გაკვეთილი № 14
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
 

Like this? Share it with your network

Share

გაკვეთილი № 14

on

  • 1,541 views

http://qimia.blogspot.com...

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Statistics

Views

Total Views
1,541
Views on SlideShare
1,541
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
49
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Adobe PDF

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

გაკვეთილი № 14 Document Transcript

  • 1. გაკვეთილი N 14 საშინაო დავალების შემოწმება: 1. 4Li + O2  2Li2O 4K + O2  2K2O 2Be + O2  2BeO 2Ca + O2  2CaO 2Mg + O2  2MgO 2Zn + O2  2ZnO 2Hg + O2  2HgO Pb + O2  PbO2 Sn + O2  SnO2 4B + 3O2  2B2O3 Si + O2  SiO2 4As + 5O2  2As2O5 2. BaCO3  BaO + CO2 CaSO3  CaO + SO2 CuSO3  CuO + SO2 ZnSO3  ZnO + SO2 ZnCO3  ZnO + CO2 Cu(OH)2  CuO + H2O 2CuOH  Cu2O + H2O Fe(OH)2  FeO + H2O 2Fe(OH)3  Fe2O3 + 3H2O H2SO3  H2O + SO2 H2SO4  H2O + SO3 III ტესტის პასუხები 1. 4 2. 3 3. 4 4. 1 5. 3 6. 4 7. 1 8. 2 9. 1 10. 3 ფუძე ოქსიდების თვისებები ფუძე ოქსიდები მყარი ნივთიერებებია. ფუძე ოქსიდების დიდი ნაწილი თეთრიფერისაა (Na2O, CaO, MgO). ზოგი შავია (CuO), ზოგი წითელია (HgO, Cu2O ) და ა.შ.
  • 2. ფუძე ოქსიდები შედიან რეაქციაში წყალთან მჟავებთან და მჟავურ ოქსიდებთან.1. ზოგიერთი ფუძე ოქსიდი რეაგირებს წყალთან, შესაბამისი მეტალის ჰიდროქსიდის წარმოქმნით: ფ.ო. + H2O  მეტალის ჰიდროქსიდი Na2O + H2O  NaOH MgO + H2O  Mg(OH)2 როგორც ვხედავთ, ამ რეაქციის შედეგად, მეტალის ჰიდროქსიდი ანუ ფუძე მიიღება. სწორედ ამიტომ უწოდებენ შესაბამის ოქსიდებს – ფუძე ოქსიდებს. ანალოგიური სქემით წყალთან რეაგირებს შემდეგი ოქსიდები: Li2O, K2O, CaO, SrO, BaO. დანარჩენი ფუძე ოქსიდები წყალთან არ რეაგირებენ. ამიტომ არ შეიძლება დავწეროთ რეაქციის ტოლობა CuO + H2O FeO + H2O2. ფუძე ოქსიდები რეაგირებენ მჟავებთან შესაბამისი მარილისა და წყლის წარმოქმნით: ფ.ო. + მჟავა  მარილი + H2O მაგ: CuO + 2HNO3  Cu(NO3)2 + H2O მიღებული მარილის შემადგენლობაში შედის ფუძე ოქსიდის შესაბამისი მეტალი (ამ შემთხვევაში Cu(II)) და აღებული მჟავის შესაბამისი ნაშთი (ამ შემთხვევაში NO3(I)). ცხადია მარილის ფორმულის შედგენისას უნდა ვიხელმძღვანელოთ ნივთიერების ფორმულის შედგენის წესით (იხ. გაკვეთილი #12)ანალოგიურად, 3CaO + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + 3H2O3. ფუძე ოქსიდები რეაგირებენ მჟავურ ოქსიდებთან მარილების წარმოქმნით: ფ.ო + მ.ო  მარილი მაგ: Na2O + CO2  Na2CO3 K2O + SiO2  K2SiO3 ამ რეაქციის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ მჟავური ოქსიდების თვისებების შესწავლისას.4. ფუძე ოქსიდების ურთიერთქმედებით აღმდგენლებთან შესაძლებელია მიიღებიან მეტალები. აღმდგენლებია: H2, CO, C. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ “აღადგინონ” მეტალები მათი ოქსიდებიდან.M მაგ: Fe2O3 + 3H2  2Fe + 3H2O CuO + CO  Cu + CO2 2MnO + C  2Mn + CO2
