Excel

11,756 views
11,386 views

Published on

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოდან 2 დონის ტრენინგ კურსის ფარგლებში (

0 Comments
6 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
11,756
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
7
Actions
Shares
0
Downloads
121
Comments
0
Likes
6
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Excel

  1. 1. ელექტრონული ცხრილები Microsoft Excel ელექტრონული ცხრილების გაშვება ხდება შემდეგი მიმდევრობით: Start →Programs → Microsoft office → Microsoft office Excel 2007. მოქმედებათათანმიმდევრულად შესრულების შემთხვევაში გაიხსნება პროგრამა Excel, რომელიცწარმოდგენილია Windows-ის სტანდარტული ფანჯრის სახით და გააჩნია მისთვის Windowsდამახასიათებელი ყველა ელემენტი: ნახ. 1 სათაურის ზოლი - აისახება პროგრამის დასახელება და ფაილის სახელი, რომელთანაც მოცემულ მომენტში ვმუშაობთ; 1
  2. 2.  მენიუს ზოლი - სტანდარტულად შვიდი მენიუსგან შედგება და მოიცავს ყველა იმ ბრძანებას, რომლის შესრულებაც პროგრამას შეუძლია; ინსტრუმენტების პანელი - ღილაკების სახით მოიცავს მენიუს ხშირად გამოყენებად ბრძანებებს ფორმულის ზოლი - გამოიყენება უჯრებში/დიაგრამებში მონაცემებისა და ფორმულების ჩაწერა - რედაქტირებისათვის. დოკუმენტის ფანჯარა - წარმოადგენს მომხმარებლის ძირითად სამუშაო არეს, სადაც ხდება მონაცემებისა და ფორმულების შეტანა, ცხრილებისა და დიაგრამების აგება, მათი შემდგომი ფორმატირება და ა.შ. სტატუსის ზოლი - აისახება მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაცია სამუშაო არის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. პროგრამის ფაილს დავთარს/წიგნს (Book) უწოდებენ, იგი სტანდარტულად Bookბადით დაფარულ სამ ფურცელს მოიცავს (Sheet1, Sheet2, Sheet3), რომელთა Sheet3სახელები ეკრანის ქვედა ნაწილშია განლაგებული და თითოეულის გააქტიურებასახლწოდებაზე დაწკაპუნებითაა შესაძლებელი. აღნიშნული ბადე ელექტრონულია, ბეჭდვისას არ ჩანს და საგრძნობლადამარტივებს მუშაობის პროცესს. სვეტების სახელწოდებები ლათინური ანბანისსიმბოლოებით (A, B, C, D . . .), სტრიქონების კი მათივე რიგითი ნომრით .განისაზღვრა. რაც შეეხება სტრიქონისა და სვეტის სახელწოდებათა კომბინაციას, ის მათსავეგადაკვეთაზე მიღებული უჯრის სახელწოდებას განსაზღვრავს და ყოველთვისფიქსირდება ფორმულის ზოლის მარცხნივ მდებარე Name Box ველში. ფურცელთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრული არაა, ეს მომხმარებელსსაშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში ჩაამატოს ახალი ფურცელი ანშესაბამისად წაშალოს არსებული. იმ შემთხვევაში თუ ფურცელთა სიმრავლის გამო 2
  3. 3. მათი სახელწოდებები სრულად არ იკითხება, ისარგებლეთ სპეციალურიღილაკებით: 3
  4. 4.  გადასვლა საწყის ფურცელზე -  გადასვლა წინა/მომდევნო ფურცელზე -  გადასვლა ბოლო ფურცელზე - გადაადგილება ფურცელში კლავიშები ისევე, როგორც მათი კომბინაციები ფურცელში სწრაფიგადაადგილების საუკეთესო საშუალებაა:Home გადასვლა სტრიქონის პირველ უჯრაზე;Ctrl + Home გადასვლა ფურცლის პირველ უჯრაზე;Ctrl + End გადასვლა შევსებული დიაპაზონის მარჯვენა ქვედა უჯრაზე;Page Down გადასვლა ეკრანული გვერდით ქვემოთ;Page Up გადასვლა ეკრანული გვერდით ზემოთ;Alt + Page Down გადასვლა ეკრანული გვერდით მარჯვნივ;Alt + Page Up გადასვლა ეკრანული გვერდით მარცხნივ;Ctrl + Page Down გადასვლა მომდევნო ფურცელზე;Ctrl + Page Up გადასვლა წინა ფურცელზე;კლავიატურაზე არსებული ისრიანი კლავიშები კი უზრუნველყოფენგადააადგილებას მარცხენა (), მარჯვენა (), ქვედა () და შესაბამისად ზედა ()მეზობელ უჯრაზე; 4
