ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა                 თანამედროვე საქართველოში: 2000–2011 წლებითემის აქტუ...
წლამდე, საბჭოთა დროინდელი საქართველოს ინფლაცია1. ლარის შემოღებიდანდღემდე შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით ინ...
მომდევნო     პერიოდში      ინფლაცია      თანდათანობით        კლებადი     ტენდენციითხასიათდება, რაზეც წარმოდგენას ქვემორე ც...
საქართველოში სხვაობა დეკემბრის 12–თვიან ინფლაციასა და საშუალო წლიურინფლაციას შორის ლარის შემოღებიდან განვლილ პერიოდში მხოლ...
მიმოქცევაში წლიდან წლამდე ფულის სულ უფრო მზარდი მასა სჭირდება, ანუფულის მასის ერთეულზე სულ უფრო ნაკლები მთლიანი შიდა პროდუ...
საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღებიდან განვლილი16 წლის მანძილზე ოთხჯერ შემცირდა (შედარებისათვის: აშშ...
ქვემოთ მოტანილია ინფორმაცია საქართველოში მიმოქცევაში არსებული ლარისფულის მასაზე და ამ უკანასკნელის მსყიდველობითი უნარიანობ...
ამასთან, მიუხედავად საწვავის ფასების ზრდისა, საშუალო ხელფასით ბენზინისყიდვის შესაძლებლობა განვლილ პერიოდში 4.6–ჯერ გაიზარდ...
მათ შორის:სურსათის მიხედვით                       88.6      84.0       80.9       65.9   65.3ბენზინის მიხედვით            ...
აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდის საშუალო წლიურიტემპი    ხელფასის ზრდის საშუალო ტემპს დაახლოებით 1.6–ჯე...
აღნიშნული      გარემოება     განაპირობებს      საზღვარგარეთიდან        საქართველოშიგანხორციელებული ფულადი გზავნილების ყველ...
აშშ დოლარზე საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ზემოხსენებულმა     „ორმაგმა პრესინგმა“ ის შედეგი გამოიღო, რომ მიუხედავა...
ინფლაციის დონეს განსაზღვრავს ორი გარემოება: ინფლაციის გასაანგარიშებელ     კალათაში მოხვედრილი საქონლის (ე.წ. საქონელ-წარმო...
სულინფლაციასურსათის 2000წლის წონებით    4.6           3.4   5.4           7     8.1    5.9     8.9 11.4     5.5    3.2 14....
მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიანი 5 პროცენტის ფულადი ხარჯების 55პროცენტი მოდის სურსათზე, მაშინ როდესაც ყველაზე მაღალშ...
დასკვნალარის შემოღების შემდეგ საქართველომ თავი დაღწია ფასების ჭენებით ზრდას13,თუმცა ინფლაციის ტემპი საქართველოში ჯერადად მ...
ნიშნულზე მაღალი ინფლაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2011წლის ფასების საშუალო წლიურმა ინდექსმა 2000 წელთან 20...
გამყარების გამო ამჟამად ფასების დონე საქართველოში ჩამორჩება აშშ–ისას მხოლოდ1.7–ჯერ   (2000    წელს     –   3.3–ჯერ).   თუმ...
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა

5,470

Published on

0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total Views
5,470
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
78
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა

  1. 1. ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა თანამედროვე საქართველოში: 2000–2011 წლებითემის აქტუალობა საქართველოსათვისინფლაცია (ლათ. inflatio – გაბერვა) რთული, მრავალფაქტორული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა, ამ სიტყვის ფართო გაგებით იგი ფულის გაუფასურებაა,რომელიც გამოვლინებას პოულობს ფასების ზრდაში. იგი ასევე მოიაზრება, როგორცფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ფაქტობრივად, ინფლაცია და ქვეყანაშიფულის მსყიდველობითი უნარიანობა უკუპროპორციული სიდიდეებია. - რაც უფროიზრდება ერთი, მცირდება მეორე, და პირიქით. ამასთან, რადგანაც ქვეყანაშიმიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის ლარი,ფულადი ტრანზაქციების, კრედიტებისა და დეპოზიტების დიდი მასა სხვავალუტაში (აშშ დოლარებში, ევროებში და ა.შ.) ხორციელდება. შესაბამისად, მათიმსყიდველობითი უნარიანობაც იცვლება უკვე არა მხოლოდ ინფლაციის, არამედსავალუტო კურსის ცვლილების-და მიხედვით.საქართველოში 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ადგილი ჰქონდაჰიპერინფლაციას - ფასები 1995 წელს 1990 წელთან შედარებით თითქმის 400 ათასითგაიზარდა, და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის რეკორდიინფლაციური პროცესების დინამიზმის მიხედვით, მან იმდენად ღრმა და ნეგატიურიკვალი დატოვა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ დღემდეინფლაციისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს იმ იშვიათ (თუ არა ერთადერთ)მოვლენას, რომლისადმიც ხელისუფლებისა და საზოგადოების, „პოზიციისა“ დაოპოზიციის დამოკიდებულება ფაქტობრივად იდენტურია. შესაბამისად,ხელისუფლების, მედიის, სამეცნიერო საზოგადოებისა და რიგითიმოქალაქეებისთვის აბსოლუტურად არაა სულერთი პროცესები, რომლებიცმიმდინარეობს ქვეყანაში და რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ არა მარტოქვეყნის ფულად–საკრედიტო სისტემის მდგრადობას, არამედ მთელი ეკონომიკისეფექტურობას და განვითარების პერსპექტივებს, თითოეული მოქალაქისა თუშინამეურნეობის მსყიდველობით უნარიანობას და კეთილდღეობას. აღნიშნულიგარემოება ასახულია საქართველოს ორგანულ კანონშიც „ეროვნული ბანკის შესახებ“,სადაც აღნიშნული ინსტიტუტის ამოცანებისა და ფუნქციების ჩამონათვალი იწყებაშემდეგი დებულებით:„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასებისსტაბილურობის უზრუნველყოფა“ (მუხლი 3, პ. 1).1990-იანი წლების პირველ ნახევარში ჰიპერინფლაციიის ფონზე ერთი შეხედვითშედარებით ნაკლებად აქტუალური ჩანს ინფლაციური პროცესები ლარის შემოღებისშემდგომდროინდელ პერიოდში, ისევე როგორც ერთგვარად მიჩქმალულია 1991 1
