Uploaded on

 

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
5,283
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
43
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. მარიამი მარგოშვილი
    ვაჟა ფშაველა-ბუნების მგოსანი
  • 2. მოკლე ბიოგრაფია
    უდიდესი ქართველი პოეტი და ბუნების მგოსანი, ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861-წლის 26-ივლისს სოფელ ჩარგალში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში 1877-1879 წლებში, 1979-წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში. 1888-წლიდან ცხოვრობდა სოფელ ჩარგალში, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.
  • 3. პოეტის ოჯახი
    დიდი პოეტის ლუკა რაზიკაშვილის იგივე ვაჟა-ფშაველას წინაპრები გვარად ღუდუშაურები ყოფილან. წერა-კითხვა ვაჟას სახლში უსწავლია მამის ხელმძღვანელობით.ვაჟას დედა მეტად ნიჭიერი ქალი გახლდათ.დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად.
  • 4. პოეტის შემოქმედება
    ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება.
    ვაჟა-ფშაველას წარმატებული პოემებია ალუდა ქეთელაური,სტუმარ მასპინძელი,გველის მჭამელი და სხვები.
  • 5. ძნელია,ერთი თვალის გადავლებით შეაფასო ის მდიდარი შემოქმედებითი საგანძური, რომელიც ვაჟა-ფშაველას გენიამ დაგვიტოვა.მისი ლექსები და პოემები აღებენ დიდი და ვრცელი სამყაროს კარს, სადაც თქვენ წინ გადაიშალება ცხოვრება აუარებელი ადამიანისა, მრავალი თაობისა.აქ არიან ჩვენი შორეული წინაპრებიცა და ვაჟას თანამედროვენიც მე-19 საუკუნის ადამიანები,აქ არის მთელი საქართველო თავისი მომხიბვლელი ბუნებით,ყოფით,თავისი ჭირითა დალხინით.
  • 6. ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალისე.
  • 7. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა,იგი მიუწვევიათ ქუთაისში,გორში,ჭიათურასა და ფოთში.
    ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობდა: ჩვენ ძველებმა,ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ.ვაჟა როდესაც თბილისში წამოვიდოდა,თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდაშემდეგ კი ეს მარგალიტები ქართულ ჟურნალ გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
  • 8. თურმე სახელი ’’ვაჟაფშაველა’’ პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.მან იცოდა რომ ’’ვაჟა’’ფშავ-ხევსურეთში ბიჭს ვაჟკაცს ნიშნავს დიმიტრი ხან ’’ვაჟას’’ეძახდა ხან ’’ფშაველას.’’მერე შეაერთა და ვაჟა-ფშაველა დაუძახა.
    სახელი ვაჟა ვაჟამდე არ არსებობდა.
  • 9. უსაზღვროდ ფართოა ჰორიზონტი ვაჟას გენიისა - ის აერთიანებს მრისხანე არწივის სიმამაცესა და და პატარა ვაჟას ხე უკვდავია, როგორც მიწა, როგორც თვითონ სიცოცხელე.
    ვაჟას დარგული ხეები სკოლის ეზოში ვაჟას კუთხე სკოლაში
  • 10. პოეტის გარდაცვალება
    მატერიალურმა პირობებმა, რასაც თან ერთვოდა ასევე მძიმე გონებრივი და ფიზიკური შრომა, ადრე მოტეხა ვაჟას ძლიერი ორგანიზმი. მას ფილტვის პლევრა დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა.ვაჟამ სიკვდილის წინ მინდვრის ყვავილები მოითხოვა, ექიმებმა სურვილი აუსრულეს და ყვავილებით ხელში დალია სული.
  • 11. დიდი პოეტი 1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა ქალაქ თბილისში, პოეტი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, ხოლო 20 წლის შემდეგგადაასვენეს მთაწმინდაზე და ხელმეორედ მიაბარეს მშობლიურ მიწას.
    პოეტის საფლავი
    გალაქტიონ ტაბიძისა არ იყოს ,,მთწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას’’.
  • 12. ვაჟა-ფშაველას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი იყო ქართული ლიტერატურისათვის. ვინაიდან მისი შემოქმედება ჩვენი ეროვნული კულტურის უბრწყინვალეს განძს წარმოადგენს.
  • 13. დასასრული