იოსებ არჩვაძე      საქართველოში სამუშაო ძალის გამოყენების (დასაქმების ,    უმუშევრობის , შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღა...
ეროვნული სამსახურის მომაცემებით, საქართველოში 2011 წლის ბოლოსდაახლოებით 2.0 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ...
დასაქმების ოფიციალური დონე საქართველოშიმართალია, ბოლო ერთი, 2011 წლის მანძილზე, საქართველოში გაიზარდაეკონომიკურად აქტიური ...
საქართველოს მოსა ხლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობის                           დინამიკა 2003–2011 წლებში (2003 = 100)   ...
2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურად აქტიურიმოსახლეობის წილი შემცირდა ქვეყნის მოსახლეობაში 47.2 პრ...
საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების           მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი )              2...
არაინსტიტუციური მოსახლეობის                65.2            40.2           70.6აქტიურობის დონეარაინსტიტუციური მოსახლეობის  ...
სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური დონე, ერთი მხრივ, „ფუშავს“ეროვნულ ეკონომიკაში უმუშევრობის ფაქტობრივად მაღალ დონეს...
უმუშევრობის რეალური დონე სოფლად იქნება არანაკლებ 52პროცენტი (ნაცვლად დეკლარირებული 6.5 პროცენტისა ), ხოლოდასაქმების დონე –...
მთლიანი სამუშაო ძალის 29 პროცენტი , დასაქმებულების 31 პროცენტიდა დაქირავებით დასაქმებულთა 54 პროცენტი საზღვარგარეთიმყოფება...
საშუალო მაჩვენებელს. – საქართველოში თვითდასაქმებულთა წილიდასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში 61.6 პროცენტია , საბერძნეთში –30...
თვითდასაქმებულები            1030.8          251.3          52.7           12.8უმუშევრები                    295.1        ...
დასაქმებულები ყავს , მათ შორის ესპანეთს – 4444 კაცით , საბერძნეთს –1714 კაცით მეტი . ამ მაჩვენებლით აშშ საქართველოს ასტრონ...
შრომის მწარმოებლურობა საქართველოში ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან         შედა რებით (საქართველოს თანა ფარდობა შესა ბამისი ქვეყნ...
ჯერ მაღალი შრომის წლიური მწარმოებლურობით. წელზე გაანგარიშებით ,თითოეული თურქი დასაქმებული ჩვენს დასაქმებულზე 251 საათითმეტ...
ნამუშევარი საათების რაოდენობა საშუალოდ ერთ დასაქმებულსა და            მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოსა და ზოგიერთ სხვა ს...
Sp(Geo/USA) – ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებითმოსახლეობის ყოველ 1000 სულზე;Sgeo – საშუალო ხელფასი საქართვე...
აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესი საქართველოში, ევროგაერთიანებასთანშედარებით, საკმაოდ დაკნინებულია როგორც რაოდენობრივი (დასა...
საქართველოში უმუშევრობის რეალური დონე მერყეობს 40–50პროცენტის ფარგლებში .სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური მაჩვენებ...
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

1,946 views
1,835 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,946
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1,054
Actions
Shares
0
Downloads
9
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

  1. 1. იოსებ არჩვაძე საქართველოში სამუშაო ძალის გამოყენების (დასაქმების , უმუშევრობის , შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების ) რეალური დონის შესახებშესავალიდასაქმება და უმუშევრობა ის ინდიკატორებია, რომელთა მიმართაცხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის მუდმივად მაღალი ინტერესიარსებობს. მათი დონის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის განვითარებაშიარსებულ პროგრესსა თუ პრობლემებზე, მოსახლეობის სოციალურ დაეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი მიმდინარე და მომავალი ქცევისმოქმედების მოდელებზე.აღნიშნული პრობლემის სიმწვავე კარგად ვლინდება პრობლემისადმისაზოგადოების დამოკიდებულებაშიც, როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიურიგამოკითხვებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშემდგარი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებიდან უმწვავესად უმუშევრობისპრობლემას ასახელებენ.ფაქტობრივად, უმუშევრობა ის პრობლემაა, რომლის მოგვარება 2003 წელსქვეყნის სათავეში მოსულმა ძალამ დღემდე ვერ შეძლო. ამ ხნის განმავლობაშიდასაქმებულთა საერთო რაოდენობა 151 ათასით შემცირდა (ქვეყნისმთელი მოსახლეობის 182 ათასით ზრდის პირობებში ), ხოლოუმუშევრობის დონე 11.5%–დან 15.1%–მდე გაიზარდა .არსებული პრობლემისა და წინასარჩევნო რეჟიმში ქვეყნისა და ყველაპოლიტიკური ძალის გადასვლის გათვალისწინებით, ახლახანს შეიქმნადასაქმების სამინისტრო, ხოლო ქვეყნის ახალ პრემიერს მიღებული აქვსპირდაპირი დირექტივა „ბეჭებზე დასცეს უმუშევრობა“.ქვემორე მიმოხილვა განხორციელებულია ოფიციალური მონაცემებისგამოყენებით, მათი შეფასებისა და კრიტიკულ ანალიზის, აგრეთვე სხვა ქვეყნებისანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებისა და ამის საფუძველზე ალტერნატიულიშეფასებებისა და გათვლების საფუძველზე. მისი მიზანია წარმოაჩინოსდასაქმებისა და უმუშევრობის რეალური მასშტაბები, შრომისმწარმოებლურობისა და ანაზღაურების დონეეები საქართველოში – მოქმედიმეთოდიკა დასახელებული ინდიკატორების მიხედვით მდგომარეობის ერთგვარი„კამუფლირების“, არსებულზე გაცილებით უკეთესად წარმოჩენისშესაძლებლობას იძლევა და შესაბამისად, არასწორი დასკვნებისა და აქცენტებისპირობებს ქმნის.ოფიციალური სტატისტიკით ...საქართველოს 4.5 მილიონიანი მოსახლეობიდან 3.0 მილიონზე მეტი, ანუმოსახლეობის 2/3 არაინსტიტუციურ მოსახლეობას1 მიეკუთვნება. სტატისტიკის1 არაინსტიტუციური მოსახლეობა - 16 და მეტი წლის მოსახლეობა, რომელიც არააიდენტიფიცირებული სასჯელის მოხდის, ფსიქიკური, ასაკთან ან მზრუნველობასთანდაკავშირებული პრობლემების, რელიგიური ფუნქციების აღსრულების, აგრეთვე ძალოვანსტრუქტურებში სამსახურის გამო სპეციფიკურ დაწესებულებებში (ციხეები და კოლონიები,სავადმყოფოები, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერნატები, საერთოსაცხოვრებლები, ყაზარმები, მოხუცებულებისა და ინვალიდების სახლები, საბავშვო სახლები,რელიგიური დაწესებულებები) ცხოვრებასთან. 1
