გაკვეთილი № 43

4,619 views

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
4,619
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2,440
Actions
Shares
0
Downloads
31
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 43

  1. 1. გაკვეთილი N 43 საშინაო დავალების შემოწმება: 4. მოც: m (გახსნილი ნივთიერება) = 25გ m (H2O) = 200 გ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ხსნადობის კოეფიციენტი ამოცანის პირობის თანახმად 200გ H2O ხსნის 25გ ნივთიერებას 100გ “–––––––––“ x “ –––––––––––“ 100 5 X= = 12,5 200 პასუხი: ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 12,5გ/100გ წყალში. მყარ ნივთიერებათა ხსნადობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე წყალში მყარი ნივთიერებების უდიდესი ნაწილის ხსნადობის კოეფიციენტიტემპერატურის გადიდებით იზრდება. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტისსიდიდის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე გამოსახავენ ხსნადობის მრუდებით.ეს მრუდები ინდივიდუალურია ყველა ნივთიერებისათვის. ზოგიერთი ნივთიერე-ბისთვის ხსნადობის მრუდები მოცემულია ნახაზზე. აბსცისთა ღერძზე გადაზომილიატემპერატურა, ორდინატთა ღერძზე კი ხსნადობის კოეფიციენტი. ამ მრუდების საშუალებით შეიძლება მოვნახოთ როგორია ხსნადობის კოეფიციენტიამა თუ იმ ტემპერატურაზე მოცემული ნივთიერებისთვის. მაგ: რომ მოვძებნოთ რამდენია ხსნადობის კოეფიციენტი კალიუმის ნიტრატისთვის600 ტემპერატურაზე, ამისათვის საჭიროა ჯერ მოვძებნოთ 60 გრადუსის ნიშნულიაბსცისთა ღერძზე (ჰორიზონტალურ ღერძზე), შემდეგ ავყვეთ ამ წერტილსვერტიკალურად ზემოთ KNO3-ის ხსნადობის მრუდთან გადაკვეთის წერტილამდე. ამწერტილიდან დავუშვათ გეგმილი ორდინატთა ღერძზე (ვერტიკალურ ღერძზე) დაავთვალოთ ამ წერტილის მნიშვნელობა. ვნახავთ, რომ ეს მნიშვნელობა 110-ია. ე.ი. 60 0ტემპერატურაზე 100გ წყალში მაქსიმუმ 110გ KNO3 იხსნება.
  2. 2. თხევად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა. ზოგი თხევადი ნივთიერება წყალს ერევა წყლის და თხევადი ნივთიერებისნებისმიერი თანაფარდობით. მაგ: შეიძლება 1 გრ თხევადი ნივთიერება ეთილისსპირტი (C2 H5-OH) შევურიოთ 100 გრ წყალს, ან 100 გრ სპირტი და 1 გრ წყალიშევურიოთ ერთმანეთს, ან 50 გრ სპირტი და 50 გრ წყალი შევურიოთ ერთმანეთს,ყველა შემთხვევაში ერთგვაროვანი ნარევი – ხსნარი წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ამბობენ რომ წყალი და ეთილის სპირტი “ერევა” ერთმანეთს.ასეთივე ბუნებას ამჟღავნებს მაგალითად გოგირდმჟავა, აცეტონი (CH3)2CO, ძმარმჟავაCH3COOH და ა.შ. ამ შემთხვევაში პირობითია გამხსნელისა და გასახსნელინივთიერების ცნება. საერთოდ გამხსნელად ითვლება ის ნივთიერება, რომლისაგრეგატულ მდგომარეობაშია მიღებული ხსნარი. ორი თხევადი ნივთიერებისგან ამშემთხვევაში პირობითად გამხსნელია ის კომპონენტი, რომელიც უფრო მეტიახსნარში. არსებობენ ისეთი თხევადი ნივთიერებებიც, რომლებსაც წყალში შეზღუდულიხსნადობა ახასიათებთ. მაგ: 1 ლიტრ წყალში მხოლოდ რამდენიმე გრამი ბრომი (Br2)ან დიეთილის ეთერი (C2H5-O-C2H5) იხსნება. უფრო ჭარბი რაოდენობა კი ცალკეფენად გამოიყოფა. კერძოდ Br2, რომელიც წყალზე მძიმეა ჭურჭლის ფსკერზედაეშვება, ხოლო ეთერი, რომელიც წყალზე მსუბუქია წყლის ზედაპირზე მოექცევა. არსებობენ ისეთი თხევადი ნივთიერებები და ნარევები, რომლებიც პრაქტიკულადარ იხსნებიან წყალში. ასეთებია: ჰექსანი, ბენზინი, ნავთობი და სხვა.
  3. 3. ე.ი. თხევადი ნივთიერებები, ისევე როგორც მყარი ნივთიერებები წყალში გახსნისსხვადასხვა უნარით ხასიათდებიან. აირად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა აირადი ნივთიერებებიდან წყალში ყველაზე უკეთ ამიაკი (NH3) იხსნება. 0 0ტემპერატურასა და 1 ატმ წნევაზე 1 ლიტრი წყალი 1150 ლიტრ ამიაკს ხსნის. კარგადიხსნებიან წყალში ისეთი აირები როგორიცაა: HCl, HBr, HI. ზოგიერთი აირი წყალში შედარებით ნაკლები რაოდენობით იხსნება. მაგ: იმავეპირობებში 1 ლიტრი წყალი ხსნის 4,61 ლიტრ ქლორს (Cl2) ან 1,71 ლიტრნახშირორჟანგს (CO2). აღნიშნულ შემთხვევებში ადგილი აქვს გასახსნელი ნივთიერების (აირის) დაწყლის ქიმიურ ურთიერთქმედებას. ხოლო ისეთი ნივთიერებების წყალში გახსნისას,როგორიცაა N2 და O2 ხდება აირების მოლეკულების მექანიკური განაწილება წყლისმოცულობაში. ამიტომაა ამ აირების ხსნადობა წყალში ძალიან მცირე. მაგ: 00Cტემპერატურაზე 1ლ წყალი ხსნის მხოლოდ 49 მლ ჟანგბადს (O2). აირად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა იზრდება წნევის გაზრდით და ტემპერა-ტურის შემცირებით. საშინაო დავალება 1. როგორია K2SO4-ის ხსნადობის კოეფიციენტი 200, 50 0 და 600 ტემპერატურაზე? (გამოიყენეთ ხსნადობის მრუდების ნახაზი) 2. მაქსიმუმ რამდენი ლიტრი ქლორი შეიძლება გაიხსნას ნ.პ.-ში 3ლ წყალში? რამდენი გრამია Cl2-ის ეს რაოდენობა? (ქლორის წყალში ხსნადობა იხ. ამავე გაკვეთილში)

×