Activities for pairing_students
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
 

Activities for pairing_students

on

  • 236 views

 

Statistics

Views

Total Views
236
Views on SlideShare
232
Embed Views
4

Actions

Likes
0
Downloads
1
Comments
0

1 Embed 4

http://intel-mziabaujadze.blogspot.com 4

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft Word

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

Activities for pairing_students Activities for pairing_students Document Transcript

  • ინტელის ® სასწავლო პროგრამა ძირითადი კურსი აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისთვის 1 შეხვედრის დროის დანიშვნა დახატეთ დიდი საათი, რომლის ისრები ისეა წაგრძელებული საათის ციფრების გასწვრივ, როგორც ბორბალზე დისკის სინები. მოსწავლეები ოთახში მოძრაობენ და ერთმანეთს „შეხვედრის დროს“ უნიშნავენ. მოსწავლეები ხელს აწერენ ერთმანეთის წინასწარ შეთანხმებულ საათზე წინდაწინ შეთანხმებულ დროზე. (მათ არ აქვთ უფლება, ერთსა და იმავე პიროვნებას ორჯერ დაუნიშნონ შეხვედრა). წყვილებში მუშაობის დაწყებისას მასწავლებელი შეხვედრის დროს აცხადებს: იპოვეთ, ვისთან გაქვთ დანიშნული შეხვედრა 4 საათზე. როგორც კი ამ პროცედურას წარმატებით გაივლით, პროცესი შემდეგ იოლად მიდის. მცირერიცხოვან კლასში მასწავლებელს შეუძლია, უფრო ნაკლები რაოდენობის შეხვედრის დრო აირჩიოს, მაგ. 12-3-6-9- საათი და ა.შ. ჩვეულებრივ, მოსწავლეებს უფრო მეტი „შეხვედრის დრო“ ექნებათ დათქმული, ვიდრე რეალურად ამის შესრულება შეეძლებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსწავლეებს შეუძლიათ, დანიშნონ ოთხი, ექვსი ან თორმეტი შეხვედრა, მაგრამ აქტივობის დროს მხოლოდ სამი წყვილის შეხვედრა და გაზიარება მოხერხდება. მომანიჭე რიცხვი 3 x 5 ზომის ბარათი გაყავით ორად და ორივე ნაწილზე დაწერეთ ერთი და იგივე რიცხვი . რიცხვების თანმიმდევრობა შეარჩიეთ 1 დან 11მდე; რიცხვი შეიძლება გამოხატავდეს თქვენთვის მნიშვნელოვან თარიღებს, ალგებრულ ფორმულებს და ა.შ. აქტივობის დაწყებისთანავე, მოსწავლეებმა უნდა ამოიღონ განახევრებული ბარათი კალათიდან და იპოვონ მოსწავლე, რომელსაც იგივე რიცხვით შეხვდა ბარათი. 2 3 გეჭიროს კარტი გამოიყენეთ პინოკლის ბანქო ან პოკერის ბანქო; თოთოეულმა მოსწავლემ დასტიდან უნდა ამოიღოს თითო კარტი და შემდეგ მოძებნოს მისი მეწყვილე კარტი. მაგალითად, მოსწავლემ ამოიღო აგურის ვალეტი; მან უნდა მოძებნოს სხვა მოსწავლე, რომელსაც აქვს სხვა ფერის ვალეტი, ან პინოკლის ბანქოს შემთხვევაში - მეორე აგურის ვალეტი ექნება. 4 სუპერ დეტექტივი თითოეული მოსწავლე წერს რაიმე განსაკუთრებულ თვისებას საკუთარი თავის შესახებ (ერთიდან ხუთამდე მახასიათებელს). მასწავლებელი იღებს ბარათების ნახევარს და ურიგებს მათ კლასის „მეორე“ ნახევარს; ამ ჯგუფის თითოეული წევრი კი პოულობს იმ ადამიანს, რომელმაც აღწერა საკუთარი თავი. ეს ორი მოსწავლე ერთიანდება წყვილში, რომელიც ერთად შეასრულებს საავტორო უფლება © 2011 ინტელის კორპორაცია. ყველა უფლება დაცულია გვერდი 1