  2. 2. წლამდე, საბჭოთა დროინდელი საქართველოს ინფლაცია1. ლარის შემოღებიდანდღემდე შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით ინფლაციურიპროცესების დათრგუნვა ეროვნული ბანკისა და 1994 წლიდან მისიყველადროინდელი ხელმძღვანელობის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ფასების ლიბერალიზაცია გავდა დახურულჭურჭლიდან სარქველის აგლეჯას შიდა წნევის მატების გამო. შედეგად, სულ რაღაცრამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა კეთილდღეობის საკმაოდ მაღალიდონიდან გადაიქცა საზოგადოებად, სადაც სიღარიბემ მასობრივი ხასიათი მიიღო.ინფლაციური პროცესები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდებოდნენ. - თუ 1980-1989 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 0.6 პროცენტი იყო, 1990 წელს საშუალოთვიურმა ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა, 1991 წელს, ასევე საშუალო თვიურმაინფლაციამ - 4.9%, 1992 წ. – 21.3%, 1993 წ. – 34.6%, ხოლო 1994 წელს 56.3% შეადგინა.მთლიანად, 1995 წელს 1990 წელთან შედარებით ფასები საქართველოში 356.9ათასჯერ გაიზარდა2, მაშინ როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა თითქმის4-ჯერ. ცხრილი N 1 სამომხმარებლო ფასებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ინდექსები საქართველოში 1991-1995 წლებში (1990 წ. = 1) 1991 1992 1993 1994 1995სამომხმარებლო ფასების 1.78 18.1 638.7 135717.2 356936.1ინდექსიმთლიანი შიდა პროდუქტის 0.728 0.401 0.283 0.254 0.261ინდექსი1 1980–იანი წლების ბოლომდე სსრკ–ის ერთიან არასაბაზრო სისტემაში ინკორპორირებულსაქართველოში ოფიციალური ინფლაციის პარალელურად ადგილი ჰქონდა დათრგუნულ, ფარულინფლაციას, რომელიც რამდენჯერმე უფრო მაღალი იყო ოფიციალურ ინფლაციასთან შედარებით.მაგალითად, 1981–1989 წლებში თუ ფასების საშუალო წლიური მატება შეადგენდა მხოლოდ 0.6პროცენტს, ინფლაციის რეალური მაჩვენებელი – ოფიციალური, ღია და დათრგუნული ინფლაციისჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 4.1 პროცენტს, ანუ თითქმის 7–ჯერ მეტს. აღნიშნული გარემოებისგათვალისწინებით, ფასები 1961-1990 წლებში 265%-ით გაიზარდა, ხოლო 1990 წლის 1 მანეთი 1961წლის მხოლოდ 26 კაპიკის ექვივალენტური იყო. 1990 წლისთვის ოჯახების ფულადი შემოსავლებისთითქმის 15 პროცენტი ინფლაციური ემისიის დასაფარავად მიემართებოდა. - დაწვრილებითიხილეთ: იოსებ არჩვაძე. „რა ღირს მანეთი?“. – „რესპუბლიკა“, 6 ოქტომბერი, 1990.2 სსრკ–ის დაშლის შემდეგ ფასები იზრდებოდა ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, თუმცა ამ მხრივსაქართველომ თავისებური რეკორდი დაამყარა. 1995 წელს 1990 წელთან შედარებით თუსაქართველოში ფასები გაიზარდა 356.9 ათასჯერ, რუსეთის ფედერაციაში – „მხოლოდ“ 4653.6–ჯერ,ანუ საქართველოსთან შედარებით 76.7–ჯერ ნაკლებად. 2
  3. 3. მომდევნო პერიოდში ინფლაცია თანდათანობით კლებადი ტენდენციითხასიათდება, რაზეც წარმოდგენას ქვემორე ცხრილი იძლევა3. ცხრილი N2 ინფლაციური პროცესების დინამიკა 1996-2011 წლებში (საშუალო წლიური; პროცენტი) 1996-2000 2001-2005 2006-2010 2011ინფლაციის საშუალო 13.8 5.8 9.2 8.5წლიური ტემპი2000 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში, 2011 წლის ჩათვლით, საქართველოში 12-თვიანი პერიოდის მიხედვით ყოველი მეხუთე თვე ორნიშნა ინფლაციური, ხოლოყოველი მესამე თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო4.მიუხედავად ინფლაციის დაბალი ტემპებისა, ცალკეული სასაქონლოჯგუფებისათვის დამახასიათებელია ფასების დინამიური ცვლილება, რის გამოცმათი მასშტაბი და თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება 10-15 წლისწინანდელი თანაფარდობისაგან, მით უფრო – 1980-იანი წლების დროინდელითანაფარდობისაგან.სტაბილური, მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, როგორც წესი,დამახასიათებელია ინფლაციის საშუალო წლიური და დეკემბრის თვის 12–თვიანიინფლაციის ტემპების მაქსიმალური დაახლოება. ასეთ ქვეყნებში ეკონომიკასტაბილურად ვითარდება, არ ახასიათებს შოკები და ჩავარდნები, მაშინ როცაარამდგრად ეკონომიკაში პროცესები არასტაბილურად ვითარდება და სხვაობაცზემოხსენებული პერიოდების მიხედვით გაანგარიშებულ ინფლაციის მაჩვენებლებსშორის საკმაოდ დიდია.ასე მაგალითად, 1996–2011 წლებში აშშ–ში ყოველწლიური საშუალო სხვაობაინფლაციის საშუალო წლიურ და დეკემბრის ინფლაციას (12–თვიან) ინფლაციასშორის შეადგენდა მხოლოდ 0.86 პროცენტს, მაშინ როდესაც საქართველოში – 4.28პროცენტულ პუნქტს, ანუ თითქმის ხუთჯერ მეტს.3 2011 წელს საშუალო წლიური ინფლაციის 8.5-პროცენტიანი დონის პირობებში დეკემბრის ინფლაციაწინა წლის დეკემბერთან შეადგენდა მხოლოდ 2.0 პროცენტს.4 2001-2011 წლების 132 თვიდან ორნიშნა ინფლაცია 12-თვიანი პერიოდისათვის დაფიქსირდა 28თვეში, დეფლაციური თვე წინა თვესთან შედარებით - 38 თვის განმავლობაში, ხოლო 2009 წლისაგვისტოში დაფიქსირდა დეფლაცია 12-თვიანი პერიოდისათვის. 3