  5. 5. მონიშვნის წესები  უჯრა ინიშნება უჯრაზე მაუსის ერთი დაწკაპუნებით;  სტრიქონის ან სვეტის სრულად მოსანიშნად საჭიროა მაუსის დაწკაპუნება სვეტის სახელწოდებაზე ან შესაბამისად სტრიქონის ნომერზე;  დიაპაზონის მოსანიშნად კი საჭიროა: დააყენოთ მაუსის მაჩვენებელი დიაპაზონის ერთ-ერთი კუთხის უჯრედზე და მაუსის მარცენა ღილაკზე თითის აუღებლად დიაგონალურად გადააადგილდეთ მოპირდაპირე კუთხის უჯრედზე.  იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ერთდროულად რამდენიმე დიაპაზონის მონიშვნა გაიმეორეთ ზემოთაღწერილი პროცედურა ამჯერად Ctrl კლავიშთან კომბინაციაში. მოქმედებები დავთარზე ახალი დავთრის შექმნა - შესაძლებელია Office Button/ New/Blank Workbook ბრძანებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული New ღილაკით არსებული დავთრის გახსნა - შესაძლებელია Office Button/ Open ბრძანებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული Open ღილაკით დავთრის შენახვა - შესაძლებელია Office Button /Save ბრძანებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული Save ღილაკით დავთრის დახურვა - შესაძლებელია Office Button /Close ბრძანებით ან დავთრის სათაურის ზოლში, მარჯვენა კუთხეში მოთავსებული Close ღილაკით მონაცემთა ჩაწერა უჯრაში ელექტრონული ცხრილის უჯრედი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვაგვარინფორმაციას: ტექსტს, რიცხვით მნიშვნელობებსა და ფორმულებს. მონაცემებისშეტანა შესაძლებელია აქტიურ უჯრედში ან ფორმულის სტრიქონში. პროგრამა 5
  6. 6. ავტომატურად ამოიცნობს შეტანილი მონაცემის ტიპს კონტექსტის მიხედვით დამიანიჭებს უჯრას შესაბამის ფორმატს. გაააქტიურეთ (მონიშნეთ) უჯრედი, რომლეშიც ინფორმაციის შეტანას აპირებთ,აკრიფეთ კლავიატურაზე მონაცემები და დააფიქსირეთ Enter ან Tab კლავიშებისმეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მონაცემების შეტანისთანავე ფორმულის ზოლშიაისახება როგორც უჯრედის შემადგენლობა, ისე მისი დამუშავებისათვისგანკუთვნილი ღილაკები. ნახ. 2 ღილაკი ჯვრის გამოსახულებით საშუალებას გაძლევთ მონაცემები უჯრაშიდაფიქსირებამდე წაშალოთ, რაც შეეხება უკვე დაფიქსირებულ ინფორმაციას - ახალიმონაცემების აკრეფისთანავე უჯრედში არსებული ავტომატურად წაიშლება.გაითვალისწინეთ:  უჯრედში შეტანილი ტექსტური მონაცემი დაფიქსირებისთანავე ავტომატურად სწორდება უჯრის მარცხენა, რიცხვითი მნიშვნელობა კი მარჯვენა მხარეს.  იმ შემთხვევაში, თუ რიცხვითი მნიშვნელობა არ ეტევა უჯრედში, მის ნაცვლად აისახება ძიეზის ნიშნები (###). მნიშვნელობის გამოსაჩენად საჭიროა უჯრედის სიგანის გაზრდა;  ტექსტი შეტანისას, შეიძლება არ დაეტიოს მისთვის განკუთვნილ უჯრედში. ასეთ შემთხვევაში იგი გადაფარავს მეზობელ უჯრედებს, მაგრამ რეალურად მაინც ერთ უჯრაში ინახება. თუ ტექსტით გადაფარულ უჯრედში სხვა ტექსტს შევიტანთ, პირველი ტექსტი გაწყდება და დავინახავთ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ამ უჯრამდე ეტევა. თუმცა პროგრამა მონაცემს არ კარგავს ასეთ შემთხვევაში და სვეტის სიგანის გაფართოებისთანავე მთლიანად გამოაჩენს მას. ფორმულები და ფუნქციები ელექტრონული ცხრილების უპირატესობა ტექსტურ რედაქტორთანშედარებით ფორმულებითაა განპირობებული. მათი დახმარებით შესაძლებელია, 6