  • ინტელის ® სასწავლო პროგრამა ძირითადი კურსი აქტივობას. ამის შემდეგ დაწყვილების პროცესი წარიმართება კლასის მეორე ნახევრის მიერ დაურიგებელი („პირველი“ ნახევრის) ბარათების ბრმად ამოღების საფუძველზე . 5 მისალოცი ბარათების დაწყვილება გამოიყენეთ ძველი მისალოცი ბარათები. ორად დაჭერით მის ყდაზე გამოსახული სურათი თუ გამოსახულება. ბრმად ამოაღებინეთ მოსწავლეებს ბარათების ნახევრები, შემდეგ კი ერთმანეთს დაუწყვილეთ ის მოსწავლეები, რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნახევრები ამოუვათ. 6 კამათელი იქონიეთ ორი კამათელი. გააგორებინეთ მოსწავლეებს ორივე კამათელი და გაანაწილეთ ისინი სხვადასხვა ჯგუფში, იმ რიცხვების ჯამის მიხედვით, რომლებიც მათ ორი კამათლის გაგორების შედეგად ამოუვათ. მაგალითად, ის მოსწავლეები, რომლებიც ჯამში „შვიდს“ გააგორებენ, ერთ ჯგუფში განთავსდებიან. თუ ოთხი მოსწავლე გააგორებს „შვიდს“, წარმოიქმნება ორი პარტნიორული წყვილი. 7 გათვლა მოსწავლეებმა უნდა გაითვალონ 1-დან 16-მდე (ან იმ რიცხვამდე, რამდენი მოსწავლეც არის გაკვეთილზე). წყვილებად დაიყოფიან მოსწავლეები გარკვეული თანმიმდევრობით, როგორიცაა 19, 2-10, 3-11 დ ა.შ. მასწავლებელს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შეცვალოს ეს თანმიმდევრობა. 8 საუკეთესო არჩევანი მენიუდან რესტორნიდან წამოიღეთ მენიუს რამდენიმე ასლი და ამოჭერით რამდენიმე კერძი, შემდეგ მოსწავლეებს ამ კერძთაგან ნებისმიერი აარჩევინეთ. მაგალითად, „ქათმის სალათა“ მოსწავლეები, რომლებიც იმავე კერძს აირჩევენ, ერთად იმუშავებენ. 9 „ემ ენდ ემსის “ მხიარულება მოსწავლეებს შესთავაზეთ, პატარა ტომრიდან ამოიღონ „ემ ენდ ემსის“ დრაჟე. როდესაც ყველა გარკვეული რაოდენობის დრაჟეს ამოიღებს, დაათვლევინეთ, ვინ რამდენი ცალი ამოიღო და ამ რაოდენობების მიხედვით დაყავით ჯგუფებად. შეგიძლიათ მოსწავლეებს დაათვლევინოთ გარკვეული ფერის დრაჟეები და ამის მიხედვით გაანაწილოთ. 10 გამონათქვამები და ციტატები შეარჩიეთ კარგად ცნობილი ციტატების, გამონათქვამების ან ანდაზების სია . ჩამონათვალის ასლი გადაიტანეთ კომპიუტერში, ისე რომ მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს. გამოჭერით თითოეული გამონათქვამი და შემდეგ გაჭერით შუაზე. მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ თითო ფურცელი და უნდა მოძებნონ გამონათქვამის დასაწყისი ან დასასრული. მაგალითები: ადრე ამდგარი ჩიტი. . . .. დაიჭერს ჭიას ის საათიც კი რომელიც არ მუშაობს. . . . დღეში ორჯერ სწორად აჩვენებს დროს. ეს შეიძლება საკმაოდ გასართობი აქტივობაც კი იყოს, რადგან მოსწავლეები განიხილავენ არასწორად შეწყვილებულ გამონათქვამებსაც. ასევე საინტერესო იქნება სხვა ქვეყნების და კულტურების გამონათქვამების გამოყენება. წყაროდ შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა გამონათქვამების ვებგვერდები. 11 სახელების ბიჯის შეცვლა მოსწავლეებისთვის დაამზადეთ სახელების ბიჯები. დაურიგეთ ნახევარ კლასს თავისი ბიჯები , ხოლო მეორე ბიჯი თითოეულ მათგანს ამოაღებინეთ კალათიდან. შემდეგ ისინი პოულობენ სახელის ბიჯის მეპატრონეს, რომელიც მისი მეწყვილე ხდება. 12 იმღერე სიმღერა დაწერეთ ფურცლებზე ნაცნობი სიმღერების მისამღერის ტექსტი. იდეალური იქნებოდა , თუკი ეს სტრიქონები ერთმანეთს ერითმება. მოსწავლეებს ბრმად ამოაღებინეთ ეს სტრიქონები და საავტორო უფლება © 2011 ინტელის კორპორაცია. ყველა უფლება დაცულია გვერდი 2
  • ინტელის ® სასწავლო პროგრამა ძირითადი კურსი მოაძებნინეთ პარტნიორები, რომელთა ტექსტის ნაწყვეტებიც მათი სტრიქონის დაბოლოებას ან დასაწყისს წარმოადგენს. 13 პასტელების ჯადოქრობა გამოიყენეთ პასტელები, მარკერები ან სხვა საშუალება რომ მოსწავლეებმა დააწყვილონ ფერები ან ფერთა ჯგუფები, როდესაც მოსწავლეები იპოვიან თავიანთ ფერების მქონე პარტნიორს, ისინი იწყებენ აქტივობაზე მუშაობას. 