გაკვეთილი № 26

1,399
-1

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
1,399
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
31
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 26

  1. 1. გაკვეთილი N 26 IV ტესტის პასუხები: 1. 1 2. 3 3. 4 4. 4 5. 2 6. 2 7. 4 8. 1 9. 4 10. 3 ელემენტთა პერიოდული სისტემა პერიოდულობის კანონის საფუძველზე დ.ი. მენდელევმა შექმნა ელემნტთაპერიოდული სისტემა. ის პერიოდულობის კანონის გრაფიკული გამოსახულებაა. ამტაბულაში ყოველ ელემენტს შეესაბამება უჯრა, რომელიც შეიცავს შემდეგინფორმაციას: ე.პ.ს.-ში ელემენტები განლაგებულია ატომური მასის ზრდის მიხედვით.რიგობრივი ნომერიც ასეთი წესით განლაგების შედეგადაა მიღებული. ელემენტთამთელი ეს რიგი იყოფა ცალკეულ ფრაგმენტებად. ამ ფრაგმენტებს პერიოდები ქვიათ.პერიოდი იწყება ტუტე მეტალით და მთავრდება ინერტული აირით. ტუტე მეტალებიძალიან აქტიური ერთვალენტიანი მეტალებია. მათ წყალში ხსნადი ჰიდროქსიდებიანუ ტუტეები შეესაბამებათ. ამიტომაც დაერქვათ მათ ეს სახელი. ტუტე მეტალებია:ლითიუმი (Li), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), რუბიდიუმი (Rb), ცეზიუმი (Cs) დაფრანციუმი (Fr). ინერტული აირებია: ჰელიუმი (He), ნეონი (Ne), არგონი (Ar),კრიპტონი (Kr), ქსენონი (Xe), და რადონი (Rd). I პერიოდი იწყება წყალბადით (H) (გამონაკლისი წესიდან) და მთავრდებაჰელიუმით (He) და მასში სულ ორი ელემენტია. II პერიოდი იწყება ლითიუმით (Li) და მთავრდება ნეონით (Ne). III პერიოდი იწყება ნატრიუმით (Na) და მთავრდება არგონით (Ar). II და III პერიოდები 8-8 ელემენტს შეიცავენ. IV პერიოდი იწყება კალიუმით (K) და მთავრდება კრიპტონით (Kr). V პერიოდი იწყება რუბიდიუმით (Rb) და მთავრდება ქსენონით (Xe). IV და V პერიოდებში 18-18 ელემენტია. VI პერიოდი იწყება ცეზიუმით (Cs) და მთავრდება რადონით (Rn). ეს პერიოდი 32ელემენტს შეიცავს. VII პერიოდი იწყება ფრანციუმით (Fr). ეს პერიოდი დაუმთავრებელია, რადგანჯერ შესაბამისი ინერტული აირი მიღებული არ არის. ამ პერიოდის ელემენტებისმიღება გრძელდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ აქაც 32 ელემენტი გვექნება. პერიოდები ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ჰორიზონტალურადააგანლაგებული. მეორე და მესამე პერიოდის ელემენტები 8-8 უჯრიანჰორიზონტალურ რიგს ქმნიან. მიღებულ ტაბულაში ვერტიკალურად ერთმანეთისმსგავსი ელემენტები თავსდებიან: Li და Na, Be და Mg და ა.შ. ეს ვერტიკალურირიგები დანომრილია და მათ ჯგუფებს უწოდებენ.
  2. 2. ჯგუფიპერიოდი I II III IV V GVI VII VIII 1 2 I H He 3 4 5 6 7 8 9 10 II Li Be B C N O F Ne 11 12 13 14 15 16 17 18 III Na Mg Al Si P S Cl Ar რაც შეეხება მეოთხე პერიოდს, ის ორმწკრივად არის გაყოფილი. ზედა მწკრივში10 ელემენტია მოთავსებული, ქვედაში – 8. ზუსტად ასეა მეხუთე პერიოდში. ჯგუფი პერიოდი მწკრივი I II III IV V GVI VII VIII 1 2 I 1 H He 3 4 5 6 7 8 9 10 II 2 Li Be B C N O F Ne 11 12 13 14 15 16 17 18III 3 Na Mg Al Si P S Cl Ar 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 4 K Ca Sc Ti V Cr Mn Fe Co NiIV 29 30 31 32 33 34 35 36 5 Cu Zn Ga Ge As Se Br Kr 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 6 Rb Sr Y Zr Nb Mo Tc Ru Rh PdV 47 48 49 50 51 52 53 54 7 Ag Cd In Sn Sb Te I Xe ადვილად შევამჩნევთ, რომ ელემენტების პერიოდებად დაყოფამ და პერიოდებისზემოთმოტანილი წესით განლაგებამ მოგვცა ის, რომ ტაბულაში წარმოიქმნავერტიკალური სვეტები, რომლებსაც ჯგუფები ეწოდებათ. ერთიდაიგივე ჯგუფებშიმოთავსებულ ელემენტებს ერთნაირი მაქსიმალური ვალენტობა აქვთ, რომლისსიდიდე ემთხვევა ჯგუფის ნომრის სიდიდეს. ამ წესიდან სულ რამოდენიმეგამონაკლისია: O, F და თითქმის მთელი VIII ჯგუფი.
