გაკვეთილი № 27

2,083 views
1,934 views

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
2,083
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
37
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 27

  1. 1. გაკვეთილი N 27საშინაო დავალების შემოწმება:6. IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია: C, Si, Ge, Sn, Pb. თანაურის: Ti, Zr Hf. VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია: O, S, Se, Te, Po. თანაურის: Cr, Mo, W.7. N52 ელემენტია Te. ის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, ამიტომ მისი უმაღლესი ოქსიდია TeO3, ხოლო წყალბადნაერთია H2Te. N33 ელემენტია დარიშხანი As. ის V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, მისი უმაღლესი ოქსიდი და წყალბადნაერთია As2O5, AsH3. N 14 ელემენტი სილიციუმი Si. ის IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, შესაბამისად SiO2, SiH4.8. Se N34 IV პერიოდი VI ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი V N23 IV პერიოდი V ჯგ. თანაური ქვეჯგუფი Pb N82 VI პერიოდი IV ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი Sc N21 IV პერიოდი IV ჯგ. თანაური ქვეჯგუფი In N49 V პერიოდი III ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი Ag N47 V პერიოდი I ჯგ. თანაური ქვეჯგუფი Hg N80 VI პერიოდი II ჯგ. თანაური ქვეჯგუფი9. As მოთავსებულია V ჯგუფში, ამიტომ მისი მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მისი ოქსიდი და ქლორიდია As2O5 AsCl5. წყალბადნაერთი AsH3. Ge (IV ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 4-ის ტოლია) GeO2, GeCl4, GeH4. Se (VI ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 6-ის ტოლია) SeO3, SeCl6, H2Se. Te (VI ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 6-ის ტოლია) TeO3, TeCl6, H2Te.10. ა) ყველაზე ძლიერია Na, რადგან ეს ელემენტები ერთ პერიოდში არიან მოთავსებულნი და ნატრიუმი ყველაზე მარცხნივაა. ბ) Ba, რადგან ეს ელემენტები II ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში არიან მოთავსებულნი და ყველაზე ქვემოთ არის ბარიუმი.11. Br, რადგან იმ ელემენტებიდან, რომლებიც IV პერიოდში არიან მოთავსებულნი და ბრომი ყველაზე მარჯვნივ მდგომია. O, რადგან ეს ელემენტები VI ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფის ელემენტებია, ჟანგბადი კი ყველაზე მაღლაა მოთავსებული.
  2. 2. თემა N 5 ატომის აღნაგობა ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და უარყოფითად დამუხტულიელექტრული გარსისგან. ატომგულის (ატომბირთვის) შემადგენლობაში შედიანუმარტივესი ნაწილაკები, რომლთაგან უმნიშნელოვანესებია პროტონები დანეიტრონები. ელექტრული გარსი კი ელექტრონებისგან შედგება. ელექტრონი ატომის შემადგენელი ყველაზე მსუბუქი ნაწილაკია, რომლის მასაწყალბადის ატომის მასის 1/1840 ნაწილია. მას უარყოფითი მუხტი აქვს, რომელიცუდრის 1,602 . 10-3 კულონს. ეს მუხტი პირობითად 1-ის ტოლადაა ჩათვლილი.ელექტრონის სიმბოლოა e- (ან უბრალოდ e). პროტონი დამუხტული ნაწილაკია. მისი მუხტი ელექტრონის მუხტის ტოლია დანიშნით საწინააღმდეგოა. პროტონის მასაა 1 მ.ა.ე. პროტონის სიმბოლოა p + ან უბრალოდp. ნეიტრონი დაუმუხტავი ნაწილაკია, რომლის მასა დაახლოებით პროტონის მასისტოლია (1მ.ა.ე.), სიმბოლოა n. პროტონი p m (p) = 1 მ.ა.ე. +1 (მუხტი) ნეიტრონი n m (n) = 1 მ.