გაკვეთილი № 48
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Like this? Share it with your network

Share

გაკვეთილი № 48

  • 2,742 views
Uploaded on

http://qimia.blogspot.com...

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
2,742
On Slideshare
2,742
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
25
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი N 48საშინაო დავალების შემოწმება:1. ა) მოც:  (HCl) = 20%  = 1,1 ––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. c (HCl) = ? M (HCl) = 36,5გ/მოლი მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1ლ ხსნარი. ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა ჯერ დავადგინოთ 1ლ ხსნარის მასა და მასში გახსნილი HCl-ის მასური წილი. m (ხს) =   V = 1,1  1000 = 1100გ m (HCl) =   V   = 1,1  1000  0,2 = 220გ გავიგოთ რამდენი მოლია 220გ HCl m (HCl) 220 n (HCl) = = = 6,03moli M (HCl) 36,5 პასუხი: 1ლ ხსნარი შეიცავს 6,03მოლ HCl-ს. ანუ c (HCl) = 6,03მოლი/ლ ანალოგიური წესით ამოიხსნება ბ), გ) და დ) ამოცანებიც. Bბ) 4,5მოლი/ლიტრი გ)0,313მოლი/ლიტრი დ) 1,91მოლი/ლიტრი. 1
  • 2. 2. ა) 0,01 9 ბ) 0,3063. მოც: ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 351გ/ლ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ.  (ნივთ) = ?რადგან ხსნადობის კოეფიციენტია 351გ/ლ ეს ნიშნავს, რომ ყოველი ლიტრი ანუ1000გ წყალი ხსნის 351გ ნივთიერებას. თუ აღებულია 1ლ წყალი ამ შემთხვევაშიმიიღება ხსნარი, რომლის მასა 1000 + 351 = 1351გ . m (nivT) = m (xs)მნიშვნელობების ჩასმის შედეგად მივიღებთ 351  (nivT) = = 0,2598 anu 25,98% 1351ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ხსნადობის კოეფიციენტის განზომილებააგ/ლ.იგივე ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტი შეიძლებოდა ყოფილიყო g35,1 100g wyalSiმაშინ გამოთვლებიც შესაბამისად უნდა ჩაგვეტარებინა.4. მოც: V (H2SO4-ის ხსნარის) = 300მლ  (H2SO4) = 20%  = 1,22გ/მლ c (NaOH) = 0,25მოლი/ლ –––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. V (NaOH ხს) = ? M (H2SO4) = 98გ/მოლი M (NaOH) = 40გ/მოლი M(Na2SO4) = 142 გ/მოლი m (H2SO4) = V = 1,22  300  0,2 = 73,2გ 2
  • 3. რეაქციის ტოლობაა: 2NaOH + H2SO4  Na2SO4 + 2H2O 2 . 40 გ NaOH რეაგირებს 98 გ H2SO4 –თან X “ “ “ 73,2 “ X= m(NaOH)= 73,2 . 2 . 40 /98 =59,76 გ n(NaOH) = 59,76/40 =1,494 მოლი ამოცანის პირობის თანახმად c (NaOH) = 0,25მოლი/ლ ე.ი. 1ლ ხსნარი შეიცავს 0,25 მოლ NaOH xლ “––––––––––––––“ 1,494 “––––––––“ 1,494  1 x= = 5,976l anu 5976ml 0,25 98 გ H2SO4 წარმოქმნის 142 გ– ს 73,2 გ “ “ X “ X=m( Na2SO4)= = 106,1 გპასუხი: v(ხს) =5976 მლ m( Na2SO4) = 106,1 გ თემა N 9 ქიმიური რეაქციის სიჩქარე და წონასწორობა. ქიმიური რეაქციის სიჩქარის რაობა ზოგიერთი რეაქცია მთავრდება მორეაგირე ნივთიერებების შერევისთანავე, ზოგისდამთავრებას წამები, წუთები და უფრო დიდი დროც. ზოგჯერ ერთი და იგივერეაქციის დამთავრებას, თუ მას სხვადასხვა პირობებში ვატარებთ, სხვადასხვადროში მთავრდება. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქიმიური რეაქციებისხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობენ. განვიხილოთ რეაქცია: A+BC 3