  3. 3. VI პერიოდი გარდა ორი მწკრივისა, რომელიც 10 და 8 ელემენტისაგან შედგება, შეიცავს აგრეთვე ძირითადი ცხრილის გარეთ გამოტანილ 14 ელემენტიან მწკრივს, რომელსაც ლანთანოიდების მწკრივი ეწოდება. VII პერიოდისათვის ჯერ მხოლოდ ზედა მწკრივის ელემენტებია ცნობილი. ამ პერიოდის 14 ელემენტი (აქტინოიდები) ისევ როგორც ლანთანოიდები გამოტანილია ძირითადი ცხრილის გარეთ. ეს პერიოდი დაუმთავრებელია და შესაბამისი ელემენტების მიღება გრძელდება. საბოლოოდ აქაც ალბათ 32 ელემენტი გვექნება. ჯგუფი პერიოდი მწკრივი I II III IV V GVI VII VIII 1 2 I 1 H He 3 4 5 6 7 8 9 10 II 2 Li Be B C N O F Ne 11 12 13 14 15 16 17 18 III 3 Na Mg Al Si P S Cl Ar 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 4 K Ca Sc Ti V Cr Mn Fe Co Ni IV 29 30 31 32 33 34 35 36 5 Cu Zn Ga Ge As Se Br Kr 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 6 Rb Sr Y Zr Nb Mo Tc Ru Rh Pd V 47 48 49 50 51 52 53 54 7 Ag Cd In Sn Sb Te I Xe 55 56 57-71 72 73 74 75 76 77 78 8 Cs Ba La Hf Ta W Re Os Ir Pd VI 79 80 81 82 83 84 85 86 9 Au Hg Tl Pb Bi Po At Rn 87 88 89-103 104 105 106 107 108 109 VII 10 Fr Ra Ac Rf Db Sg Bh Hn Mt ლანთანოიდები (58-71)58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71Ce Pr Nd Pm Sn Eu Gd Tb Ds Ho Er Tn Yb Lu აქტინოიდები (98-103)
  4. 4. 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103Th Pa U Np Pu Am Cm Bk Cf Es Fm Md No Lr დიდი პერიოდების (IV-VI) ორ მწკრივად გაყოფამ გამოიწვია ის, რომ ერთ ვერტიკალურ სვეტში მოხვდნენ ერთნაირი ვალენტობის, მაგრამ განსხვავებული ბუნების ელემენტები. მაგალითად I ჯგუფში გარდა ტუტე მეტალებისა რომლებიც ძალიან აქტიური ერთვალენტიანი მეტალებია – წარმოქმნიან წყალში ხსნად ჰიდროქსიდებს, მძაფრად რეაგირებენ არა მარტო მჟავებთან, არამედ წყალთანაც, მოხვდნენ ისეთი არააქტიური მეტალები როგორიცაა Cu, Ag, Au. მსგავსება ელემენტების ამ ორ ჯგუფს შორის მარტო ისაა, რომ ორივე ჯგუფის ელემენტები ამჟღავნებენ ერთვალენტოვნებას (თუმცა Cu, Ag, Au შეუძლიათ უფრო მაღალი ვალენტობის გამომჟღავნებაც). მსგავსი სურათია სხვა ჯგუფებშიც. მაგალითად: VI ჯგუფში გავქვს არამეტალები O, S, Se, Te, Po და მეტალები Cr, Mo, W. საერთო ამ ელემენტებს მარტო ის აქვთ, რომ ჟანგბადის გარდა ყველა ელემენტის მაქსიმალური ვალენტობა ექვსია. ასევეა VII ჯგუფში: ყველაზე ძლიერი არამეტალები F, Cl, Br, I, At მოთავსებულია მეტალებთან Mn, Tc, Re. აქაც საერთო ამ ორი ჯგუფის ელემენტებს ის აქვთ, რომ მათი მაქსიმალური ვალენტობა შვიდია (გამონაკლისია F). VIII ჯგუფში მეტალები (Fe, Co, Ni, Ru, Rh, Pd, Os, Ir, Pt) და ინერტული აირები (He, Ne, Ar, Kr, Xe, Rn) არიან მოთავსებულნი. ამის გამო ჯგუფები მთავარ და თანაურ ქვეჯგუფებად არიან დაყოფილნი. ქვეჯგუფებში მსგავსი ელემენტებია არიან მოთავსებულნი. მთავარი ქვეჯგუფები მცირე და დიდი პერიოდის ელემენტებს შეიცავენ. თანაური ქვეჯგუფები კი მხოლოდ დიდი პერიოდის ელემენტებს. მთავარ ქვეჯგუფებს აღნიშნავენ AA სიმბოლოთი, ხოლო თანაურ ქვეჯგუფებს B სიმბოლოთი. ასე რომ პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის (I –A ქვეჯგუფი) ელემენტებია Li, Na, K, Rb, Cs, Fr (#1 ელემენტი წყალბადი შეიძლება მოათავსდეს I პერიოდის I ან VII ჯგუფში. წყალბადი უნიკალური თვისებების გამო გამონაკლისია). I ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის (I –B ქვეჯგუფი) შემადგენელი ელემენტებია: Cu, Ag, Au. II ჯგუფი: მთავარი ქვეჯგუფის (I –A ქვეჯგუფი) ელემენტებია Be, Mg, Ca, Sr, Ba, Ra თანაურის (II- B): Zn, Cd, Hg და ა.