  7. 7. როგორც მარტივი მოქმედებების (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა)შესრულება, ისე ურთულესი გამოთვლების (მათ შორის სტატისტიკური, ფინანსური)ჩატარებაც. იმისათვის, რომ პროგრამამ ფორმულა განასხვაოს ნებისმიერი სხვა ტიპისჩანაწერისაგან აუცილებელია მისი დაწყება ტოლობის ნიშნით ,,= “ ფორმულებთან მუშაობისას შესაძლებელია არითმეტიკული, ტექსტური,შედარებისა და სამისამართო ოპერატორების გამოყენება. არითმეტიკული ოპერატორები შეკრება + ტოლია = შედარების ოპერატორები გამოკლება - ნაკლებია < გამრავლება * მეტია > გაყოფა / ნაკლებია ან ტოლი <= ახარისხება ^ მეტია ან ტოლი >= პროცენტი % არ არის ტოლი <> ფორმულის ტექსტში ან მისი არგუმენტის განსაზღვრისას დაშვებულიუზუსტობის შემთხვევაში, დაფიქსირებისთანავე უჯრედში ჩნდება შეტყობინებაშეცდომის შესახებ, რომელიც იწყება # ნიშნით. ფორმულის შექმნისას, მონაცემების შეტანის პროცესში ერთ შემთხვევაშიშესაძლებელია გამოიყენოთ კლავიატურა, მეორე შემთხვევაში კი უჯრედის ანუჯრედთა დიაპაზონის მისამართი (მაგ., A5 ან A5:A10). ასეთ შემთხვევაში ფორმულამიმართავს გარკვეულ უჯრებს და შესაბამისად გამოთვლის შედეგი დამოკიდებულიხდება მათ შემცველობაზე. ტერმინი მიმართვა წარმოადგენს იმუჯრედის/უჯრედთა ჯგუფის იდენტიფიკატორს, რომელსაც იყენებს ფორმულაარგუმენტის სახით. აბსოლუტური და ფარდობითი მიმართვები ფორმულაში გამოყენებული მიმართები შინაარსის მიხედვით ორგვარიშეიძლება იყოს: ფარდობითი და აბსოლუტური. აბსოლუტური 7
  8. 8. სტანდარტულად ელექტრონული ცხრილის უჯრებს ფარდობითიმისამართები ენიჭებათ, რაც ფორმულის კოპირებისას მასში შემავალი მისამართებისცვლილებას განაპირობებს. მაშასადამე, ფარდობითი მიმართვისას ხდება ფორმულისშემცველი უჯრედიდან მიმართვის უჯრედამდე მოძრაობის მარშრუტის(მიმართულებისა და მანძილის) მითითება.ფარდობითი მიმართვებია: A5, E7, A3:D8შ ე ნ ი შ ვ ნ ა : სამისამართო ოპერაციებისათვის გამოიყენება სასვენი ნიშნები, ორი წერტილიდიაპაზონის საწყისსა და საბოლოო უჯრებს გამოიყოფს (A3:D8). თუ გსურთ ფორმულის კოპირებისას მასში შემავალი უჯრედებისმისამართები დარჩეს უცვლელი, საჭიროა ფარდობითის ნაცვლად გამოიყენოთაბსოლუტური მიმართვები. აბსოლუტური მიმართვა უჯრედის აბსოლუტურ კოორდინატებს იძლევა, იმისმიუხედავად თუ სად არის ფორმულის შემცველი უჯრედი განლაგებული. აბსოლუტური მიმართვის აღნიშვნა ხდება სვეტის სათაურის ან სტრიქონისნომრის წინ $ სიმბოლოს ჩასმით. უჯრის მუდმივობას სწორედ დოლარის ნიშანიუზრუნველყოფს: $A$5 ფორმულის შექმნა და რედაქტირება ფორმულის შეტანის დროს არ არის აუცილებელი უჯრედთა მისამართებისკლავიატურიდან აკრეფა. საჭირო უჯრედზე მაუსის დაწკაპუნება მისი მისამართისმონიშნულ უჯრაში ავტომატურ ჩასმას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, თუ გსურთ დააფიქსიროთ B7 და B10 უჯრების ნამრავლი,შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:1. მონიშნეთ უჯრა, რომელშიც შედეგის დაფიქსირება გსურთ ან ჩააყენეთ კურსორი ფორმულის ზოლში;2. შეიტანეთ კლავიატურიდან ,,=“ სიმბოლო3. მაუსის დაწკაპუნებით მონიშნეთ B7 უჯრა;4. კლავიატურიდან აკრიფეთ მათემატიკური ოპერაციის ნიშანი (ამ შემთვევაში ,,* “);5. დააწკაპუნეთ B10 უჯრაზე და მიღებული გამოსახულება დაფიქსირეთ Enter-ით. 8
  9. 9. ფორმულის დაფიქსირებისთანავე სამუშაო ფურცელზე აისახება გამოთვლისშედეგი, ხოლო ფორმულის სტრიქონში შესაბამისი უჯრედის მონიშვნის შემთხვევაშითავად ფორმულა. აღსანიშნავია, რომ ფორმულაში შეტანილი მონაცემების შეცვლის შემთხვევაშიპროგრამა ავტომატურად ახდენს ფორმულის ხელახალ გადაანგარიშებას(განახლებს). ფუნქციები ფუნქციათა ნაწილი წინასწარ გამზადებულ ფორმულებს წარმოადგენს დართული გამოთვლების სწრაფად/იოლად შესრულების საშუალებას იძლევა. თითოეული მათგანი გარკვეულ კატეგორიას განეკუთვნება (მაგ., ფინანსური,ლოგიკური, მათემატიკური და სხვ.) და ორი ნაწილისაგან: ფუნქციის სახელისა დაარგუმენტისაგან შედგება. სახელი გვიჩვენებს თუ რომელ ოპერაციას ასრულებსმოცემული ფუქნცია, არგუმენტები კი მიგვითითებენ მონაცემებს, რომლებზეცვრცელდება ფუნქციის მოქმედება. ფუნქციები ინფორმაციას არგუმენტების მეშვეობით ღებულობენ დაუმრავლეს შემთხვევაში გვაძლევენ რიცხვით შედეგს, თუმცა შესაძლებელია შედეგისსახით მოგვცეს ტექსტი, ლოგიკური მნიშვნელობა, ინფორმაცია სამუშაო არის შესახებდა ა.შ. ნახ. 3 9
