• Like

Loading…

Flash Player 9 (or above) is needed to view presentations.
We have detected that you do not have it on your computer. To install it, go here.

Marxa margoshvili

  • 964 views
Uploaded on

 

  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
964
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
13
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1.
    • მუნჯი კინოს ლეგენდა.....
    ჩარლი ჩაპლინი
  • 2. „ გადავწყვიტე, ჩამეცვა ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი პიჯაკი, ქვაბურა ქუდი დამეხურა, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები წამომეცვა და ხელში ჯოხი დამეჭირა. პატარა ულვაშები გავიკეთე, რომელიც ხანს მომიმატებდა და სახის გამომეტყველებას არ დამალავდა. როგორი ხასიათი უნდა შემექმნა, ეს ჯერ არ მქონია გადაწყვეტილი, მაგრამ, მ ო ვრჩი თუ არა ჩაცმას, ჩემმა ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ მიკარნახა, ვინც ვიყავი... ჩემი გმირი არც ერთი ამერიკელი კომიკოსის გმირს არ ჰგავდა, ის კი არადა, ჩემთვისაც უცხო იყო. მაგრამ ჩავიცვამდი თუ არა ამ კოსტიუმს, ხელადვე ვგრძნობდი, რომ ნამდვილად არსებული, ცოცხალი ადამიანი ვიყავი. როგორ შეიქმნა ქვაბურაქუდიანი და ხელჯოხიანი ჩაპლინი
  • 3. ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
    • ბავშვობის წლები: ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი 1889 წელს ლონდონში დაიბადა. მამამისი ვოკალისტი და მსახიობი იყო, დედამისიც, ასევე მსახიობი და მომღერალი. ჩარლის მათი ტალანტი გამოჰყვა.
    • მშობლები მაშინ გაცილდნენ როცა ჩარლი 3 წლის იყო. მომავალი კომიკოსი ძირითადად დედასთან იზრდებოდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მამამისი ალკოჰოლიკი იყო და შვილებთან იშვიათადად ჰქონდა კონტაქტი. ის 1901 წელს ალკოჰოლიზმის მიზეზით გარდაიცვალა.
  • 4. კ ა რ ი ე რ ა
    • “ რისი მნიშვნელობა გინდათ გაიგოთ? ცხოვრება სურვილია და არა მნიშვნელობა ”
    • წარმატება
    • ჩაპლინის ადრეული ფილმები მარკ სენეტის “ Keystone Studios” – სთვის იყო გადაღებული, სადაც მან პირველად შექმნა შემდგომში უკვე მის სამარკო ნიშნად ქცეული “მაწანწალა”-ს პერსონაჟი. მან მალევე ისწავლა ფილმების კეთების ხელოვნება. პუბლიკამ ჩაპლინი, პირველად მაწანწალას როლში, მის მეორე ფილმში იხილა – “ Kid Auto Races at Venice”. ის 24 წლის იყო.
    • მას შემდეგ ჩაპლინმა ბევრ წარმატებულ ფილმში ითამაშა. დღეს უკვე კლასიკად ქცეული მუნჯი ფილმები: A Woman of Paris, The Gold Rush, The Circus, City Lights, Modern Times.
  • 5. 1972 წელს ჩარლი ჩაპლინმა ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკისათვის, რომელიც 1952 წლის ფილმის “ Limelight” – ისთვის იქნა დაწერილი. 1929 წელს ნომირებული იყო ოსკარზე საუკეთესო სურათისათვის ( The Circus), როგორც საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო კომედიის რეჟისორი, და საუკეთესო ორიგინალური სცენარი. 1940 წელს “ The Great Dictator” 1948 წელს “ Monsieur Verdoux” ასევე ნომირებულნი იქნენ ოსკარზე. თუმცა ჩარლი ჩაპლინს არასდროს გამოუხატავს დიდი ინტერესი ოსკარის დააჯილდოების მიმართ. ნომინაციები
