სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
მასწავლებლის ეკა გიგიაძის საკონფერენციო ნ...
სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე გადავწყვიტეთ შეგვექმნა
საკლასო ბიბლიოთეკა III-VII კლასებში...
კლასში აღმოჩნდა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც არ გასჩენიათ ინტერესი წაეკითხათ წიგნები .
გადავწყვიტე ასეთი მოსწავლეების მოტი...
მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება დაეხმარება მოსწავლეებს ძლდაუტანებლად
წაიკითხონ საინტერესო წიგნები, ე.წ „კლა...
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

სასკოლო ბიბლიოთეკა

273
-1

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
273
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
1
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

სასკოლო ბიბლიოთეკა

  1. 1. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ეკა გიგიაძის საკონფერენციო ნაშრომი თემა: „საკლასო ბიბლიოთეკის როლი კითხვის მოტივაციის ამაღლებაში“ ქვეყნის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის განათლებასა და წიგნიერებასთან. კითხვის უნარი წარმოადგენს ინდივიდის ინტელექტუალური განვითარებისა და პიროვნული ზრდის საფუძველს. კითხვითი წიგნიერება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც მოსწავლე იძენს სკოლაში სწავლის ადრეულ წლებში. ის წარმოადგენს ყველა სხვა საგნის სწავლების საფუძველს, გამოიყენება დასვენებისა და პიროვნული ზრდისათვის და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას სრულყოფილად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.კითხვაში გაწაფულობის მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ბავშვის განვითარებისათვის. საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ხუთ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვლევას მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. PIRLS-ის კვლევების საშუალებით ქვეყნები იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორ კითხულობენ ბავშვები და როგორ აუმჯობესებს წიგნიერებას სკოლა და ოჯახი. კვლევა გვიჩვენებს, რომ არსებობს პოზიტიური ურთიერთმიმართება მოსწავლეთა კითხვისადმი დამოკიდებულებასა და კითხვაში მიღწევებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მეტი დრო დაუთმონ კითხვას, ხალისით იკითხონ და დადებითად შეაფასონ იგი. კითხვის სიყვარული დადებითად აისახება კითხვაში მიღწევებზე და პირიქით. კარგი მკითხველები უფრო მაღალი აკადემიური შედეგებით გამოირჩევიან, ვიდრე პასიური მკითხველები.დამოუკიდებელი კითხვა და წაკითხულის შესახებ მსჯელობა მნიშვნელოვანი აქტივობებია როგორც სკოლაში, ისე შინ. საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებით, კითხვის მოყვარული ბავშვები საგრძნობლად უსწრებენ იმ ბავშვებს, რომლებსაც კითხვა ნაკლებად უყვართ. კითხვის მოტივაციის გაზრდის საკითხს მრავალი კვლევა დაეთმო. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია, ბავშვებმა დიდი დრო დაუთმონ კითხვასა და მასთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს. სწავლების პროდუქტიულობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: მშობლების მაგალითი, ეკონომიური სიდუხჭირე, სასწავლო პროგრამის ხარისხი, სწავლების მეთოდები, სწავლებისათვის გამოყოფილი დრო... სასწავლო პროცესში გამოყოფილი დრო არის რესურსი, რომელიც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა არასაკმარისია სასურველი შედეგების მისაღწევად.
  2. 2. სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკლასო ბიბლიოთეკა III-VII კლასებში. ამ ბიბლიოთეკების მიზანია კითხვის მოტივაციის ამაღლება, დროის ეფექტურად გამოყენება და კითხვაში შედეგების გაუმჯობესება. საკლასო ბიბლიოთეკები მოსწავლეს აძლევს შეაძლებლობას გაიფართოონ თავიანთი წარმოდგენა ტექსტებზე და დაინახონ კითხვის პროცესი, როგორც კლასელებთან ერთობლივი აქტივობის შესაძლებლობა. აღნიშნული შეიძლება გავრცობილი იქნას სკოლის გარეთ საზოგადოებაში , რადგან მოსწავლეები წაკითხულიდან მიღებულ ინფორმაციასა და საკუთარ აზრებს ხშირად უზიარებენ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. სექტემბრის თვეში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი იდეა საკლასო ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ. მათგან მივიღე თანხმობა და მხარდაჭერა.