Your SlideShare is downloading. ×
გაკვეთილი № 25
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

გაკვეთილი № 25

1,396

Published on

http://qimia.blogspot.com …

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
1,396
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
27
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი N25საშიანაო დავალების შემოწმება:1. ა) 2Na + 2H2O  2NaOH + H2 ბ) 2NaOH + CO2  Na2CO3 + H2O გ) Na2CO3 + 2HCl  2NaCl + H2O + CO2 ან Na2CO3 + BaCl2  2NaCl + BaCO3 ხ ხ ხ უ დ) NaCl + AgNO3  NaNO3 + AgCl ხ ხ ხ უ ე) 2NaNO3 + H2SO4  Na2SO4 + 2HNO32. ა) 2Al + 3Cl2  2AlCl3 ან 2Al + 6HCl  2AlCl3 + 3H2 ბ) AlCl3 + 3NaOH  3NaCl + Al(OH)3 ხ ხ ხ უ გ) 2Al(OH)3 + 3H2SO4  2Al2(SO4)3 + 6H2O დ) Al2(SO4)3 + 6KOH  2Al(OH)3 + 3K2SO4 ე) Al(OH)3 + NaOH  NaAlO2+ 2H2O3. ა) 4P + 5O2  2P2O5 ბ) P2O5 + 3H2O  2H3PO4 გ) 3KOH + H3PO4  K3PO4 + 3H2O (KOH-ის ნაცვლად შეიძლება K, K2O, K2CO3 და სხვა ნივთიერებების გამოყენება). დ) 2K3PO4 + 3CaCl2  6KCl + Ca3(PO4)2 ხ ხ ხ უ ე) Ca3(PO4)2 + 3H2SO4  3CaSO4 + 2H3PO44. ა) Cl2 + H2 2HCl ბ) HCl + NaOH  NaCl + H2O (შეიძლება აგრეთვე Na, Na2O, Na2CO3 და სხვ. ნაერთების გამოყენება). გ) NaCl + AgNO3  NaNO3 + AgCl ხ ხ ხ უ შეიძლება აგრეთვე 2NaCl + Ag2SO4 Na2SO4 + 2AgCl5. ა) MgO + H2SO4  MgSO4 + H2O ბ) MgSO4 + Ba(NO3)2  Mg(NO3)2 + BaSO4 ხ ხ ხ უ გ) Mg(NO3)2 + 2NaOH  Mg(OH)2 + 2NaNO3 (შეიძლება NaOH-ია გარდა KOH-ის ან Ba(OH)2-ის გამოყენება). დ) Mg(OH)2 + 2HCl  MgCl2 + 2H2O
  • 2. 6. ა) Zn + 2HCl  ZnCl2 + H2 ან Zn + Cl2  ZnCl2 ან Zn + FeCl2  ZnCl2 + Fe (FeCl2-ის გარდა შეიძლება ყველა იმ მეტალის ქლორიდის გამოყენება, რომელიც თუთიაზე ნაკლებად აქტიურია). ბ) ZnCl2 + 2KOH  Zn(OH)2 + 2KCl გ) Zn(OH)2 + 2NaOH  Na2ZnO2 + 2H2O დ) Na2ZnO2 + 2HCl  2NaCl + H2ZnO2  ანუ Zn(OH)2 ე) Zn(OH)2  ZnO + H2O ვ) ZnO + 2NaOH  Na2ZnO2 + H2O7. ა) Fe2(SO4)3 + 3BaCl2  2FeCl3 + 3BaSO4 ბ) 2FeCl3 + 3 H2SO4  Fe2(SO4)3 + 6HCl კონც ან 2FeCl3 + 3Ag2SO4  Fe2(SO4)3 + 6AgCl გ) FeCl3 + 3NaOH  Fe(OH)3 + 3NaCl დ) Fe(OH)3 + 3HCl  FeCl3 + 3H2O ე) Fe2(SO4)3 + 6NaOH  3Na2SO4 + 2Fe(OH)3 ვ) 2Fe(OH)3 + 3H2SO4  Fe2(SO4)3 + 6H2O შეიძლება აგრეთვე 2Fe(OH)3 + 3SO3  Fe2(SO4)3 + 3H2O ზ) Fe2O3 + 3H2SO4  Fe2(SO4)3 + 3H2O t0 თ) Fe2(SO4)3  Fe2O3 + 3SO3 ი) უშუალოდ Fe2O3-დან Fe(OH)3 არ მიიღება. ამისათვის Fe2O3 უნდა გადავიყვანოთ რკინის(III) ხსნად მარილში და მერე ვამოქმედოთ ტუტესთან. ჯერ Fe2O3 + 6HCl  2FeCl3 + 3H2O შემდეგ FeCl3 + 3KOH  3KCl + Fe(OH)3 კ) 2Fe(OH)3  Fe2O3 + 3H2OIV ტესტი1. ფუძე ოქსიდებია: 1. Na2O, K2O, CaO, CuO 2. FeO, Fe2O3, SO2, SO3 3. K2O, CaO, Na2O, SiO2 4. Li2O, Na2O, K2O, CO22. მჟავა ოქსიდებია: 1. SO2, SO3, CO2, Na2O 2. K2O, Na2O, SiO2, CuO 3. CO2, SO2, SO3, SiO2 4. FeO, Fe2O3, CuO, SiO2
