• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
”ლეკვი ლომისა სწორია”...
 

”ლეკვი ლომისა სწორია”...

on

  • 2,104 views

 

Statistics

Views

Total Views
2,104
Views on SlideShare
2,104
Embed Views
0

Actions

Likes
6
Downloads
30
Comments
6

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft PowerPoint

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel

16 of 6 previous next Post a comment

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    ”ლეკვი ლომისა სწორია”... ”ლეკვი ლომისა სწორია”... Presentation Transcript

    • ‖...ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია―. ისტორიის პარალელები ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ისტორიის მასწავლებელი :ნინო აბულაძე დამხმარე მასალა ქართულის პედაგოგებისათვის , ასევე მოსწავლეებისათვის
    • ისტორიის პარალელები მშობლიურ ლიტერატურასთან • თამარ მეფის ეპოქა- XII საუკუნის საქართველო • შოთა რუსთაველი ‖ვეფხისტყაოსანი‖ –XII საუკუნის გენიალური პოემა
    • მოდი შევადაროთ : • "ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი; • ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი... • მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი". ‖ვეფხისტყაოსანი‖ რა აღმოაჩინე? ‖დიდებულნი «შვიდთავე სამეფოთანი» შეიყარნენ და მისის მამიდის დედოფალ რუსუდანის პირით თამარ მეფეს მოახსენებს, რომ მან «âელ-ყოს âელითა მეფობასა და კურთხევითა გვირგვინოსან ყოფად, აღვიდეს, ამაღლდეს და დაჯდეს საყდარსა თჳსთა მამათასა»-ო. რუსუდანმა ეს თხოვნა თავის ძმისწულს გადასცა და თამარი «დამორჩილდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შვიდთავე [სამ]მ[ე]ფოთასა». თამარის ისტორიკოსი ‖
    • აქვე ვიფიქროთ , რის ასოციაციას გვაძლევს შვიდი? • თამარ „შვიდმნათობიერი―. (ლევან სანიკიძე – წიგნი ) • ამ ციფრს ეგვიპტელები და ბაბილონელები გნსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და „სიცოცხლის რიცხვად― მიიჩნევდნენ, კერძოდ შვიდი სამის და ოთხის ჯამს შეადგენს. სამი დედა, მამა, შვილი. ანუ სიცოცხლის საფუძველი; ხოლო ოთხი - ჰორიზონტის ოთხ მხარეს შეადგენს.... დათვალე მზე და ვარსკვლავები , რა ციფრს იღებ? მოიძიეთ საინტერესო მასალები, დაუკავშირეთ ‖ვეფხისტყაონს‖ ... თავად გახდით ‖პატარა მკვლევარები‖ მ-შვიდ-ობა ჩვენდა !
    • როგორ ფიქრობთ , არის აუცილებელი ისტორიის გახსენება?! • რამდენად გვეხმარება ქართულის უკეთ შესწავლაში იმ ეპოქის გახსენება , რომელშიც ხდება მოქმედება ნაწარმოებში ? • თუ ‖ვიმოგზაურებთ ‖ მე-12 საუკუნეში,გავიხსენებთ ‖ოქროს ხანას‖, შევძლებთ თუ არა ‖ვეფხისტყაოსნის‖ ლაბირინთებში , სადაც არსად არ არის ნახსენები საქართველო , აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა? მოდით , ვცადოთ ერთად ....
    • მოდით , ისევ გავავლოთ პარალელი , პოემასა და ეპოქას შორის ‖ვეფხისტყაოსნის‖ მთავარი მოქმედი პირი , როსტევან მეფის ასული თინათინი მხოლოდ იმიტომ ადის ტახტზე, რადგან სხვა "ძე", სამეფოს არ ჰყავს.... ახლა გავიხსენოთ თამარის სამეფო ტახტხზე ასვლა- ის ხომ ერთადერთი მემკვიდრეა გიორგი მეფისა, სხვა მემკვიდრე საქართველოს არ ჰყავდა... მოდით ვიმოგზაუროთ XII საუკუნეში, გავიხსენოთ ‖ოქროს ხანა ‖საქართველოში‖
    • თამარ მეფე საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად.
    • 1184-1207 (1210, 1213) ტიტული"მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი‖ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ‖გადაჭიმული‖ საქართველო
    • სახელმწიფო მმართველობის სისტემა , რომლის რეფორმა დაიწყო დავით აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარ მეფის დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა , რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციასქვეყნის მართვას