შ. განვიხილოთ რა კანონზომიერებები შეიძლება დავაფიქსიროთ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. როგორც ავღნიშნეთ პერიოდები იწყება ტუტე მეტალებით (გამონაკლისია I პერიოდი). ტუტე მეტალები ყველაზე აქტიური მეტალებია. პერიოდებში მარცხნიდან მარჯვნივ ქვეითდება ელემენტების მეტალური ბუნება. თანდათან თავს იჩენს ელემენტების არამეტალური ბუნება. პერიოდების ბოლოში ყველაზე ძლიერი არამეტალები – ჰალოგენებია (VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები) მოთავსებული. პერიოდებს ასრულებს ინერტული აირები. ყველაზე კარგად ეს გადასვლა ჩანს III პერიოდის მაგალითზე: I ჯგუფში ერთვალენტიანი მეტალი ნატრიუმია (Na) მოთავსებული. მას ფუძე ოქსიდი Na2O და ტუტე NaOH შეესაბამება. ნატრიუმი მძაფრად რეაგირებს წყალთან. II ჯგუფში ორვალენტიანი მეტალი მაგნიუმია (Mg) მოთავსებული. მაგნიუმი ნატრიუმზე ნაკლებად აქტიურია. მას ფუძე ოქსიდი MgO და წყალში ძალიან მცირედ ხსნადი ფუძე Mg(OH)2 შეესაბამება. წყალთან მხოლოდ გაცხელებისას შედის რეაქციაში.
  5. 5. III ჯგუფში სამვალენტიანი მეტალი ალუმინია (Al) მოთავსებული. ალუმინიმაგნიუმზე უფრო ნაკლებ აქიური მეტალია. მისი ოქსიდი Al2O3 და ჰიდროქსიდიAl(OH)3 ამფოტერული ბუნებისაა. IV ჯგუფში კი სუსტი არამეტალი სილიციუმია (Si) მოთავსებული. მისივალენტობა ოთხის ტოლია. შესაბამისი ოქსიდი და მისი ჰიდრატი სუსტი მჟავურიბუნებისაა (SiO2 და H2SiO3). V ჯგუფი: ფოსფორი (P) უფრო ძლიერი არამეტალია, ვიდრე სილიციუმი. მისიმაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მას მჟავა ოქსიდი P2O5 და საშუალოსიძლიერის მჟავა H3PO4 შეესაბამება. VI ჯგუფი: გოგირდი (S) კიდევ უფრო ძლიერი არამეტალია. მაქსიმალურივალენტობა 6-ის ტოლია. მას მჟავა ოქსიდი SO3 და ძლიერი მჟავა H2SO4 შეესაბამება. VII ჯგუფი: ქლორი (Cl) ამ პერიოდში ყველაზე ძლიერი არამეტალია. მისიმაქსიმალური ვალენტობა 7-ის ტოლია. შესაბამისი მჟავა ოქსიდია Cl2O7. მას ყველაზეძლიერი მჟავა HClO4 შეესაბამება. VIII ჯგუფი: ინერტული აირი არგონი (Ar) მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ იზრდება ელემენტების მეტალურიბუნება. არამეტალური კი პირიქით. პირველი ჯგუფის ელემენტები წარმოქმნიან R2O ტიპის ოქსიდებს, რადგან Iჯგუფში ერთვალენტიანი ელემენტებია მოთავსებული. ანალოგიურად: II ჯგუფის –RO; III – R2O3; IV – RO2; V – R2O5; VI – RO3; VII – R2O7; VIII ჯგუფის ელემენტებიდან ამკანონზომიერებას მხოლოდ ზოგიერთი ექვემდებარება. RO4-ს წარმოქმნის მხოლოდOs და Ru. VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები წარმოქმნიან აქროლადწყალბადნაერთებს, რომელთა ფორმულაა HX, VI – H2X, V – XH3, IV – XH4. ყველა კანონზიმიერებას, რომლსაც ვხვდებით ე.