  • 3. 3. რომელი დებულებაა სწორი: 1. მჟავა ოქსიდები რეაქციაში არ შედიან ტუტეებთან 2. ტუტეები რეაქციაში შედიან ფუძე ოქსიდებთან 3. მჟავები რეაქციაში არ შედიან მეტალებთან 4. ამფოტერული ოქსიდები რეაქციაში შედიან როგორც მჟავებთან, ისე ტუტეებთან4. რომელი რეაქციის ტოლობაა არასწორი? 1. Na2O + 2HCl = 2NaCl + H2O 2. CaO + CO2 = CaCO3 3. SO3 + H2O = H2SO4 4. CuO + H2O = Cu(OH)25. რომელი რაქციის ტოლობაა არასწორი? 1. Zn + 2HCl = ZnCl2 + H2 2. Cu + 2HCl = CuCl2 + H2 3. Fe + 2HCl = FeCl2 + H2 4. 2Al + 6HCl = 2AlCl3 + 3H 26. რომელი რეაქციის საშუალებით შეიძლება მივიღოთ ფუძე? 1. Cu + 2H2O = Cu(OH)2 + H2 2. Ca + 2H2O = Ca(OH)2 + H2 3. ZnO + H 2O = Zn(OH) 2 4. Fe(OH)2 + 2NaCl = FeCl2 + 2NaOH7. რომელი რეაქციის ტოლობა არ არის სწორი? 1. SO2 + H2O = H2SO3 2. H2SO4 + 2NaCl = Na2SO4 +2 HCl 3. P2O5 + H2O = 2HPO3 4. SiO2 + H2O = H2SiO38. რომელი რეაქციის ტოლობა არის სწორი?
  • 4. 1. Fe + CuSO 4 = FeSo4 + Cu 2. 2Al(OH)3 + 3CaCl2 = 2AlCl3 + 3Ca(OH)2 3. AgCl + NaNO3 = NaCl + AgNO3 4. Cu + FeSO 4 = CuSO4 + Fe 9. რომელი რეაქციაა მცდარი? 1. 2NaOH + Zn(OH)2 = Na2ZnO2 + 2H2O 2. Zn(OH)2 + 2HCl = ZnCl2 + 2H2O 3. Fe(OH)2 + 2HCl = FeCl2 + 2H2O 4. Mg(OH)2 + 2NaOH = Na2MgO2 + 2H2O 10. რომელი რეაქციის შედეგად არ მიიღება მჟავა მარილი? 1. Na2CO3 + CO2 + H2O = 2NaHCO3 2. H3PO4 + 2NaOH = Na2HPO4 + 2H2O 3. Fe(OH)2 + HCl = Fe(OH)Cl + H2O 4. H3PO4 + NaOH = NaH2PO4 + H2O თემა N 3 ელემენტთა პერიოდული სისტემა პერიოდულობის კანონი ეს გაკვეთილი ძალიან დიდ ფაქტიურ მასალას შეიცავს. მაგრამ მისი გაყოფაშეუძლებელია. ამიტომ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ და რამოდენიმეჯერგადაიმეოროთ, რადგან მის კარგად ათვისებაზეა დამოკიდებული რამდენად ღრმადშეისწავლით პერიოდულ სისტემას, რომელიც ქიმიის შესწავლის საფუძელია. ელემენტთა პერიოდული სისტემა ელემენტთა მეცნიერული კლასიფიკაციაა.პერიოდული სისტემა შექმნა დ.ი. მენდელევმა 1869 წელს პერიოდულობის კანონისსაფუძველზე. ეს კანონია: მარტივ ნივთიერებათა თვისებები, აგრეთვე ელემენტთა ნაერთების თვისებები დაფორმები პერიოდულ დამოკიდებულებაშია ელემენტების ატომური წონისსიდიდესთან. “ელემენტთა ნაერთები”_ რთული ნივთიერებებია, ხოლო “ატომურიწონა”_ატომური მასაა. იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რაზეა საუბარი ამ კანონში, ჯერ ვილაპარაკოთიმაზე თუ რა არის “მარტივი ნივთიერების თვისებები”, რა არის “რთული
