• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
Presentation2
 

Presentation2

on

  • 2,769 views

 

Statistics

Views

Total Views
2,769
Views on SlideShare
2,611
Embed Views
158

Actions

Likes
2
Downloads
6
Comments
0

6 Embeds 158

http://4jgufi.blogspot.com 107
http://masalebi.blogspot.com 38
http://3jgufi.blogspot.com 10
http://webcache.googleusercontent.com 1
http://4jgufi.blogspot.ru 1
http://4jgufi.blogspot.fr 1

Accessibility

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    Presentation2 Presentation2 Presentation Transcript

    • მოდული II გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
      დღე I. გაკვეთილის დაგეგმვა
      3 საათი
    •   
      ტრენინგ-დღის გასხნა. 
      • მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) 
      • მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.). 
      • გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება. 
      • აქტიური ლექცია - გაკვეთილის ორგანიზების საფეხურების სქემა PP პრეზენტაციის გამოყენებით (5 წთ.)  
      • გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC). 
      • აქტიური ლექცია - გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის PP პრეზენტაციის გამოყენებით. (10 წთ.)
      • D-GP-IP (დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - Demonstration – Guided Practice – Independent Practice - სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით (30 წთ).
      • აქტიური ლექცია - ცნების რუკა (10 წთ).
      • D-GP-IP - ცნების რუკა, როგორც ეფექტური პედაგოგიური ინსტრუმენტი (25 წთ.) 
      • გაკვეთილის დაგეგმვა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება 
      • აქტიური ლექცია - გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა (15 წთ.);
      • D-GP-IP - ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის სქემის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში (40 წთ.).
       
