სასვენი ნიშნები...

4,104 views
3,495 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
4,104
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
103
Actions
Shares
0
Downloads
17
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

სასვენი ნიშნები...

  1. 1. სასვენი ნიშნები სლაიდის ავტორი მაია მეტრეველი 2012 დეკემბერი
  2. 2. • წერტილი
  3. 3. წერტილი დაისმის თხრობითი წინადადების ბოლოს: “მე მახსოვს ლურჯი ტბის ელეგია შენს ღრმა თვალებში გადაწერილი.”
  4. 4. მოკლე სახელდებითი წინადადების შემდეგ: • ბრინჯაო, კრამიტი, ვაზი და სურო. პარკი, ძველებური ჭიშკარი, ზედ სურო. ღრუბლები, გაცრეცილი ღრუბლები, საზიზღარი ღრუბლები.
  5. 5. თხრობითი წინადადების მსგავსი ინტონაციით წარმოთქმული ბრძანებითი წინადადების ბოლოს: • კარგი, წაიღე ეს წიგნი.
  6. 6. სიტყვის შემოკლებისას, ინიციალების შემდეგ: • ე. წ. ე.ი. ა.შ ნ. ბარათაშვილი ნ. მ. ბარათაშვილი
  7. 7. მითითებული შრომის სახელწოდების შემდეგ: • ალ. ღლონტი, ქართული წინადადება, თბილისი, 1966.
  8. 8. ფრჩხილების შემდეგ, თუ წინა წინადადება თხრობითია:
  9. 9. ნუმერაციის გამოსახატავად ციფრების ან ასოების შემდეგ: • 1. 2. I. II. III. ა. ბ.
  10. 10. ქართულში წერტილი საჭირო არ არის თხზულების, ლექსის, მოთხრობის, მოხსენების და სხვ.სათაურის შემდეგ:
  11. 11. მძიმე • იწერება
  12. 12. უკავშირო შერწყმულ წინადადებაში: • წყვდიადი შემოერტყა, ლოდივით დააწვა გულზე, სული შეეხუთა. • ვაჟა სწრაფად წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა.
  13. 13. კავშირიან შერწყმულ წინადადებაში: • კიდეც...კიდეც, არც..არც, აღარც...აღარც, ვეღარც...ვეღარც, ნურც...ნურც, არა მარტო...არამედ, როგორც...ისე, ხან...ხან, ან...ან, თუნდ...თუნდ, • გინდ...გინდ, მაგრამ, ხოლო, კი, ოღონდ, თუმცა, არ...არამედ, კი არ...არამედ, როგორც, თითქოს, ვიდრე,
  14. 14. გახსოვდეთ: • თუ ან...ან შეწყვილებული კავშირია, მძიმე იწერება მეორე ან-ის წინ. მაგ. დღეს ვის გააკვირვებ ან ფულით, ან ქონებით? შეადარეთ: დღეს ვის გააკვირვებ ფულით ან ქონებით?
  15. 15. გახსოვდეთ: • ერთგვარ განსაძღვრებებს შორის მძიმე არ დაიწერება(შემოწმება შეიძლება ასე: მაგ. მათ შორის ვერ ჩაისმება და კავშირი). ქართველმა მძლეოსნებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.ეს საშვილიშვილო საქმეა.
  16. 16. გახსოვდეთ: • ერთგვარი განსაზღვრებები ერთ კითხვაზე უპასუხებენ. ერთსა და იმავე წევრთან ქმნიან სინტაქსურ წყვილს. გამოხატავენ მსგავს ნიშან- თვისებას. მათ შორის შეიძლება ჩაისვას და კავშირი. მაგ. მამამ შვილს უყიდა წითელი, ყვითელი, მწვანე ბუშტები.
  17. 17. კავშირიან და უკავშირო რთულ თანწყობილ წინადადებაში: • ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა , ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. გავიდა გაზაფხულიც, ჩაიყვავილა ხეხილ • მაც, დაპურდა მინდვრად ბალახი.
  18. 18. კავშირიან და უკავშირო რთულ ქვეწყობილ წინადადებაში: • მთავარი წინადადების შემდეგ: მე იგი მიყვარს ,ვისაც უყვარდა, თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა. მთავარი წინადადების წინ: ვინც თაფლში ხელს ჩაყოფს, ხელსაც გაილოკავსო. იქით- აქეთ, თუ დამოკიდებული წინადადება შუაშია: • “ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის ,დნება.”
  19. 19. გახსოვდეთ: • რომ, თუ, რაც, როცა კავშირები ყოველთვის არ იწყებს დამოკიდებულ წინადადებას. მძიმე დაიწერება იქ, სადაც მთავრდება მთავარი წინადადება: შენ რომ ხელი გკრან,ისიც წაგაქცევს, ამას ტყვიების მეხი ფარავდა”.
  20. 20. გახსოვდეთ: • თუ გამოყენებულია რთული კავშირი როგორც...ისე, მძიმე დაიწერება ისე-ს წინ. მაგ.ბავშვი მალე გაიწაფა როგორც კითხვაში, ისე ლამაზად წერაში.
  21. 21. გახსოვდეთ: • მძიმე არ იწერება თუ კავშირის წინ. როცა მას აქვს მაჯგუფებელი ან მაცალკევებელი მნიშვნელობა, ასევე გამონათქვამებთან: ამა თუ იმ, ასე თუ ისე, ესა თუ ის. მაგ: ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა იქ იყო.
  22. 22. გახსოვდეთ: • მძიმე არ დაიწერება ნაწილაკებთან: ვაითუ; იქნებ; იქნება; ეგებ(ის); შეიძლება; ნეტავი; უნდა; მოდი; თურმე; • ხოლმე და კავშირ თუმცა-ს შემდეგ
  23. 23. გახსოვდეთ: • მძიმე არ დაისმის რომ კავშირის გამოტოვებისას, როცა ზმნა კავშირებითის რომელიმე მწკრივში დგას. მაგ: გთხოვთ გამათავისუფლოთ... გთხოვთ დამიბრუნოთ... შეიძლება დაიწეროს...

×