  • 5. ნივთიერების თვისებები და ფორმები” და რას ნიშნავს “პერიოდულიდამოკიდებულება”. მარტივი ნივთიერებები შეიძლება იყოს მეტალური ან არამეტალური ბუნების.როგორც უკვე ვისწავლეთ მეტალები ის მარტივი ნივთიერებებია, რომლებიც კარგადატარებენ დენსა და სითბოს, ახასიათებთ მეტალური ბზინვარება, ჭედადობა დაგლინვადობა. არამეტალებს კი ეს თვისებები ან ნაწილობრივ ან საერთოდ არახასიათებთ. თუ შევადარებთ ნაერთებს LiOH, NaOH, KOH, RbOH, CsOH და FrOH აშკარაა, რომმათ “ერთნაირი ფორმა” _ MeOH აქვთ. ამასთან ყველა ეს ნივთიერება წყალში ხსნადიჰიდროქსიდები, მწვავე ტუტეებია. ე.ი. მათ ერთნაირი თვისებები აქვთ. აქვე ვთქვათისიც, რომ ყველა ეს მეტალი Li, Na, K, Rb, Cs, Fr ერთმანეთის მსგავსი ძლიერიერთვალენტიანი მეტალებია და მათ ტუტე მეტალებსაც ეძახიან. შევადაროთ აგრეთვენაერთები HF, HCl, HBr, HI და HAt. ცხადია, რომ მათ ერთნაირი “ფორმა” HX აქვთ.ყველა ამ ნაერთის წყალხსნარი მჟავაა, ანუ მსგავსი თვისებები აქვთ. ამ ძლიერარამეტალებს (F, Cl, Br, I, At) ჰალოგენებსაც უწოდებენ. ამგვარად დავადგინეთ რასნიშნავს “ნივთიერებათა თვისებები და ფორმები”. ახლა განვიხილოთ რას ნიშნავს “პერიოდული დამიოკიდებულება”. დავუშვათ,რომ დღეს, ორშაბათია. შვიდი დღის შემდეგ ისევ ორშაბათი იქნება. ორშაბათი იქნება14, 21, 28 დღის შემდეგაც. ორშაბათი იყო აგრეთვე 7, 14 დღის წინაც. ხვალ იქნებასამშაბათი და სამშაბათი იქნება ხვალიდან მე-7, მე-14 და ა.შ. დღესაც. ჩვენ შეგვიძლიავთქვათ, რომ კვირის დღეები მეორდება “პერიოდულად” და ეს პერიოდიშვიდდღიანია. ახლა კი პერიოდულობის კანონი ჩამოვაყალიბოთY ჩვენი სიტყვებით: თუ განვალაგებთ ქიმიურ ელემენტებს ატომური მასის ზრდის მიხედვით,შევამჩნევთ, რომ ერთმანეთის მსგავსი თვისებების მქონე ელემენტები ელემენტებისგარკვეული რიცხვის შემდეგ, ანუ პერიოდულად მეორდება. განვალაგოთ ელემენტები ატომური მასის ზრდის მიხედვით. მივიღებთ რიგს: 1H,2 He, 7Li, 9Be, 11B, 12C, 14N, 16O, 19F, 20Ne, 23Na, 24Mg, 27Al, 28Si, 31P, 32S, 35,5Cl, 40Ar და ა.შ.(ელემენტის სიმბოლოს მარცხენა ზედა კუთხეში ამ ელემენტის ატომური მასაამითითებული). დავიწყოთ მესამე ელემენტიდან და დაწვრილებით განვიხილოთ თითოეულიმათგანი. 7 Li – ელემენტი ლითიუმი ძლიერი, აქტიური ტუტე მეტალია, ერთვალენტიანია.