  2. 2. ეროვნული სამსახურის მომაცემებით, საქართველოში 2011 წლის ბოლოსდაახლოებით 2.0 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)იყო, საიდანაც თითქმის 1.7 მლნ. კაცი დასაქმებული, ხოლო 0.3 მლნ. კაცი –უმუშევარი იყო. ამის გარდა, 15 წელზე უხნესი 1.0 მლნ.–ზე მეტი ადამიანი არითვლებოდა ეკონომიკურ აქტიურ მოსახლეობად. დღეისათვის ქვეყანაში,რომლის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 4.5 მლნ. კაცია,300 ათასზე მეტი უმუშევარია, შრომისუნარიანი ასაკის (15–64 წელი)მოსახლეობიდან კი თითო მილიონი ადამიანი ან თვითდასაქმებულია, ანეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას მიეკუთვნება.სამუშაო ძალის გამოყენების დასახასიათებლად იყენებენ რამდენიმეინდიკატორს, მათ შორის მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონეს,მოსახლეობის დასაქმების დონეს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისდასაქმებისა და უმუშევრობის დონეებს2. გრაფიკი 1 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი ) 80 66.2 64.9 65.2 64.0 63.3 63.6 64.2 62.2 62.6 60 58.6 56.7 55.4 55.2 53.8 54.9 53.8 52.3 52.9 40 უმუშევრ ო ბი ს დო ნე აქტი ურ ო ბი ს დო ნე დასაქმები ს დო ნე 20 16.5 16.9 16.3 13.8 15.1 12.6 13.6 13.3 11.5 0 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011როგორც მოტანილი გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტიურობისადა დასაქმების დონეების რამდენადმე შემცირების პირობებში ადგილი ჰქონდაუმუშევრობის დონის თვალსაჩინო ზრდას.2 მოსახლეობის აქტიურობის დონე : ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)/[ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა + ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა (მოსახლეობასამუშაო ძალის გარეთ)].მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული მოსახლეობა/[ეკონომიკურად აქტიურიმოსახლეობა(სამუშაო ძალა) + მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ];ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებულიმოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.უმუშევრობის დონე – უმუშევარი მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. 2
  3. 3. დასაქმების ოფიციალური დონე საქართველოშიმართალია, ბოლო ერთი, 2011 წლის მანძილზე, საქართველოში გაიზარდაეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა და დასაქმებულთარაოდენობა (მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა), შემცირდაუმუშევრობა, მაგრამ 2003 წლის დონესთან შედარებით აღნიშნულიპარამეტრებით უკუსვლა თვალშისაცემია, რაზეც ქვემორე ცხრილი და გრაფიკიიძლევა წარმოდგენას. ცხრილი 1 საქართველოს მოსახლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობა 2003–2011 წლებში (ათასი კაცი ) 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011მოსახლეობა, 4 431 4321 4401 4394 4382 4385 4436 4469ათასი კაცი 342.6 5.2 .5 .3 .7 .1 .4 .4 .215 და მეტი წლისარაინსტიტუციურ 3099. 3146. 3159. 3249. 3103. 3062. 3131. 3028. 3005.ი მოსახლეობა 2 9 9 8 8 9 1 3 2ეკონომიკურადაქტიური 2050. 2041. 2023. 2021. 1965. 1917. 1991. 1944. 1959.მოსახლეობა 8 0 9 8 3 8 8 9 3დასაქმებულები 1814. 1783. 1744. 1747. 1704. 1601. 1656. 1628. 1664. 9 3 6 3 3 9 1 1 2 მ.შ.დაქირავებულები 618.5 600.9 600.5 603.9 625.4 572.4 596.0 618.6 632.0თვითდასაქმებუ 1195. 1180. 1143. 1141. 1078. 1028. 1059. 1007. 1025.ლები 2 8 3 6 8 5 0 1 4უმუშევრები 235.9 257.6 279.3 274.5 261.0 315.8 335.6 316.9 295.1ეკონომიკურადარააქტიური 1048. 1105. 1138. 1145. 1139. 1083. 1045.მოსახლეობა 4 9 1136 1228 5 1 3 4 9 გრაფიკი 2 3
  4. 4. საქართველოს მოსა ხლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობის დინამიკა 2003–2011 წლებში (2003 = 100) მო სახლეო ბა, ათასი კაც ი 140 15 და მეტი წლი ს არ აი ნსტი ტუცი ურ ი მო სახლეო ბა ეკო ნო მი კურ ად აქტი ურ ი მო სახლეო ბა დასაქმებულები 130 მ.შ. დაქი რ ავებულები თვი თდასაქმებულები უმუშევრ ები 120 110 100 90 80 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011ქვემოთ მოტანილ ცხრილსა და გრაფიკზე ასახულია სამუშაო ძალისმდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი ინდიკატორების თანაფარდობამოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელთან. ცხრილი 2 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსახლეობასთან 2003–2011 წლებში (პროცენტი; მთელი მოსახლეობა = 100) 200 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 315 და მეტი წლისარაინსტიტუციურიმოსახლეობა 71.4 72.9 73.1 73.8 70.6 69.9 71.4 68.3 67.2ეკონომიკურადაქტიურიმოსახლეობა 47.2 47.3 46.8 45.9 44.7 43.8 45.4 43.8 43.8დასაქმებულები 41.8 41.3 40.4 39.7 38.8 36.6 37.8 36.7 37.2 მ.შ.დაქირავებულები 14.2 13.9 13.9 13.7 14.2 13.1 13.6 13.9 14.1თვითდასაქმებულები 27.5 27.4 26.5 25.9 24.5 23.5 24.1 22.7 22.9უმუშევრები 5.4 6.0 6.5 6.2 5.9 7.2 7.7 7.1 6.6ეკონომიკურადარააქტიურიმოსახლეობა 24.2 25.6 26.3 27.9 25.9 26.1 26 24.5 23.4 4