  4. 4. საქართველოში სხვაობა დეკემბრის 12–თვიან ინფლაციასა და საშუალო წლიურინფლაციას შორის ლარის შემოღებიდან განვლილ პერიოდში მხოლოდ 4 წლისმანძილზე (1997, 2000, 2002, 2006 წწ.) იყო ერთ პროცენტზე ნაკლები, კიდევ 4 წლისმანძილზე ეს სხვაობა იყო 1–2 პროცენტის ფარგლებში, ხოლო 4 წლის (1996, 1998,1999, 2011) ეს სხვაობა 6 პროცენტს აღემატებოდა.ბოლო წლებში ინფლაციურ პროცესებში ზოგადად, მათ შორის საქართველოში,გამოიკვეთა სასურსათო საქონელზე ფასების წინმსწრები ზრდა ინფლაციისმაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში 2000 წელთან შედარებით საშუალოწლიური ინფლაცია 6.42 პროცენტი იყო, მათ შორის სასურსათო საქონელზე - 8.3პროცენტი, ხოლო დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე - 4.5 პროცენტი, ანუსასურსათო საქონელზე ფასები ბოლო წლებში 1.8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდადანარჩენი სამომხმარებლო დოვლათის ფასებთან შედარებით. ბოლო 11 წლისმანძილზე (2001-2011 წწ.) სურსათზე ფასების მატებაზე მოდიოდა ინფლაციის 4/5-ზემეტი (82%). აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებსფიქსირებულ- და დაბალშემოსავლიან ოჯახების კეთილდღეობაზე, რომელთაფულადი სახსრების დიდი ნაწილი პირველ რიგში სურსათზე მოთხოვნილებისდასაკმაყოფილებლად მიემართება. იმის გათვალისწინებით კი, რომ ბოლო წლებშიგანსაკუთრებით გაიზარდა ცალკეული კომუნალური მომსახურების ტარიფებიც,აღნიშნული კატეგორიის შინამეურნეობების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეიქნება.ინფლაციის ასახვა მონეტარულიაგრეგატების პროპორციებშიინფლაციური პროცესებმა გავლენა მოახდინა ფულის ძირითადი აგრეგატებისპროპორციებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის მონეტიზაციის დონეზე.2011 წლის ბოლოს 1995 წლის დეკემბერთან შედარებით მონეტიზაციის დონე (M3აგრეგატის მიხედვით)5 გაიზარდა 6.3-ჯერ, 2000 წელთან შედარებით კი - 3.1-ჯერ;შესაბამისად, იმავე პროპორციით შემცირდა ფულის ბრუნვის სიჩქარე (ფულის იმავეაგრეგატის მიხედვით). მთლიანი შიდა პროდუქტის ერთსა და იმავე მასას5 მონეტიზაციის დონე M3 აგრეგატის მიხედვით - ბანკებს გარეთ არსებული ფულის მასისა დაეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ჯამი, გაყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტისმასაზე. მონეტიზაციის დონე წარმოადგენს ფულის ბრუნვის სიჩქარის შებრუნებულ მაჩვენებელს. 4
  5. 5. მიმოქცევაში წლიდან წლამდე ფულის სულ უფრო მზარდი მასა სჭირდება, ანუფულის მასის ერთეულზე სულ უფრო ნაკლები მთლიანი შიდა პროდუქტი მოდის6.აღნიშნული პროცესი, ერთი მხრივ, ინფლაციისა და, მეორე მხრივ, ლარისმსყიდველობითი უნარიანობის შემცირების მგრძნობიარე ინდიკატორია. ცხრილი N 3 მთლიანი შიდა პროდუქტი და ფულის აგრეგატები საქართველოში (წლის ბოლოს მდგომარეობით) მშპ. ეროვნული მონეტიზაციის ფულის მიმდინარე ვალუტა კოეფიციენტი ბრუნვის ფასებში, მლნ. მიმოქცევაში, (M3-ით) სიჩქარე ლარი მლნ. ლარი (M3-ით)1995 3442.0 131.365 4.12 24.272000 6043.0 329.137 8.40 11.912005 11621.0 811.400 14.78 6.772010 20743.0 1618.180 25.92 3.862011 24229.0 1753.584 25.90 3.862011 წელი %-ით:1995 წელთან 703.9 1334.9 628.6 15.92000 წელთან 400.9 532.8 308.3 32.4ინფლაცია და ლარის მსყიდველობითი უნარიანობაინფლაცია უშუალო კავშირშია ეროვნული ვალუტის - ლარის მსყიდველობითუნარიანობასთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ საქონლის რაოდენობას, რომლისშეძენაც შესაძლებელია მოცემული ფულადი ერთეულით. ბუნებრივია, საქონლისფასის მატებისას ფულის ერთეულით სულ უფრო ნაკლები რაოდენობის საქონლისშეძენაა შესაძლებელი. ინფლაცია და ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობაუკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან, რის გამოც ლარის მსყიდველობითიუნარიანობა სამომხმარებლო ფასების ინდექსის შებრუნებული მაჩვენებელია.აღნიშნულის გათვალისწინებით ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისიშემოღების დღიდან (1995 წ.) 2011 წლის ბოლოსათვის თითქმის 4–ჯერ შემცირდა,ხოლო 2000 წელთან შედარებით – 2–ჯერ და მეტად. სხვაგვარად რომ ვთქვათ,6 2011 წელს 1995 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა გაიზარდა 13.3-ჯერ, ხოლო მშპ -მხოლოდ 7.0-ჯერ, 2000 წელთან შედარებით, შესაბამისად, 5.3-ჯერ და 4.0-ჯერ. 5
  6. 6. საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღებიდან განვლილი16 წლის მანძილზე ოთხჯერ შემცირდა (შედარებისათვის: აშშ–ში აშშ დოლარისმსყიდველობითი უნარიანობის 4–ჯერად შემცირებას 41 წელი „დასჭირდა” (1976–2011 წწ.), ხოლო 2011 წლისთვის 1995 წელთან შედარებით აშშ–ში დოლარისმსყიდველობითი უნარიანობა შემცირდა მხოლოდ 30.1 პროცენტით). ცხრილი N4 ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 1995-2011 წლებში (პროცენტი) 1995 წ. 2000 წ. 2005 წ. 2010 წ. 2011 წ.1995 წელთან 100 52.3 39.4 27.6 25.42000 წელთან 191.3 100 75.5 52.8 48.72005 წელთან 253.5 132.5 100 70 64.52010 წელთან 362.3 189.4 142.9 100 92.22011 წელთან 393.1 205.5 155.1 108.5 100ინფლაცია სამომხმარებლო საქონლის არათანაბარი ზრდის პირობებშიყალიბდებოდა. იმ ძირითად საქონლისა და მომსახურეობათა სახეობებიდან,რომელთა ფასებზეც დაკვირვებას სისტემატურად აწარმოებს ქვეყნის ეროვნულისტატისტიკური სამსახური, 2000 წელთან შედარებით ფასები გაიზარდა საქონლისხორცზე თითქმის 3–ჯერ, პურზე და კარტოფილზე – დაახლოებით 2–2–ჯერთითოეულზე, ბრინჯზე – დაახლოებით 1.2–ჯერ. შესაბამისად, ლარისმსყიდველობითი უნარიანობა თითოეული მათგანის მიმართ სხვადასხვანაირადდაეცა: 2011 წელს ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წელთან შედარებითშეადგენდა: საქონლის ხორცზე – 33.9 პროცენტს, პურზე – 47.6 პროცენტს, შაქარზე –50 პროცენტს, კარაქზე – 70.6 პროცენტს, ბრინჯზე – 87.6 პროცენტს...მთლიანად, საქართველოში ლარის მასა მისი შემოღებიდან (1995 წ. ოქტომბერი) 2012წლის დასაწყისისათვის 18.5–ჯერაა გაზრდილი, თუმცა ლარის მსყიდველობითიუნარიანობის ზემოხსენებული დაცემის გამო აღნიშნული მასის რეალურიმსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 4.7–ჯერაა მომატებული.2000 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა 5.2–ჯერ გაიზარდა, ფულისაღნიშნული მასის მსყიდველობითი უნარიანობა კი – მხოლოდ 2.5–ჯერ. 6