14 ჩემი სამოგზაურო რუკა აიღეთ რომელიმე შტატის, ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს რუკა. დაიტანეთ წერტილები იქ, სადაც დიდი ქალაქები მდებარეობს. შემდეგ თითოეული წერტილის გვერდით ხაზი გაუსვით. რუკის ასლები თითოეულ მოსწავლეს დაურიგეთ. ისევე, როგორც აქტივობაში „დანიშნეთ შეხვედრის საათი“, მოსწავლეები ერთმანეთის რუკებზე სხვადასხვა ქალაქების გასწვრივ ერთმანეთის სახელებს აწერენ და „შეხვედრას“ უნიშნავენ. ასე მაგალითად, ერთი მოსწავლე „ა“ მოსწავლე „ბ“-ს პარიზში შეხვედრაზე უთანხმდება. ორივე მოსწავლე ერთმანეთის რუკას აწერს ხელს პარიზის გასწვრივ. თუ მასწავლებელი გამოაცხადებს, რომ კლასი პარიზში მიდის, მოსწავლე „ა“-ს და მოსწავლე „ბ“-ს ეცოდინებათ, რომ ისინი პარტნიორები იქნებიან. თუ მასწავლებელი გამოაცხადებს, რომ კლასი მადრიდში მიდის, მოსწავლე „ა“-მ იცის, რომ მან უნდა მოძებნოს მოსწავლე „ე“, რომელმაც ხელი მოაწერა მის რუკას მადრიდის ადგილას. 15 ადამიანების კვანძი მოსწავლეები დააყენეთ ისე, რომ შეკრან შიდა და გარე წრეები. გარე წრეში მდგომ მოსწავლეებს სამი ნაბიჯი მარცხნივ, ხოლო შიდა წრეში მდგომ მოსწავლეებს - ერთი ნაბიჯი მარჯვნივ გადაადგმევინეთ. შიდა წრეში მდგომი ერთი მოსწავლე ხელს ჩამოართმევს გარე წრეში მის პირდაპირ მდგომ მოსწავლეს. მას შემდეგ, რაც ყველა პარტნიორი ამგვარად იქნება გამოვლენილი, ჯგუფი წყვილებად იყოფა და იწყებენ აქტივობის შესრულებას. (იმისთვის, რომ ეს აქტივობა ჯგუფის შეკვრის აქტივობად იქცეს, დარწმუნდით, რომ ყველა მოსწავლეს ერთმანეთზე აქვს ხელი ჩაკიდებული იმგვარად, რომ ადამიანებისგან შემდგარი უზარმაზარი კვანძია შექმნილი . შემდეგ მოსწავლეებს მიეცით დავალება, ეს კვანძი ერთმანეთისთვის ხელგაუშვებლად გახსნან . 16 ღილების მისადაგება მოსწავლეებს დაავალეთ, ერთი ტიპის ღილები ერთმანეთს მიუსადაგონ . სხვადასხვა ზომისა და ფორმის ღილებიდან მოაძებნინეთ ის ღილი, რომელიც მათ მიერ აღებულ ღილს მიესადაგება . მოსწავლები, რომელთა ღილებიც ერთმანეთს მიესადაგება, წყვილდებიან და პარტნიორები ხდებიან. ინტერნეტრესურსი: ზოგადი საკლასო აქტივობები: www.cortland.edu/flteach/FAQ/FAQ-Actgeneral.html 17 ცხრილი „ჯგუფების შექმნისთვის “ სასწავლო პროგრამის რესურსების დისკის მეოთხე მოდულში: წყვილში მუშაობა და ჯგუფთან გაზიარება“ განთავსებულია ელექტრონული ცხრილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი სიდიდის ჯგუფები შეიძლება შეიქმნას. მასწავლებელი ამ ცხრილში მოსწავლეების სახელებს ჩაწერს. ერთი ღილაკის დაჭერით პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩევს სახელებს და მათ ჯგუფებად დაალაგებს. 18 ფერმაში მცხოვრები მეგობრები საავტორო უფლება © 2011 ინტელის კორპორაცია. ყველა უფლება დაცულია გვერდი 3
  • ინტელის ® სასწავლო პროგრამა ძირითადი კურსი მოსწავლეებს დაურიგდებათ თითო ბარათი, რომელზედაც ფერმაში მცხოვრები შინაური ცხოველის სახელი ეწერება. მათ უნდა გაახმოვანონ ეს ცხოველი და ამგვარად იპოვონ თავიანთი წყვილი. მაგალითად, თუ მოსწავლე მიიღებს ბარათს, რომელზედაც ძროხაა გამოსახული, იგი იწყებს ძროხასავით ბღავილს და ჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა მოძებნის პარტნიორს, რომელიც ასევე ბღავის. 19 მათემატიკური მოქმედებები მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები. ერთ ბარათზე გამოსახულია მათემატიკური მოქმედება , ხოლო მის მეწყვილე ბარათზე - ამ მოქმედების პასუხი ან ამ მოქმედების შესრულების მეორე ვარიანტი. მაგალითად, თუ ერთ ბარათზე წერია 3 x 3, მის წყვილ ბარათზე ეწერება 9 ანდ 32. საავტორო უფლება © 2011 ინტელის კორპორაცია. ყველა უფლება დაცულია გვერდი 4