Your SlideShare is downloading. ×
დღე  Xii
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×

Saving this for later?

Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime - even offline.

Text the download link to your phone

Standard text messaging rates apply

დღე Xii

1,680
views

Published on


0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total Views
1,680
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
0
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. მოდული IV და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
    მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები
    დღე I 3 საათი
  • 2. ტრენინგ-დღის გახსნა
    • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა(10 წთ.);
    • 3. მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.);
    • 4. საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ).
    მასწავლებლის თვითშეფასების ფორმები და ისტ ინსტრუმენტები
    • აქტიური ლექცია MS PP სლაიდშოუს გამოყენებით (მასწავლებლის პორტფოლიო) (25 წუთი);
    • 5. (D-GP-IP): Googe სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი/პორტფოლიო, LEMILL, თარჯიმანი. (70 წუთი);
    • 6. აქტიური ლექცია MS PP სლაიდშოუს გამოყენებით ელექტრონული და დისტანციური სწავლების კონცეფციის შესახებ (10 წთ);
    • 7. დისტანციური სწავლების ქართულენოვანი და უცხოური ნიმუშების გაცნობა (10 წთ).
    ტრენინგ-დღის დახურვა
    • საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)- მასწავლებლის მიერ შექმნილი საგაკვეთილო და სასწავლო პროექტის გეგმების სრულყოფა და მომზადება ლემილში/სერვერზე განსათავსებლად.
    • 8. შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
  • ელექტრონული პორტფოლიო
    მასწავლებლის ან მოსწავლის ნამუშევრების კრებული.
  • 9. პორტფოლიო
    პორტფოლიო არის მასწავლებლის ან მოსწავლის ნამუშევრების კრებული. პორტფოლიოს შეფასების დროს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი მოსწავლეს სთხოვს ამოირჩიოს თავისი ნამუშევრებიდან საუკეთესო და ხდება ამ ნამუშევრების განხილვა. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და ა. შ. პორტფოლიოს დანიშნულებაა, რომ მოსწავლემ თავად შეაფასოს თავისი ნაშრომები და გააცნობიეროს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში ამ შეცდომების აცილება. მასწავლებლის პორტფოლიო შეიცავს მასწავლებლის ნამუშევრებს: აქტივობების ნიმუშებს, დავალებებისთვის განკუთვნილ ცხრილებს და ა. შ.
    საგანმანათლებლო ტერმინებისლექსიკონიგანათლების სპეციალისტებისათვის
    I ნაწილი,
    ეროვნულის სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2007
  • 10. მასწავლებლის პორტფოლოი
    პედაგოგიური და პიროვნული მიღწევების აღწერა დროის გარკვეულ პერიოდში;
    იგი წარმოადგენს თვალსაჩინო მასალების კრებულს, რომელიც პედაგოგის პროფესიული საქმიანობის ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს.
  • 11. პოეტფოლიოს დანიშნულება
    • მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე და გარკვეულ ფორმატში აყალიბებს შესაბამის ინფორმაციას; ამ კუთხით, პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია.
    • 12. დაინტერესებული მკითხველი მკაფიო წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტია..
  • როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო?
    პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უკეთესი. მართალია, პორტფოლიო რამდენიმე ფორმალურ დოკუმენტს შეიცავს, ის მაინც მრავალფეროვანი და საინტერესო უნდა იყოს.
     პორტფოლიოს დამოუკიდებლად წარმოება გამოუცდელი სპეციალისტისათვის არ არის ადვილი პროცესი, ამიტომ შესაძლოა გამოცდილმა კოლეგამ ეფექტური ნიმუშების ჩვენებით, პერიოდული გადახედვითა და მიზნობრივი რეკომენდაციებით სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მასწავლებელს.
  • 13. პორტფოლიოს შედგენის საფეხურები მასწავლებლისთვის:
  • 14. საფეხური 1.
    აიღეთ საქაღალდე, რომელიც ამიერიდან თქვენი პორტფოლიოს ფუნქციას შეასრულებს.
    საფეხური 2.
    დაფიქრდით ოთხ შეკითხვაზე (სასურველია, პასუხები ჩამოწეროთ):
    ა) ვინ გაეცნობა ჩემს პორტფოლიოს?
    ბ) რა აინტერესებს ჩემი საქმიანობის შესახებ ჩემი პორტფოლიოს პოტენციურ მკითხველს?
    გ) რის თქმა მსურს ჩემი საქმიანობის შესახებ მკითხველისათვის?
    დ) რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური მხარეების ჩვენება პორტფოლიოში?
  • 15. საფეხური 3.
    გადახედეთ მასწავლებლის სტანდარტის დოკუმენტს. დაფიქრდით და მონიშნეთ მუხლები, რომლებსაც ან განსაკუთრებული ხარისხით/წარმატებით ასრულებთ, ან იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე ადრე ასრულებდით.
    საფეხური 4.
    მოიფიქრეთ, რა თვალსაჩინო მასალითაა შესაძლებელი თქვენი საქმიანობის ეფექტურობის ან სრულყოფის ჩვენება. გადახედეთ პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების/თვალსაჩინოებების ნუსხას. გადაწყვიტეთ, რა მასალას შეიტანთ პორტფოლიოში და რა თანმიმდევრობით.
  • 16. საფეხური 5.
    დაიწყეთ მასალის მოგროვება. თითოეულ დოკუმენტს დაურთეთ მოკლე ფორმალური აღწერა. მაგალითად: “გაკვეთილის გეგმა”, “მოსწავლის ნამუშევარი”, “პედაგოგიური ესსე” და სხვ...
    საფეხური 6.
    პორტფოლიოს შევსების შემდეგ გააკეთეთ სარჩევი, რომელიც მკითხველს გაუადვილებს მასალაში ნავიგაციას. ჩადეთ სარჩევი პორტფოლიოს დასაწყისში.
  • 17. საფეხური 7.
    თუ პორტფოლიო კარგი გამოვიდა, გაუკეთეთ თქვენს თავს დამსახურებული საჩუქარი.
    საფეხური 8.
    მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზე საუბრისათვის. ხშირად მასწავლებლის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით ინდივიდუალიზებული გასაუბრებები იმართება პორტფოლიოს მოშველიებით.
  • 18. საფეხური 9.
    შეატყობინეთ დაინტერესებულ პირებს, რომ თქვენ დაასრულეთ პორტფოლიოს წარმოება და მზად ხართ მისი პრეზენტაციისათვის.
    გამოყენებულია წყარო: ”მენტორის სახელმღვანელო”.
    თბილისი, 2008
    ავტორები: პაატა პაპავა; პავლე თვალიაშვილი და სხვები
  • 19. ჩვენი ტრენინგის შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
    ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
    • გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
    • 20. სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა)
  • გთხოვთ დაფიქრდეთ:
    როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ისტ მასწავლებლის პორტფოლიოს ელექტრონული ვერსიის მოსამზდებლად?
    გააცანით თქვენი მოსაზრება აუდიტორიას და ჩაინიშნეთ კოლეგების მოსაზრებები
    საინტერესო იდეები კოლეგებისგან
  • 21. დისტანციური სწავლება
    Distance Education
  • 22. დისტანციური სწავლება
    ეს არის ინტერაქტიული ურთიერთქმედებების მიზანმიმართული პროცესი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, სწავლების სპეციალური საშუალებებით, ინდიფერეტულნი მათი განლაგებისა სივრცესა და დროში, რომელიც რეალიზდება სპეციფიკურ დიდაქტიკურ სისტემაში. ყველასთვის მისაწვდომი ენით ეს ნიშნავს სწავლებისა და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობას მსმენელსა და მასწავლებელს შორის, პირდაპირი კონტაქტის გარეშე. ინტერნეტის გამოყენებით, მსმენელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სპეციალური განათლება პირდაპირ სამუშაო ადგილზე ან სახლში.
  • 23.
  • 24. დისტანციური სწავლება ფლობს მთელ რიგ მნიშვნელოვან ღირსებულებებს და ამასთან ერთად ინარჩუნებს უპირატესობებს, დამახასიათებელს ტრადიციული სწავლებისათვის. მის ძირითად განსხვავებულ განსაკუთრებულობას მიეკუთვნება:
  • 25.
    • მოქნილობა - სწავლება ძირითადად მიმდინარეობს მოსახერხებელ ადგილზე და სასურველ დროს;
    • 26. მოდულობა - სასწავლო პროგრამა ფორმირდება შემკვეთის მოთხონილებების მიხედვით;
    • 27. პარალელურობა - სწავლება მიმდინარეობს ნებისმიერი სხვა სახის შემოქმედებისაგან მოწყვეტის გარეშე;
