• Like
გაზეთის ნიმუში
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

გაზეთის ნიმუში

  • 122 views
Uploaded on

ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი …

ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
ლ.ჭაავა

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
122
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1

Actions

Shares
Downloads
0
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. 21.12.13 დედამიწა ჩვენი სახლია ქ.რუსთავის #12 საჯარო სკოლა , საბუნებისმეტყველო კლუბი ,,მწვანე დედამიწა“ ვ.ფშაველას-5 l.chaava26@gmail.com. schaavalela.blogspot.com დათბობა -შეცვლის დედამიწას შინაარსის ცხრილი მ.ცუხიშვილი დათბობა შეცვლის დედამიწას ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა ნ.მიქაძე 1 დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა 1-2 გლობალური დათბობის მიზეზები გლობალური დათბობა 100წლის წინ დაიწყო განადგურების პირას მყოფი ეკოსისტემები 2-3 3-4 2-3 და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი. ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება ჯერ არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ უახლოეს მომავალში როგორი
  • 2. გვერდი 2 გლობალური დათბობა იქნება დედამიწაზე კლიმატი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ვითარება, რომ წამყვანი მეცნიერი კლიმატოლოგები ხშირად აპელირებენ წარსულზე. რაც შეეხება 2011-2012 წლებს, იქნება გარდატეხა ე.წ. კვანტურ ევოლუციურ ნახტომში, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბერში და დასრულდება 2013 წლის პირველ ნახევარში. დედამიწა აქტიურად იცვლის ვიბრაციულ სიიხშირეს, რის გამოც ადამიანებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ გაღიზიანების მომენტები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური ცვლილებები იწვევს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც, თავის მხრივ, აგრესიის განმაპირობებელია. სეისმოლოგები აკეთებენ გაფრთხილებებს ახალ მიწისძვრებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა ცუნამის წარმოქმნის საშიშროება ხმელთაშუა ზღვაშიც კი იწინასწარმეტყველეს. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ამინდმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ის ისეთივე არ არის როგორიც ადრე. მაგალითისთვის: პოლონეთსა და რუმინეთში მოვიდა თოვლი; ამერიკაში – დამანგრეველი შტორმი და 362 ტორნადო; იტალიასა და ესპანეთში – ანომალიური სიცხეა, ხოლო ციმბირში უკვე ზაფხული დადგა; ტაილანდში მუსონების სეზონი ივნისის ნაცვლად აპრილში დაიწყო; დიდ ბრიტანეთში უჩვეულოდ მშრალი და თბილი ამინდია, რაც ტყის ხანძრების მიზეზი გახდა; გასული ზამთარი არქტიკაში 5 გრადუისით თბილი აღმოჩნდა. ჰიდრომეტეოროგები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გოლფსტრიმის თბილის დინების 8 მილით გადაადგილება გახდა. ნასას ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანომალია უშუალოდ უკავშირდება ტემპერატურის გლობალურ მომატებას. ბოლო 20 თვის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული 130 წლის განმავლობაში. 2010 წლის იანვარ-აპრილში ტემპერატურა აბსოლუტურ სარეკორდო მაჩვენებელს მიაუხლოვდა. “მათემატიკური მოდელები აჩვენებს, რომ ტემპერატურა შემდგომშიც გაიზრდება”, – განაცხადა “ნასას” ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰანსენმა. მკვდარი ზღვა – ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მარაგს ანადგურებენ
  • 3. გლობალური დათბობა გვერდი 3 .ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება. ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.
  • 4. გლობალური დათბობა გვერდი 4 გლობალური დათბობის მიზეზები ნ.თევდორაშვილი მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არის. უფრო გავრცელებულია ნახშირორჟანგის, CO2-ის , სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ, - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს დედამიწაზე მზის სხივების შეჭრის ინტენსივობის მარეგულირებელ შრეს. ამა სშედეგადმოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ, მცენარეთა განვითარებაზე CO2-ის დადებითი ზემოქმედების გამო, მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამიტომ შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხვა თეორიის, ეგრეთ წოდებული “მზის თეორიის”, სათაური ზოგიერთი მომხრე “სასათბურე გაზის” ზრდას გლობალური დათბობის შედეგად მიიჩნევს და არა მიზეზად. ამ თეორიის ავტორები, რომელთა შორის ორი დანიელი მეცნიერია - ეგილ ფრიიზქრისტენსენი და კნუდ ლასენი, ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას. გლობალური დათბობა 100 წლის წინ დაიწყო ლ.ჭაავა ბრიტანეთის ეროვნული კალიფორნიის ოკეანოგრაფიული სკრიპსის ცენტრის ოკეანოგრაფიული და ინსტიტუტის მეცნიერთა დასკვნით, გლობალური დათბობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ამის თქმის საფუძველს მათ მსოფლიო ოკეანის ტემპერატურის ახალი ანალიზი აძლე მეცნიერებმა ჯონ გულდმა და ჯონ გილსონმა ჟურნალ Nature Climate Change-ში კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც მე-19 და 21ე საუკუნეებში დაფიქსირებული ოკეანის ტემპერატურის ჩვენებებია შედარებული. მოცემული მაჩვენებლები 1872-1876 წლებში გემ „ჩელენჯერის“ ექსპედიციის დროს და 2004-2010 წლებში პროგრამა Argo-ს მიმდინარეობისას მიიღეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ასწლეულის მანძილზე მსოფლიო ოკეანე 700-მეტრის სიღრმეზე 0,33 გრადუსით გათბა, წყლის ზედაპირზე კი, ტემპერატურამ 0,59 გრადუსით მოიმატა. მეცნიერთა დასკვნით, ტემპერატურის უკანასკნელი 50 1870-იანი მატების წლებიდან ტემპი ამგვარად, აღემატება 2-ჯერ წლის დაფიქსირებულ ცვალებადობას. დაწყებული განმავლობაში ოკეანის გათბობა დაიწყო არა 50 წლის წინ, არამედ - მინიმუმ ერთი საუკუნით ადრე. ოკეანოგრაფების თქმით, კვლევა მსოფლიო ოკეანის დონის მატების პროგნოზირების საშუალებასაც იძლევა, რაც პირდაპირ უკავშირდება გლობალური დათბობის პროცესებს გადავარჩინოთ დედამიწა კატასტროფას, აქ ჩვენი სახლია!!!!!!!!