მისი ოქსიდი Li2O ფუძე ოქსიდია. ხოლო ჰიდროქსიდი LiOH ტუტეა. 9 Be – ელემენტი ბერილიუმი ორვალენტიანი მეტალია. მას ლითიუმთანშედარებით დაქვეითებული აქვს მეტალური ბუნება. მისი ოქსიდი და ჰიდროქსიდიBeO და Be(OH)2 ამფოტერული ბუნებისაა. 11 B – ბორი სუსტი არამეტალური ბუნების მქონე სამვალენტიანი ელემენტია. მისოქსიდს და შესაბამის ჰიდრატს (წყლის მიერთების შედეგად მიღებული ნაერთი)B2O3 და H3BO3 სუსტი მჟავა ბუნება აქვთ. 12 C – ნახშირბადი ბორთან შედარებით უფრო ძლიერი ოთხვალენტიანიარამეტალია. მას მჟავური ოქსიდი CO2 და მჟავა H2CO3 შეესაბამება. ამასთანწყალბადთან ის წარმოქმნის CH4 (მეთანი) შედგენილობის აირად ნაერთს. 14 N – აზოტი ნახშირბადზე უფო ძლიერი არამეტალია. მისი მაქსიმალურივალენტობა 5-ია ტოლია (როგორც შემდეგ ვნახავთ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა,რომ მისი მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი არის +5). აზოტს მჟავური ოქსიდი
  • 6. N2O5 და ძლიერი მჟავა HNO3 შეესაბამება. აგრეთვე აზოტი წარმოქმნის აირადწყალბადნაერთს NH3 (ამიაკი). 16 O – ჟანგბადი აზოტზე უფრო ძლიერი არამეტალია. (უაზრობაა ჟანგბადისოქსიდზე ან შესაბამის მჟავაზე საუბარი). წყალბადთან წარმოქმნის წყალს – H2O.ყველა ნაერთში ორვალენტიანია. 19 F – ფტორი ყველაზე ძლიერი არამეტალია. წყალბადთან ის ფთორწყალბადსწარმოქმნის – HF. ფთორი ერთვალენტიანია. 20 Ne – ნეონი ინერტული აირია. პრაქტიკულად ის არ რეაგირებს არაფერთან დაარავითარ ნაერთს არ წარმოქმნის. ლითიუმიდან მერვე ელემენტია ნატრიუმი - 23Na. ნატრიუმი ერთვალენტიანი ,ძლიერი მეტალია. მისი ოქსიდი Na2O ფუძე ბუნებისაა. ჰიდროქსიდი NaOH ტუტეა.როგორც ვხედავთ Li და Na ერთნაირი ბუნებისაა. მათ მსგავსი ბუნების მარტივინივთიერებები და მსგავსი ბუნების და ფორმის რთული ნივთიერებები ახასიათებთ.თუ ეს შემთხვევით არ მოხდა და ელემენტის ბუნებასა და ატომურ მასებს შორისპერიოდული დამოკიდებულებაა მომდევნო ელემენტებმა თავისი წინამორბედი მე-8-ე ელემენტის თვისება უნდა გაიმეორონ. შემდეგია 24Mg. მართალია Mg უფრო ძლიერი მეტალური ბუნებისაა ვიდრებერილიუმი, მაგრამ მათი ნაერთების ფორმები აბსოლუტურად ერთნაირია – MgO დაBeO. Mg(OH)2 და Be(OH)2. თუმცა MgO და Mg(OH)2 ფუძე ბუნებისაა, ხოლო BeO დაBe(OH)2 ამფოტერულია. მიუხედავად ამისა აშკარაა ამ ორ ელემენტს შორის მსგავსება. შემდეგი ელემენტი 27Al ავლენს მსგავსებას მის წინამორბედთან ბორთან. ორივეელემენტი სამვალენტიანია. აშკარაა მათი ნაერთების ფორმების მსგავსება Al2O3 დაB2O3. H3AlO3 (იგივეა, რაც Al(OH)3) და H3BO3 . მიუხედავად იმისა, რომ B არამეტალია,ხოლო Al მეტალი მათ შორის მსგავსება აშკარაა. მომდევნო ელემენტი 28Si არამეტალია. ის ნახშირბადის ანალოგია. შევადაროთ:SiO2 და CO2, H2SiO3 და H2CO3, SiH4 და CH4. აშკარაა მსგავსება 31P ფოსფორსა და 14N აზოტს შორის. შევადაროთ: P2O5 N2O5HPO3 (P-ისთვის უფრო ტიპიურია H3PO4, მაგრამ არსებობა ე.