  5. 5. 2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურად აქტიურიმოსახლეობის წილი შემცირდა ქვეყნის მოსახლეობაში 47.2 პროცენტიდან 43.8პროცენტამდე, დასაქმებულთა წილი – 41.8 პროცენტიდან 37.2 პროცენტამდე(შემცირება შეეხო როგორც დაქირავებით დასაქმებულებს – 0.1 პუნქტით, ისეთვითდასაქმებულებს – 4.6 პუნქტით). აღნიშნულ პერიოდში გაზრდილიაუმუშევართა წილიც მთელ მოსახლეობაში – 5.4 პროცენტიდან 6.6 პროცენტამდე,ამჟამად ქვეყნის ყოველი მეთხუთმეტე მცხოვრები უმუშევარია , მაშინროდესაც 2003 წელს ასეთებად მხოლოდ ყოველი მეცხრამეტეითვლებოდა . თვითდასაქმებულთა რაოდენობა, მიუხედავად ბოლო წლებშისაგრძნობი შემცირებისა, ჯერაც მნიშვნელოვნად (1.6–ჯერ) აღემატებადაქირავებით დასაქმებულების რაოდენობას და ფაქტობრივად, უტოლდებაეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რიცხოვნობას.ამჟამად მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებითდასაქმებულითა რაოდენობა საქართველოში 141–ს არ აღემატება , რაც ,მაგალითად , აშშ–ის ანალოგიურ მაჩვენებელს 3–ჯერ ჩამორჩება . გრაფიკი 3 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსა ხლეობასთან 2003–2011 წლებში (პროცენტი ; მთელი მოსახლეობა = 100) 80 70 15 და მეტი წლი ს 60 არ აი ნსტი ტუც ი უ რ ი მო სახლეო ბა ეკო ნო მი კურ ად 50 აქტი ურ ი მო სახლეო ბა 40 დასაქმებულები 30 მ.შ. დაქი რ ავებულები 20 თვი თდასაქმებუ 10 ლები უმუშევრ ები 0 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 20112003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოში უმუშევრობისოფიციალური დონე გაზრდასა და დასაქმებისა და ეკონომიკური აქტიურობისდონეების საგრძნობ შემცირებაზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა ქვემორე ცხრილი. ცხრილი 3 5
  6. 6. საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი ) 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011უმუშევრობის 11.დონე 5 12.6 13.8 13.6 13.3 16.5 16.9 16.3 15.1აქტიურობის 66.დონე 2 64.9 64.0 62.2 63.3 62.6 63.6 64.2 65.2დასაქმების 58.დონე 6 56.7 55.2 53.8 54.9 52.3 52.9 53.8 55.4საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდების დასაქმებისპრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად აქტიური და არააქტიურიმოსახლეობის თანაფარდობა 15–24–წლიან მოსახლეობასა და მთელმოსახლეობაში აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპიროა – არაინსტიტუციურმოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 64 პროცენტია, მაშინროდესაც ახალგაზრდებში – მხოლოდ 38 პროცენტი3. დასაქმების დონე 25წლამდე ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ 25.9 პროცენტია , რაც საშუალომაჩვენებელზე (55.4%) 2.1–ჯერ დაბალია . თუ ქვეყანაში საშუალოდ 15წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებულია ყოველიმეხუთე, 15–24 წლიან არაინსტიტუციურ მოსახლეობაში – მხოლოდ ყოველიმეათე. კიდევ უფრო დაბალია დაქირავებით დასაქმების დონე მთელმოსახლეობასთან მიმართებაში: 2011 წლის ბოლოს ყოველი ათასი 15–24წლის ახალგაზრდიდან დაქირავებითი , ანაზღაურებადი სამუშაოჰქონდა მხოლოდ 76–ს , მაშინ როდესაც მთელი მოსახლეობის მიხედვით – 180ადამიანს. „სამაგიეროდ“, უმუშევრობის დონემ 15–24–წლიანებში 35.7%შეადგინა – დანარჩენ მოსახლეობაში უმუშევრობის დონეზე (12.5%) 2.9–ჯერუფრო მაღალი მაჩვენებელი.15–24–წლიან მოსახლეობაში დასაქმების დონე, მათ შორის დაქირავებითდასაქმების დონე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დანარჩენი ასაკობრივიჯგუფების ანალოგიურ მაჩვენებლებს.ქვემოთ მოტანილი ცხრილი ახასიათებს დასაქმების ხარისხობრივ მდგომარეობასსაქართველოში 2011 წელს. ცხრილი 4 დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები საქართველოში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2011 წელს 4 (პროცენტი) საშუალოდ 15–24 მოსახლეობაში წლიანებშ , 15–24– ი წლიანების გარდა3 ყოველ 100 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეზე ქვეყანაში საშუალოდ 56 არააქტიური მცხოვრებიმოდის, მაშინ როდესაც 15–24–წლიანებში – 162, ანუ 2.9–ჯერ მეტი.4 დასაქმებისა და დაქირავებით დასაქმების დონეები გაიანგარიშება, შესაბამისად, დასაქმებულთადა მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის თანაფარდობით შესაბამისი ასაკისეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და არააქტიური მოსახლეობის ჯამთან, ხოლოუმუშევრობის დონე – უმუშევართა რიცხოვნობის თანაფარდობით ეკონომიკურად აქტიურმოსახლეობასთან. 6
  7. 7. არაინსტიტუციური მოსახლეობის 65.2 40.2 70.6აქტიურობის დონეარაინსტიტუციური მოსახლეობის 55.4 25.9 61.8დასაქმების დონეარაინსტიტუციური მოსახლეობის 21.0 9.6 23.5დაქირავებით დასაქმების დონეეკონომიკურად აქტიური 84.9 64.3 87.5მოსახლეობის დასაქმების დონეეკონომიკურად აქტიური 32.3 23.8 33.3მოსახლეობის დაქირავებითდასაქმების დონეუმუშევრობის დონე 15.1 35.7 12.5დაქირავებით დასაქმებულთა 14.1 15.2 7.6წილი შესაბამისი ასაკისმოსახლეობაშიდასაქმებისა და უმუშევრობის მდგომარეობააგრარულ სექტორშიდასაქმების არარაციონალური სტრუქტურა, დარღვეული პროპორციებიდაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის საქართველოშიმნიშვნელოვანწილად განპირობებულია აგრარულ სექტორში დასაქმებულთამაღალი წილით – 2011 წელს ოფიციალურად სოფლის მეურნეობაზე მოდიოდადასაქმებულთა 53 პროცენტი, მაშინ როდესაც ქვეყანაში შექმნილ დამატებულღირებულებაში ამ დარგის წილი მხოლოდ 9.6 პროცენტია. ინდუსტრიულისექტორის დარგებს (მრეწველობა + ენერგეტიკა + მშენებლობა), აგრეთვეეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებს წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულღირებულებაში გაცილებით უფრო მაღალი ჰქონდათ, დასაქმებულთა საერთორიცხოვნობაში მათივე წილთან შედარებით. ცხრილი 5 საქართველოს ეკონომიკის სექტორების წილი დასაქმებულთა რიცხოვნობასა და დამატებულ ღირებულებაში 2011 წელს * დასაქმება მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში* ათასი პროცენტ მლნ. პროცენტ კაცი ი ლარი ისულ 1664.2 100 20194.6 100 მათ შორის:აგრარული სექტორი 882.0 53.0 1946.7 9.6მრეწველობა 111.2 6.7 2925.8 14.5დანარჩენი 671.0 40.3 15581.6 77.2*“საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტისა“ და „ფინანსური შუამავლობისმომსახურების არაპირდაპირი შეფასების“ გარეშე. 7
