ვაჟა ფშაველა

1,139 views
837 views

Published on

ინფორმაცია და ფოტომასალა

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,139
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
49
Actions
Shares
0
Downloads
16
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide
  • სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში.
  • ვაჟა ფშაველა

    1. 1. ვაჟა ფშაველა რეალური სახელი და გვარი: ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი ქართველი პოეტი.
    2. 2. ბიოგრაფია: 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა- ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…
    3. 3. მთის ძირში ჩარგლისკენ მიმავალი გზა მდებარეობს...
    4. 4. “მთანი მაღალნი”
    5. 5.  “სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში”.
    6. 6. ხმელი წიფელი “ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!.. “
    7. 7. იქნებ, აქ იპოვა ვაჟამ ხმელი წიფელი? სწორედ ამ ტყეში ან ამ გზის პირას? ან იმ კლდის თავზე, შორიდან ბუნდოვნად რომ იმზირება და თითქმის არც ჩანს?.... “…მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთწინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლის ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულ-ფოთლებიანი.”
    8. 8. ამ საოცარი მთების შემხედვარე, ადამიანი ოდესმე იკითხავს: – “რატომ იყო ვაჟა ბუმბერაზი”?
    9. 9.  ვაჟა ოჯახთან ერთად
    10. 10. ჩარგალი.... მუზეუმის ეზოში....
    11. 11. ვაჟას საცხოვრებელი სულ ერთმანეთისგან ვიწრო დერეფნით გაყოფილ ორ ოთახს წარმოადგენს. სახლს გარს აკრავს მცენარეებით გადაჩითული უმშვენიერესი ეზო.
    12. 12. აქ ყველაფერს სიღატაკის კვალი ატყვია.
    13. 13. აქ შეიქმნა ვაჟას გენიალური ქმნილებანი
    14. 14. ვაჟას ნივთები ძველ მაგიდაზე
    15. 15. საწოლი და ხელსაქმისათვის განკუთვნილი სხვა ნივთები საქალებო ოთახში.
    16. 16. სამუშაო იარაღები შესასვლელ დერეფანში
    17. 17. სკივრი, ჭურჭელი.
    18. 18. მეუღლის მზითევი – საკერავი მანქანა.
    19. 19. ამ ოთახში გაატარა ცხოვრების უდიდესი ნაწილი და აქ შექმნა თავისი ნაწარმოებები
    20. 20. ეს მამის, პავლე რაზიკაშვილი ნანადირევი ირმის რქებია.
    21. 21. ამ ფანდურზე მღეროდა ვაჟა თავის ცნობილ სიმღერებს ზამთრის გრძელ ღამეებში.
    22. 22. ამ ბუხარში კი ხშირად მზადდებოდა თურმე მთის ტრადიციული კერძი – ხინკალი.

    ×