    • სახელმწიფო მმართველობა XII საუკუნეში • საქართველოს სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე; • უმნიშვნელოვანეს საკითხების გასაწყვეტად იკრიბებოდა დარბაზი (სათათბირო) • თამარის პერიოდში გვყავდა 6 ვაზირი 1.მწიგნობართუხუცეს -ჭყონდიდელი; (უპირველესი, შეგვიძლია შევადაროთ პრემიერს) 2.ამირსპასალარი; (სამხედრო უწყების ხელმძღვანელი) 3.მანდატურთუხუცესი; (დღ.შინაგან საქმეთა მინისტრი) 4.მეჭურჭლეთუხუცესი ;(დღ. ფინანსთა მინისტრი) 5.მსახურთუხუცესი; (სამეფო ოჯახის მეურნეობის გამგებელი) 6.ათაბაგი (მემკვიდრის აღმზრდელი)
    • ”ქართველი ერისათვის მაშინაც და შთამომავლობისთვის დიდი თამარის სახელი იმიტომ იყო სათაყვანებელი, რომ ზესთაბუნებრივის ძალით მასში შეერთებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა, სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე, განურისხებელი გული” ივანე ჯავახიშვილი
    • საქართველო XII საუკუნეში ეკონომიკური და სოციალური ვითარება ქვეყნის გაერთიანებამ , სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და თურქსელჩუკების განდევნა , ბუნებრივია ხელს უწყობდა საქართველოს ეკონომიკურ სოციალურ განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად , მაღალ დონეს აღწევს ხელოსნობა და ვაჭრობა
    • საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება დამყარებული იყო თავისი დროისათვის განვითარებულ მრავალდარგოვან ეკონომიკაზე. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითებს სარწყავი არხების რთული სისტემის შექმნა. მაგალითად, თამარ მეფის დროს გაყვანილი მარტო ერთი ასეთი არხი სიგრძით 119 კმ იყო და 53 ათას ჰა ფართობს რწყავდა. არხების მშენებლობას თან სდევდა მემინდვრეობისა და მებაღეობამევენახეობის შემდგომი განვითარება. საქართველოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, სელი, ბამბა, გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეცხოველეობა.
    • თამარი მეფის პერიოდის მონეტები • 1 . მოჭრილია 1187 წელს .სპინლენძის მონეტა. ერთ მხარე კარგად იკითხება თანმარი , მეორე მხარეს არაბული წარწერაა, როგორ ფიქრობთ რატომ? • 2.1200 წელს მოჭრილი მონეტა . იკითხება ‖თამარ დავითი‖ (დავით სოსლანი) მონეტაზე ქართული და ებრაული წარწერებია, როგორ ფიქრობთ , რატო? მოდით ორი ფაქტი გავიხსენოთ ისტორიიდან ..... მონეტის სურათები გადმოტანილია http://www.adami.ge/fuli/510-7-udzvelesi-qarthulimoneta.html
    • მოდით , ვიფიქროთ , რატომ არის ‖ოქროს ხანაში‖ მოჭრილ მონეტაზე არაბული წარწერა? ისევ ისტორია გავიხსენოთ ... 1122 წელს, მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი არაბებისაგან გაათავისუფლა, როგორ მოექცა დავითი არაბებს?! დავით აღმაშენებელმა არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც, რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან. პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, დავითმა მუსლიმები სახელმწიფო გადასახადისგან ერთი წლით გაათავისუფლა. ‖თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აღმოცენებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, საქართველოს ჰყავდა მეფე, რომელიც აცნობიერებდა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და თავისუფალი ვაჭრობის როლს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დავითმა ისიც კი მოახერხა, რომ შუა საუკუნეებში საერთაშორისო ვალუტა შემოეღო. მე-12 საუკუნეში, საქართველოში მეფობდა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით უსწრებდა მის თანამედროვე ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ ნებისმიერ ქვეყანას‖ მაკა ჭითანავა და ფლორიან ბიერმანი
