2. გელათის მონასტერი — ქართული
ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა
საუკუნეების საქართველოს
უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ.
ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-
ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.
დაარსებულია1106 წელს დავით
აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია
გალავნით
შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში
შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად
XII-XIII სს.) ნაგებობები. 1994 წლიდან
შეტანილია იუნესკოს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა
სიაში.
3. გელათის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს: მთავარ
- ღვთისმშობლის მიძინებისსახელობის
ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს, რომლის
კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია
სხვადასხვა დროის მხატვრობით, XII საუკუნის წმ.
გიორგის სახელობის ეკლესიას XVI საუკუნის
მოხატულობით, წმ. ნიკოლოზის სახელობის
ორსართულიან ეკლესიას, XIII ს. სამრეკლოსა და
გელათის აკადემიას.
ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და
კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გელათის
აკადემია 1106 წელს დავით აღმაშენებლის
ინიციატივითა და ხელშეწყობით გელათის
მონასტერთან დაარსდა.
4. გელათის აკადემია — ძველი ქართული
სასულიერო სასწავლებელი.
დაარსდა 1106 წელს გელათის
მონასტერთან დავით
აღმაშენებლის ინიციატივითა და
ხელშეწყობით. დავითმა გელათის
აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა
სწავლული ქართველები, რომელთა
შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ
იყალთოელი.
5. თანამედროვენი გელათის აკადემიას „სხუად
ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე
იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის
სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი.
სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის
(გეომეტრია - „ქვეყნის
საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ -
„რიცხუნი“, მუსიკა - „სამოსოჲ“) და
კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის -
„საქმეთი, მხედველობითი და
განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის -
„თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და
დღესასწაულობისა“, გრამატიკა და
ასტრონომია - „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“)
ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
6. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია
ცნობილი გელათის
მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII
საუკუნის ფრესკები, რომლებზეც
გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო
სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის
ორი, XIII საუკუნეში შესრულებული
პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ
განუახლებიათ. განსაკუთრებით
საყურადღებოა ისტორიულ პირთა
პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ
კედელზე გამოსახული არიან
იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები.
აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული
გამოსახულება, რომელიც, როგორც
ჩანს, ადრინდელ მხატვრობას
მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში
აღუდგენიათ ძველი ნახატის
მიხედვით.
8. სრულიად საქართველოს მეფეების
სამარხთა შორის გელათში
დღესდღეობით ცნობილია დავით
აღმაშენებლის საფლავის ადგილი.
დავითი დასაფლავებულია
ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთით.
სასაფლაო წარმოადგენს ცალკე
ნაგებობას (მცირე ეკლესიას), რომელიც
მონასტრის ჭიშკარიც
ყოფილა, საფლავის ქვას იმგვარი
მდებარეობა აქვს, რომ ჭიშკარში
შემსვლელი უთუოდ მასზე
გადაივლის. ხალხური
გადმოცემით, ასეთი ადგილი თითქოს
განგებ აირჩია დავითმა
თავმდაბლობის გამოსახატავად.
საფლავის ქვაზე ამოკვეთილია
ფსალმუნის სიტყვები: " ქრისტე, ესე
არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი
უკუნისამდე, (რამეთუ მთნავს
ესე), ამასა დავემკვიდრო მე.’’
9. ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, "უქიმერიონის
გორაზე", ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, X-XI
საუკუნეების მიჯნაზეა აგებული
.. ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ
III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო
მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი
აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული
ზეიმით აღუნიშნავს.
XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად
იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო
თურქების შემოსევის დროს.
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და
მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ
ხელოვნებაში. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი
გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა
იუნესკოს მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
10.
11. მოწამეთას სამონასტრო
ანსამბლი იმერეთში, გელათის მონასტრის
მახლობლად, მდინარე წყალწითელას
ხეობაში მდებარეობს. იგი აგებულია
წმინდა ძმების დავითისა და
კონსტანტინეს (მხეიძეების)
უკვდავსაყოფად. დავითი და კონსტანტინე
არგვეთის ერისთავები იყვნენ, რომლებიც
VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს
მცირე რაზმით თავგანწირულად
შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის
გაწევის მიუხედავად, ვერ შეაჩერეს
ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა
სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ
ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა
მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.
განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა
მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება
ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა
გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და
კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში
ინახება.
12. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი არის ძალზედ იშვიათი და
მრავაფეროვანი ძეგლი. ის კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს
გეოლოგიურ, პალეპნთოლოგიურ, სპელეოლოგიურ და
ბოტანიკურ ძეგლებს. მიმდებარე სოფლების მოსახლეობა
ოდითგანვე დაკავებული ყოფილა მეფუტკრეობით. თაფლის
უხვი მოსავლიანობის გამო მთას ეწოდა “სათაფლია”. კლდის
ნაპრალებში დაგროვებულ თაფლს ადგილობრივი მოსახლეობა
საკვებად იყენებდა.
სათაფლიის მთა ცნობილია თავისი უიშვიათესი და ულამაზესი
გამოქვაბულებით. ეს გამოქვაბული პირველად აღმოაჩინა
ქუთაისის მუზეუმის თანამშრომელმა, პედაგოგმა
პ.ჭაბუკიანმა, რომელმაც მოგვიანებით დააარსა ორგანიზაცია ამ
მნიშვნელოვანი ძეგლის დასაცავად. 1933 წელს აქ დინოზავრის
ნაკვალევი აღმოაჩინეს.
13. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას,ბანოჯასა და ხომულის ტერ
იტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ.
დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური
ხასიათისაა და შეიცავს
გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ
და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის
95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც
ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვ
ი, მუხა,პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია
ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ
გავრცელებულიატურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი.
იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის
ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე
აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე
ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი.
ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
14. კვლევებით დადგინდა, რომ ნაკვალევი
ეკუთვნის 120 მლნ წლის წინ, მეზოზოური
ერის ცარცულ პერიოდში ბინადარ
დინოზავრებს.
ნაკვალევი განლაგებულია ორ იარუსად
მერგელოვან კირქვებზე, რაც იმას
მოწმობს, რომ აქ დინოზავრების ორ ჯოგს
გაუვლია. ქვედა შრეზე აღბეჭდილია
მტაცებელი ქვეწარმავლების კვალი, ხოლო
ზედა ბალახისმჭამელ დინოზავრებს ეკუთვნის.
300 მ² ფართობზე მტაცებელი ქვეწარმავლის
150 სამთითა ნატერფალია
აღბეჭდილი, რომელთა დიამეტრი 30 სმ-ს
აღწევს. ისინი შედარებით პატარა ზომის
ცხოველებს მიეკუთვნება, რომელთა სიგრძე
დაახლოებით 2 მეტრი იყო. ზედა
შრე, რომელიც ქვედაზე ორი მეტრით მაღლა
მდებარეობს, დაფარულია ბალახისმჭამელი
დინოზავრების ნაკვალევით, რომლის
დიამეტრი 48 სანტიმეტრს აღწევს. ამ
უზარმაზარი ცხოველების სიგრძე 6
მეტრი, წონა კი 30 ტონა იყო.
15. სათაფლიას I გამოქვაბული აღმოჩენილი
იქნა პ. ჭაბუკიანის მიერ 1925 წელს
სამგურალის სერზე ზღვის დონიდან 360
მ-ის სიმაღლეზე. მღვიმეში მიედინება
პატარა ნაკადული, რომელიც ჩაედინება
ქალაქ ქუთაისში მდ. ოღასკურას
სახელწოდებით. მეცნიერთა მოსაზრებით
სწორედ ეს ნაკადული მილიონობით
წლების განმავლობაში რეცხავდა
მღვიმეს. წყლის ნაკადის რეჟიმი მერყევია
და დამოკიდებულია ატმოსფერული
ნალექების რაოდენობაზე. გამოქვაბულში
წყლის ტემპერატურა +13º-ია, ჰაერის
ტემპერატურა კი მუდმივია და
დაახლოებით +14º. გამოქვაბული
მდიდარია სტალაგმიტებით და
სტალაქტიტებით.
16. შესვლელიდან 210 მეტრში
მდებარეობს გუმბათოვანი
დარბაზი, რომლის ცენტრში
გრანდიოზული
ნაღვენთებია. მათგან ერთ-
ერთი სტალაგმიტის
აგებულებას ადამიანის
ანატომიური გულის ფორმას
ადარებენ, მისი სიმაღლე 3
მეტრს აღემატება, ხოლო
გარშემოწერილობა 12
მეტრია. სტალაგმიტზე
ჭერიდან მუდმივად
ეწვეთება კალციტებით
მდიდარი წყალი.