    • 28. მასიურობა და ექსკლუზიურობა - მას აქვს მასიური ხასიათი, დისტანციური სწავლება გვთავაზობს ურთიერთობის მაღალ დონეს, რომელიც ადრე მხოლოდ ელიტარული სასწავლო დაწესებულებებისათვის იყო მისაწვდომი;
    • ეკონომიურობა- თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო შესაძლებლობების გამოყენება;
    • 29. ინტერნაციონალურობა- განათლების საზღვარგარეთ მიღების შესაძლებლობა, საცხოვრებელი ქვეყნიდან გასვლის გარეშე, ასევე საგანმანათლებლო მომსახურეობის მიწოდება უცხოელებისათვის და თანამემამულეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ;
    • 30. სოციალურითანასწორობა - გათანასწორებული შესაძლებლობები განათლების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილისა და ჯამრთელობის მდგომარეობის მიუხედავათ;
    • 31. ხარისხი- ტრადიციული სწავლების ფორმებზე არა ნაკლები ხარისხი, სასწავლო პროცესზე კონტროლის განხორციელების სისტემების გამოყენების ძალისხმევით.
  • ასეთი სწავლების ფორმის უპირატესობები ისე ნათლად ჩანს, როგორც ხელის გული. გამოკვლევები, რომლებიც განხორციელდა კომპანია WR HAMBRECHT -ის მიერ, ამტკიცებს იმას, რომ ონლაინ მასალის ათვისება დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული ფორმით სწავლება. იგივე გამოკვლევები მეტყველებს იმაზე, რომ ონლაინ მასალის ათვისების სიჩქარე 60%-ით მაღალია.
  • 32. distanciuri swavleba.ppt
    docsembedCreate your own!
    დისტანციური სწავლება
    Distance learning
    დისტანციური სწავლება - ეს არის ინტერაქტიული ურთიერთქმედებების მიზანმიმართული პროცესი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, სწავლების სპეციალური საშუალებებით. ყველასთვის მისაწვდომი ენით ეს ნიშნავს სწავლებისა და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობას მსმენელსა და მასწავლებელს შორის, პირდაპირი კონტაქტის გარეშე. ინტერნეტის გამოყენებით, მსმენელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სპეციალური განათლება პირდაპირ სამუშაო ადგილზე ან სახლში.
    დისტანციური სწავლება ფლობს მთელ რიგ მნიშვნელოვან ღირსებულებებს და ამასთან ერთად ინარჩუნებს უპირატესობებს, დამახასიათებელს ტრადიციული სწავლებისათვის. მის ძირითად განსხვავებულ განსაკუთრებულობას მიეკუთვნება:
    მოქნილობა - სწავლება ძირითადად მიმდინარეობს მოსახერხებელ ადგილზე და სასურველ დროს;მოდულობა - სასწავლო პროგრამა ფორმირდება შემკვეთის მოთხონილებების მიხედვით;პარალელურობა - სწავლება მიმდინარეობს ნებისმიერი სხვა სახის შემოქმედებისაგან მოწყვეტის გარეშე;მასიურობა და ექსკლუზიურობა - მას აქვს მასიური ხასიათი, დისტანციური სწავლება გვთავაზობს ურთიერთობის მაღალ დონეს, რომელიც ადრე მხოლოდ ელიტარული სასწავლო დაწესებულებებისათვის იყო მისაწვდომი;
    ეკონომიურობა - თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო შესაძლებლობების გამოყენება;ინტერნაციონალურობა - განათლების საზღვარგარეთ მიღების შესაძლებლობა, საცხოვრებელი ქვეყნიდან გასვლის გარეშე, ასევე საგანმანათლებლო მომსახურეობის მიწოდება უცხოელებისათვის და თანამემამულეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ;სოციალური თანასწორობა - გათანასწორებული შესაძლებლობები განათლების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილისა და ჯამრთელობის მდგომარეობის მიუხედავათ;ხარისხი - ტრადიციული სწავლების ფორმებზე არა ნაკლები ხარისხი, სასწავლო პროცესზე კონტროლის განხორციელების სისტემების გამოყენების ძალისხმევით.
    ასეთი სწავლების ფორმის უპირატესობები ისე ნათლად ჩანს, როგორც ხელის გული. გამოკვლევები, რომლებიც განხორციელდა კომპანია WR HAMBRECHT -ის მიერ, ამტკიცებს იმას, რომ ონლაინ მასალის ათვისება დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული ფორმით სწავლება. იგივე გამოკვლევები მეტყველებს იმაზე, რომ ონლაინ მასალის ათვისების სიჩქარე 60%-ით მაღალია.
  • 33. საშინაო დავალება
    გადახედეთ და სრულყავით სასწავლო და პროექტის გეგმები. მოამზადეთ გამოსაქვეყნებლად.
    Lemill-zeსასწავლო მასალის გამოქვეყნების ინსტრუქცია მოცემულია 199-204 გვ.
  • 34. გმადლობთ
    ყურადღებისათვის