  8. 8. სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური დონე, ერთი მხრივ, „ფუშავს“ეროვნულ ეკონომიკაში უმუშევრობის ფაქტობრივად მაღალ დონეს, მეორესმხრივ კი ამცირებს შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს. – ამჟამადაგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაშიშეადგენს დანარჩენი ეკონომიკის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ9.6%–ს და ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 18.2%–ს . ცხრილი 6 შრომის მწარმოებლურობა საქართველოში 2011 წელს საქმიანობის ძირითადი სექტორების მიხედვით შრომის ნაყოფიერება, პროცენტი საშუალო (დამატებული დონესთან ღირებულება 1 დასაქმებულზე), ათასი ლარისულ ეროვნულ მეურნეობაში 12.1 100ეროვნულ მეურნეობაში 23.3 192.3სოფლის მეურნეობის გარეშესოფლის მეურნეობა 2.2 18.2მრეწველობა + მშენებლობა 26.3 216.8დანარჩენი დარგები 23.2 191.4შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში, პროცენტობით ეროვნულიმეურნეობის საშუალო მაჩვენებელთან, შემცირდა 2000 წლის 44 პროცენტიდან2011 წლის 18 პროცენტამდე, ხოლო თავად დარგის წილი – 23–დან 9.5პროცენტამდე.სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობა ეროვნული მეურნეობისდანარჩენ დარგებში არსებული შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის ¼–ის დონეზე მაინც რომ იყოს, იმავე ოდენობის პროდუქციის შესაქმნელადაგრარულ სექტორს სულ ცოტა 0.5 მლნ.–ით ნაკლები დასაქმებულის შრომადასჭირდებოდა. შრომის მწარმოებლურობა სოფლად ეროვნულიმეურნეობის დონეზე რომ ყოფილიყო , მაშინ ამ დარგის დამატებულიღირებულების შექმნას 0.9 მლნ . კაცის ნაცვლად დასჭირდებოდამხოლოდ 160 ათასი ადამიანის შრომა , მრეწველობის დონის შრომისმწარმოებლურობის პირობებში , შესაბამისად – მხოლოდ 74 ათასიადამიანის შრომა , ხოლო საფინანსო შუამავლობის სფეროში არსებულიშრომის მწარმოებლურობის პირობებში – მხოლოდ 60 ათასი ადამიანისშრომა .აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობისა და საარსებო მინიმუმისშედარებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ დარგში ფაქტობრივად დასაქმებულთარაოდენობა სტატისტიკურად დეკლარირებულთან შედარებით არანაკლებ 0.5მლნ. კაცით ნაკლები უნდა იყოს5. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,5 სოფლის მეურნეობაში საქმიანობა ეკონომიკურად გამართლებულია , თუკი ერთიდასაქმებულის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება სულ ცოტა 2.5–3.0–ჯერაღემატება საარსებო მინიმუმს . აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის მიხედვითსოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წარმოებისათვის ეკონომიკურადგამართლებული და საკმარისი იქნებოდა ფაქტობრივზე დაახლოებით 2.2–2.6–ჯერ, ანუ 480–540 8
  9. 9. უმუშევრობის რეალური დონე სოფლად იქნება არანაკლებ 52პროცენტი (ნაცვლად დეკლარირებული 6.5 პროცენტისა ), ხოლოდასაქმების დონე – არაუმეტეს 35 პროცენტისა , ნაცვლად ოფიციალური67.6 პროცენტისა .თუ ამ მოცემულობებით ვიხელმძღვანელებთ მთლიანად ეროვნული ეკონომიკისდონეზე, ცვლილებები უნდა შევიდეს დასაქმებისა და უმუშევრობის საერთო–ეროვნულ ინდიკარტორებშიც: დეკლარირებულთან შედარებითსაქართველოში დასაქმების რეალური დონე სულ ცოტა , 1.4–ჯერდაბალია (38%, ნაცვლად 55.4%–სა ), ხოლო უმუშევრობის დონე – 2.7–ჯერ მაღალი (არანაკლებ 41%, ნაცვლად 15.1%–სა ).აგრარული სექტორი შრომის მწარმოებლურობით ჩამორჩება ეროვნულეკონომიკას როგორც ზოგადად, ისე ბიზნეს სექტორის ანალოგიურიმაჩვენებლებით. – ბიზნეს სექტორში შრომის საშუალო მწარმოებლურობა7.6–ჯერ აღემატება აგრარული სექტორის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამისგათვალისწინებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის ყოველითითო ათასით შემცირებისა და მათგან ბიზნეს სექტორში მხოლოდ ნახევარისდასაქმების შემთხვევაშიც კი ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულებისმოცულობა მაინც, სულ ცოტა, 3.0 მლნ. ლარით გაიზრდებოდა.შრომითი მიგრანტებისრიცხოვნობის შესახებოფიციალური მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი შრომითიმიგრანტების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა მოიპოვება რამდენიმეინდიკატორი, რომლებიც დაგვეხმარება დასახელებული კონტინგენტისმიახლოებითი პარამეტრების დადგენაში. 1. მოსახლეობის რიცხოვნობა 1990–იანი წლების დასაწყისში (5460 ათასი); 2. მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევის თაობაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარებული ბარომეტრული კვლევებით (1998–2002 წწ.), ქვეყნიდან გასულთა 75–80 პროცენტისათვის მიგრაციის მიზეზი ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული.აღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთსაქართველოდან ეკონომიკური მიზეზით გასულთა რაოდენობა ,უცხოეთში მყოფი ქართული (საქართველოდან ) წარმომავლობისსამუშაო ძალის მთლიანი რიცხოვნობა დაახლოებით 750–800 ათასიუნდა იყოს , საიდანაც 700–750 ათასი – დასაქმებულია , 50–დან 100ათასამდე ადამიანი კი – უმუშევარი .ამავე დროს, საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს ,რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცილებით მეტი დაქირავებითდასაქმებული ყავს , ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე . საქართველოსმთლიანი (ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) ეკონომიკურად აქტიურიადამიანების ჯამური რიცხოვნობიდან, საქართველოს თვითდასაქმებულთამთლიანი რიცხოვნობის 3 პროცენტი , უმუშევართა - 25 პროცენტი ,ათასი კაცით ნაკლები დასაქმებული. 9