  7. 7. ქვემოთ მოტანილია ინფორმაცია საქართველოში მიმოქცევაში არსებული ლარისფულის მასაზე და ამ უკანასკნელის მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაციისგათვალისწინებით ცხრილი N 5 მიმოქცევაში არსებული ქართული ლარი და მისი მსყიდველობითი უნარიანობა 1995–2011 წლებში (წლის ბოლოს; მლნ ლარი) 1995 2000 2005 2010 2011მიმოქცევაში არსებულიქართული ლარი– სულ 131.4 329.2 811.4 1618.2 1753.6– პროცენტობით 1995 წელთან 100 250.6 617.7 1231.8 1334.9მიმოქცევაში არსებულიქართული ლარისმსყიდველობითი უნარიანობა:– 1995 წლის ფასებში 131.4 172.1 320.1 446.5 446.1– პროცენტობით 1995 წელთან 100 131.0 243.7 339.9 339.6რეალურ განზომილებაში მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა დაახლოებით 3/5–ითუკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ხოლო 2/5–ით – ფულის ბრუნვის სიჩქარისშემცირებას.ინფლაცია საწვავის, ბინისა და ოქროსფასების მიხედვითსაწვავი, ბინა და საიუველირო საქონელი (ოქრო), მიუხედავად იმისა, რომ მათჯამური წონით საქონელ–წარმომადგენელთა კალათაში 5%–ზე ნაკლები უკავიათ,ფასების ცვლილებების საკმაოდ მგრძნობიარე ინდიკატორებს წარმოადგენენ. უფრომეტიც, მათზე ფასების ნებისმიერი მიმართულებით ცვლილება მაღალ დადებითკორელაციაშია სხვა საქონელთა ფასების ცვლილებებთან.ერთი ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 2011 წელს 2000 წელთან შედარებითთითქმის 2.1–ჯერ გაიზარდა, თუმცა ცალკეულ პერიოდებში (2008 წლის ივლისში)აღნიშნული თანაფარდობა მეტიც იყო. აღნიშნული ცვლილება ძალიან ახლოსააინფლაციის საერთო ეროვნული მაჩვენებლის დინამიკასთან. ამჟამად ბენზინითმსუბუქი ავტომობილის 60–ლიტრიანი ავზის გავსებას 2000 წელთან შედარებით 65.4ლარით მეტი თანხა სჭირდება. 7
  8. 8. ამასთან, მიუხედავად საწვავის ფასების ზრდისა, საშუალო ხელფასით ბენზინისყიდვის შესაძლებლობა განვლილ პერიოდში 4.6–ჯერ გაიზარდა. – 2011 წლის ბოლოსაშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო „რეგულარის“ მარკის 366 ლ ბენზინის შეძენა,ნაცვლად 2000 წლის 80 ლიტრისა.საყურადღებოა. რომ ბოლო 6 წლის მანძილზე საქართველოში ფასები სურსათზეორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ბინებზე. რადგანაც ფასები უძრავქონებაზე (ბინებზე) როგორც წესი, ფიქსირდება მყარ, კონვერტირებად ვალუტაში(დოლარი, ევრო), ბინის ფასების აშშ დოლარებში დენომინირებით ეს სხვაობარამდენადმე ნაკლებია (2011 წელს 2006 წელთან შედარებით ბინების ფასისაქართველოში გაიზარდა: ლარებში – 26 პროცენტით, აშშ დოლარებში 33პროცენტით, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში სურსათზე ფასები ქართულ ვალუტაში– 53.2%–ით).საქართველოში ერთი საშუალო (70 მ2) ბინის შესაძენად საჭიროა 11.6 წლისნომინალური ხელფასის ექვივალენტი თანხა. ეს თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია 2006წლის მაჩვენებელთან შედარებით (17.2 წელი), თუმცა მაინც საგრძნობლად აღემატებაამ მხრივ მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს. მაგალითად, აშშ–ში იმავე ფართობისერთი ბინის შესაძენად საჭიროა 2.7 წლის საშუალო ხელფასი (2006 წ. – 3.4 წლისხელფასი), ჩილეში – 4.1 წელის ხელფასი, შვეციაში – 4.3 წლის, ხოლო ბელგიაში – 4.3წლის ხელფასი.საიუველირო ნაწარმის ფასმა 2011 წელს 2006 წელთან შედარებით მოიმატა 123%–ით,მათ შორის თბილისში 158.4 პროცენტით, რაც 3–ჯერ აღემატება იმავე პერიოდშისურსათზე ფასების ზრდას.ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დინამიკა 2006–2011 წლებში მთლიანად,აგრეთვე სურსათზე, საწვავზე, ბინებსა და საიუველირო ნაწარმზე მოტანილიაქვემორე ცხრილში. ცხრილი N 6 ლარის მსყიდველობითი უნარიანობა სულ და საქონელთა ცალკეული სახეობების მიხედვით 2006–2011 წლებში (პროცენტი: 20006 წ. = 100) 2006 2007 2008 2009 2010 2011სულ 100 91.5 83.2 81.8 76.4 70.4 8