      ტრენინგ-დღის დახურვა
      •  საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
      • შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
    • გაკვეთილის ორგანიზებისძირითადი საფეხურები
      დაგეგმვა
      მომზადება
      წარმართვა
      შეფასება
    • ძირითადად ორ საკითხზე ვიქნებით ფოკუსირებული:
      ა) რა და როგორ ხორციელდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ორგანიზების თითოეულ საფეხურზე?
      ბ) როგორ არის შესაძლებელი ისტ-ის ეფექტურად გამოყენება თითოეულ საფეხურზე?
    • გაკვეთილის დაგეგმვა
      სასწავლო პროცესის დაგეგმვა მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული საქმეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, შემოქმედებითობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე იღებს ორიენტირს.
      • გაკვეთილის დაგეგმვა მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი ელემენტია;
      • დაგეგმვის ხარისხი - პროფესიული კომპეტენციის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელი.
    • სასურველია, გაკვეთილი ერთგვარ პროექტიად წარმოვიდგინოთ, რომელსაც გააჩნია სამიზნე ჯგუფი (მოსწავლეების სახით), სასწავლო მიზანი, მისაღწევი შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები), შინაარსობრივი და ტექნიკური რესურსები, განსაზღვრული დრო და ა. შ.
      დაგეგმვა გაკვეთილის ყველა ამ ელემენტს შორის რაციონალური კავშირის დამყარებას და ერთიან სტრუქტურაში მოქცევას გულისხმობს.
    • გაკვეთილის ჩატარებამდე მასწავლებელი ადგენს გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნებს, შინაარსსა და სტრუქტურას.
      გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ მეთოდურ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოში ”სწავლება და შეფასება”, II ნაწილი, გვ.65-74. იგივე მასალა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-საიტზე:
      www.tpdc.ge/index.php?page=tpdc-publications&hl=ge
    • არსებობს გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა ნიმუშები.
      მასწავლებელს შეუძლია:
      • გამოიყენოს რომელიმე არსებული ნიმუში;
      • შექმნას საკუთარი ნიმუში;
      • ჩაასწოროს რომელიმე არსებული ნიმუში და მოარგოს იგი საკუთარ საჭიროებებს.
    • ამ ეტაპზე ხორციელდება იმ თვალსაჩინოებებისა და სხვა სასწავლო მასალების მომზადება, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და წარმატებული შედეგების მიღწევას.
      გაკვეთილის მომზადება
    • მასწავლებელს შესაძლოა მოუხდეს ისეთი რესურსების მომზადება, როგორიცაა:
      • საპრეზენტაციო ფაილი ტექსტებითა და სურათებით;
      • დიაგრამები;
      • აუდიო ან ვიდეო ფაილები;
      • ნაბეჭდი მასალები: ტექსტები, ფოტოები, ილუსტრაციები და სხვ;
      • შეფასებისთვის საჭირო მასალები: ტესტები, კითხვარები, რუბრიკები და სხვ;
      • სხვა სახის რესურსი, რომლის მომზადებისთვისაც საჭიროა ისტ-ის გამოყენება.
    • გაკვეთილზე მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს:
      • იმ გეგმით, რომელიც მან დაგეგმვის ფაზაზე შეადგინა;
      • იმ მასალებით, რომლებიც მოიძია ან შექმნა მომზადების ფაზაზე.
      გაკვეთილისწარმართვა
      • გაკვეთილის პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს დაგეგმილისაგან.
      • თუ ასეთ შემთხვევას ექნა ადგილი, შეფასების ფაზაზე პედაგოგი უნდა დაფიქრდეს უკეთესი თუ უარესი შედეგი მოიტანა რეალურმა გაკვეთილმა, რამ გამოიწვია გეგმიდან გადახვევა, რა უნდა გაითვალისწინოს მომავალში.
      • ჩატარების პროცესში ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა გვქონდეს გეგმის სარეზერვო ვარიანტი (ე. წ. გეგმა ”ბ”).
    • გაკვეთილისშეფასება/თვითშეფასება
      • გაკვეთილის ჩატარების შემდგომ სასურველია გაკეთდეს გაკვეთილის შეფასება, რაც განსხვავდება მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისაგან.
      • გაკვეთილის შეფასების მიზანია იმის დადგენა თუ რამდენად მიაღწია საგაკვეთილო პროცესმა თავდაპირველად დასახულ მიზნებს.
      • თვითშეფასება ეხმარება მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში, ასევე მომდევნო გაკვეთილების ეფექტურად დაგეგმვაში და წარმართვაში.
    • სწავლების სამფაზიანი მოდელი
      სწავლება-სწავლის სამფაზიანი მოდელი გაკვეთილის/სემინარის/სესიის/სასწავლო პროექტის მსვლელობის ერთგვარი უნივერსალური ჩარჩოა. იგი გამოხატავს ეფექტური სასწავლო პროცესის ძირითად საფეხურებს და მათი განხორციელების თანმიმდევრობას. სამფაზიანი მოდელის საფეხურებია:
      A. მოლოდინების განსაზღვრა (გამოწვევა);
      B. ცოდნის კონსტრუირება (შინაარსის რეალიზება);
      C. გამთლიანება (რეფლექსია).
      აქტიურ სწავლასა და სიღრმისეულ აზროვნებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ სასწავლო პროცესში მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გამოწვევისა და რეფლექსიის საფეხურების გავლას.
    • სწავლების სამფაზიანი მოდელის ძირითადი ამოცანები საფეხურების მიხედვით
    • Visual Understanding Envioroment
      ცნების რუკა- ინფორმაციის ვიზუალურად (გრაფიკულად) ორგანიზებისა და წარმოდგენის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. იგი საშუალებას იძლევა, ”ერთი შეხედვით” აღვიქვათ და გავიგოთ კომპლექსური ურთიერთკავშირები საგნებს, მოვლენებს, იდეებსა და ცნებებს შორის.
      ცნების რუკა - VUE
    • ცნების რუკა შეიცავს:
      • ცნებებს/კონცეპტებს, რომლებიც ოვალურ ან მართკუთხა ჩარჩოებშია ჩაწერილი;
      • ხაზებს/ისრებს, რომლებიც ჩარჩოებს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგჯერ ხაზებს დამატებით აწერენ სიტყვებს, რომლებიც აღწერს/განმარტავს კავშირის არსს.
    • ცნების რუკა შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
      • გარკვეულ საკითხზე ცოდნის კონსტრუირება
      • ახალი ინფორმაციისა და კავშირების მიგნება
      • წინარე ცოდნის გააქტიურება
      • ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება
      • სტრუქტურებისა და პროცესების დიზაინი (მაგ: დასაწერი თემა, ვებ-საიტი, პრეზენტაცია და სხვ.)