  10. 10. მთლიანი სამუშაო ძალის 29 პროცენტი , დასაქმებულების 31 პროცენტიდა დაქირავებით დასაქმებულთა 54 პროცენტი საზღვარგარეთიმყოფება .საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი დიდი ოდენობით სამუშაო ძალისარსებობას მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს საქართველოს მთლიანი(ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) სამუშაო ძალის რიცხოვნობისა დაგამოყენების, მათ შორის უმუშევრობის დონის პარამეტრების ჩამოყალიბებაში.საერთაშორისო შედარებები :ა ) უმუშევრობის დონესაქართველო მსოფლიოში უმუშევრობის დონით 196 სახელმწიფოდან 57–ეადგილზე (56 ქვეყანას საქართველოზე მაღალი უმუშევრობის დონე აქვთ).ევროგაერთიანებაშიც კი, სადაც უმუშევრობა საქართველოზე თითქმის 1.5–ჯერდაბალია (10.0% – 2011 წლის ბოლოს; 10.3% – 2012 წლის მაისის მდგომარეობით),რამდენიმე ქვეყანაში მისი დონე (ესპანეთი, საბერძნეთი, ლატვია)საქართველოსას აღემატება .6უმუშევრობის მაღალი დონე ვლინდება არა მარტო მთლიანად, არამედმოსახლეობის ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. ასე მაგალითად,მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებაში ამჟამად დასაქმების მხრივარც თუ საუკეთესო მდგომარეობაა , უმუშევრობის დონე აქსაქართველოსთან შედარებით თითქმის 5 პროცენტული პუნქტით , მათშორის ახალგაზრდებში – 13, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში – 3.6პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია . ამასთან, ასაკობრივი სხვაობაუმუშევრობის მხრივ საქართველოში რამდენადმე უფრო მაღალიაევროგაერთიანებასთან შედარებით. – ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითუმუშევრობის დონეთა შორის სხვაობა საქართველოშიც რომ ევროგაერთიანებისდონეზე ყოფილიყო, მაშინ უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში, სულ ცოტა, 3–4პროცენტული პუნქტით უფრო დაბალი იქნებოდა.ბ) პროპორციები თვითდასაქმებულებსადა დაქირავებით დასაქმებულებსა შორისსაქართველოში უმუშევრობის ოფიციალური , შედარებით ასატანი დონეძირითადად თვითდასაქმების მაღალი დონის „დამსახურებაა“. –საქართველოში მათი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2–ჯერაღემატება ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის –საბერძნეთის მაჩვენებელს და 4–ჯერ – ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების6 თუმცა ამ ქვეყნებში დასაქმების სტრუქტურა, დაქირავებით დასაქმებულთა მაღალიწილისა და თვითდასაქმებულთა დაბალი წილის გამო, საქართველოზე გაცილებითუკეთესია. – ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში საქართველოსთან შედარებით დაქირავებითდასაქმებულთა რაოდენობა საბერძნეთში 1.7–ჯერ, ესპანეთში – 2.0–ჯერ, ევროგაერთიანებაშისაშუალოდ – 2.4–ჯერ, ხოლო აშშ–ში – 2.7ჯერ უფრო მაღალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ1000 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე საქართველოსთან შედარებით ესპანეთს323–ით მეტი დაქირავებით დასაქმებული ყავს , საბერძნეთს – 228–ით ,ევროგაერთიანებას – 441–ით მეტი , ხოლო აშშ–ს – 533–ით მეტი . 10
  11. 11. საშუალო მაჩვენებელს. – საქართველოში თვითდასაქმებულთა წილიდასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში 61.6 პროცენტია , საბერძნეთში –30.2 პროცენტი , ხოლო საშუალოდ EU27-ში – მხოლოდ 15.1 პროცენტი. ცხრილი 7 თვითდასაქმებულთა წილი სამუშაო ძალაში ევროგაერთიანებასა და საქართველოში (პროცენტი) 2005 2006 2007 2008 2009 2010ევროგაერთიანებ 15.1 15.1 15.0 14.7 14.9 15.1ასაქართველო 65.5 65.3 63.3 64.2 63.9 61.6მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობასაქართველოში 26.5 პროცენტია , მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში –მხოლოდ 6.5 პროცენტი (ევროგაერთიანებაში აღნიშნული ინდიკატორიორნიშნა რიცხვით გამოიხატება მხოლოდ საბერძნეთსა – 11.8% და პორტუგალიაში– 11.0%). სამაგიეროდ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველოში 2.6–ჯერჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (შესაბამისად, 13.9% და 36.4%).კიდევ უფრო შთამბეჭდავია დასაქმებულთა რიცხოვნობით საქართველოსჩამორჩენა ევროგაერთიანების ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. მაგალითად ,მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებით დასაქმებულთარაოდენობა საქართველოს ნაკლები აქვს , ვიდრე : დანიას – 327 კაცით ,ნორვეგიას – 325 კაცით , ნიდერლანდებს – 298 კაცით .დასაქმებულთა საერთო რაოდენობის უცვლელობის პირობებშითვითდასაქმებულების წილი საქართველოშიც რომ ევროგაერთიანებისდონეზე ყოფილიყო (15.1%, ნაცვლად ფაქტობრივი 61.6%–სა ), მაშინუმუშევართა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ამჟამინდელი 0.3 მლნ . კაცისნაცვლად დაახლოებით 1.1 მლნ . კაცი იქნებოდა , ეკონომიკურადაქტიურ მოსახლეობაში უმუშევრობის დონე ამჟამინდელთანშედარებით თითქმის 3.7–ჯერ გაიზრდებოდა (55.4% – ნაცვლადოფიციალური 15.1%–სა ), ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისგანაწილება შემდეგ სახეს მიიღებდა : ცხრილი 8 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ფაქტობრივი და ჰიპოთეტური (თვითდასაქმების ევროგაერთიანებაში შესაბამისი წილის (15.1%) მიხედვით ) სტრუქტურა 2011 წლის მიხედვით ათასი კაცი პროცენტი ფაქტობრივ ჰიპოთეტურ ფაქტობრივ ჰიპოთეტურ ი ი ი იეკონომიკურად 1959.3 1959.3 100 100აქტიური მოსახლეობა მათ შორის:დაქირავებითდასაქმებულები 632.4 632.4 32.3 32.3 11