  9. 9. მათ შორის:სურსათის მიხედვით 88.6 84.0 80.9 65.9 65.3ბენზინის მიხედვით 100 91.3 97.4 87.5 77.3 70.7საიუველირო ნაწარმისმიხედვით 100 87.3 87.4 65.1 50.6 44.8 მათ შორის თბილისში 100 87.0 85.1 58.0 45.1 38.7ბინების მიხედვით 100 110.0 67.2 75.4 74.1 79.0 მათ შორის თბილისში 100 87.9 59.0 94.7 96.9 75.3საშუალო ხელფასისა და მოსახლეობის ფულადი სახსრებისმსყიდველობითი უნარიანობაინფლაციური პროცესებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მოსახლეობისმიმდინარე შემოსავლები, პირველ რიგში, ხელფასი.საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა2011 წლის ბოლოს 761 ლარი შეადგინა, რაც 11 წლის წინანდელ ანალოგიურმაჩვენებელს თითქმის 10–ჯერ აღემატება. ამასთან, ინფლაციის გამო ხელფასისმსყიდველობითი უნარიანობა აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ 4.7–ჯერ გაიზარდა. –2011 წლის მეოთხე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასი 2000 წლის ფასებით,დაახლოებით 370 ლარის ექვივალენტურია.რეალურ განზომილებაში საშუალო ხელფასი აღნიშნულ პერიოდში (2001–2011 წწ.)ყოველწლიურად 15.1 პროცენტით იზრდებოდა - 22.9-პროცენტიანი ნომინალურიზრდის პირობებში.მოსახლეობის მთლიანი ფულადი სახსრები7 2011 წელს 2000 წელთან შედარებით 4.3–ჯერ გაიზარდა – 1.8 მლრდ ლარიდან 7.8 მლრდ. ლარამდე. მოსახლეობის ფულადისახსრების ზრდა საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის ზრდას. - რეალურგანზომილებაში, ინფლაციის გათვალისწინებით, 11 წლის მანძილზე მოსახლეობისფულადი სახსრები მხოლოდ 2.1–ჯერ გაიზარდა.7 მოსახლეობის ფულადი სახსრები ყალიბდება, გარდა ხელფასისა (დაქირავებიდან მიღებულიშრომითი შემოსავლებისა), შემდეგი შემოსავლებით: თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობისპროდუქციის გაყიდვიდან, საკუთრების უფლების რეალიზაციიდან (შემოსავლები ქონებისელემენტების გაქირავებიდან და პროცენტი ან დივიდენდი ანაბარზე ან ფასიან ქაღალდებზე),პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები, უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, საჩუქრად მიღებულიფული, შემოსავლები ქონების გაყიდვიდან. აღნიშნულ ფულად სახსრებში ხელფასის სახითმიღებული შემოსავლების წილი გაიზარდა 2000 წლის 35.4%–დან 2011 წლის 42.4%–მდე. 9
  10. 10. აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდის საშუალო წლიურიტემპი ხელფასის ზრდის საშუალო ტემპს დაახლოებით 1.6–ჯერ ჩამორჩებოდა(შესაბამისად, 14.3% და 22.9%).ფიზიკური პირების დეპოზიტებისმსყიდველობითი უნარიანობასაქართველოს საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობამ2012 წლის დასაწყისისათვის 3.2 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 10 წლის წინანდელდონზე 17.7–ჯერ მეტია. ფიზიკურ პირთა დეპოზიტების თანაფარდობა მშპ–სთან 13.4პროცენტია8.ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის დასაწყისის მდგომარეობით,საქართველოს საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების მიერ განთავსებულიდეპოზიტების მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წლის ფასებში მხოლოდ 1.7 მლრდ.ლარია.ფულადი ტრანზაქციების მსყიდველობითი უნარიანობასაქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზემიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ერთადერთი საგადამხდელო საშუალებადსაქართველოში გამოცხადებულია ქართული ლარი, სხვა ქვეყნის ვალუტებიაქტიურად გამოიყენება არა მარტო შიდა ბაზრის ფასების ფორმირებასა დამასშტაბების დადგენაში, არამედ ანგარიშწორებაშიც. საქართველოს საბანკოსისტემაში დოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია: ფიზიკური პირებისდეპოზიტების 80.3 პროცენტი, აგრეთვე ბანკების მიერ გაცემული სესხების 68პროცენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარებში) ხორციელდება.საქართველოში 1990–იანი წლების პირველი ნახევრიდან ახალი სოციალურ–ეკონომიკური ჟღერადობა შეიძინა ტერმინმა შრომითი მიგრაცია. – საქართველოსასეულობით ათასი მოქალაქე ეკონომიკური პირობების გამო იძულებული გახდასამშობლო დაეტოვებინა და შემოსავლის წყარო უცხოეთში ეძია. აღნიშნულიკონტინგენტის მოსახლეობის საქართველოდან გასვლის მასშტაბები ჯერაცსაგრძნობლად სჭარბობს საქართველოში ჩამოსულთა (დაბრუნებულთა) მასშტაბებს.8 თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფიზიკურ პირთა დეპოზიტები ქვეყანაში დაქირავებითდასაქმებულთა მხოლოდ 9 თვის ნეტო–ხელფასის (ხელზე აღებული ხელფასის) ექვივალენტურია. 10
  11. 11. აღნიშნული გარემოება განაპირობებს საზღვარგარეთიდან საქართველოშიგანხორციელებული ფულადი გზავნილების ყველაზე სწრაფ ზრდას ჩვენი ქვეყნისეკონომიკურ ინდიკატორთა შორის. – 2003 წელთან შედარებით 2011 წელს ასეთიგზავნილების მოცულობა 6.5-ჯერ გაიზარდა - 196.6 მლნ. აშშ დოლარიდან 1268.1მლნ. დოლარამდე. ეს 2.2-2.2-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ქვეყნის ნომინალურიმთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ხოლო 1.2-1.2-ჯერ - საშუალო ნომინალური ხელფასისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვისმოცულობის ზრდას.ასეთ პირობებში ფულადი გზავნილების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსიდამოკიდებული ხდება ორ ფაქტორზე: ფასების ინდექსზე, ინფლაციაზე, ერთი მხრივდა ლარი/დოლარის ოფიციალურ კურსზე. ბოლო წლების განმავლობაში,აღნიშნული კომპონენტების ტრენდის გათვალისწინებით საქართველოშისაზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები მსყიდველობითუნარიანობას კარგავდნენ ორივე ფაქტორის გამო: ინფლაციის პარალელურადადგილი ჰქონდა (განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ) ეროვნული ვალუტისგამყარებას აშშ დოლართან (2011 წელს 2000 წელთან ლარი დოლართან გამყარდა 14.6პროცენტით, ხოლო 2003 წელთან შედარებით – 21.4 პროცენტით). შედეგად, თუნომინალურად 2000 წელთან შედარებით 2011 წლისთვის ფულადი ტრანზაქციებისაქართველოში აშშ დოლარებში გაიზარდა 20.0–ჯერ, ლარებში დენომინირებულიიგივე რესურსები გაიზარდა მხოლოდ 17.1–ჯერ, ხოლო ინფლაციისგათვალისწინებით რეალურად – მხოლოდ 8.3–ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ფულადიტრანზაქციების ერთეულის (აშშ დოლარის) მსყიდველობითი უნარიანობასაქართველოში 2011 წლისთვის თითქმის 2.4–ჯერ შემცირდა და 2000 წლის დონისმხოლოდ 40.7 პროცენტი შეადგინა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2011 წლის 1268.6 მლნ.აშშ დოლარის ფულადი ტრანზაქციები უცხოეთიდან საქართველოში თავისიმსყიდველობითი უნარიანობით 2000 წლის ფასებში 516.3 მლნ. აშშ დოლარისექვივალენტურია9, ანუ ნომინალზე 750 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები.9 სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელს 100 დოლარადშეძენილი საქონლის ექვივალენტი საქონელი 2011 წლისათვის უკვე თითქმის 246 აშშ დოლარიღირდა. 11