    • არაბული წარწერების გაჩენა ქართულ მონეტებზე ხელს უწყობდა მათ თავისუფალ მიმოქცევას საქართველოს ფარგლებს გარეთ ...ქართულ ფულს ასეთი წარწერები საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებდა და ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობდნენ საქართველოში ძლიერი მონარქები , გასაკვირი არ არის , რომ ‖ვეფხისტყაოსანშიც‖ გვხვდება ვაჭართა ფენა და თამარის მეფობის პერიოდსაც თუ გავიხსენებთ, მას ერთობ საპასუხიმგებლო საქმესაც ავალებენ, ტამარ მეფის საქმროდ შერჩეულ-გიორგი რუსის ჩამოყვანას ... «უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი [სახელით]ზანქან ზორაბაბელ» და რუს დიდ-მთავრისშვილის ჩამოყვანა მიანდეს. მან «მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰონეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარეს[ს] პაემნისა».
    • რატომ გვხვდება თამარის მეორე მონეტაზე ებრაული წარწერა ?! მოდით გავიხსენოთ ბაგრატოვანთა სამეფო გვარი ბაგრატიონთა გვარის მემატიანეს სუმბატ დავითის ძის მიხედვით , გუარამ ბაგრატიონი პირველია ვინც დაწინაურდა მე-6 საუკუნეში და ქვეყნის სათავეში მოექცა. ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციიდან -სპერიდან იყვნენ, თუმცა თავიანთ თავს ბაგრატიონები ებრაელი მეფეების დავითისა და სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ , ფარნავაზიანთა დინასტიის შემდეგ , ბაგრატიონთა სამეფო გვარი საქართველოს მართავდა მე-19 საუკუნემდე .... შეგიძლია კითხვას ამ ფაქტის მიხედვით უპასუხო? სამე ფო გერბზე გამოსახულია ქრისტეს კვართი, დავითის ქნარი, შურდული (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით )
    • ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება და გაძლიერება , ეკონომიკური წინსვლა და აღმავლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კულტურის განვითარებისათვის წყაროსთავის ოთხთავი თამარის მეფობის დროს, 1195 წელსაა გადანუსხული და შემკული; ხელნაწერი მღვდელთმთავარ იოანე საფარელ-მტბევარის დაკვეთით წყაროსთავის მონასტრისათვის გადაიწერა და შეიმკო;
    • ქართული არქიტექტურის მონუმენტური ძეგლებიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია (XII ს.), ფიტარეთისა და ბეთანიის ეკლესიები (XIII ს-ის დასაწყისი) და სხვ. ეკლესიამონასტრებმა შემოინახეს ქვის მხატვრული დამუშავებისა და კედლის მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშები. განვითარების მაღალ დონეზე იდგა აგრეთვე ხელნაწერი წიგნების გაფორმება, ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის წარმოება და სხვ.
    • არა მხოლოდ ამ ეპოქის , არამედ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის ‖ვეფხისტყაოსანი‖ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთველის ფრესკა დავალება : მოიძიეთ მასალები და ისაუბრეთ ამ ფრესკის მნიშვნელობის შესახებ.
    • „საუკუნეების განმავლობაში „ვეფხისტყაოსანმა― მძიმე გზა გამოიარა, არაფერი ვიცით თავად ავტორის შესახებ, თუმცა მთავარი სათქმელი პოემაშია გაცხადებული. ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შთამომავლებს გვავიწყდება, რომ ეს ნაწარმოები საუკუნეებს სწორედ ძველმა ხელნაწერებმა გამოატარა უვნებლად, ძველმა კალიგრაფებმა, მწიგნობრებმა, რედაქტორებმა. ძველ ხელნაწერ მემკვიდრეობას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ‖ ბუბა კუდავა
    • იცოდით, რომ : 164 ხელნაწერია ჩვენამდე მოღწეული. ყველაზე ძველი ხელნაწერი 1590-1600 წლებში გადაწერილი ნუსხაა, იოანე კათალიკოსის (ავალიშვილი) მიერ შექმნილი (დაცულია ხელნაწერთა ცენტრში); ყველაზე უხვად ილუსტრირებულია ე.წ. "წერეთლისეული" ხელნაწერი, რომელსაც 87 მინიატურა ახლავს. მეტნაკლებად სრული ხელნაწერები მოგვეპოვება მე-17 საუკუნიდან, მათზე ძველია ორიოდე ხელნაწერი, ასევე თითო-ოროლა სტროფითა და ტაეპუთ შემონახული მინაწერები (ძველ ხელნაწერებზე) და ერთადერთი ეპიგრაფიკული წარწერა ვანის ქვაბებში.