  10. 10. ფუნქციის ჩასმა ფუნქცია SUM() ყველაზე ხშირადგამოიყენებადია, რის გამოც სტანდარტულიინსტრუმენტების პანელზე ღილაკის სახითაა განთავსებული და უზრუნველყოფსსვეტებში ან სტრიქონებში არსებული რიცხვითი მონაცემების ავტომატურ შეკრებას. ნახ. 4  იმისდამიხედვით სვეტში არსებული რიცხვითი მონაცემების შეკრება გსურთ თუ სტრიქონში, უნდა მონიშნოთ უჯრა შესაკრები მონაცემების ქვემოთ ან მარჯვნივ და დააჭიროთ Auto sum ღილაკს;  შედეგად პროგრამა გიჩვენებთ მონიშნულ დიაპაზონს (მონიშვნის შესწორება შესაძლებელია მაუსის საშუალებით), რომლში არსებული რიცხვითი მონაცემების ჯამი დაფიქსირება Enter კლავიშზე დაჭერისთანავე.ფუნქციის ჩასმა ფორმულაში შესაძლებელია ფუნქციათა ოსტატის გამოყენებითაც: 1. მონიშნეთ უჯრა, რომელშიც ფორმულის შეტანას აპირებთ; 2. აირჩიეთ მენიუ Formulas-ის ბრძანება Insert Function ან ფორმულის Formulas სტრიქონში განთავსებული ღილაკი Insert Function; Function 3. გამოსული დიალოგური ფანჯარა Function Wizard საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ პროგრამის ნებისმიერი ფუნქცია და განსაზღვროთ მისი არგუმენტები: 10
  11. 11. ნახ. 5 Category ველში წარმოდგენილია ფუნქციათა კატეგორიები, ხოლო Functionველში კი არჩეულ კატეგორიაში შემავალი, ანბანური რიგის მიხედვით დალაგებულიფუნქციების ჩამონათვალი. იმ შემთხვევაში თუ ზუსტად არ იცით რომელ კატეგორიას განეკუთვნებასასურველი ფუნქცია აირჩიეთ All Function. ამ შემთხვევაში ველში აისახება ყველა Functionფუნქციის ჩამონათვალი. ფუნქციის შერჩევის შემდეგ საჭიროა განსაზღვროთ მისი არგუმენტები(მითითება შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე მაუსის საშუალებით) დადაასრულოთ ფუნქციათა ოსტატთან მუშაობა Ok ღილაკზე დაწკაპუნებით. ხშირად გამოყენებადი ფუნქციები SUM - განეკუთვნება მათემატიკურ ფუნქციათა კატეგორიას და გამოითვლისარგუმენტების ჯამს. მხედველობაში არ იღებს არგუმენეტებს, რომელთაც ტექსტურიან ლოგიკური ტიპის მნიშვნელობები გააჩნიათ.  ფუნქციები MAX და MIN განეკუთვნებიან მათემატიკურ ფუნქციათა კატეგორიას და გამოთვლიან არგუმენტებს შორის უდიდეს და შესაბამისად 11
  12. 12. უმცირეს მნიშვნელობას. ანალოგიურად ავტომატური შეკრების ფუნქციისა, არ მოქმედებენ არგუმენტებზე, რომელთაც ტექსტური ან ლოგიკური ტიპის მნიშვნელობები გააჩნია.  AVERAGE - განეკუთვნება სტატისტიკურ ფუნქციათა კატეგორიას და გამოითვლის არგუმენტების საშუალო არითმეტიკულს. მისი არგუმენტები შეიძლება იყოს რიცხვები, მიმართვები უჯრედზე ან უჯრედთა დიაპაზონზე, ფუნქციები. მხედველობაში არ მიიღება არგუმენტები, რომელთაც ტექსტური ან ლოგიკური ტიპის მნიშვნელობები აქვთ.შ ე ნ ი შ ვ ნ ა : კონკრეტული ფუნქციის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოთ InsertFunqtion დიალოგური ფანჯრის ქვედა ნაწილში, ფუნქციის არჩევისთანავე. სტრიქონებისა და სვეტების ზომების შეცვლა მაუსის გამოყენებით სვეტის სიგანის შესაცვლელად საჭიროა მოვნიშნოთრამოდენიმე სვეტი და მაუსის მაჩვენებელი მოვათავსოთ მონიშნულ სვეტთაგანრომელიმეს სათაურის გამყოფ ხაზზე. მას შემდეგ რაც მაუსის მაჩვენებელი მიიღებსორმხრივი ისრის ფორმას, დააჭირეთ თითი მაუსის მარცხენა ღილაკს დაგადააადგილეთ მარცხენა ან მარჯვენა მხარეს იმისდა მიხედვით, მონიშნულისვეტების გაზრდა გსურთ თუ შემცირება. თუ გსურთ დაარეგულიროთ სვეტის სიგანე მასში შემავალი ყველაზე გრძელიმონაცემის მიხედვით, მაუსის მაჩვენებელი ორჯერ დააწკაპუნეთ სვეტის სათაურისგამყოფ ხაზზე. სვეტის სიგანის შეცვლა შესაძლებელია ამ ხერხითაც:  მონიშნეთ სვეტები, რომელთა სიგანის შეცვლაც გსურთ და აირჩიეთ ბრძანება Format. გახსნილ ქვემენიუში აირჩიეთ Column Width და დიალოგურ ფანჯარაში შეიყვანეთ სასურველი მნიშვნელობა; 12
