Your SlideShare is downloading. ×
0
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Lesson 2
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

Lesson 2

932

Published on

Published in: Technology, Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
932
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
8
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. ინფორმატიკის მოკლე კურსი
  • 2. კომპიუტერის შექმნის და განვითარების მოკლე ისტორია 3 ოქტომბერი 2009 From Counting to Computing .
  • 3. თეორიული მოსაზრებები, რომლებიც პერსონალური კომპიურეტის შექმნას დაედო სავფუძლად, საუკუნოვან ისტორიას ითვლის და თავს იჩენს ბევრი მეცნიერის შრომებში. ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაცია მხოლოს XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხერხდა. განვითარების მაღალი ეტაპების მეშვეობით, გამოთვლითი ტექნიკა ძალზე სწრაფად გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.   ჩვენმა წინაპარმა ლერწმის ჩარჩოზე გაჭიმულ თოკზე მძივები აასხა, ყოველ თოკზე 10 ცალი. ასე შეიქმნა პირველი სათვლელი მოწყობილობა - საანგარიშო ანუ აბაკი. აბაკს იყენებდნენ ბაბილონელები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 ათასი წლის წინ.   
  • 4. უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა მათემატიკის შემდგომი განვითარება, თვლის პოზიციური სისტემის შექმნა იყო. როგორც ჩანს, იგი შემოიღეს 4000 წლის წინ ძველ ბაბილონში. ჩვენთვის ჩვეული ათობითი პოზიციური ნუმერაცია შექმნეს ძველმა ინდუსებმა. ინდოეთიდან არაბების საშუალებით ნუმერაციის ეს სისტემა ციფრების აღნიშვნასთან ერთად (რომლებსაც ჩვენ "არაბულს" ვუწოდებთ) გადმოვიდა ევროპაში და შემდეგ კი გავრცელდა ყველა ქვეყანაში.
  • 5. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოთვლითი ტექნიკის ისტორიაში იყო XVII სუკუნე, როდესაც გამოჩნდა გამომთვლელი მოწყობილობა. დიდი ხნის მანძილზე თვლიდნენ, რომ პირველი ასეთი მანქანა 1642 წელს ააგო ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა ბლეზ პასკალმა ; ბლეზ პასკალი (ფრანგ. Blaise Pascal; დ. 19 ივნისი, 1623, კლერმონ-ფერანი — გ. 19 აგვისტო, 1662, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მორალისტი, კიბერნეტიკოსი, ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჰიდროსტატიკის, როგორ მეცნიერების ერთ-ერთი დამაარსებელი.
  • 6. პასკალის არითმომეტრი
  • 7. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთვლელი მოწყობილობა აუგია გერმანელ მათემატიკოსს და აღმოსავლეთ ენათმეცნიერების პროფესორს ვილჰემ შიკ არდს, დაახლოებით 1623 წელს. Wilhelm Schickard, a German mathematician and clergyman, designed and built a mechanism which could add, subtract, multiply and divide. Schickard's machine was similar in operation to the slide rule but also incorporated a set of metal wheels that performed the arithmetical operations. Schickard called his device a "calculator-clock."
  • 8. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1967წ. მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ლეონარდო და ვინჩის (1452-1519) ხელნაწერთა ორი ტომი. სქემის ანალიზიდან გაირკვა, რომ ჯერ კიდევ პასკალისა და შიკარდის არითმომეტრების (არითმერიკული სათვლელი მანქანა) აგებამდე ერთი საუკუნით ადრე, ლეონარდო და ვინჩს აუგია სათვლელი მანქანა.