  12. 12. თვითდასაქმებულები 1030.8 251.3 52.7 12.8უმუშევრები 295.1 1084.6 15.1 55.4სწორედ თვითდასაქმების მაღალი დონე ქმნის საქართველოშიუმუშევრობის მეტ–ნაკლებად ასატანი დონის სტატისტიკურ ილუზიურეფექტს , თუმცა იმავდროულად , ხსნის იმ გარემოებასაც , თუ რატომმიილტვიან ქართველი შრომითი მიგრანტები საკუთარი ქვეყნიდან იმსახელმწიფოებშიც კი , სადაც უმუშევრობის დონე საქართველოსუმუშევრობის ოფიციალურ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება . – ამქვეყნებში უმუშევრობის რამდენადმე მაღალი დონე მთლიანად „კომპენსირდება“ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების მაღალიდონით. – ფაქტობრივად, დაქირავებით დასაქმებულთა წილიეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ევროგაერთიანებაში – 2.4–ჯერ(მათ შორის ესპანეთში – 2.0–ჯერ , საბერძნეთში კი – 1.7–ჯერ ), ხოლოაშშ–ში – 2.7–ჯერ უფრო მაღალია საქართველოსთან შედარებით .აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით საფუძველი ეცლება ხელისუფლებისადეპტების მტკიცებას საქართველოში უმუშევრობის „გასაძლისი“მდგომარეობისა და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით შრომისბაზრის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის შესახებ. გრაფიკი 4 დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე 2003–2011 წლებში (კაცი ) 650 614 616 580 563 557 550 529 525 517 509 450მართალია, 2003 ბოლო 2004 წლებში (2003–2011 წწ.) ყოველ 10002008 2005 2006 2007 2007 თვითდასაქმებულზე 2010 2011დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში რამდენადმე გაიზარდა(517–დან 616–მდე), მაგრამ მაინც ჯერჯერობით აღნიშნული მაჩვენებლითსაქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროგაერთიანების საშუალო დონეს. –დღეისათვის საქართველოსთან შედარებით ევროგაერთიანებას ყოველათას თვითდასაქმებულზე ხუთი ათასი კაცით (!) მეტი დაქირავებით 12
  13. 13. დასაქმებულები ყავს , მათ შორის ესპანეთს – 4444 კაცით , საბერძნეთს –1714 კაცით მეტი . ამ მაჩვენებლით აშშ საქართველოს ასტრონომიულადუსწრებს : ამ ქვეყანას ყოველ ათას თვითდასაქმებულზესაქართველოსთან შედარებით დაქირავებით 12670–ით მეტი კაცი ყავსდასაქმებული .ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე საქართველოში საბერძნეთთანშედარებით 3.5–ჯერ , ესპანეთთან – 7.8–ჯერ , ლატვიასთან – 14.5–ჯერ ,ევროგაერთიანებასთან – 9.7–ჯერ , ხოლო აშშ–სთან – 25.7–ჯერ ნაკლებიდაქირავებით დასაქმებული მოდის .თუ სტატისტიკურად „გამოყვანილი“ უმუშევრობის დონის ნაცვლადუმუშევრობის რეალური დონით ვიხელმძღვანელებთ, აღმოჩნდება, რომუმუშევრობის დონე საქართველოში ევროგაერთიანების დონეზე 4–ჯერ , მათ შორის ესპანეთთან – 1.8–ჯერ , ხოლო ავსტრიასთანშედარებით – 10–ჯერ მაღალია .გ) შრომის მწარმოებლურობის შედარება სხვა ქვეყნებთანსაქართველოში შრომის მწარმოებლურობა (დამატებული ღირებულებისწარმოება ეროვნულ მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე) წელზეგადაანგარიშებით შეადგენს 8.7 ათას დოლარს. შედარებისათვის: ეს აშშ–ისდონის მხოლოდ 8.8 პროცენტია. შრომის მწარმოებლურობის დონით საქართველოჩამორჩება აშშ–ს – 11.4–ჯერ, ნორვეგიას – 12.2–ჯერ, ხოლო ლუქსემბურგს – 13.9–ჯერ. ევროგაერთიანებაში საქართველოსთან შედარებით შრომის საშუალომწარმოებლურობა თითქმის 9–ჯერ, ხოლო თურქეთში – 5.7–ჯერ უფრო მაღალია.იმავე რიგისაა ჩამორჩენა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა თუ გაერთიანებებთანშედარებით. გრაფიკი 5 13
  14. 14. შრომის მწარმოებლურობა საქართველოში ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან შედა რებით (საქართველოს თანა ფარდობა შესა ბამისი ქვეყნის შრომის მწარმოებლურობასთან : პროცენტი ) 22 21.4 17.5 17.3 16 12.9 11.5 11.2 11 10 4 რ უსეთი თურ ქეთი ესტო ნეთი ი სრ აელი OECD EU27 შვეი ც არ ი ათუ შედარებისათვის გამოვიყენებთ შრომის მწარმოებლურობას, საიდანაცსაქართველოს მხრიდან გამორიცხული იქნება სოფლის მეურნეობა (როგორცდამატებული ღირებულების წარმოებით, ისე დასაქმებულთა რიცხოვნობით),მაშინ საქართველოს დანარჩენი ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობა მიაღწევსაშშ ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის 16.9 პროცენტს,თურქეთის დონის 33.7 პროცენტს და რუსეთის დონის – 41.1 პროცენტს.დ ) საქართველოს შედარება სხვა ქვეყნებთანსამუშაო დროის ხანგრძლივობის მიხედვითშრომის მწარმოებლურობა, წელზე გაანგარიშებით, დიდწილად დამოკიდებულიასამუშაო დროის ხანგრძლივობაზეც. საქართველოში ერთი დასაქმებულისსამუშაო დროის ხანგრძლივობა , წელზე გაანგარიშებით , ექსპერტულიშეფასებით , დაახლოებით 1626 საათია , რაც მცირედით განსხვავდებაეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) (94.6%)და ევროგაერთიანების (EU27) (104.0%) მაჩვენებლებისაგან. სამუშაო საათებისაქართველოში ნაკლებია, ვიდრე ავსტრალიაში, კანადაში, ჩეხეთში, უნგრეთში,პოლონეთში, ისრაელში, აშშ–ში; ჩვენზე ნაკლებს მუშაობენ ბელგიაში,საფრანგეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში….განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მეზობელი თურქეთი – საქართველოზე 5.7– 14
