმიანობას დომინირებული როლი ენიჭება. მეცადინეობაზე სტუდენტმა არ უნდა დაიგვიანოს, რათა არ გამოტოვოს სადემონსტრაციო მასალის ესა თუ ის ფრაგმენტი. პრაქტიკული მეცადინეობისას სტუდენტებმა ყურადღებით უნდა დაათვალიერონ ფოტო და განსაკუტრებით ვიდეო მასალა. ამასთან უნდა ჩაინიშნონ მნიშვნელოვანი მომენტები და კომენტარები მათზე (როგორც კადრს მიღმა ასევე მასწავლებლისეული).
  9. 9.  სასურველია, რომ სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები ფოტო და ვიდეო მასალის განხილვაში, ამასთან აქტიურად გამოიყენონ კულტურული ანთროპოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კადრები. ამრიგად, პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს სალექციო მასალების აპრობაციას და მის გამყარებას პრაქტიკით. პრაქტიკული მეცადინეობების დასრულების შემდეგ სტუდენტებს უნდა გააჩნდეთ აუდიოვიზუალური მასალების დამოუკიდებელი ანალიზის უნარი. ანთროპოლოგიური ფილმების ჩვენება და განხილვა–  (შერჩევით): ლორია მ. ფილმი: ალპური დასახ­ლე­ბა აჭარაში (გოდერძის  უღელტეხილი - ბეშუმი), 2007; ფილმი: სამი საქართველო: ტაო-კლარ­ჯე­თი, ფერეიდანი, საინგილო, 2009;

×