  13. 13. ნახ. 6 სტრიქონის სიმაღლის შეცვლის პროცესი ანალოგიურია სვეტის სიგანისშეცვლის პროცესისა. სტრიქონის სიმაღლე ავტომატურად რეგულირდება ტექსტშიარსებული ყველაზე მაღალი შრიფტის შესაბამისად. მაუსის დახმარებით ერთი ან რამოდენიმე სტრიქონის სიმაღლის შესაცვლელადსაჭიროა მოვნიშნოთ, მაუსის მაჩვენებელი მოვათავსოთ სასურველი სტრიქონისნომრის ქვეშ მდებარე ხაზზე (მაჩვენებელი მიიღებს ორმხრივი ისრის ფორმას) დაგადავაადგილოთ ზემოთ ან ქვემოთ მაუსის მარცხენა ღილაკზე თითის აუშვებლადიმისდამიხედვით სტრიქონის სიმაღლეში გაზრდა გსურთ თუ შემცირება. თუ გსურთ სტრიქონის სიმაღლე დაარეგულიროთ მასში შემავალი ყველაზემაღალი მონაცემის მიხედვით, საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკით ორჯერდააწკაპუნოთ სტრიქონის ნომრის ქვეშ მდებარე გამყოფ ხაზზე.  სტრიქონის სიმაღლის დარეგულირების მიზნით ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ ბრძანებით Format. გახსნილ ქვემენიუში აირჩიეთ Row Height და დიალოგურ ფანჯარაში შეიყვანეთ სასურველი მნიშვნელობა; 13
  14. 14. ფორმატირება Excel-ში უჯრების სასურველი სახით დაფორმატება შესაძლებელია როგორც Excelმათში მონაცემების შეტანამდე, ისე მონაცემების შეტანის შემდეგ. უჯრედისფორმატი განსაზღვრავს მისი შიგთავსის გარეგნულ იერსახეს და არანაირ გავლენასარ ახდენს თვით მონაცემთა მნიშვნელობაზე. უჯრედის ფორმატირებახორციელდება კონტექსტური მენიუდან, რომელიც გამოჩნდება ამ უჯრედზე მაუსისმარჯვენა კლავიშზე დაწკაპუნებით. ნახ. 7 მონაცემთა ფორმატირება პროგრამა სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ფორმატირების მიზნით შესაბამისპარამეტრებს გთავაზობთ. თუ გსურთ უჯრედს მიანიჭოთ რაიმე კატეგორიისფორმატი საჭიროა მონიშნოთ ისინი, აირჩიოთ ბრძანება Format Cells, ხოლო Cellsმიღებულ დიალოგურ ფანჯარაში გააქტიუროთ ჩანართი Numbers: Numbers 14
  15. 15. ნახ. 8  Category - მონაცემთა ფორმატის კატეგორიის შერჩევა;  ამ კატეგორიის საშუალებით შესაძლებელია შევქმნათ ახალი ან გავაუქმოთ ძველი ფორმატი (იგულისხმება მხოლოდ მომხმარებლის მიერ შექმნილი ფორმატი). გაითვალისწინეთ, რომ სამომხმარებლო ფორმატი მხოლოდ იმ დავთრისათვის არის ხელმისაწვდომი, რომლისთვისაც შეიქმნა. რიცხვითი ფორმატი - Numberგანსაზღვრავს ათწილადი ციფრების რაოდენობას მძიმის შემდეგ, მრავალნიშნარიცხვებისათვის ციფრთა ჯგუფების გამყოფ სიმბოლოს და უარყოფითირიცხვებისათვის გამოსახვის ფორმას. Decimal places - მძიმის შემდეგ ათწილადი ციფრების რაოდენობა; Percentage - პროცენტული 15
  16. 16. ფორმატი საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ რიცხვი პროცენტის სახით. ასეთშემთხვევაში რიცხვი, რომელიც უჯრედშია ფიქსირებული მრავლდება 100-ზე დაემატება პროცენტის ნიშანი. Currency - ფულადიშეიძლება ითქვას რიცხვითი ფორმატია, რომელიც გამოიყენება ფულადი თანხებისწარმოსადგენად. ფორმატის არჩევის შემდეგ უჯრაში არსებულ რიცხვს ემატებავალუტის ნიშანი, რომლის შერჩევა ხდება Format ველში წარმოდგენილიჩამონათვალიდან. Date & Tine - თარიღი და დროიმ შემთხვევაში თუ გსურთ უჯრედში ჩაწერილი თარიღის ან დროის სპეციალურიფორმატით გამოსახვა, უჯრედს უნდა მიენიჭოს Date ან შესაბამისად Time ფორმატი. Scientific - სტანდარტული სახესაშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ რიცხვი სტანდარტული სახით.