  • 9. 1673 წელი - ლეიბნიცის მიერ შექმნილ მანქანას შეეძლო უფრო სწრაფად შეესრულებინა გამრავლების და გაყოფის ოპერაციები, ვიდრე პასკალის არითმომეტრს. გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (დ. 1 ივლისი, 1646, ლაიფციგი — გ. 14 ნოემბერი 1716, ჰანოვერი) — გერმანელი ფილოსოფოსი და მეცნიერი, მათემატკოსი, დიპლომატი, ფიზიკოსი, ისტორიკოსი, საერო და სასულიერო სამართლის დოქტორი. მან და ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკის მნიშვნელოვან დარგს — მათემატიკურ ანალიზს. ლაიბნიცმა ბევრი მათემატიკური ცნება და სიმბოლო შემოიღო, რომელსაც ახლაც იყენებენ.
  • 10. XIX საუკუნეში დაისვა საკითხი: შეიძლებოდა თუ არა შექმნილიყო მანქანა, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ არითმეტიკულ ოპერაციებს შეასრულებდა, არამედ "შეძლებდა" ეწარმოებინა გამოთვლ ების ჯაჭვი, რომელიც აუცილებელი იქნებოდა ამოცანის მთლიანობაში ამოსახსნელად? ადამიანი, რომელმაც პირველად გამოთქვა გამომთვლელი მანქანის ფუნდამენტური იდეა და შეეცადა მის  განხორციელებას, იყო ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ ბებიჯი (1791-1871). კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ბებიჯი 1822 წელს შეეცადა აეგო ავტომატურად მოქმედი მექანიკური საანგარიშო მანქანა. ცდამ მარცხი განიცადა, რადგან ასეთი მანქანის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
  • 11. 1834 წელს ბებიჯი იწყებს მუშაობას თავის მთავარ ქმნილებაზე - გამომთვლელ მანქანაზე, რომელსაც მან "ანალიზური" (Analytical Engine) უწოდა და რომელსაც უნდა ამოეხსნა ყველა ის ამოსახსნელი ამოცანები, რომელსაც ხსნიდნენ მათემატიკოსები და ინჟინრები. აღნიშნულ მანქანას გააჩნდა ცენტრალური პროცესორული მოწყობილობა, მეხსიერბა და პერფობარათები, რომელზეც გადაიტანებოდა გარკვეული პროგრამები. ბებიჯის მანქანას შეეძლო ოცნიშნა რიცხვებზე ოპერირება.
  • 12. Part of Babbage's difference engine, assembled after his death by Babbage's son, using parts found in his laboratory .
  • 13. ამრიგად, გამომთვლელი მანქანა იმუშავებდა ადამიანის ჩარევის გარეშე, თუ მას ვაცნობებდით, რა ოპერაციები უნდა შეესრულებია (რა რიცხვებზე და რა თანამომდევრობით). ეს პრინციპი დღეს ეგმ-ის პროგრამული მართვის პრინციპის სახელითაა ცნობილი და საფუძვლად უდევს კომპიუტერის მუშაობას. როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ბებიჯის ჩანაფიქრი, რომ გამომთვლელი მანქანა ემართათ პერფობარათების საშუალებით, წინასწარმეტყველური იყო. პერფობარათების გამოყენების იდეა რეალური გახდა მას შემდეგ, რაც იგი 1804 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ მარი ჟაკარმა (1752-1834) გამოიგონა საქსოვი დაზგის მუშაობის ავტომატიზაციისთვის.
  • 14. სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის დროს, გამომთვლელი მანქანის მიერ შესასრულებელ ოპერაციათა აღმწერი თეორიის განვითარების გარეშე, ამ მანქანის მართვა შეუძლებელა. ასე, რომ აუცილებელი გახდა მეცნიერების ახალი მიმართულების - პროგრამირების შექმნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილი ინგლისელი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონის ერთადერთ ქალიშვილს - ადა აუგასტას -  გრაფ ლავლეისის მეუღლეს.   1843 წლის 19 ივლისი ითვლება პირველი პროგრამის შექმნის თარიღად - ადა ლავლეისს ეკუთვნის ბურნულის რიცხვების გამოსათვლელი პროგრამა. ამ პერიოდში მანქანას შეეძლო შეესრულებინა არა მხოლოდ არითმეტიკული, არამედ ლოგიკური ოპერაციებიც. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 1847 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა ჯორჯ ბულმა (1815-1864) შექმნა ლოგიკურ გამონათქვამთა თეორია, რომელმაც მიიღო "ბულის ალგებრის"  სახელწოდება.