  15. 15. ჯერ მაღალი შრომის წლიური მწარმოებლურობით. წელზე გაანგარიშებით ,თითოეული თურქი დასაქმებული ჩვენს დასაქმებულზე 251 საათითმეტს შრომობს . თავად განვითარებული ქვეყნები მნიშვნელოვნადგანსხვადებიან ერთმანეთისაგან დასაქმებულთა სამუშაო დროისხანგრძლივობის მიხედვით. – მაგალითად, სამხრეთ კორეაში საქართველოსთანშედარებით 35 პროცენტით მეტს შრომობენ, ნიდერლანდებში კი პირიქით – 15პროცენტით ნაკლებს.საქართველოში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უმუშევრობის მაღალი(საშუალოდ 1.5–ჯერ) დონის გამო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებითსამუშაო საათების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია.საქართველოში ყოველი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 605 საათს შრომობს,მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში საშუალოდ – 692 საათს შრომობენ.საშუალოდ ერთ დასაქმებულზე საქართველოსნაირი სამუშაო დროისხანგრძლივობის მქონე ქვეყნებში (შვედეთი , შვეიცარია ,გაერთიანებული სამეფო და სხვ .) სამუშაო დროის ხანგრძლივობა ,გაანგარიშებული მოსახლეობის ერთ სულზე , საქართველოს ანალოგიურმაჩვენებელს აღემატება 200 და მეტი საათით . ამასთან, აღნიშნულსურათში ვერ ეწერება საქართველო–თურქეთის შედარება: მიუხედავად იმისა,რომ უმუშევრობის დონე თურქეთში საქართველოსთან შედარებით 1.5–ჯერდაბალია, ამ ქვეყანაში უკეთესი დემოგრაფიული სიტუაციის გამო, პირველ რიგშიბავშვთა მაღალი წილით მოსახლეობაში7, ერთ სულზე გაანგარიშებით ,თურქეთში საქართველოსთან შედარებით 10 საათით ნაკლებსმუშაობენ .8 გრაფიკი 67 0–14 წლიანი ბავშვების წილი მთელ მოსახლეობაში: თურქეთი – 27.2%, საქართველო – 16.1%.8 ბუნებრივია, მოტანილი მონაცემები ახასიათებენ თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზედასაქმებულთა მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების რაოდენობას. ქვეყნის რეზიდენტებისსაზღვარგარეთ ნამუშევარი სამუშაო დროის გათვალისწინების შემთხვევაში ქართველებისსამუშაო დროის ხანგრძლივობის წლიური მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იქნებოდა... 15
  16. 16. ნამუშევარი საათების რაოდენობა საშუალოდ ერთ დასაქმებულსა და მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში 1973 2000 1929 1880 1877 ერ თ დასაქმებულზ ე მო სახლეო ბი ს ერ თ სულზ ე 1718 1695 1636 1626 1564 1500 1439 1000 966 964 813 790 773 773 692 595 605 592 500 27 D EC EU Oე ) შრომის ანაზღაურების მდგომარეობაშრომის შედარებით დაბალი მწარმოებლურობა განაპირობებს ადექვატურპროპორციებს მის ანაზღაურებაშიც. შრომის საათობრივი ანაზღაურებასაქართველოში ევროზონის მხოლოდ 9.1 პროცენტია . თითოეულიქართველი დასაქმებული ბელგიელ დასაქმებულზე, რომელსაც ევროზონაშიყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება აქვს, შედარებით 75 საათით მეტსშრომობს წელიწადში, თუმცა მისი საშუალო საათობრივი ანაზღაურებაბელგიელის ანაზღაურების მხოლოდ 6.4 პროცენტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმთანხის გამომუშავებას , რასაც საქართველოში წელიწადში 1626საათიანი შრომა სჭირდება , ბელგიაში 103–საათიანი შრომით ახერხებენ .კიდევ უფრო ნაკლები დრო სჭირდება ამას ნორვეგიაში – მხოლოდ 92 საათი.ამასთან, შრომის ანაზღაურების მაჩვენებელთან ერთად სულ უფრო აქტუალურიხდება შედარება მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე დარიცხული ხელფასისსიდიდის მიხედვით. იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობაშიდაქირავებით დასაქმებულთა წილი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 2.5–ჯერ და მეტად დაბალია, ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება, თუშედარებას განვახორციელებთ საშუალო ხელფასის ჯამური სიდიდის მიხედვით,სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოვახდენთ საშუალო ხელფასების სიდიდეთამოსწორებას მოსახლეობის თანაბარ რიცხოვნობაში დასაქმებულთა წილით.ფორმულის სახით მაგალითად, საქართველო-აშშ-ის ამგვარმა შედარებამშეიძლება შემდეგი სახე მიიღოს: Sp(Geo/USA) = Sgeo/SUSA * Lgeo/LUSA,სადაც 16
  17. 17. Sp(Geo/USA) – ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებითმოსახლეობის ყოველ 1000 სულზე;Sgeo – საშუალო ხელფასი საქართველოში;SUSA – საშუალო ხელფასი აშშ-ში;Lgeo – დაქირავებით დასაქმებულთა წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში;LUSA – დაქირავებით დასაქმებულთა წილი აშშ-ის მთელ მოსახლეობაში.აღნიშნული ფორმულის მიხედვით, საქართველოსა და აშშ–ის ბოლომონაცემებით, Sp(Geo/USA) = 342/3320 * 14.1/41.8 = 3.5 (%).სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე,საქართველოში ხელფასების ჯამური სიდიდე აშშ-ის მხოლოდ 3.5პროცენტი ა .ანალოგიურად იანგარიშება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიხედვითაც. მაგალითად,საბერძნეთთან მიმართებაში, სადაც დაქირავებით დასაქმებულთაევროგაერთიანების საშუალო დონეზე 1/3–ით დაბალი წილი (საბერძნეთი – 27.5%,ევროგაერთიანება – 36.4%), საქართველოს მაჩვენებელზე მაინც თითქმის 2–ჯერმაღალია. მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე ხელფასის ჯამური მაჩვენებელისაქართველოში საბერძნეთის მხოლოდ 5.3 პროცენტია. საქართველოში საშუალოხელფასი აშშ–ის ანალოგიური მაჩენებლის მხოლოდ 10.3 პროცენტია, ხოლომოსახლეობის ერთ სულზე – მხოლოდ 3.5 პროცენტი9.ვ ) დასაქმების მდგომარეობამცირე და საშუალო ბიზნესშიარსებითია განსხვავება საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის მცირე,საშუალო და მსხვილი ბიზნესის მონაწილეობით.მცირე ბიზნესის წილი საქართველოში ევროგაერთიანების მაჩვენებელსჩამორჩება: დასაქმების მიხედვით 2.2–ჯერ (23.0% და 50.2%) და დამატებულღირებულების შექმნაში შეტანილი წვლილით კი – 5.0–ჯერ (8.1% და 40%). ცხრილი 9 მცირე , საშუალო და მსხვილი ბიზნესი საქართველოსა და ევროგაერთიანებაში (პროცენტი მთელ ჯამთან) დასაქმებულთა რაოდენობა დამატებული ღირებულება საქართველო ევროგაერთიანებ საქართველო ევროგაერთიანებ ა ა მცირე 23.0 50.2 8.1 40.0 ბიზნესი საშუალო 15.3 16.8 6.3 18.0 მსხვილი 61.7 33 85.6 42.09 ჩვენ აქ შეგნებულად ვიყენებთ ტერმინს „ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თანშედარებით მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე“, რადგანაც აქცენტს ვაკეთებთ ხელფასის ჯამურსიდიდეზე მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე. რაც შეეხება ხელფასის მსყიდველობითიუნარიანობის პარიტეტს, იგი ითვალისწინებს ხელფასების აბსოლუტური სიდიდეებისშედარების პარალელურად ფასთა თანაფარდობასაც. კერძოდ, თუ ყოველ 1000 მოსახლეზეხელფასის ფონდის ჯამური სიდიდე საქართველოში აშშ დონის 3.5%–ია, ხოლო ფასების დონესაქართველოში შეადგენს აშშ დონის დაახლოებით 60%–ს, მაშინ ხელფასის ჯამური ფონდისმსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი საქართველოში იქნება აშშ დონის 5.8% (= 3.5% : 0.6). 17