პ.ს.-ში ავხსნით მას შემდეგ, რაცვისწავლით ატომის აღნაგობას და ქიმიური ბმის ბუნებას. თემა N 3.ძირითადი დებულებები: 1. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტები განლაგებული არიან ატომური მასის ზრდის მიხედვით. 2. ელემენტთა პერიოდულ სისტემა შედგება პერიოდებისგან. პერიოდები იწყება ტუტე მეტალებით (I პერიოდი წყალბადით) და მთავრდება ინერტული აირებით. 3. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში სულ შვიდი პერიოდია. I, II და III პერიოდები მცირე პერიოდებია. IV, V, VI, VII _ დიდი (VII დაუმთავრებელია). 4. ელემენტთა პერიოდულ სისტემა იყოფა ჯგუფებად. არსებობს რვა ჯგუფი. ჯგუფის ნომერი ემთხვევა რიცხობრივად ჯგუფში მოთავსებული ელემენტების მაქსიმალურ ვალენტობას. 5. ჯგუფები იყოფიან მთავარ და თანაურ(Aდა B) ქვეჯგუფებად. ქვეჯგუფებში მსგავსი ელემენტები მოთავსებული, მთავარ ქვეჯგუფში გაერთიანებული არიან მცირე და დიდი პერიოდის ელემენტები, თანაურ ქვეჯგუფში – დიდი პერიოდის ელემენტები. 6. პერიოდებში მარცხნიდან მარჯვნივ თანდათანობით ქვეითდება მეტალური ბუნება და იზრდება არამეტალური.
  6. 6. 7. მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ იზრდება მეტალური და ქვეითდება არამეტალური ბუნება.არსებობს ელემენტთა პერიოდული სისტემის “გრძელი” ვარიანტიც. ამ ტაბულაშიროგორც მცირე ისე დიდი პერიოდები ერთ მწკრივში არიან მოთავსებული.ვერტიკალურ სვეტებში აქ მხოლოდ ერთიდაიგივე ქვეჯგუფის ელემენტებითავსდებიან. სხვა ყველა პრინციპი კი პერიოდული სისტემის ორივე ვარიანტისათვისსაერთოა. ელემენტთა პერიოდული სისტემის “გრძელი” ვარიანტ მოცემულია გაკვეთილისბოლოს. საშინაო დავალება: 1. როგორი თანმიმდევრობითაა განლაგებული ელემენტები ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ? 2. რა არის პერიოდი? რამდენი პერიოდია ელემენტთა პერიოდულ სისტემაში? რამდენი ელემენტია თითოეულ პერიოდში? რომელია მცირე და რომელია დიდი პერიოდი? 3. რას ეწოდება ჯგუფი? რას ემთხვევა ჯგუფის ნომერი? რას ეწოდება მთავარი და რას თანაური ქვეჯგუფები? 4. როგორ იცვლება პერიოდში ელემენტების ბუნება? 5. როგორ იცვლება ზემოდან ქვემოთ მეტალებისა და არამეტალების ბუნება მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებისათვის? 6. მოძებნეთ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში და ცალცალკე ამოწერეთ IV და VI ჯგუფის მთავარი და თანაური ქვეჯგუფის ელემენტები. 7. მოვძებნოთ 52-ე, 33-ე და 14-ე ელემენტები და დავწეროთ მათი ოქსიდების და წყალბადნაერთების ფორმულები. 8. დაასახელეთ შემდეგ ელემენტთა რიგობრივი ნომრები, შესაბამისი პერიოდი, ჯგუფი და ქვეჯგუფი: Se, V, Pb, Sc, In, Ag, Hg. 9. როგორია შემდეგი ელემენტების (As, Ge, Se, Te) მაქსიმალური ვალენტობები; დაწერეთ შესაბამისი ოქსიდების, ქლორიდების და წყალბადნაერთების ფორმულები. 10. რომელია ყველაზე ძლიერი მეტალი რიგში: a. Na, Mg, Al b. Mg, Ca, Sr, Ba 11. რომელია ყველაზე ძლიერი არამეტალი რიგში: a. As, Se, Br b. O, S, Se, Te
  7. 7. თუ რას ნიშნავს ელექტრონების განაწილება ენერგეტიკულ დონეებზე, აგრეთვეs, p, d და f ელემენტები, ამას გავეცნობით მომდევნო გაკვეთილებში.

×