წ. მეტაფოსფორმჟავაც -HPO3) და HNO3. წყალბადნაერთები PH3 და NH3. ელემენტი 32S – გოგირდი ფოსფორზე უფრო ძლიერი არამეტალია. ჟანგბადისმსგავსად წარმოქმნის წყალბადნაერთს H2S (შეადარე H2O). გოგირდი და ჟანგბადიმსგავს სულფიდებს და ოქსიდებს წარმოქმნიან. მაგ: Na2S და Na2O, Al2S3 და Al2O3. ასერომ მსგავსება ამ ორ ელემენტს შორის აშკარაა. ამასთან უნდა ავღნიშნოთ, რომგოგირდის ჟანგბადნაერთი, რომელშიც გოგირდი მაქსიმალურ ვალენტობას ავლენსSO3 ძლიერი მჟავური ოქსიდია, ხოლო შესაბამისი მჟავა ძლიერი მჟავაა H2SO4. მომდევნო ელემენტი 35,5Cl – ქლორი უფრო ძლიერი არამეტალია, ვიდრეგოგირდი. აშკარაა მისი მსგავსება ფტორთან. ერთნაირია წყალბადნაერთები HCl დაHF, ერთნაირია ქლორიდების და ფტორიდების ფორმები. მაგ: NaCl და NaF, SiCl4 დაSiF4. ორივე ძალიან აქტიური ერთვალენტიანი არამეტალია. ფტორისგან განსხვავებთქლორი წარმოქმნის მჟავურ ოქსიდს Cl2O7DდაA შესაბამის ძლიერ მჟავას HClO4. მომდევნო ელემენტი 40Ar – არგონი ნეონის სრული ანალოგია. არგონიცინერტული აირია. თუ სქემატურად გამოვსახავთ ყველაფერს, რაც ზემოთ ვილაპარაკეთ კიდევ უფროაშკარა ხდება ელემენტების ბუნების და ატომური მასების პერიოდულიდამოკიდებულება.
  • 7. Li Be B C N O F NeLi2O BeO B2O3 CO2 N2 O5 –––– –––– ––––LiOH Be(OH)2 H3BO3 H2CO3 HNO3 –––– –––– –––– CH4 NH3 H2O HF ––––Na Mg Al Si P S Cl ArNa2O MgO Al2O3 SiO2 P2O5 SO3 Cl2O7 ––––NaOH Mg(OH)2 Al(OH)3 H2SiO3 H3PO4 H2SO4 HClO4 –––– ანუ SiH4 (HPO3) H2S HCl –––– H3AlO3 PH3 შემდეგი ელემენტი Li-დან მე16 და Na-დან მე-8-ა. ეს ელემენტია K – კალიუმი. იგიასევე ტუტე მეტალია და ცხადია, რომ ეს ელემენტები ერთმანეთის მსგავსია. მაგრამკალიუმის მსგავსი ელემენტი განმეორდება არა კალიუმიდან მერვე, არამედ მე-18-ეადგილზე. ამით რა თქმაუნდა არ ირღვევა პერიოდულობა, უბრალოდ ხდებაპერიოდის გაზრდა.
  • 8. საშინაო დავალება:1. ჩამოაყალიბეთ პერიოდულობის კანონი.2. რას ნიშნავს მარტივ ნივთიერებათა თვისებები?3. რას ნიშნავს რთულ ნივთიერებათა თვისებები და ფორმები?4. დაწერეთ ტუტე მეტალების და ჰალოგენების ჯგუფებისათვის დამახასიათებელი ნაერთების ფორმები.5. ჩამოვაყალიბოთ პერიოდულობის კანონი ჩვენი სიტყვებით და შევეცადოთ მის ილუსტრირებას.

×