  12. 12. აშშ დოლარზე საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ზემოხსენებულმა „ორმაგმა პრესინგმა“ ის შედეგი გამოიღო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის საშუალო წლიური ტემპი საქართველოში 2.7–ჯერ უფრო მაღალია აშშ–სთან შედარებით (შესაბამისად, 6.8% და 2.5%), ხოლო ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დაკარგვის ტენდენცია საქართველოში 2.2–ჯერ უსწრებდა დოლარის ანალოგიურ პროცესს აშშ–ში, ლარის ოფიციალური კურსის გამყარების წყალობით, საქართველოში აშშ დოლარის გაუფასურების (მსყიდველობითი უნარიანობის დაკარგვის) პროცესმა გადაუსწრო ლარის გაუფასურების პროცესს. – 2011 წლისათვის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელთან შედარებით ლარი გაუფასურებული იყო 51.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო აშშ დოლარი 8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად – 59.3 პროცენტული პუნქტით. ცხრილი N 7 ლარისა და აშშ დოლარის მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსები 2000–2011 წლებში (პროცენტი; 2000 წ. = 100) 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011ლარის 100 95.5 90.4 86.4 81.7 75.5 69.2 63.3 57.5 56.6 52.8 48.7აშშ დოლარის:–საქართველოში 100 100.9 97.1 90.1 73.7 68.2 59.9 50.1 49.8 48.9 46.2 40.7–აშშ–ში 100 97.7 96.2 94.0 91.6 88.6 85.8 83.4 80.4 80.6 79.3 76.9 აშშ დოლარის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე მსყიდველობითი უნარიანობის დაცემის საგრძნობი ინდიკატორია აგრეთვე ფასების საშუალო დონის დაახლოება მსოფლიო დონესთან. - საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან აღნიშნული ინდიკატორით შემცირდა 2000 წლის 70 პროცენტული პუნქტიდან 2011 წლის 43 პროცენტამდე10. ცალკეული საქონლის მიხედვით ფასების თანაფარდობა კიდევ უფრო მეტია11. საქონელ–წარმომადგენელთა წონების როლი ინფლაციის გაანგარიშებისას 10 ბიგ-მაკის ინდექსით საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან კიდევ უფრო ნაკლებია - მხოლოდ 18.4 პროცენტი. 11 მაგალითად, ბენზინის ფასი საქართველოში, 1.5-ჯერ უფრო მაღალია აშშ დონესთან შედარებით, „სამაგიეროდ“ ბუნებრივი აირის ტარიფი საქართველოში დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია ევროკავშირთან შედარებით, საშუალო ხელფასით ამ საქონლის 1.5-ჯერ ნაკლები მსყიდველობითი უნარიანობის პირობებში. 12
  13. 13. ინფლაციის დონეს განსაზღვრავს ორი გარემოება: ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში მოხვედრილი საქონლის (ე.წ. საქონელ-წარმომადგენელის) ფასის ინდექსი (1) და ამ საქონლის (საქონელ-წარმომადგენლის) წონა, გავლენა ფასების საერთო დონის ცვლილებაზე (2). საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში სურსათის წილი საკმაოდ მაღალი იყო და 1990-იანი წლების შუა ხანებში „ინფლაციური კალათის“ 60 პროცენტს აღწევდა (შედარებისათვის: 2012 წლის კალათაში სურსათის წილი უკვე მხოლოდ 30 პროცენტია). ფაქტობრივად, მოცემული საქონლის ფასის ცვლილების გავლენა ფასების საერთო ინდექსის ფორმირებაზე დამოკიდებულია ამ საქონლის ფასის ინდექსზე, გამრავლებული მის წონაზე. მაგალითად, 2001-2011 წლებში სურსათის წონის 2000 წლის დონეზე დატოვება მოგვცემდა დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით მაღალ საშუალო წლიურ ინფლაციას ოფიციალურად დეკლარირებულთან შედარებით, ხოლო 2012 წელს 2011 წელთან შედარებით სურსათის წილის 40-დან 30 პროცენტამდე შემცირების გამო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით დაბალი იქნება12. ქვემოთ მოტანილია ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლები – მთლიანად და სასურსათო სასაქონლო ჯგუფის მიხედვით 2000–2011 წლებზე, აგრეთვე შესაბამისი წლების მიხედვით სურსათის წილი ინფლაციის გასაანგარიშებელ საქონელ– წარმომადგენელთა კალათაში. ცხრილი N8 ინფლაცია სასურსათო საქონლის სხვადასხვა წონების შემთხვევაში (წლის ბოლოს; პროცენტი) 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011ინფლაცია – 4.6 3.4 5.4 7 7.5 6.2 8.8 11 5.5 3 11.2 2 12 სხვადასხვა საქონელზე ზრდადი ან კლებადი ფასების ინფლაციაზე გავლენის საილუსტრაციოდ მოვიტანთ წიწიბურასა და თვითმფრინავით მგზავრობის ფასების ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავით ერთი მგზავრობის ღირებულება ერთ კილო წიწიბურას ფასს აღემატება 116–ჯერ, თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულების წვლილი ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში დაახლოებით 120–ჯერ ნაკლებია 1 კგ წიწიბურას ფასზე. – მიზეზი მარტივია: დღეისათვის თვითმფრინავით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წელიწადში საქართველოს მთელი მოსახლეობის 7-8 პროცენტს არ აღემატება, მაშინ როდესაც წიწიბურას მომხმარებელი ფაქტობრივად მთელი მოსახლეობაა. ბოლო ორ წელიწადში თვითმფრინავით მგზავრობის ფასმა მოიმატა 18 ლარით, ხოლო წიწიბურას ფასმა – მხოლოდ 2.44 ლარით, თუმცა ამ უკანასკნელის ფასის მატება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობასა და ფულადი რესურსების მსყიდველობით უნარიანობაზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე თვითმფრინავით მგზავრობის ფასის მატება. 13