ა.ე. 0 (მუხტი) ელექტრონი e m (e) = 1/1840 მ.ა.ე. -1 (მუხტი) რამდენი პროტონიცაა ატომგულში, იმდენივე ელექტრონია ატომის ელექტრონულგარსში. ატომგულის მუხტის სიდიდე უდრის ელექტრული გარსის მუხტის სიდიდეს.ატომი ელექტრონეიტრალური ნაწილაკია. ატომგულის აღნაგობა როგორც ავღნიშნეთ ატომგული შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისგან.პროტონების რაოდენობა განაპირობებს ატომგულის მუხტის სიდიდეს, ხოლოპროტონებისა და ნეიტრონების საერთო მასა ატომგულის მასას. ატომგულის მასაპრაქტიკულად ატომის მასის ტოლია, რადგან ელექტრული გარსის მასა უმნიშვნელოაატომგულის მასასთან შედარებით (გავიხსენოთ 1 პროტონი დაახლოებით 1840-ჯერმძიმეა 1 ელექტრონზე). ასე რომ თუ გვაქვს რაღაც ატომი, რომლის ბირთვი შედგება 5pდა 6n-სგან, მაშინ მისი ატომგულის მუხტი იქნება +5, ხოლო მასა 5 + 6 = 11 მ.ა.ე. ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმიური ელემენტიეწოდება. ნებისმიერი ქიმიური ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდე რიცხობრივადემთხვევა ამ ელემენტის რიგობრივ ნომერს ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.სხვაგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელემენტის ატომგულში იმდენი პროტონია,რამდენიცაა ამ ელემენტის რიგობრივი ნომერი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.
  3. 3. არსებობენ ატომები, რომლებსაც ერთნაირი ატომგულის მუხტი აქვთ, მაგრამგანსხვავებულია მათი მასები. ერთიდაიგივე ელემენტის ატომების ასსეტნაირსახეობებს იზოტოპები ეწოდებათ. იზოტოპებს ატომგულში ერთიდაიგივერაოდენობის პროტონები და განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონები აქვთ.იზოტოპები თითქმის ყველა ელემენტს გააჩნია. მაგ: ელემენტი წყალბადი სამიიზოტოპისგან შედგება, რომლებსაც ერთნაირი ატომგულის მუხტი (+1) დაგანსხვავებული მასები 1, 2 და 3 აქვთ. 1p 1p+1n 1p+2n ე.ი. ელემენტი წყალბადი შედგება სამი იზოტოპისგან, რომელთა მასებია 1, 2, 3.სხვაგვარად ამბობენ, რომ ამ იზოტოპების მასური რიცხვებია 1, 2 და 3. ასევე სამი იზოტოპი აქვს ჟანგბადს. ჟანგბადის იზოტოპების მასური რიცხვებია 16,17, 18. 16 17 18 8O 8 O 8 O 8p + 8n 8p + 9n 8p + 10n ე.ი. ჟანგბადის იზოტოპების მასებია 16, 17, 18. ელემენტის ატომური მასა ყველა იზოტოპის ატომური მასების და ბუნებაში მათიმასური წილის ნამრავლის ჯამის ტოლია. თუ მასური წილი პროცენტებშია მოცემული,მიღებულ ჯამს ვყოფთ ასზე. მაგალითად ელემენტი ქლორი ბუნებაშიგავრცელებულია ორი იზოტოპის სახით: 35 17 Cl მისი შემცველობა 75,45%-ია და 37 17 Cl რომლის შემცველობა 24,6%-ია. 75,4 . 35 + 24.6 . 37 Ar = = 35,453 100 (ორივე იზოტოპის შესაბამისი მასური წილი პროცენტებში მრავლდება შესაბამისმასაზე, იკრიბება და იყოფა 100-ზე)
  4. 4. საშინაო დავალება: 1. როგორია პროტონის, ნეიტრონის და ელექტრონის მუხტი და მასა? 2. როგორი იქნება ატომგულის მუხტი და მასა იმ ელემენტებისთვის რომლის ბირთვიც შედგება: ა) 6p და 6n ბ) 13p და 14n გ) 17p და 20n დ) 25p და 30n. დავწეროთ ამ ელემენტთა სიმბოლოები, მივუთითოთ რიგობრივი ნომერი. 3. რას ეწოდება იზოტოპები? რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? 4. დავუშვათ ელემენტი სამი იზოტოპისგან შედგება, რომელთა მასებია: 40, 42, 44. ხოლო ბუნებაში თითოეული იზოტოპი გვხვდება 30%, 55%, 15%. როგორი იქნებოდა ამ ელემენტის ატომური მასა?

×