  • 6. ჩარლი ს უამრავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი სასიყვარულო ისტორიები კარგად არის ცნობილი. იგი ამბობდა : ” პირველი სიყვარული ხშირად არ მთავრდება ქორწინებით,მაგრამ გამახსოვრდება მთელი სიცოცხლე” Hetty Kelly ჩარლი ჩაპლინის პირველი “ნამდვილი” სიყვარული იყო. მას 15 წლის მოცეკვავე თავდავიწყებით შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა 1908 წელს, როცა თავად 18 წლის იყო. გოგონას უარმა მსახიობი გაანადგურა და წლების განმავლობაში მისი სიყვარული აკვიატებაში გადაეზარდა. 1921 წელს ჩარლის თავზარი დაეცა, როცა გაიგო რომ მისი პირველი სიყვარული 1918 წელს გრიპის ეპიდემიის დროს გარდაცვლილიყო .
  • 7.
    • 1918 წელს, 29 წლის ასაკში, ჩაპლინი პოპულარულ მსახიობზე, მილდრედ ჰარისზე დაქორწინდა, რომელიც მხოლოდ 16 წლის იყო. მათ ერთ წელში ვაჟი შეეძინათ, რომელმაც მხოლოდ 3 დღე იცოცხლა. წყვილი 1920 წელს განქორწინდა. ჩაპლინმა განქორწინების პროცესის დროს მეუღლეს ბრალად დასდო სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ ცნობილ მსახიობ ქალთან ალა ნაზიმოვასათან
    • 54 წლის ასაკში ჩარლი ჩაპლინი, 18 წლის ონა ო’ნილზე დაქორწინდა, მიუხედავად გოგონას მამის სასტიკი წინააღმდეგობისა, რომელიც ქალიშვილს ჩარლის სიკვდილამდე არ დალაპარაკებია. მათი ქორწინება გრძელი და ბედნიერი გამოდგა. მათ 8 შვილი შეეძინათ. ბოლო შვილი მაშინ გაჩნდა როცა ჩარლი 73 წლის იყო. ონამ ჩარლის სიკვდილის შემდეგ კიდევ 14 წელი იცოცხლა. ის 1991 წელს პანკრეატიული კიბოთი გარდაიცვალა.ჩარლი ჩაპლინს 4 ქორწინებიდან 11 შვილი ჰყავდა.
  • 8. “ პერსონაჟზე არავითარი იდეა არ მქონდა.მაგრამ როგორც კი ჩამაცვეს ტანსაცმელი და მაკიაჟი გამიკეთეს, მე ვიგრძენი ის. მე დავიწყე მისი შეცნობა და როცა სცენა ზე ავედი, ის სრულიად დაიბადა” ჩარლი ჩაპლინი
  • 9. ჩარლი ჩაპლინი 100–ზე მეტ ფილმში გადაიღეს
  • 10.
    • «”ჩაპლინი არ იყო უბრალოდ ‘დიდი’, იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის – მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.”
  • 11. ... ჩარლის ბოლო წლები ...
    • ჩარლი ჩაპლინს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ინვალიდის სავარძელსაც იყენებდა. ჩარლიმ ბოლო წუთები შვეიცარიაში გაატარა; ის 1977 წელს ძილში გარდაიცვალა შ ობა დღეს. ის შვეიცარიაშივე იქნა დაკრძალული.
  • 12.
    • გენიალური რეჟისორი,მსახიობი და კომპოზიტორი.....
    • „ ჩაპლინიადის“ ყველა ფილმი თითქოს ერთი მთლიანი სურათია, რომელშიც ასახულია პატარა ჩარლის ტრაგი – კომიკური თავგადასავლები სასტიკ სამყაროში – ეს არის ერთიანი მოთხრობა წითისოფელში დამყარებულ უსამართლობაზე – რომელსაც ერთი ადამიანის თავგადასავალში ხედავს მაყურებელი, ჩარლის მარცხიანი კომიკურობა გამწარებას და ცრემლიან სიცილს იწვევს... ჩარლის ტრაგი–კომედიურ ფილმებზე გეცინება და გეტირება....ის გენიოსი იყოდა გენიოსად დარჩება......ალბათ ესეა ,
    • ყველაზე დიდი სევდა ყველაზე მხიარულ ადამიანში იმალება...
    სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
  • 13.
    • “ მე მქონდა უნარი, არა მარტო სიცილი გამომეწვია, არამედ ცრემლიც , მე ვქმნი საკუთარ სისტემას „კომიკურს“ და ამის მისაღწევად დიდი ადამიანური ტრაგედიიდან ამოვდივარ “ –
    • ასე გამოეყოფა ჩაპლინის ხელოვნება თავის წინამორბედ კომიკოსებს: ამიტომ არის ასეთი ტრაგიზმით გამსჭვალული ჩარლის კომედიები. ჩარლი ჩაპლინმა პირველმა შემოიტანა ეკრანზე ტრაგიკომედიის ჟ ანრი – ეს არის კომიკური გმირის ცხოვრება დრამატულ სიტუაციებში, ეს არის შედევრი მსოფლიო კინოში!
    ჩარლი ამბობდა........
  • 14.
    • ჩ ა რ ლ ი
    • ჩ ა პ ლ ი ნ ი
    ნახვამდის