  14. 14. სულინფლაციასურსათის 2000წლის წონებით 4.6 3.4 5.4 7 8.1 5.9 8.9 11.4 5.5 3.2 14.5 1.7ინფლაციასურსათის 2012წლის წონებით 2.8 3.2 3.7 6.0 5.7 7.0 8.6 10.5 5.5 2.8 9.3 2.2 განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სურსათის წონის გავლენა ინფლაციის საერთო დონეზე ჩანს საქართველოსა და ევროზონის 2010 წლის ინფლაციების შედარებისას, როდესაც განსაკუთრებით საგრძნობი იყო სხვაობა სურსათისა და დანარჩენი საქონლის ფასების. ინდექსებს შორის. ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათის წილი საქართველოში 40 პროცენტი იყო, ევროზონაში კი - მხოლოდ 15.2 პროცენტი, ფასებმა იმ წელს სურსათზე მოიმატა: საქართველოში – 23.1 პროცენტით, ევროზონაში - მხოლოდ 1.8 პროცენტით. იმ შემთხვევაში, თუ სურსათს საქართველოში ექნებოდა ევროზონის წონა, ხოლო ევროზონაში, პირიქით, საქართველოს წონა, მაშინ საქართველოში იმ წლის ინფლაცია იქნებოდა ოფიციალურზე მნიშვნელოვნად ნაკლები (11.2 პროცენტის ნაცვლად 6.3 პროცენტი), ხოლო ევროზონაში, პირიქით, ოფიციალურზე საგრძნობლად მეტი ( 2.4 პროცენტი ნაცვლად 2.2 პროცენტისა). შესაბამისად, განსხვავებული იქნება ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობა სამომხმარებლო კალათის წონების მიხედვითაც. მაგალითად, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით ლარის მსყიდველობითი უნარიანობა ოფიციალურად შემცირდა 10.1 პროცენტით (= 89.9%). თუ სურსათის წონა იქნებოდა 2000 წლის დონეზე, მაშინ ლარის მსყიდველობითი უნარიანობა იქნებოდა წინა წლის მხოლოდ 87.3 პროცენტი, ხოლო თუ ევროზონისა – 94.1 პროცენტი. პენსიონერთა ფულადი რესურსების ინფლაცია და მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დონეთა და ინდექსების ანალიზს არა აქვს მხოლოდ მაკროეკონომიკური და ზოგად–შემეცნებითი მნიშვნელობა. – დიდია მათი გამოყენებითი ღირებულებაც, მათ შორის შინამეურნეობების დონეზეც. – რაც უფრო დაბალია შინამეურნეობათა შემოსავლები, მით უფრო მაღალია მათში სურსათის წილი და პირიქით. ასე მაგალითად, 14
  15. 15. მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიანი 5 პროცენტის ფულადი ხარჯების 55პროცენტი მოდის სურსათზე, მაშინ როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიანებში – 20პროცენტზე ნაკლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, პენსიონერებისათვის,შემოსავლებით მოსახლეობის ყველაზე მარგინალური, დაბალ შემოსავლიანიკატეგორიისათვის, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი, ხოლოშემოსვლების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – გაცილებით დაბალიაშესაბამის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. შედეგად, თუ საშუალო პენსია 2011წელს 2000 წელთან შედარებით 7.1–ჯერ გაიზარდა, რეალურად, მსყიდველობითიუნარიანობის გათვალისწინებით, პენსია მხოლოდ 218 პროცენტითაა (დაახლოებით3.2–ჯერ) გაზრდილი, რის გამოც 2011 წლის პენსია თავისი მსყიდველობითიუნარიანობით 2000 წლის 44.5 ლარის ექვივალენტურია. ფასები პენსიონერთათვის2000 წლის შემდეგ გაიზარდა 123.6 პროცენტით, მაშინ როდესაც დანარჩენიკატეგორიის მოსახლეობისათვის – მხოლოდ 91.9 პროცენტით. შესაბამისად,პენსიონერებისათვის ინფლაცია უფრო მაღალი ნიშნულით, ხოლო მსყიდველობითიუნარიანობის ინდექსი – გაცილებით სწრაფად კლებადი იყო დანარჩენმოსახლეობასთან შედარებით. – 2011 წლის ბოლოსათვის 2000 წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით პენსიონერთა ფულადი მასის ერთეულის მსყიდველობითიუნარიანობა დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობის ფულადი მასის ერთეულთანშედარებით თითქმის 9 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად იყო დაცემული(შესაბამისად, 44.7% და 50.5%). ცხრილი N 9ლარის მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი 2011 წელს 2000 წელთან შედარებით სულ, პენსიონერებისა და დანარჩენი მოსახლეობის ფულადი რესურსების ერთეულის მიხედვით (წლის ბოლოს მიხედვით; 2000 წ. = 100) სულ პენსიონერთა დანარჩენი მიხედვით მოსახლეობის მიხედვით ინდექსი 48.7 44.7 50.5 15