      • ვინაიდან ცნების რუკა სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მისი შექმნა და გამოყენება სხვადასხვა საგანში.
      • არსებობს ცნების რუკის შესაქმნელი სპეციალური პროგრამები (software).
      • CmapTools. პროგრამის გადმოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-საიტიდან: http://cmap.ihmc.us/download/
      • VUE. პროგრამის გადმოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-საიტიდან: http://vue.tufts.edu/download/
    • ცნების რუკის შემუშავების პროცესი
    • სავარჯიშო
      • წყვილებში ფურცლებზე შექმენით ცნების რუკა თემაზე ”ინტერნეტი”.
      • წყვილებში შექმნილი ცნების რუკის ელექტნორული ვერსია.
    • როგორ შევქმნათ ცნების რუკა?
    • მსმენელთა ნამუშევრები
    • სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია იცტ-ის გამოყენებით
    • ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე
      სტრატეგია ძირითადად გამოიყენება საინფორმაციო ტესტებთან სამუშაოდ სამივე ფაზაზე (გამოწვევა, შინაარსის რეალიზება, რეფლექსია)
    • მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
      გამოიყენება ფაქტებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებისა და ვიზუალურად წარმოდგენისათვის. ხელს უწყობს პრობლემური სიტუაციების გაანალიზებას.
      გამოიყენება ორ ფაზაზე (შინაარსის რეალიზება, რეფლექსია)
    • ჰაერის დაბინძურება
      ჰაერის დაბინძურება
      სტაციონარული წყაროების (გათბობის სისტემების) გამონაბოლქვი
      ტრანსპორტის გამონაბოლქვი
      ტრანსპორტი მოიხმარს მავნე ქიმიური შემადგენლობის მქონე საწვავს
      ავტო და ავიატრანსპორტის რაოდენობა ინსტრუმენტულად მატულობს
      • დიაგრამა გამოიყენება 2 ან მეტ საგანს, მოვლენას, პერსონაჟს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გასაანალიზებლად. თავდაპირველად მოსწავლეები აყალიბებენ ორი ან რამდენიმე შესადარებელი საგნის/მოვლენის (მაგ: ”აქლემი” და ”ვირი”) ძირითად მახასიათებლებს. თანაკვეთაში იწერება საერთო მახასიათებლები (იხ. სქემა).
      • სტრატეგია გამოიყენება სამივე ფაზაზე (გამოწვევა, შინაარსის რეალიზება, რეფლექსია)
      ვენის დიაგრამა
    • ვენის დიაგრამა
      აქლემის და ვირის საერთო მახასიათებლები
    • ვენის დიაგრამა
      • სქემა გამოიყენება ტექსტის ცალკეული მონაკვეთის გაცნობის შედეგად წარმოქმნილი შთაბეჭდილებების, იდეებისა და შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, რაც საუკეთესო საფუძველს უქმნის ტექსტის გაგებას, მონაკვეთებს შორის კავშირების აღმოცენას და კრიტიკულ ანალიზს. მარცხენა სვეტში მოსწავლე წერს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელმაც განსაკუთრებულად მიიპყრო მისი ყურადღება, ხოლო ამოწერილი მონაკვეთის გასწვრივ მარჯვენა სვეტში - საკუთარ აზრს.
      • სქემის შევსების შემდეგ მასწავლებელი უძღვება ტესტის თანმიმდევრულ განხილვას მოსწავლეთა ჩანაწერების მიხედვით.
      T - სქემა
    • T - სქემა
      სტრატეგია გამოიყენება ორ ფაზაზე (შინაარსის რეალიზება, რეფლექსია).
    • მეთოდურ მასალას სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს II ნაწილში, გვ. 38. იგივე მასალა მოცემულია ვებ-საიტზე:
      http://www.tpdc.ge/index.php?page=tpdc-publications&hl=ge
    • განსაზღვრეთ გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) მთავარი თემა.
      • ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით,
      • სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით,
      • სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით.
      გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
      • გაკვეთილის (დაეუფლებიან მოსწავლეები? რა დან თემატური ერთეულის) მნიშვნელობა/აქტუალობა
      • განსაზღვრეთ გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) მიზნები და შედეგები. რა კონკრეტულ ცოდნას ამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ;
      განსაზღვრეთ:
      • ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს გაკვეთილი (ან თემატური ერთეული)?
      • გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) ძირითადი თემატური ელემენტები;
      განსაზღვრეთ:
    • რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?
      წინასწარი ცოდნა
      • შეფასების საგანი და პროცედურები;
      • რა კრიტერიუმით შეფასდებიან მოსწავლეები;
      • შეფასების რუბრიკა წინასწარ გააცანით მოსწავლეებს
      განსაზღვრეთ:
      • წიგნები;
      • ტექსტები;
      • თვალსაჩინოებები;
      • აუდიო და ვიდეო მასალები;
      სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
      • რა პედაგოგიური ცოდნა დამჭირდება?
      • როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებას და წინარე ცოდნის გააქტიურებას?
      • როგორ მოვახერხებ ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაციას?
      • როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას?
      ეფექტური აქტივობები და სტრატეგიები, გაკვეთილის მსვლელობა
    • დიფერენცირებული სწავლება
      • როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს?
    • თვითშეფასება
    • გაკვეთილის შედეგები:
      • რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგ(ებ)ის მიღწევით ხართ კმაყოფილი?
      • რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა;
      • რაზე მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები? რა აითვისეს მოსწავლეებმა? უფრო მეტად რომელი უნარების განვითარება ან გავარჯიშება იკვეთება?
      • თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით გამოიწვიეთ და ჩართეთ მოსწავლეები? რა სტრატეგიები გამოიყენეთ ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებზე?
      • როგორ შეიცვალა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? რატომ?
      • ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში რას შეცვლიდით? როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებას, სასწავლო რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას და სხვ.?
    • გმადლობთ
      ყურადღებისათვის