გაკვეთილი № 42
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
 

გაკვეთილი № 42

on

  • 6,418 views

http://qimia.blogspot.com...

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Statistics

Views

Total Views
6,418
Views on SlideShare
3,967
Embed Views
2,451

Actions

Likes
0
Downloads
26
Comments
0

5 Embeds 2,451

http://qimia.blogspot.com 2406
http://www.blogger.com 30
http://qimia.blogspot.it 13
http://www.qimia.blogspot.com 1
http://webcache.googleusercontent.com 1

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Adobe PDF

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

გაკვეთილი № 42 გაკვეთილი № 42 Document Transcript

  • გაკვეთილი N 42საშინაო დავალების შემოწმება: 1. Se (II, IV, VI) As (III, V) 3. Si (II, IV) Ge (II, IV). გავლენას არ ახდენს. თემა N 8 ხსნარები თუ შაქრის კრისტალს მოვათავსებთ წყალში, შევამჩნევთ რომ შაქრის კრისტალითანდათანობით “დაპატარავდება”, ხოლო ბოლოს მთლიანად “გაქრება”. რეალურადამ შემთხვევაში მიმდინარეობს შემდეგი პროცესი: შაქრის კრისტალის ზედაპირიდანწყდებიან შაქრის მოლეკულები და გადადიან წყლის არეში. ქაოსური მოძრაობისგამო ეს მოლეკულები წყლის მთელ მოცულობაში ნაწილდებიან. თავის მხრივ წყლისმოლეკულებიც შეაღწევენ შაქრის კრისტალში და აჩქარებენ კრისტალის რღვევას. ესპროცესი უმრავლეს შემთხვევაში კრისტალის სრული დაშლით და შესაბამისიმოლეკულების წყლის მთელ მოცულობაში თანაბარი განაწილებით მთავრდება. ამპროცესს ნივთიერების წყალში გახსნა ეწოდება. მიღებულ სისტემას კი ხსნარი. წყალიგამხსნელია, შაქარი კი გახსნილი ნივთიერება. წყალში ნივთიერების გახსნისპროცესი შეიძლება დავაჩქაროთ მორევით და ან ხსნარის გაცხელებით. ხსნარი – ცვლადი შედგენილობის ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სისტემაა,რომელიც ორი და მეტი კომპონენტისგან შედგება. ერთგვაროვან სისტემებში შემადგენელი კომპონენტები თანაბრადააგანაწილებული სისტემის მთელ მოცულობაში და შემადგენელი კომპონენტებისდანახვა მიკროსკოპითაც კი შეუძლებელია. აგრეგატული მდგომარეობის მიხედვითანსხვავებენ აირად, თხევად და მყარ ხსნარებს. აირადი ხსნარები აირების ნარევებია.მყარი ხსნარებია მეტალთა შენადნობები. თხევად ხსნარებში გამხსნელი შეიძლებასხვადასხვა თხევადი ნივთიერება ან ნარევი იყოს, მაგ: სპირტი, ჰექსანი, ბენზინი დასხვა. ჩვენ შევისწავლით წყალხსნარებს, ანუ ისეთ ხსნარებზე, რომლებშიც გამხსნელიწყალია. ნივთიერების წყალში ხსნადობა თუ 1 ლიტრ წყალში მოვათავსებთ რამდენიმე ათეულ გრამ სუფრის მარილს (NaCl)შევამჩნევთ, რომ მორევის შედეგად მარილი მთლიანად გაიხსნება. თუ იმავერაოდენობა წყალში მოვათავსებთ ქვიშას (SiO2) რამდენიც არ უნდა ვურიოთ ქვიშა არგაიხსნება. ხოლო თუ გვინდა კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარი დავამზადოთ 1გნივთიერება რამდენიმე ლიტრ წყალში უნდა მოვათავსოთ და დიდხანს ვურიოთ,სანამ მყარი ნივთიერება ბოლომდე არ გაიხსნება. ასე, რომ ზოგი ნივთიერება წყალშიკარგად იხსნება (მაგ: NaCl), ზოგი მცირედ ხსნადია (Ca(OH)2), ხოლო ზოგიპრაქტიკულად უხსნადია (SiO2).