მოსახერხებელია ძალიან დიდი და ძალიან მცირე რიცხვების ჩასაწერად. Fraction - წილადურიFraction ფორმატი უჯრედში შეტანილ რიცხვს წარმოადგენს ჩვეულებრივი წილადისსახით. გაითვალისწინეთ, წილადებსაც გამოსახვის საკუთარი ტიპები გააჩნიათ,რომელთა არჩევა Format ჩამონათვლის ველშია შესაძლებელი. Text - ტექსტურიტექსტური ფორმატი რიცხვითი ფორმატის ექვივალენტურია და მისგან მხოლოდიმით განსხვავდება, რომ მონაცემები უჯრედის მარცხენა ბოლოში ფიქსირდება.რიცხვს ტექსტად არ გადააქცევს, ანუ განიხილავს როგორც რიცხვს, მაგრამფორმულის ტექსტური ფორმატით ჩაწერის შემთხვევაში იგი განიხილება, როგორცტექსტი და შესაბამისად სხვა ფორმულით მასზე მიმართვა არ ხდება. 16
  17. 17. მონაცემთა განთავსება უჯრედის შიგნით Format Cells დიალოგური ფანჯრის Alligment ჩანართი საშუალებას გაძლევთგანსაზღვროთ მონაცემთა ადგილმდებარეობა უჯრედის შიგნით, მათი დახრაჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით და ა.შ. ნახ. 9 დიალოგური ფანჯრის Horizontal ველში არსებული ჩამონათვალი გამოიყენებამონაცემთა ჰორიზონტალური მიმართულებით განსათავსებლად:  General - მონაცემთა უჯრედს შიგნით განთავსების ადგილი დამოკიდებულია მათ ტიპზე;  Left - მონაცემი განთავსდება უჯრედის მარცხენა კიდესთან;  Center - მონაცემი განთავსდება უჯრედის ცენტრში ჰორიზონტალური მიმართულებით;  Right - მონაცემი განთავსდება უჯრედის მარჯვენა კიდესთან; 17
  18. 18.  Justified - ტექსტი თანაბრად განაწილდება უჯრედის მთელს სიგანეზე, არ გამოვა უჯრედის ფარგლებს გარეთ; დიალოგური ფანჯრის Vertical ველში არსებული ჩამონათვალი განსაზღვრავსმონაცემთა ადგილმდებარეობას უჯრედის შიგნით ვერტიკალურად:  Top - მონაცემი განთავსდება უჯრედის ზედა კიდესთან;  Bottom - მონაცემი განთავსდება უჯრედის ქვედა კიდესთან;  Center - მონაცემი განთავსდება უჯრედის ცენტრში ვერტიკალური მიმართულებით;უჯრედში ტექსტის წარმოდგენის პარამეტრები:  Wrap text - უზრუნველყოფს ერთი უჯრის შიგნით ტექსტის სხვადასხვა სტრიქონებზე განთავსებას;  Shink to fit - უზრუნველყოფს ტექსტის ზომის ავტომატურ შემცირებას, უჯრაში მისი სრულად ჩატევის მიზნით.  დიალოგური ფანჯრის Orientation განყოფილებიდან ხორციელდება უჯრედში ჩაწერილი ტექსტის დახრა ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით. 18
  19. 19. ჩარჩოები და ფერებიFormat Cells დიალოგური ფანჯრის Border ჩანართი საშუალებას საშუალებასგაძლევთ შეარჩიოთ სასურველი სტილის და ფერის ხაზი უჯრედის ან უჯრედთაერთობლიობის საზღვრისათვის. ნახ. 10 სურვილის/საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩარჩოს დაამატოთჩრდილის ეფექტი, განსაზღვროთ ჩრდილის ადილმდებარეობა, დაარეგულიროთმაძილი ჩარჩოსა და ჩრდილს შორის, შეარჩიოთ ჩრდილის ფერი და ა.შ. ამისგანხორციელება შესაძლებებლია Format Cells დიალოგური ფანჯრის Fill ჩანართისმეშვეობით. 19
  20. 20. . ნახ. 11 ფორმატის კოპირება სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკი Format Painterსაშუალებას გაძლევთ უჯრას/დიაპაზონს მიანიჭოთ ფორმატი, რომელიც უკვეგააჩნია გარკვეულ უჯრებს. 1. მონიშნეთ უჯრა ან დიაპაზონი, რომლის ფორმატის კოპირებაც გსურთ; 2. აირჩიეთ სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკი Format Painter; 3. მონიშნეთ ის უჯრა ან დიაპაზონი, რომელშიც ახდენთ ფორმატის კოპირებას. ნახ. 12 მოქმედებები ფურცელზე ფურცლის სახელის შეცვლა 1. მიიტანეთ მაუსის ისარი ფურცლის ძველ სახელწოდებასთან (მაგ., Sheet1), მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გააქტიურეთ კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ ბრძანება Rename; Rename 20