  • 3. მჟავური ოქსიდების თვისებები მჟავური ოქსიდები ჩვეულებრივ პირობებში გვხვდებიან აირად, თხევად და მყარმდგომარეობაში. აირებია: CO2, SO2. თხევადია N2O5, Mn2O7 . მყარია SiO2, P2O5, CrO3 დასხვ. მჟავური ოქსიდები რეაგირებენ წყალთან, მეტალთა ჰიდროქსიდებთან და ფუძეოქსიდებთან. 1. ყველა მჟავური ოქსიდი, SiO2-ის გარდა, რეაგირებს წყალთან შესაბამისი მჟავას წარმოქმნით: მ.ო + H2O  მჟავა მაგ: CO2 + H2O  H2CO3 N2O3 + H2O  2HNO2 2NO2 + H2O  HNO2 + HNO3 N2O5 + H2O  2HNO3 SO2 + H2O  H2SO3 SO3 + H2O  H2SO4 CrO3 + H2O  H2CrO4 Mn2O7 + H2O  2HMnO4 Cl2O7 + H2O  2HClO4 P2O5 + 3H2O  2H3PO4 As2O5 + 3H2O  2H3AsO4რადგან წყალთან ურთიერთქმედებისას, აღნიშნული ოქსიდები მჟავებს წარმოქმნიან,ამიტომაც ეწოდათ მათ მჟავური ოქსიდები. მჟავურ ოქსიდებს ზოგჯერ მჟავასანჰიდრიდებსაც ეძახიან. 2. მჟავური ოქსიდები რეაგირებენ მეტალთა ჰიდროქსიდებთან და მიიღება მარილი და წყალი: მ.ო. + მეტალის ჰიდროქსიდი  მარილი + H2O მიღებული მარილი შედგება მეტალის ჰიდროქსიდის შემადგენლობაში შემავალი მეტალისა და მჟავა ოქსიდის შესაბამისი მჟავას ნაშთისგან. მაგ: როცა რეაგირებენ SO2 და NaOH მიიღება გოგირდოვანი მჟავისა (H2SO3) და ნატრიუმის მარილი I II Na2(SO3)1  Na2SO3 SO2 + 2NaOH  Na2SO3 + H2O თუ რომელ ოქსიდს რომელი მჟავა შეესაბამება, იხილე წინამდებარე რეაქციებში.
  • 4. თუ SO3-ს ავიღებთ SO2-ის ნაცვლად მივიღებთ Na2SO4, რადგან SO3-ის შესაბამისი მჟავაა H2SO4 და მისი ნაშთია SO4(II). SO3 + 2NaOH  Na2SO4 + H2O ანალოგიურად: P2O5-ს შეესაბამება H3PO4, ამიტომ P2O5 + 3Sr(OH)2  Sr3(PO4)2 + 3H2O3. მჟავა ოქსიდები რეაგირებენ ფუძე ოქსიდებთან. (ეს რეაქციები მარტივად განვიხილეთ ფუძე ოქსიდების თვისებების შესწავლისას) მ.ო. + ფ.ო. მარილი მაგ: 3CaO + P2O5  Ca3 (PO4)2 მიღებული მარილი შედგება ფუძე ოქსიდის მეტალისა და მჟავა ოქსიდის შესაბამისი მჟავას ნაშთისგან. II III P2O5-ს შეესაბამება H3PO4. მარილის ფორმულაა: Ca3 (PO4)2  Ca3 (PO4)2 SO2 + MgO  MgSO3 SO3 + MgO  MgSO44. ისევე, როგორც ფუძე ოქსიდები, მჟავური ოქსიდებიც რეაგირებენ აღმდგენლებთან. SO2 + C  S + CO2 CrO3 + 3H2  Cr + 3H2Oამფოტერული ოქსიდების თვისებების შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.საშინაო დავალება:1. დაწერეთ მაგნიუმის ოქსიდის (MgO), ნატრიუმის ოქსიდის (Na2O), რკინის(II) ოქსიდის და რკინის(III) ოქსიდის ურთიერთქმედების რეაქციები მარილმჟავასთან (HCl), გოგირდმჟავასთან (H2SO4), აზოტმჟავასთან, (HNO3), გოგირდის(VI) ოქსიდთან (SO3), აზოტის(V) ოქსიდთან (N2O5), ფოსფორის(V) ოქსიდთან (P2O5).2. დაწერეთ გოგირდის(IV) ოქსიდის (SO2) ურთიერთქმედების რეაქციები კალიუმის ჰიდროქსიდთან (KOH), ბარიუმის ჰიდროქსიდთან (Ba(OH)2), ნატრიუმის ოქსიდთან (Na2O), სტრონციუმის ოქსიდთან (SrO). იგივე გაიმეორეთ გოგირდის(VI) ოქსიდისა და ფოსფორის(V) ოქსიდისთვის.