  18. 18. აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესი საქართველოში, ევროგაერთიანებასთანშედარებით, საკმაოდ დაკნინებულია როგორც რაოდენობრივი (დასაქმებულთარაოდენობა, დამატებული ღირებულება), ისე ხარისხობრივი კუთხით. – მსხვილიბიზნესის შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე ევროგაერთიანებაშიმხოლოდ 1.7–ჯერ აღემატება მცირე ბიზნესის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაშინროდესაც საქართველოში – 3.9–ჯერ. დაბალია მცირე ბიზნესის შრომისფონდშეიარაღება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი ყოველ 10 მცირე საწარმოზესაქართველოში შეადგენს 24–ს, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში – 44–ს.მთლიანად, მცირე და საშუალო ბიზნესის წილად საქართველოში მოდის ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 38 პროცენტი (ევროგაერთიანებაში – 67პროცენტი). გაცილებით მოკრძალებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილისაქართველოში დამატებული ღირებულების შექმნაში – მხოლოდ 14.4 პროცენტი,რაც ევროგაერთიანების ანალოგიურ მაჩვენებელზე (68.0%) 4.7–ჯერ ნაკლებია.მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა რაოდენობა მოსახლეობის ყოველ1000 სულზე საქართველოში დაახლოებით სამჯერ უფრო დაბალიაევროგაერთიანებასთან შედარებით (ევროგაერთიანება – 40, მ.შ. გერმანია –20, იტალია – 65, საბერძნეთი – 74, ჩეხეთი – 86, საქართველო – 13). შესაბამისად,5.4–ჯერ მცირეა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებულიპირების რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე ევროგაერთიანებასთანშედარებით. ყოველივე ეს საქართველოში ევროგაერთიანებასთან შედარებითსაბაზრო ინფრასტრუქტურების, თავად საბაზრო ურთიერთობებისგანვითარების შედარებით დაბალ დონეზე მიუთითებს.დასკვნადასაქმების პრობლემა ერთერთი უმწვავესია საქართველოში, რომელიცსერიოზულად აფერმკრთალებს იმ რეალურ შედეგებსაც კი, რომლებსაცსაქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მიაღწია. ბოლო წლებში ქვეყნისმოსახლეობის ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა დასაქმებულთარიცხოვნობის შემცირება. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობა ბოლოწლებში უფრო დაბერებული , ეკონომიკურად უფრო ნაკლებადაქტიური და ნაკლებად დასაქმებული გახდა . განსაკუთრებით მძიმემდგომარეობა დასაქმების მხრივ ახალგაზრდებშია, რომლებშიც უმუშევრობისდონე რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი მოსახლეობის ანალოგიურმაჩვენებელს. დღეისათვის 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ყოველიმესამე უმუშევარია , მაშინ როდესაც ანაზღაურებადი სამუშაომოეპოვება ყოველი 13 ახალგაზრდიდან მხოლოდ ერთს .სოფლის მეურნეობაში დასაქმების ფორმალურად მაღალი დონე მნიშვნელოვნადამახინჯებს მდგომარეობის რეალურ სურათს, გაცილებით უკეთესად წარმოაჩენსრა მას. კერძოდ, დასაქმებისა და უმუშევრობის მოქმედი მეთოდიკითსაქართველოში უმუშევრობის რეალური დონე რამდენჯერმეა შემცირებული, რისგამოც ხელისუფლებაც, ბიზნეს–სექტორიც, ინვესტორებიც არასწორ სიგნალებსღებულობენ. – სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდიკით გაანგარიშებით , 18
  19. 19. საქართველოში უმუშევრობის რეალური დონე მერყეობს 40–50პროცენტის ფარგლებში .სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური მაჩვენებლები არა მარტოამახინჯებენ მდგომარეობის რეალურ სურათს, არამედ ადასტურებენ ამ დარგისუკუსვლის პროცესსაც. ბოლო წლებში იზრდება გარღვევა შრომისმწარმოებლურობაში, ერთი მხრივ, ამ დარგსა და, მეორე მხრივ, დანარჩენეკონომიკას შორის. თუ 2003 წელს სოფლად დასაქმებულთა საშუალო შრომისმწარმოებლურობა დანარჩენი ეკონომიკის ანალოგიური მაჩვენებლის 17.4% იყო,2011 წლისთვის იგი 9.6%–მდე დაეცა. მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველო 2.5– ჯერ და მეტადჩამორჩება განვითარებული ქვეყნების დონეს დაქირავებითდასაქმებულთა რიცხოვნობით , სამაგიეროდ 4–ჯერ უსწრებს მათთვითდასაქმების წილით დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში .დღეისათვის რეალურად, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზეანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდყოველ მეოთხე შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეს , რაც ქვეყნის გარეთქართველი შრომითი მიგრანტების დასაქმების მაჩვენებელზესაგრძნობლად ნაკლებია . საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქვეყანათარიგს, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი დაქირავებითდასაქმებული ყავთ, ვიდრე საკუთარ სახელმწიფოში.თვითდასაქმების საარაკოდ მაღალი წილი დასაქმებულთა შორის კი„რეტუშირებას“ უკეთებს უმუშევრობის ფაქტობრივ მდგომარეობას.თვითდასაქმებულთა მაღალი წილი დასაქმებულთა საერთორაოდენობაში შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას გაცილებითპოზიტიურად წარმოაჩენს . – საქართველოში დასაქმების ამჟამინდელი დათვითდასაქმების ევროგაერთიანების დონის პირობებში უმუშევართა რაოდენობაჩვენთან 3.7–ჯერ უფრო მაღალი, ხოლო უმუშევართა რიცხვი ამჟამინდელზე სულცოტა, 0.8 მლნ. კაცით მეტი იქნებოდა.ეს ჰიპოთეტური გათვლაა. მაგრამ იმჀ

×