  21. 21. 2. აკრიფეთ ფურცლის ახალი სახელწოდება და დააფიქსირეთ რომელიმე უჯრაზე დაწკაპუნებით; ნახ. 13 იგივე ხერხით (კონტექსტური მენიუს საშუალებით) შესაძლებელია დავთარშიახალი ფურცლის ჩასმა (ბრძანება Insert), ფურცლის წაშლა (ბრძანება Delete),ფურცლის გადატანა და კოპირება (ბრძანება Move or Copy), დაფარვა (Hide). დიაგრამები ინფორმაციის ვიზუალურად აღქმისა და ანალიზის გაადვილების მიზნითსასურველია ისარგებლოთ დიაგრამებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელიადამუშავებული ინფორმაციის თვალსაჩინოდ წარმოდგენა. დიაგრამების ასაგებადშეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით: 1. მონიშნეთ ფურცელზე მონაცემები, რომელთა საფუძველზეც დიაგრამის აგებას აპირებთ; 2. სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე Insert მენიუდან აირჩიეთ დიაგრამის თქვენთვის სასურველი ფორმა. იქვე შეგიძლიათ იხილოთ მონიშნული მონაცემების შესაბამისი გრაფიკის წინასწარი ხედი. 21
  22. 22. ნახ. 14ნახ. 15 22
  23. 23. 3. გაააქტიურეთ Chart Tools ღილაკი, რის შემდეგაც გამოჩნდება შემდეგი სახის მენიუ: ნახ. 16მენიუს კომპონენტებია: • Change Chart Type - მისი მეშვეობით შესაძლებელია დიაგრამის ტიპის შეცვლა; • Select Date - ღერძების სახელწოდების შეცვლა, მონიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა; • Chart Layouts - დიაგრამისათვის სახელის მინიჭება, ღერძების სახელის შეცვლა.დიაგრამაზე ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მის კომპონენტებზე თაგვის მარცხენაკლავიშის მეშვეობით გამოტანილი კონტექსტური მენიუებიდან. 23
  24. 24. ნახ. 17 გვერდის პარამეტრები გვერდების პარამეტრების განსაზღვრა შეიძლება Page Layout მენიუსმეშვეობით, რომლის არჩევისთანავე გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში შესაძლებელიაფურცლის პარამეტრების დარეგულირება: 24
  25. 25. ნახ. 18  Size - განსაზღვრავს ფურცლის ფორმატს (მაგ., A4, A5 და ა.შ.);  Margins - განსაზღვრავს საბეჭდ ფურცელზე მინდვრების ზომას (Top - ზედა, Bottom - ქვედა, Left - მარცხენა, Right - მარჯვენა)  Orientation ველის გადამრთველები განსაზღვრავენ ნაბეჭდის ორიენტაციას ფურცლზე (Portrait - ჰორიზონტალური, Landscape - ვერტიკალური;) Page Preview წინასწარი დათვალიერების რეჟიმი Office Button მენიუში Print ქვემენიუს Print Prewiew ბრძანება სავარაუდოამონაბეჭდს ეკრანზე წარმოადგენს მინიატურის სახით, რაც საშუალებას გაძლევთწინასწარ იხილოთ თუ როგორი იქნება დოკუმენტი ბეჭდვის შემდეგ. 25
  26. 26. ნახ. 19 ნახ. 20 ღილაკი Zoom გამოიყენება მაშტაბის დარეგულირებისათვის (გვერდის გამოსახულების მაშტაბის გაზრდა/შემცირება); ღილაკები Previous Page და Next Page - წინა და შესაბამისად მომდევნო გვერდზე გადასვლა; Close Prewiev - წინასწარი დათვალიერების რეჟიმიდან გამოსვლა; ბეჭდვა 26
  27. 27. ცხრილის დასაბეჭდად გამოიყენეთ სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზეგანთავსებული Print ღილაკი. ეკრანზე გამოვა ბეჭდვის დიალოგური ფანჯარა. ნახ. 21დიალოგური ფანჯარა შეიცავს სტანდარტულ ინსტრუმენტებსა და ველებს, რომლებიცსაშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ:properties - საბეჭდი მოწყობილობის პარამეტრები;Name - პრინტერი;Selection - მონიშნულ უჯრედთა ან ობიექტთა სიმრავლე;Active Sheet(s) - აქტიური ან ერთად მონიშნული რამდენიმე ფურცელი. ყოველი ფურცლისბეჭდვა ახალი გვერდიდან იწყება;Entire Workbook - მთელი დავთარი;Print Range - ამოსაბეჭდი გვერდების ნომრები;Number of copies - ასლების რაოდენობა;Collate - ფურცლების ბეჭდვის რიგი.მაგალითი 1. მონაცემების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა 27