  • 15. ყველა არითმომეტრი, რაც კი შექმნილა ქართველი მეცნერის  გიორგი ნიკოლაძის მოღვაწეობამდე, იყო მექანიკური. საფრანგეთში, სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის დროს, გიორგი ნიკოლაძემ (1888-1931) შეისწავლა არსებული არითმომეტრები და გამოიგონა ახალი ტიპის ელექტრომთვლელი - "პირდაპირი გამრავლების ელექტრონული არითმომეტრი", რომელიც სხვა მანქანებისგან განსხვავდებოდა ელექტრული გამანაწილებლით. ეს სიახლე ამსუბექებდა ადამიანის ხელით მუშაობას. ამ გამოგონებით დაინტერესდნენ ევროპისა და ა.შ.შ-ს ფირმები, რომლებმაც სთხოვეს გ. ნიკოლაძეს დახმარებოდა მათ არითმომეტრის აგებაში, თუმცა იგი სამშობლოში წამოვიდა და იქ ააგო არითმომეტრის მოდელი, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში გამოფენაზე. იგი პოლიტექნიკურ მუზეუმში იყო ექსპონირებული, სადაც მნახველებს უჩვენებდნენ მოდელის მუშაობას... ამის შემდეგ, მოდელის ბედი გაურკვეველია. გიორგი ნიკოლაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1931 წელს. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა დაეზუსტებინა არითმომეტრის მთლიანი კონსტრუქციის დოკუმენტაცია, რომლის გარეშეც, ამჟამად, მეტად რთულდება არითმომეტრის აგება.
  • 16. უკანასკნელ წლებამდე ცნობილი იყო, რომ პირველი ეგმ ააგეს 1945 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ჯონ ეკრტიმ (Jon Presper Eckert) და ჯონ მოუჩლიმ (Jone Mauchiy) , რომლის სახელწოდებაც იყო "ენიაკი" (ENIAK – Electronic Numerical Integrator and Computer), მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მართალია, "ენიაკი" მსოფლიოში მომუშავე პირველი ეგმ-ია, რომლის კონსტრუქროტები არიან ეკერტი და მოუჩლი და მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაში, მაგრამ ეგმ-ის მუშაობის პრინციპები მათ მიერ არ ყოფილა მოფიქრებული. ეს პრინციპები პირველად ჩამოაყალიბა 1937 წელს, აიოვას შტატის ქ. ეიმსში მომუშავე ამერიკელმა ფიზიკოსმა, წარმოშობით ბულგარელმა ჯონ ატანასოვმა. ამის გარდა, ატანასოვმა თავის დამხმარე კლიფორდ ბეტისთან ერთად სცადა აეგო პირველი ეგმ-ი. ეს კომპიუტერი, რომელსაც მათ უწოდეს "ABC", პრაქტიკულად დამთავრდა 1942 წელს. დარჩა მხოლოდ პერიფერიული ნაწილის აგება და ის, რომ  "ABC" ექსპლუატაციაში ვერ შევიდა,  ამის მიზეზი გახდა II მსოფლიო ომი. ეს ფაქტი ცნობილი იყო ბევრი მეცნიერისთვის და მათ შორის მოუჩლისთვისაც.
  • 17. Figure 1: The ENIAC computer სურათზე გამოსახულია კომპიუტერი ENIAC ( Electronic Numerical Integrator And Calculator ); როგორც ხედავთ, ის უფრო დიდია (!) ვიდრე დღეს არსებული პერსონალური კომპიუტერები. აწყობილი აშშ-ში 1945 წელს, ის იყო პირველი მუშა კომპიუტერი მსოფლიოში. მას შეეძლო შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ფესვის ამოღება და ორი რიცხვის შედარება.
  • 18. 1973 წელს დაიწყო ორი დიდი ფირმის დავა კომპიუტერის ავტორობის შესახებ. ჩატარდა სასამართლოს 135 სხდომა. დამტკიცდა, რომ 1940 წელს ატანასოვს მიუწვევია მოუჩლი, უჩვენებია მისთვის ხელნაწერები, გაუცვნია გამოთვლითი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. გაირკვა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოუჩლიმ შეძლო ეგმ-ის შექმნა, რაც გაფორმდა პირველი კომპიუტერის სახით. ამრიგად, დღეისთვის კომპიუტერის ავტორობის მორალური უფლება მხოლოდ ატანასოვს აქვს.
  • 19.  

×