მშობელთა უმრავლესობამ აღნიშნა , რომ ნაკლებად აქვთ დრო წაუკითხონ შვილებს, ან ხშირად შეიძინონ მათთვის ახალი საკითხავი ლიტერატურა. თვის ბოლომდე მოსწავლეების მიერ საოჯახო ბიბლიოთეკიდან მოტანილი საბავშვო წიგნებით შევქმენით წიგნადი ფონდი. შევთანხმდით, რომ ფონდის განახლება მოხდება ყოველთვიურად. წიგნების აღრიცხვა მიმდინარეობს სპეციალურ ჟურნალში. ბიბლიოთეკარი მასში წერს წიგნის სათაურს, ავტორს და შემომტანი პირის სახელსა და გვარს. ფარული კენჭისყრით მოსწავლეებმა აირჩიეს ოქტომბრის თვის ბიბლიოთეკარი და მისი ასისტენტი, რომლებიც აწარმოებენ წიგნების აღრიცხვასა და გაცემას. შევადგინე ფორმულიარი, სადაც აღირიცხება მოსწავლეთა მიერ ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების დასახელება, რაოდენობა, დაბრუნების ვადა. ფორმულარის წარმოებაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკარი და მისი ასისტენტი. აღნიშნული მოსწავლეები თავიანთი საქმიანობის გაცნობის მიზნით სტაჟირებაზე მივავლინე სკოლის ბიბლიოთეკართან. რამდენიმე დღიანი საქმიანობის შემდეგ მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს უფლება-მოვალეობები წიგნის წაკითხვის ვადა განისაზღვრა 10(ათი) დღით. საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე განვათავსეთ წიგნის მოვლისა და მოხმარების წესები. წესები შევადგინე მოსწავლეთა ინიციატივითა და მონაწილეობით. მოსწავლეთა უმრავლესობამ წიგნები დროულად დააბრუნა. თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. ფაქტიურად ყველა წიგნი იყო დაუზიანებელი და მოვლილი. მოსწავლეებმა წერილობით წარმოადგინეს წაკითხული ნაწარმოების შინაარსი და კლასის წინაშე გააკეთეს წაკითხულის პრეზენტაცია, გაიმართა დისკუსია, პროცესი იყო საინტერესო .
  3. 3. კლასში აღმოჩნდა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც არ გასჩენიათ ინტერესი წაეკითხათ წიგნები . გადავწყვიტე ასეთი მოსწავლეების მოტივაციის გაზრდისათვის გარეგანი მოტივირება გამომეყენებინადავასაჩუქრე წიგნით და დავავალე ამ წიგნის პრეზენტაციის მოწყობა. ნოემბრის თვის ბოლომდე თვალყურს ვადევნებ როგორ განვითარდება მოვლენები. 30ოქტომბერს მოხდა წიგნადი ფონდის განახლება. შეიცვალა აგრეთვე ბიბლიოთეკარი და ასისტენტი და პროცესი გაგრძელდა დადგენილი წესების მიხედვით. საკლასო ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სასწავლო წლის ბოლომდე. პირველი სემესტრის ბოლოს მოვახდენთ საუკეთესო მკითხველის გამოვლენას. საუკეთესოდ ჩაითვლება მოსწავლე, რომელმაც წაიკითხა მეტი წიგნი და გამართა საინტერესო პრეზენტაცია. მოსწავლეთა შეფასებას ვახდენ ყოველი თვის ბოლოს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პრეზენტაციისა და წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრების უნარის შეფასებას. საკლასო ბიბლიოთეკების ფუნქციონირება წლის მანძილზე გარკვეულ შედეგს გამოიღებს, კერძოდ:  სასწავლო წლის ბოლომდე მოსწავლეთა უმრავლესობა წაიკითხავს საშუალოდ 10 წიგნით მეტს.  მოსწავლე გაუზიარებს შთაბეჭდილებებს თანაკლასელებს  მოსწავლეები შეუქმნიან ერთმანეთს განწყობას წაიკითხონ წიგნები. ამ ეტაპზე გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიეთ:  მოსწავლეთა ნაწილმა ერთი თვის მანძილზე 2-3 წიგნის წაკითხვა შეძლო.  მოსწავლეებს აუმაღლდათ კითხვის მოტივაცია.  ხშირმა პრეზენტაციამ ხელი შეუწყო კომუნიკაციისა და მსჯელობის, წერისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას.  წაკითხულის წარმოდგენა დაეხმარა მოსწავლეებს დეტალების უკეთ გააზრებაში  თანაკლასელები ერთმანეთს უზიარებენ რა სტრატეგია გამოიყენეს კითხვის პროცესში.  გამოთქვე ს თავიანთი ვარაუდები ტექსტის სიუჟეტის შესაძლო განვითარების შესახებ  იმსჯელეს რა იყო მათთვის საინტერესო ნაწარმოებში.  გამოიტანეს დასკვნები, შეაჯამეს და შეაფასეს წაკითხული. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მოსწავლეთა ნაწილს გაუჩნდა სურვილი თვითონ შექმნან მოთხრობები და ზღაპრები, დაასურათონ და შეკრან წიგნების სახით. ნაწილმა გადაწყვიტა, მკითხველთა თეატრის ფარგლებში სპექტაკლის სახით წარმოადგინონ მათი საყვარელი ნაწარმოების გმირები.
  4. 4. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება დაეხმარება მოსწავლეებს ძლდაუტანებლად წაიკითხონ საინტერესო წიგნები, ე.წ „კლასგარეშე ლიტერატურა“. მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის გაზრდა ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას კარგ მკითხველებად.

×