  28. 28. ვთქვათ, გვაქვს ცხრილი, სადაც ჩამოწერილია მოსწავლეთა ნიშნები რომელიმე საგანშიტრიმესტრის განმავლობაში.Excel-ი გვაძლევს საშუალებას მარტივად გამოვთვალოთ თითოეული მოსწავლის ნიშნებისსაშუალო არითმეტიკული. ამისათვის ვიქცევით ამგვარად: 1. ავირჩიოთ სვეტი, სადაც უნდა ჩამოვწეროთ მოსწავლეთა ნიშნების საშუალო არითმეტიკულების მნიშვნელობები. 2. გავააქტიუროთ უჯრა, რომელშიც უნდა ჩავწეროთ სიით პირველი მოსწავლის ნიშნების საშუალო. 3. მაუსის ისარი დავაწკაპუნოთ ფორმულების ზოლის fx ნიშნულზე. 4. ჩამოშლილი მენიუდან, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის ფუნქციებს, ავირჩიოთ კატეგორია All (ან, Most Recently Used). 5. ავირჩიოთ AVERAGE (საშუალო) ფუნქციას და დავადასტუროთ არჩევანი ok ღილაკზე დაწკაპუნებით. 28
  29. 29. 6. მოვნიშნოთ პირველი სტრიქონის ყველა უჯრა, რომელიც მდებარეობს გააქტიურებული უჯრის მარცხნივ და ისევ დავაჭიროთ ღილაკს ok. უჯრაში ჩაიწერება საშუალო არითმეტიკულის მნიშვნელობა. 29
  30. 30. 7. მოვახდინოთ ფორმულის კოპირება თავდაპირველად მონიშნული უჯრის სვეტის სხვა დანარჩენ უჯრებზე (მაუსის ისარი მივიტანოთ უჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში და როცა ისარი ჯვრის სახეს მიიღებს, ხელის აუღებლად ჩამოვწიოთ ქვემოთ - სვეტის გასწვრივ. ყველა უჯრაში ჩაიწერება საშუალო არითმეტიკულების შესაბამისი მნიშვნელობები. 30
  31. 31. 8. მიღებული მნიშვნელობების დამრგვალება შეიძლება ინსტრუმენტთა პანელის ღილაკის Decrease Decimals მეშვეობით.მაგალითი 2 . მონაცემების მითითებული პროცენტის გამოთვლა დავუშვათ, რომ ”მიმდინარე საკლასო დავალებების” კომპონენტის წონაა 25%. როგორ გამოვთვალოთ ამ კომპონენტის მნიშვნელობა თითოეული მოსწავლისათვის Excel-ის გამოყენებით? B სვეტში ჩამოწერილია მოსწავლეების ნიშნების საშუალო არითმეტიკულები. C2 უჯრაში ჩავწეროთ კომპონენტის წონის მნიშვნელობა - 25. 1. გავააქტიუროთ C3 და ჩავწეროთ მასში: 31
  32. 32. =B3*$C$2/100(როგორც იცით, $C$2 არის აბსოლუტური მიმართვა C2 უჯრედზე) და დავაჭიროთკლავიატურაზე ღილაკს Enter.ამ პროცედურის მერე C3 უჯრედში ჩაიწერება B3 - ის მნიშვნელობის 25%. 2. მოვახდინოთ C3 უჯრედში ჩაწერილი ფორმულის კოპირება C4:C14 უჯრედებში: მაუსის მაჩვენებელი მივიტანოთ მონიშვნის ჩარჩოს მარჯვენა ქვედა კუთხესთან ისე, რომ იგი გადაიქცეს შავი ფერის ჯვრად. ამ მომენტში დავაჭიროთ მაუსის მარცხენა კლავიშს და მაცვენებელი გადავაადგილოთ საჭირო უჯრედებზე. 32
  33. 33. 3. მიღებული მნიშვნელობების დამრგვალება შეიძლება ინსტრუმენტთა პანელის ღილაკის Decrease Decimals მეშვეობით. 33
  34. 34. მაგალითი 3. დიაგრამების აგება ვთქვათ, რომ მასწავლებელმა ტრიმესტრის ბოლოს შეაჯამა თავისი შედეგები და მიიღო ამგვარი სურათი: მაღალი შეფასება (8-10 ქულა) აქვს 36 მოსწავლეს, საშუალო შეფასება (6-7) – 50 მოსწავლეს, დაბალი შეფასება (1-5) კი - 8 მოსწავლეს. თუ მასწავლებელი მოისურვებს ეს შედეგები წარმოადგინოს წრიული დიაგრამის სახით, უნდა მოიქცეს ამგვარად:1. შეიყვანოს მონაცემები ელექტრონულ ცხრილში.2. მონიშნოს მონაცემები და Insert მენიუში აირჩიოს წრიული დიაგრამის სასურველი დიზაინი. 34
  35. 35. 3. დიაგრამაზე აღნიშვნების დამატება შესაძლებელია მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნების მეშვეობით გამოტანილი კონტექსტური მენიუდან Add Data Labels მითითებით. 35

×