Your SlideShare is downloading. ×
BOG IT Internship Program
BOG IT Internship Program
BOG IT Internship Program
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

BOG IT Internship Program

142

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
142
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
0
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. V Bank of Georgia „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტაჟირების პროგრამა პროგრამის მიმოხილვა: ინფორმაციული ტექნოლოგიების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საშუალებას გაძლევთ შეიქმნათ რეალური შესაძლებლობა გახდეთ კომპანიის გუნდის წევრი, რომელიც სწრაფად ცვალებადი ბიზნეს პრიორიტეტებისა და საბაზრო პირობების გათვალისწინებით მუდმივად იყენებს ინოვაციურ სისტემებსა და უახლეს ტექნოლოგიებს. ჩვენ ვეძებთ ტექნიკური და მათემატიკური განათლების მქონე მოტივირებულ, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ვისაც აინტერესებს და აქვს მიდრეკილება ტექნოლოგიებისადმი. სტაჟირების განმავლობაში გაეცნობით ბაზარზე არსებულ ყველაზე მოწინავე სისტემებს, ხოლო უშუალოდ სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევების დაძლევით შეიძენთ უნიკალურ გამოცდილებას. პროგრამა მოიცავს 12 თვიან ტრენინგპროგრამას და გულისხმობს, როგორც საფუძვლიანი ცოდნის, ასევე გამოცდილების შეძენას, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, დაიწყეთ თქვენი კარიერა ჩვენი სტაჟირების პროგრამით. მოიმარჯვეთ თქვენი ნიჭი, ინოვაციური აზროვნება, სწრაფვა მიზნის მიღწევისთვის და შემოგვიერთდით! პროგრამის აღწერა: გამოწვევებით აღსავსე ტრენინგპროგრამა უზრუნველყოფს, როგორც ტექნიკური, ასევე ბიზნეს საკითხების გაცნობას, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით გააგრძელოთ თქვენი შემდგომი კარიერა. საწყისი 3 თვიანი პერიოდი წარმოადგენს პროგრამის ზოგად კურსს, მოიცავს სხვადასხვა IT დისციპლინებს, მაგალითად: Relational Database Concepts, Oracle Architecture, SQL Language Reference, PL/SQL Language Reference, Java, Language Basics, .Net Technologies და სხვა საკითხებს; გაეცნობით ძირითადი საბანკო სისტემის ზოგად არქიტექტურას, ბანკის პროდუქტებს, პროცესებს და ზოგადად საბანკო და საფინანსო სფეროს. საწყისი სამთვიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ აგრძელებთ სტაჟირების პროგრამის უკვე ძირითად 9 თვიან ეტაპს. აღნიშნულ ეტაპზე, ტრენინგის გაგრძელებასთან
  • 2. V Bank of Georgia ერთად, ერთვებით რეალურ სამუშაო პროცესში. გაეცნობით IT პროექტების განხორციელების სპეციფიკას, სხვადასხვა საბანკო მოდულსა და ძირითადი საბანკო სისტემის ფორმებისა და რეპორტების დეველოპმენტის პროცესს, ასევე გაიღრმავებთ ცოდნას ტრენინგპროგრამის საწყის ეტაპზე გავლილი საკითხების შესახებ. სტაჟირების პერიოდში ასევე ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს, რაც დაგეხმარებათ პროფესიული ქსელის განვითარებაში, მეტი ინფორმაციის მიღებაში კომპანიის საქმიანობის შესახებ, რაც შედეგად საშუალებას მოგცემთ სწორად წარმოიდგინოთ და დასახოთ თქვენი შესაძლო სამუშაო პროცესი „საქართველოს ბანკში“. სტაჟირების განმავლობაში თქვენგან მოველით ტრენინგპროგრამის სრული რესურსის გამოყენებას, რაც დაგეხმარებათ: შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და მიმართულებები შემდგომი განვითარებისთვის, შეიძინოთ სიღრმისეული ცოდნა, მნიშვნელოვანი გამოცდილება და შედეგად შეიქმნათ გრძელვადიანი წარმატებული კარიერის შესაძლებლობა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში. თქვენი წარმატება ფასდება ტრენინგპროგრამის ყველა ეტაპზე; პროგრამის დასასრულს განიხილება ყველაზე ძლიერი მონაწილეების დასაქმების შესაძლებლობა „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა IT პოზიციებზე. სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია. ამასთან სტაჟირების პირობები, ანაზღაურების ჩათვლით, განიხილება წარმატებულ კანდიდატებთან. პროგრამის მოთხოვნები:  ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, ფიზიკის მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ახალკურსდამთავრებულები, მაგისტრატურის სტუდენტები;  მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მნიშველოვანია თქვენი სხვა პროფესიული მიღწევებიც;  ძლიერი ინტერესი და მიდრეკილება ტექნოლოგიებისადმი;  ცნობისმოყვარეობა, სწავლის სურვილი, მოტივაცია, ინიციატივა, კომუნიკაციური უნარები, ინტელექტი, კრეატულობა, ინტერპერსონალური უნარები;  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. შერჩევის პროცესი: შერჩევის პროცესი მოიცავს:  პირველადი გადარჩევა – კანდიდატის შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;  ტესტირება – უნარების (მათემატიკა, ლოგიკა, ანალიტიკა, არასტანდარტული მიდგომა) და პროფესიული ტესტები (ალგორითმების შექმნა; შედეგი შესაძლებელია აღწერილ იქნას როგორც ფსევდო კოდის სახით, ასევე ბლოკ სქემებით ან პროცესის აღწერით);
  • 3. V Bank of Georgia  გასაუბრება – კანდიდატის კომპეტენციებისა და ცოდნის შესაბამისობის დადგენა/შეფასება. როგორ გამოვაგზავნოთ რეზიუმე: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება ზემოთ აღწერილ პროგრამას და გსურთ გახდეთ „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტაჟირების პროგრამის მონაწილე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე ITinternship@bog.ge 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით. გთხოვთ რეზიუმეში/სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო IT მიმართულება. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვინც წარმატებით გაივლის პირველადი გადარჩევის ეტაპს. იგრძენი მომავალი – შემოგვიერთდი! პერსონალის შერჩევის ჯგუფი ელ.ფოსტა: inforecruit@bog.ge ტელ: +995 32 2444 – 422 ვებგვერდი: jobs.bog.ge

×