  16. 16. დასკვნალარის შემოღების შემდეგ საქართველომ თავი დაღწია ფასების ჭენებით ზრდას13,თუმცა ინფლაციის ტემპი საქართველოში ჯერადად მაღალია განვითარებულისაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით. 1990–იანი წლების შუა ხანებთანშედარებით 2011 წლის ბოლოსათვის ფასები საქართველოში საშუალოდ თითქმის 4–ჯერ გაიზარდა, ხოლო ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა შესაბამისად,იმავე პროპორციით დაეცა. ლარის შემოღების დროინდელი 100 ლარისმსყიდველობითი უნარიანობა 2011 წლის ბოლოს გააჩნდა მხოლოდ 394 ლარს (2012წლის აპრილში - უკვე 396 ლარს).ამავე დროს, ფასების მეტ–ნაკლებად სტაბილური ზრდის პირობებში ჩამოყალიბდაფასების ახალი პროპორცია. ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმ საქონელსა დამომსახურებაზე, რომლებზეც ადრე მოქმედებდა სუბსიდირების სისტემა დანარჩუნდებოდა დაბალი, თვითღირებულებაზე ფასები. ამჟამად საფასოსუბსიდირების ნაცვლად სამომხმარებლო დოვლათის მიწოდება თითქმისმთლიანად საბაზრო (ზოგჯერ – მონოპოლიური) ფასებით ხორციელდება14.საქართველოს მსოფლიო მეურნეობაში მაღალი ჩართულობის გამო (საგარეო–სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან თითქმის 70პროცენტია), მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ფასების ცვლილებამაღალი კორელაციით აისახება ქვეყნის შიდა სამომხმარებლო და საინვესტიციობაზარზე. აღნიშნულის გამო 2000 წლის შემდგომ დროინდელ პერიოდში (132 თვე) 38თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო, ხოლო 94 თვე – ინფლაციური. ამასთან, 51თვეში წინა თვესთან ერთ პროცენტზე ნაკლები დონის ინფლაცია იყო, ხოლო 15თვეში – 2–პროცენტზე მაღალი ინფლაცია15. ფაქტობრივად, ბოლო 11 წლის მანძილზეწინა თვესთან მხოლოდ ყოველი მესამე თვეში იყო ინფლაცია ერთპროცენტიან13 1995 წლის შემდეგ საქართველოს აღარასოდეს ჰქონია 3.8 პროცენტზე მაღალი საშუალო თვიურიინფლაცია.14 თუ ფასების ახლანდელ დონეს 20-30 წლის წინანდელს შევუდარებთ, შეიძლება ხატოვნად ვთქვათ,რომ გამოიკვეთა ფასების "დიდი მიგრაცია". - როგორც ოდესღაც, ხალხთა დიდი მიგრაციისას ერთიხალხი მეორის სამოსახლო ადგილს, სასიცოცხლო სივრცეს იკავებდა, ახლა, ერთი საქონლის ფასებისმასშტაბმა მეორის, მანამდე (20-30 წლის წინანდელი) ჯერადად ძვირი საქონლის ფასების მასშტაბი"მოირგო" და "გაითავისა"... ასე მაგალითად, "ეხლანდელ" ასანთს "მაშინდელი" მარილის ფასი დაედო,მარილს - ფქვილის, ფქვილს - შაქრის, შაქარს - ხორცის, ხორცს - სათალის, სათალს - ხიზილალის...15 შედარებისათვის: წინა თვესთან შედარებით 2–პროცენტზე მაღალი დეფლაცია 2000 წლის შემდეგმხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა: 2009 წლის ივლისსა და 2011 წლის ივნისში. 16
  17. 17. ნიშნულზე მაღალი ინფლაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2011წლის ფასების საშუალო წლიურმა ინდექსმა 2000 წელთან 205.5 პროცენტი, ხოლოიმავე წლის დეკემბრის ინდექსმა, შესაბამისად, 198.6 პროცენტი შეადგინა.განსაკუთრებთ მძიმე დარტყმა ფასების მატებამ ფიქსირებულ– დადაბალშემოსავლიან მოსახლეობას, მათ შორის პენსიონერებს მიაყენა. ამუკანასკნელთა ფულადი რესურსების მსყიდველობითი უნარიანობა ერთეულ ლარზეგაანგარიშებით გაცილებით მეტად შემცირდა დანარჩენი კატეგორიისმოსახლეობასთან შედარებით. ფაქტობრივად, მოსახლეობის ამ ნაწილისკეთილდღეობა „ორმაგ დეფლირებას“ განიცდის – ჯერ ერთი, მათი შემოსავლებინაკლებია მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით და მეორე, ინფლაცია მათიშემოსავლების ერთეულს უფრო მძიმედ ურტყამს. აშშ–საგან განსხვავებით, სადაცმოხუც მოსახლეობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 1.7–ჯერნაკლებია სიღარიბის საერთო ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოშისიღარიბის დონე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში საშუალო ეროვნულიდონეზე თითქმის 2–ჯერ უფრო მაღალია.მიუხედავად ზრდისა, მოსახლეობის ფულადი სახსრების მატების ტემპისაგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა დაგანსაკუთრებით, უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციებისმატების ტემპს. ამ უკანასკნელთან შედარებით ფულადი სახსრების ტემპი თითქმის2.2–ჯერ უფრო დაბალია. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის ფულად სახსრებშისაქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებიც მონაწილეობენ, ხოლოამ უკანასკნელთა თანაფარდობა მოსახლეობის მთელ განკარგვად სახსრებთან 2000წლის 7.4 პროცენტიდან 2011 წლის 27.6 პროცენტამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, თუქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებულ სახსრებს გამოვაკლებთ, ქვეყნის შიდაწყაროებიდან მიღებული ფულადი სახსრების ზრდის ტემპი კიდევ უფრო ნაკლებიიქნება (ზრდაა დაახლოებით 3.4–ჯერ). ფაქტობრივად, ქვეყნის მოსახლეობისკეთილდღეობისა და მოხმარების მასშტაბები სულ უფრო მეტად ხდება გარეფაქტორებზე (ამ კუთხით – უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულადგზავნილებზე) დამოკიდებული.ბოლო წლებში საქართველოში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპის გამო აშშ–ისინფლაციასთან შედარებით, აგრეთვე ქართული ლარის აშშ დოლართან კურსის 17
  18. 18. გამყარების გამო ამჟამად ფასების დონე საქართველოში ჩამორჩება აშშ–ისას მხოლოდ1.7–ჯერ (2000 წელს – 3.3–ჯერ). თუმცა მსოფლიო მეურნეობაში მაღალიჩართულობის, აგრეთვე მოსახლეობის დეპოზიტებისა და გაცემული კრედიტებისდოლარიზაციის მაღალი დონის გამო ინფლაციისაგან მოსახლეობის კეთილდღეობისდაცვის მთავარი ბერკეტი არა ფასების რეგულირება და ინფლაციის „დათრგუნვაა“(ამის რესურსი საქართველოს ნაკლებად აქვს), არამედ შემოსავლების ზრდაა. სწორედეკონომიკური აქტიურობის გაუმჯობესების, დასაქმების ზრდის ხარჯზეშემოსავლების მატებამ უნდა გადაფაროს ინფლაციის გამო ეროვნული ვალუტისერთეულის მსყიდველობითი უნარიანობის პერმანენტული შემცირების ნეგატიურიეფექტი და შექმნას პირობა მოსახლეობის კეთილდღეობის რეალურიამაღლებისათვის.იოსებ არჩვაძე2012 წლის აპრილი 18

×