  • 4. დავუშვათ ეს რეაქცია რაღაც v მოცულობაში მიმდინარეობს და t1 დროისმომენტისათბის A ნივთიერებების n1 მოლი გვაქვს სარეაქციო ნარევში. t2Dდროისმომენტისათვის გარდაიქმნა რა A ნივთიერების გარკვეული ნაწილი, სარეაქციო არეში დარჩაA ნივთიერების n2 მოლი. მაშინ: n2 - n1 siCqare = - v (t2 - t 1) რადგან n2 = c2 v ხოლო n1 = c1 v (C1 და C2 A ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა - მოლი/ლ) ვიღებთ c2 - c1 V=- t2 - t1 ნიშანი “-“ იწერება იმიტომ, რომ n2 – n1 < 0, აქედან c2 – c1 < 0, ხოლო ქიმიური რეაქციისსიჩქარე კი დადებითი უნდა იყოს. c2 - c1 = c (კონცენტრაციის ცვლილება) t2 - t1 = t (დროის ცვლილება) ანუ c V=- t სადაც V არის ქიმიური რეაქციის სიჩქარე. c არის A ნივთიერების მოლური კონცენტრაციის ცვლილება t დროის მონაკვეთში. t არის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ვიხილავთ რეაქციის საშუალოსიჩქარეს. 4
  • 5. c V=- t ამ ფორმულის შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქიმიური რეაქციის სიჩქარე ეს არის მორეაგირე ნივთიერებათა მოლური კონცენტრაციისცვლილება დროში. Qქიმიური რეაქციის სიჩქარის განზომილებაა მოლი/ლ.წმ ან მოლი/ლ.წთ. შეიძლებაზოგჯერ მოლი/ლ.სთ გამოყენება უფრო მოხერხებული იყოს. განვიხილოთ ამოცანა: მორეაგირე ნივთიერების საწყისი კონცენტრაცისა 2 მოლი/ლ. რეაქციის დაწყებიდან 20წუთში ამ ნივთიერების კონცენტრაცის ხდება 1,5 მოლი/ლ. როგორია ამ რეაქციის სიჩქარე? მოც: c1 = 2მოლი/ლ c2 = 1,5მოლი/ლ t = 20 წთ ––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. V=? c V=- ფორმულაში t ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები: c2 – c1 = 1,5 – 2 = - 0,5მოლი/ლ -0,5 0,5 V=- = = 0,025moli/l wuTi 20 20 ქიმიური რეაქციის სიჩქარე დამოკიდებულია მორეაგირე ნივთიერებათა ბუნებაზე,კონცენტრაციაზე, ტემპერატურაზე, ჰეტეროგენული რეაქციებისთვის შემხები ზედაპირისფართზე, აირადი ნივთიერებებისათვის წნევაზე. მორეაგირე ნივთიერებათა ბუნების გავლენა ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე 5
  • 6. როდის წარიმართება ქიმიური რეაქცია? ქიმიური რეაქცია წარიმართება მორეაგირენივთიერებების ნაწილაკების დაჯახებისას. მაგრამ, ყველა დაჯახებისას რეაქცია რომმიდიოდეს, მაშინ ქიმიური პროცესი მომენტალურად დამთავრდება, იმდენად დიდიაქაოსური მოძრაობის შედეგად ნაწილაკების დაჯახების რიცხვი დროის ერთეულში. ქიმიური რეაქცია წარიმართება მორეაგირე ნაწილაკების მხოლოდ ისეთი დაჯახებებისას,რომლებსაც მოყვება არსებული ქიმიური კავშირების გაწყვეტა და ახალი ბმების წარმოქმნა.ამისათვის დაჯახებულ ნაწილაკებს გარკვეული სიდიდის ენერგიის მარაგი უნდა ჰქონდესზოგ შემთხვევაში ეს ენერგია საკმაოდ მაღალია, ზოგი რეაქციისათვის კი დაბალი. იმ მინიმალურ ენერგიას, რომელიც ჭირდება ნაწილაკებს, რათა მათი დაჯახებისასდაიწყოს ქიმიური რეაქცია, აქტივაციის ენერგია ეწოდება. ხოლო ამ ენერგიის მატარებელნაწილაკებს აქტიური ნაწილაკები ჰქვიათ. ცხადია, რომ ქიმური რეაქცია წარიმართება მხოლოდ აქტიური ნაწილაკებისდაჯახებებისას. თუ აქტივაციის ენერგია მაღალია, მაშინ აქტიური ნაწილაკების რიცხვიმცირეა, მათი დაჯახებების ალბათობაც მცირეა და დაბალია ქიმიური რეაქციის სიჩქარე.Pპირიქით, როცა აქტივაციის ენერგია დაბალია, მაშინ აქტიური ნაწილაკების რიცხვიმაღალია, მათი დაჯახების ალბათობაც მაღალია და მაღალია ქიმიური რეაქციის სიჩქარე.Aაქტივაციის ენერგიის სიდიდე კი დამოკიდებულია მორეაგირე ნივთიერებათა ბუნებაზე,ამიტომ ქიმიური რეაქციის სიჩქარის სიდიდეც პირველ რიგში დამოკიდებულია მორეაგირენივთიერებათა ბუნებაზე ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მორეაგირე ნივთიერებათა ნაწილაკებისენერგიის მარაგისა და აქტიური ნაწილაკების დაჯახებების ალბათობის ზრდას, ცხადიახელს უწყობს ქიმიური რეაქციის სიჩქარის ზრდასაც. მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციის გავლენა ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე განვიხილოთ როგორ გავლენას ახდენს მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციებიხსნარში მიმდინარე რეაქციის სიჩქარეზე. ცხადია, რომ რაც უფრო მაღალია მორეაგირენივთიერებათა ნაწილაკების კონცენტრაცია, მით უფრო მაღალია ამ ნაწილაკებისურთიერთშეჯახების ალბათობა. ამიტომ, ქიმიური რეაქციის სიჩქარე მორიაგირენივთიერებათა მოლური კონცენტრაციის პროპორციულია. კერძოდ, A+BC რეაქციისათვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ V = K [A] [B] სადაც V არის ქიმიური რეაქციის სიჩქარე. 6
  • 7. K პროპორციულობის კოეფიციენტია [A] და [B] A და B ნივთიერებების მოლური კონცენტრაციებია. თუ განვიხილავთ რეაქციას 2A + B  … შეიძლება ეს რეაქცია ასე წარმოვადგინოთ: A+A+B… მაშინ ასეთი რეაქციის სიჩქარის ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს: V = K[A] [A] [B] ანუ V = K [A]2 [B] ზოგადად nA + mB  … რეაცქიისთვის შეგვიძლია დავწეროთ: V = K [A]n [B]m n და m სტექეომეტრული კოეფიციენტებია. მიღებულ კანონზომიერებას “მოქმედმასათა კანონი” ქვია. ზოგჯერ მას გულდბერგისა და ვააგეს კანონსაც ეძახიან. ეს კანონისიტყვიერად ასე ჩამოყალიბდება: ქიმიური რეაქციის სიჩქარე პროპორციულია მორეაგირე ნივთიერებათასტექიომეტრიული კოეფიციენტების შესაბამის ხარისხში აყვანილი მოლურიკონცენტრაციების ნამრავლისა. თუ [A] = [B] = 1 მოლი/ლ. მაშინ ამ კანონიდან გამომდინარეობს, რომ V=K ე.ი პროპორციულობის კოეფიციენტი რიცხობრივად ემთხვევა ქიმიური რეაქციისსიჩქარეს, როცა მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციები 1მოლი/ლ-ია. როდესაც რეაქცია აირად ნივთიერებებს შორის მიმდინარეობს, მაშინ ქიმიური რეაქციისსიჩქარესა და წნევის დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც თხევადი სისტემებისთვისქიმიური რეაქციის სიჩქარის და კონცენტრაციის დამოკიდებულება. ამოცანა: დავუშვათ, რომ რეაქცია მიდის სქემით A + 2B  … რეაქციის დასაწყისისთვის A ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა c1 (A) = 2 მოლი/ლ,ხოლო B ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა c1 (B) = 3 მოლი/ლ. 1საათის შემდეგ Aნივთიერების კონცენტრაცია შემცირდა 0,7 მოლი/ლ-ით. როგორი იქნება B ნივთიერებისმოლური კონცენტრაცია ამ მომენტში? 7
  • 8. ამოხსნა: მოც: c1 (A) = 2 მოლი/ლ c1 (B) = 3 მოლი/ლ c = 0,7 მოლი/ლ ––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. c2 (B) = ? ამოცანის პირობის თანახმად ცხადია, რომ A ნივთიერების მოლური კონცენტრაციის 0,7მოლი/ლ-ით შემცირება გამოიწვევდა B ნივთიერების კონცენტრაციის 2  0,7 = 1,4 მოლი/ლ-ით შემცირებას. ე.ი. c2 (B) = 3 – 1,4 = 1,6 მოლი/ლ პასუხი: c2 (B) =1,6 მოლი/ლ საშინაო დავალება რეაქცია მიმდინარეობს სქემით A+BC A ნივთიერების საწყისი კონცენტრაციაა 2,5მოლი/ლ, B ნივთიერებისა – 2,7მოლი/ლ. 2საათის შემდეგ A ნივთიერების კონცენტრაცია გახდა 1,2მოლი/ლ. როგორი იქნება B ნივთიერების კონცენტრაცია და როგორია რეაქციის საშუალო სიჩქარე? 8