  • ხსნადობა ეს ხსნარის წარმოქმნის უნარია. ნაჯერი და უჯერი ხსნარები. ხსნადობის კოეფიციენტი ნივთიერების წყალში მოთავსებისას შესაძლებელია წყალში ნივთიერებამთლიანად გაიხსნას. იგივე შეიძლება მოხდეს ხსნარში მორიგი ულუფა გასახსნელინივთიერების დამატებისას, მაგრამ ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როდესაცახალი ულუფის დამატებისას ნივთიერება უკვე აღარ გაიხსნება. მიღებულ სხნარშიგასახსნელი ნივთიერების მაქსიმალური რაოდენობაა გახსნილი. ასეთ ხსნარს ნაჯერიხსნარი ეწოდება. ნივთიერების წყალში მოთავსებისას ჯერ უპირატესად მიმდინარეობსნივთიერების წყალში გახსნის პროცესი, ანუ გასახსნელი ნივთიერების კრისტალიდანნაწილაკების მოწყვეტა და მათი წყლის მთელ მოცულობაში განაწილება. დროთაგანმავლობაში შესაძლებელია ეს გახსნილი ნაწილაკები ქაოსური მოძრაობისშედეგად ისევ მოხვდნენ კრისტალის ზედაპირზე და დამაგრდნენ მასზე. ამ პროცესსგამოკრისტალება ქვია. გამხსნელის და გასახსნელი ნივთიერების გარკვეულითანაფარდობისას შესაძლებელია დროის ერთეულში რამდენი ნივთიერებაცგაიხსნება, იმდენივე გამოკრისტალდეს. სწორედ ასეთი სისტემაა ნაჯერი ხსნარი. ნაჯერ ხსნარში გასახსნელი ნივთიერების მაქსიმალური რაოდენობაა გახსნილი.თუ სხნარში ნაჯერ ხსნართან შედარებით ნაკლები ნივთიერებაა გახსნილი ასეთხსნარს უჯერი ხსნარი ეწოდება.
  • რაოდენობრივად ხსნადობას ხშირად გამოსახვენ ნაჯერი ხსნარის შედგენილობისშესაბამისად, ანუ ნივთიერების გრამების მაქსიმალური რაოდენობით, რომელიცშეიძლება გაიხსნას მოცემულ ტემპერატურაზე 100გ გამხსნელში. ამ რაოდენობასხსნადობის კოეფიციენტი ეწოდება. 18 0C ტემპერატურაზე 100გ წყალში მაქსიმუმ 35,86გ NaCl იხსნება. ამბობენ, რომ18 C-ზე ნატრიუმის ქლორიდის სხნადობის კოეფიციენტია 35,86გ/100გ (H2O) 0 ზოგჯერ ხსნადობის კოეფიციენტს საზღვრავენ ასევე 1000გ (1 ლიტრ) წყალშიხსნადობის მოიხედვით. მაშინ 180C-ზე ნატრიუმის ქლორიდის სხნადობისკოეფიციენტი იქნება 358,6გ/ლიტრი. ამიტომ ხსნადობის კოეფიციენტს აუცილებლადუნდა მივუთითოთ განზომილება. თუ 200 ტემპერატურაზე 100გ წყალში იხსნება 1გ ნივთიერებაზე მეტი, მაშინამბობენ, რომ ნივთიერება ხსნადია (თუ ხსნადობის კოეფიციენტი >10, მაშინ ზოგჯერხმარობენ ტერმინს კარგად ხსნადი). თუ ხსნადობა იმავე პირობებში 0,001 - 1 გრამიაამბობენ, რომ ნივთიერება მცირედ ხსნადია, ხოლო თუ ხსნადობა იმავე პირობებში0,001 გრ-ზე ნაკლებია, ამბობენ, რომ ნივთიერება პრაქტიკულად უხსნადია. ტერმინს“პრაქტიკულად უხსნადი” იმიტომ ხმარობენ, რომ აბსოლუტურად უხსნადინივთიერება არ არსებობს. ისეთი ინერტული ნივთიერებებიც კი როგორიცაა ქვიშა,ოქრო და ვერცხლიც კი იხსნებიან წყალში უმნიშვნელო რაოდენობით. ამოცანა: 200გ ნაჯერი ხსნარის აორთქლებისას მიღებულ იქნა 50გ ნალექი. როგორია ამნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტი? ამოხსნა: მოც: m (ნაჯერი ხსნარი) = 200გ m (გახსნილი ნივთიერება) = 50გ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ხსნადობის კოეფიციენტი m (H2O) = m (ნაჯერი ხსნარი) - m (გახსნილი ნივთიერება) = 200 – 50 = 150გ ე.ი. 150გ H2O ხსნის 50გ ნივთიერებას 100გ “–––––––––“ x “ –––––––––––“ 100 50 X= = 33,3 150 პასუხი: ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 33,3 გ/100გ წყალში საშინაო დავალება 1. რას ეწოდება ხსნარი? რომელი ნივთიერებები გამოიყენება გამხსნელად? 2. რა არის ნაჯერი და უჯერი ხსნარი? 3. რა არის ხსნადობის კოეფიციენტი? 4. რას უდრის ხსნადობის კოეფიციენტი თუ 200გ წყალს შეუძლია გახსნას მაქსიმუმ 25გ გასახსნელი ნივთიერება?