    • ზემოთ – ლევან დადიანი. ქვემოთ – რუსთაველი კარნახობს თავაქარაშვილს ―ვეფხისტყაოსნის‖ დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარმინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია ―ვეფხისტყაოსნის‖ერთ ერთ უძველეს თარიღიან ხელნაწერად.
    • ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში აქ გვხვდება "ვეფხისტყაოსნის― ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შმოინახეს, "ვეფხისტყაოსნისა" " სტროფთა უძველესი ნიმუშები.
    • ‖ვეფხისტყაოსნის ‖ 164 ხელნაწერიდან 110-მდე ნუსხა და 30-მდე მინაწერის შემცველი სხვა ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავში: ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკა, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პარიზი), ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუგტონის ბიბლიოთეკა, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (სანკტ- პეტერბურგი) და ა.შ.
    • "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები, რომლებიც ინახება ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონში (ინგლისი):
    • პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი― 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დაარსებულ სტამბაში (1708-1709) მხედრული შრიფტით გამოიცა „ვეფხისტყაოსანი― სტამბაში დაბეჭდილი პირველი საერო წიგნი იყო. იგი პოემის მოკლე რედაქციას შეიცავს, რომლის შემუშავებას საფუძვლად დაედო XVII საუკუნეში ზაზა ციციშვილის დაკვეთით შექმნილი ნუსხა.
    • „ვეფხისტყაოსანი― 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. პოემის სრული თარგმანი ფრანგულ ენაზე ეკუთვნის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას (18521919), რომელსაც თარგმნისას ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე, მწერალი არტურ გუნდაკერ ფონ ზუნტერი და მისი მეუღლე, ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, თარგმანი ამჟამად დაკარგულია. მკვლევართა შორის საუკეთესოდაა აღიარებული ინგლისელი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოიცა.
    • ქეთრინ ვივიანი წაიკითხა პოემის მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქართული ენის შესწავლა და ვეფხისტყაოსნის თანამედროვე ინგლისური თარგმანის შესრულება.. 1972 წელს, თარგმანზე მუშაობის პერიოდში იგი პირველად ეწვია საქართველოს .
    • ’’შენ, დედაჩემის მზითევო, ფარხმალო მამაპაპისა...’’გოგლა ლეონიძე როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაეტანებინათ აუცილებლად მზითევში ძველად ?!
    • შოთა რუსთაველის ''ვეფხისტყაოსანი'' ქართული სულიერი კულტურის გვირგვინია ძველად ამ პოემას ქალებს მზითევში ატანდნენ ; რატომ? ამას მიხვდებით როცა გულით და გონებით ‖ჩაწვდებით‖ამ პოემას . წარმატებას გისურვებთ!
    • იუნესკომ 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. შეიყვარე შენი წარსული, ისწავლე და ასწავლე სხვებს კეთილი სურვილებით ნინო აბულაძე დიდი მადლობა
    • გამოყენებული ლიტერატურა • . ‖ვეფხისტყაოსანი‖ როგორც დიპლომატიის სახელმძღვანელო. თორნიკე შარაშენიძე HTTP://BLOGGER.GE/POST/240 • HTTP://ARMURI.4FORUM.BIZ/T610-TOPIC • HTTP://STUDINFO.GE/2013/11/28/„ვეფხისტყაოსნის― უძველესი ხელნაწერების გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში • HTTP://WWW.NPLG.GOV.GE • HTTP://KARTVELOLOGI.TSU.GE • საქართველოს ისტორია. ტ.II • ივ.ჯავახიშვილის შრომები. ტII • ვაჩნაძე.გურული .საქართველოს ისტორია • ნოდარ ასათიანი საქართველოს ისტორია • HTTP://SAUNJE.GE/