Uploaded on

 

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
413
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
0
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი უნივერსალური მოწყობილობა და კომპიუტერის აგებულება სწავლების საფეხური 5 კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე ის ტექნ. V. 6. ისტ საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:  აცნობიერებს ზოგიერთი ისტ საშუალების დანიშნულებას;  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;  აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპუნება და ორმაგი დაწკაპუნება);  ამოიცნობს ისტ საშუალებების კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);  აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის განსხვავებას;  უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგალითად: CD, DVD , USB ) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს; გაკვეთილის მიზნები და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ შედეგები მოსწავლეს გააჩნდეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საბაზისო ცოდნა და მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.  მოსწავლემ უნდა იცოდეს ისტ-თან დაკავშირებულ ცნებები და ფლობდეს შესაბამის ოპერაციებს (იგულისხმება ისტ საშუალებების დანიშნულება და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები). წინასწარი ცოდნა ინფორმაციის ცნება, ისტ ტექნოლოგიის განვითარების ისტორია შეფასების საგანი და მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული პროცედურები რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. ინფორმაციის ცნება 2. კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები 3.არაძირითადი მოწყობილობები 4. კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულება სასწავლო მასალა და 30 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, საპრეზენტაციო მასალა ტექნიკური რესურსები გაკვეთილის სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ მსვლელობა/საკლასო  A ფაზა (გამოწვევა) - 15 წთ მენეჯმენტი მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით: მასწავლებელი 10-10 სტიკერზე წერს ერთიანს, ორიანს, სამიანს და ოთხიანს (აქედან თითოეულიდან თითოს ახატია ვარსკვლავი), ყრის ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად (ერთიანები ერთ ჯგუფში, 2-იანები მეორე ჯგუფში, ხოლო 3-იანები - მესამე ჯგუფში) და ა.შ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
  • 2. ამის შემდეგ მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს 4 ფურცელს. ფურცლებზე წერია ინფორმაცია კომპიუტერის მოწყობილობების შესახებ). მასწავლებელი სთხოვს თითოეული ჯგუფიდან იმ მოსწავლეს, ვისაც შეხვდა ვარსკვლავიანი სტიკერი, გამოვიდეს და აიღოს ფურცელი და ა. შ. ვთხოვ წაიკითხონ ჯგუფებში მიცემული მასალა  B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22 წთ ჯგუფებიდან მოსწავლეები საუბრობენ ს კომპიუტერის მოწყობილობასა და მის აგებულებაზე, ინფორმაციის ცნებაზე. მასწავლებელი ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას. მოსწავლეები პერსონალურად პასუხობენ მასწავლებელის მიერ დასმულ შეკითხვებს. პროექტორზე უჩვენებს სურათებს და სთხოვს ამოიცნონ ძირითდი და არაძირითადი მოწყობილობები.  C ფაზა (გამთლიანება)- 6 წთ მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს. მე– 11 საჯარო სკოლა, მაკა მაისურაძე მე– 16 საჯარო სკოლა, ნინო ასლამაზაშვილი მე– 7 საჯარო სკოლა, თეა ყრუაშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი