• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
გაკვეთილი № 47
 

გაკვეთილი № 47

on

  • 2,596 views

http://qimia.blogspot.com...

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Statistics

Views

Total Views
2,596
Views on SlideShare
2,596
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
29
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Adobe PDF

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    გაკვეთილი № 47 გაკვეთილი № 47 Document Transcript

    • გაკვეთილი N 47 საშინაო დავალება შემოწმება: 1. ა) 20,2გ ბ) 8,975გ 2. ა) 195,2მლ ბ) 325,7მლ 3. V = 1880მლ მოლური კონცენტრაცია ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებასშეიცავს 1 ლიტრი ხსნარი. C=n/V სადაც c ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა. n გახსნილი ნივთიერების რაოდენობამოლებში. V ხსნარის მოცულობა ლიტრeბში. მოლური კონცენტრაციის განზომილებაამოლი/ლიტრი.შ მაგ: თუ 2 ლიტრი ხსნარი შეიცავს 3 მოლ გოგირდმჟავას, მაშინ C = 3 / 2 = 1,5 მოლი/ლ ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას 1,5M H2SO4 იკითხება “გოგირდმჟავას 1,5 მოლური ხსნარი.” ესნიშნავს, რომ ასეთი ხსნარის ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 1,5 მოლ H2SO4-ს. ამოცანა: რამდენ მოლ HCl-ს შეიცავს 300მლ 5M მარილმჟავას ხსნარი? ამოხსნა: მოც: V = 300 მლ
    • c (HCl) = 5M––––––––––––––––––––––––უ.გ. n (HCl) = ?ხსნარის მოლურობის განმარტებიდან: 1ლ 5M ხსნარი შეიცავს 5მოლ HCl-ს 300მლ = 0,3ლ “––––––––“ x “–––––“ x = 0,3 . 5 / 1 = 1,5მოლი nან პირდაპირ ფორმულით c= V აქედან n = cVჩავსვათ მნიშვნელობები: n = 5 . 0,3 = 1,5მოლიპასუხი: 1,5მოლი HClამოცანა: 2 მოლი/ლ მარილმჟავას ხსნარის რამდენი მლ შეიცავს 0,75მოლ HCl-ს? ამოხსნა:მოც: n (HCl) = 0,75მოლი c (HCl ) = 2მოლი/ლ–––––––––––––––––––––––––––––––უ.გ. V=?ფორმულიდან n c= Vმივიღებთ n V= cჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები:
    • V = 0,75 / 2 = 0,375ლ ანუ 0,375 . 1000 = 375მლ პასუხი: V = 375მლ ამოცანა#3:რამდენ გრამ HNO3-ს შეიცავს 50მლ აზოტმჟავას 2 მოლური ხსნარი? ამოხსნა: მოც: V = 50მლ c (HNO3) = 2მოლი/ლ –––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m (HNO3) = ? M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი 50მლ = 0,05ლ ფორმულიდან n c= V მივიღებთ n = cV n = 0,05 . 2 = 0,1მოლი ფორმულიდან m (nivT) n= M (nivT) მივიღებთ m (ნივთ) = n . M (ნივთ) ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები: m (HNO3) = 0,1  63 = 6,3გ პასუხი: m (HNO3) = 6,3გ ამოცანა#4:35%-იან გოგირდმჟავას ხსნარის სიმკვრივეა 1,260გ/მლ. როგორია ამხსნარის მოლური კონცენტრაცია? ამოხსნა: მოც:  (H2SO4) = 35%
    •  = 1,260გ/მლ –––––––––––––––––––––––––––– უ.გ. c=? M (H2SO4) = 2  1 + 32 + 4  16 = 98გ/მოლი რომ გავიგოთ ხსნარის მოლური კონცენტრაცია უნდა ვიცოდეთ რამდენ მოლგასახსნელ ნივთიერებას შეიცავს 1ლ ხსნარი. ჩვენთვის ცნობილი ფორმულიდან m (ნივთ) = V გავიგოთ რამდენ გრამ H2SO4-ს შეიცავს 1ლ ხსნარი. m (H2SO4) = V = 1,206 . 1000 . 0,35 = 441გ ახლა ვნახოთ რამდენი მოლია 441გ H2SO4 ფორმულაში m n= n ჩავსვათ მნიშვნელობები: 441 n= =4,5moli 98 ე.ი. 4,5მოლ H2SO4-ს შეიცავს 1ლ ხსნარი. იგივეა ხსნარის მოლური კონცენტრაცია. პასუხი: c = 4,5მოლი/ლ ან გვაქვს 4,5M H2SO4-ის ხსნარი. ამოცანა#5:როგორია აზოტმჟავას 4M ხსნარში ( = 1,2გ/მლ) აზოტმჟავას მასურიწილი? ამოხსნა: მოც: c (HNO3) = 4მოლი/ლ  = 1,2გ/მლ ––––––––––––––––––––––––––––– უ.გ.  (HNO3) = ? M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი რადგან აზოტმჟავას მოლური კონცენტრაციაა 4 მოლი/ლ, 1ლ ხსნარი შეიცავს4მოლ ანუ 4 . 63 = 252გ HNO3. ფორმულიდან m = m = V V ვიპოვოთ 1ლ ხსნარის მასა:
    • m = 1,2  1000 = 1200გ ფორმულაში m (nivT) = m (xs) ჩავსვათ მნიშვნელობები: 250 = 1200 =0,21 ანუ 0,21  100% = 21% პასუხი:  = 21% სითბური მოვლენები ნივთიერების წყალში გახსნის დროს ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას სითბო შთაინთქმება და ხსნარი ცივდება. ასეთინივთიერებებია:. NaCl, NH4NO3 და სხვ. ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას კი სითბოგამოიყოფა და ხსნარი თბება. ასეთი ნივთიერებებია: NaOH, KOH, H2SO4 და სხვა. ნივთიერების წყალში გახსნა რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესია. გახსნისასადგილი აქვს ა) მყარი ნივთიერებების კრისტალური მესრის დაშლას. ეს პროცესიენდოთერმულია (ანუ მოითხოვს ენერგიის შთანთქმას. ბ) მიღებული ნაწილაკებისგამხსნელთან ურთიერთქმედებას. ეს პროცესი კი სითბოს გამოყოფით მიმდინარეობს(ეგზოთერმულია). თუ “ა” პროცესის დროს უფრო მეტი სითბო შთაინთქმება, ვიდრე “ბ” პროცესისდროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების წყალში გახსნის პროცესი ენდოთერმულია. დაპირიქით, თუ “ა” პროცესის დროს უფრო ნაკლები სითბო შთაინთქმება, ვიდრე ბპროცესის დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების გახსნა ეგზოთერმულია. სითბოს (ენერგიის) იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ერთიმოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას, გახსნის სითბო ეწოდება. გასახსნელ ნივთიერებასა და წყალს შორის გახსნისას გარკვეულურთიერთქმედებას აქვს ადგილი. მაგ: უფერო ნივთიერებაში (წყალი) იხსნება თეთრიფერის ნივთიერება (CuSO4 სპილენძის სულფატი). მიღებულ ხსნარს ლურჯიშეფერილობა აქვს. თუ ხსნარიდან წყალს ფრთხილად ავაორთქლებთ მივიღებთახალ, ლურჯი ფერის ნივთიერებას, რომლის შედგენილობააCuSO4. 5H2O (შაბიამანი, სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი). მარილებისა და წყლის ნაერთებს (შეიძლება ფუძეებმაც წარმოქმნან მსგავსინაერთები) კრისტალჰიდრატები ქვიათ. კრისტალჰიდრატებია მაგ: CuSO4. 5H2O,Na2SO4 . 10H2O, Na2CO3 . 10H2O, CaCl2 . 7H2O, Ba(OH)2 2H2O და ა.შ. წერტილი მოლეკულების ფორმულებს შორის გვიჩვენებს, რომ ეს მოლეკულებიერთმანეთთანაა დაკავშირებული.
    • ამოცანა: 100მლ წყალში გახსნეს 30გ შაბიამანი (CuSO4 . 5H2O). როგორია მიღებულხსნარში სპილენძის სულფატის მასური წილი? ამოხსნა: მოც: V (H2O) = 100მლ m (CuSO4. 5H2O) = 30გ ––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ.  (CuSO4) = ? რაგან  (H2O) = 1გ/მლ ამიტომ m (H2O) = 100გ M (CuSO4) = 160გ/მოლი M (CuSO4 . 5H2O) = 250გ/მოლი საბოლოო ხსნარის მასაა m (H2O) + m (CuSO4. 5H2O) = 100 + 30 = 130გ საბოლოო ხსნარში იმდენივე მარილი (CuSO4) იქნება, რამდენიცაა 30გკრისტალჰიდრატში. 250გ CuSO4. 5H2O შეიცავს 160გ CuSO4-ს 30გ “–––––––––––––––––––“ x “ –––––––“ 30 . 160 x = –––––––––– = 19,2გ 250 m (nivT) = m (xs) ვიღებთ, რომ  (CuSO4) = 19,2 = 0,14 130 . ანუ 0,14 100% = 14% პასუხი:  (CuSO4) = 0,14 თემა N 8 ძირითადი დებულებები. 1. ხსნარი ეწოდება ორი ან მეტი კომპონენტის შემცველ ცვლადი შედგენილობას ერთგვაროვან (ჰომოგენურ) სისტემას. 2. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტი გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენი გრამი ნივთიერება იხსნება მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში. (ზოგჯერ ხსნადობის კოეფიციენტს ითვლიან 1ლ წყალში გახსნილი ნივთიერების მასის მიხედვით) 3. ხსნარის მასური წილია გახსნილი ნივთიერების მასის შეფარდება ხსნარის მასასთან.  = m (ნივთ) / m (ხს)
    • 4. ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს ხსნარის ყოველი ლიტრი. n (nivT) c= V ჩვენს მიერ აქამდე განხილულ სისტემებს “ჭეშმარიტიEხსნარები” ეწოდებათ. ჭეშმარიტEხსნარებში გახსნილი ნივთიერებები მოლეკულებამდე ან კიდევ უფრომცირე ნაწილაკებამდე_იონებამდე არიან დაშლილი. არსებობენ არამდგრადისისტემები რომლებსაც “ტივტივარებს” უწოდებენ. ტივტივარებში წყალში“შეტივტივებულია” მყარი (სუსპენზიები) ან თხევადი (ემულსიები) ნივთიერებები.სუსპენზიაა მდინარის მღვრიე წყალი, ემულსიაა რძე. ეს სისტემები თითქოსერთგვაროვნები არიან, მაგრამ თუ დავაკვირდებით შევაჩნევთ წყალში შერეულ(შეტივტივებულ) საკმაოდ დიდი ზომის ნაწილაკებს. ტივტივარები დაყოვნებისასიშლებიან. თუ წყალში შერეული ნაწილაკები წყალზე მძიმეა, მაშინ ისინი ფსკერზეილექებიან, წყალზე მსუბუქი ნაწილაკები კი წყლის ზედაპირზე ამოდის. ჭეშმარიტხსნარებსა და ტივტივარებს შორის საშუალედო მდგომარეობას იკავებენ ე. წ.“კოლოიდური ხსნარები.” ამ ხსნარებში გახსნილი ნივთიერება მოლეკულებზებევრად უფრო დიდი აგრეგატების სახითაა, მაგრამ ისინი უხილავია ჩვენითვალისათვის. კოლოიდური ხსნარები ბევრად უფრო მდგრადებია ტივტივარებთანშედარებით. ამ ხსნარებიდან ნივთიერების გამოლექვა (კოაგულაცია) გაცხელებისასან რომელიმე რეაგენტის დამატების შემდეგ ხდება. საშინაო დავალება: 1. როგორია: ა)20%-იანი მარილმჟავას ხსნარის ( = 1,1) ბ)15%-იანი ნატრიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,2) გ) 5%-იანი ბარიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,07) d) 16%-იანი ფოსფორმჟავას ხსნარის ( = 1,17) მოლური კონცენტრაციები? 2. როგორია H2SO4-ის მასური წილები ხსნარებში? ა) 0,2M ( = 1,02) ბ) 4M ( = 1,28) 3. ოთახის ტემპერატურაზე ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 351გ/ლ. როგორია ნაჯერ ხსნარში ნივთიერების მასური წილი? 4. რამდენი მლ 2,5M ნატრიუმის ტუტე არის საჭირო 300მლ 20%-იან(=1,22გ/მლ) გოგირდმჟავას გასანეიტრალებლად? რამდენი გრამი Na2SO4 გვექნებახსნარში?