გაკვეთილი №1

7,835 views
7,377 views

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
2 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
7,835
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
111
Comments
0
Likes
2
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი №1

  1. 1. ნაწილი I ზოგადი ქიმია თემა N1 ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები გაკვეთილი N1 ატომები და მოლეკულები ქიმიური ელემენტების სიმბოლოები ჩვენს გარშემო არსებული საგნები, ბუნება და მთელი სამყარო ნავთიერებებისაგანშედგება. მაგ.: წყალი, ჟანგბადი, მარილი, ცარცი _ ნივთიერებებია. დღეისათვისცნობილია დაახლოებით 20 მილიონი ნივთიერება. ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგებიან. ნივთიერების უმცირეს ნაწილაკს,რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შე-ნარჩუნებული, მოლეკულა ეწოდება. მოლეკულა ლათინური სიტყვაა, “მოლეს” -მასის კნინობითი ფორმაა. მოლეკულები კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან _ ატომებისგან შედგება.ბერძნულად “ატომოს” განუყოფელს ნიშნავს. ერთნაირი ატომების ერთობლიობასქიმიური ელემენტი ეწოდება. დღეისათვის 110-ზე მეტი ელემენტია ცნობილი.თითოეულ ელემენტს აქვს თავისი სახელწოდება და სიმბოლო. სიმბოლოები იწარმოება ელემენტის ლათინური სახელწოდებიდან. მაგალითად:წყალბადის ლათინური სახელწოდებაა Hydrogenium. ამ სიტყვის პირველი ასომიღებულია წყალბადის სიმბოლოდ. საზოგადოდ ელემენტის სიმბოლოდ მიღებულია ელემენტის ლათინურისახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმე მომდევნო ასო.
  2. 2. 2 ცხრილი 1 ქიმიურ როგორ დამრგვაი სახელწოდება იკითხება ლე ვალენტობაელემენტი სიმბოლო ბულის II III ატომური Vსიმბოლო მასა I IV H წყალბადი ჰაშ 1 I Li ლითიუმი ლითიუმ 7 I Be ბერილიუმი ბერილიუმ 9 II B ბორი ბორ 11 III C ნახშირბადი ცე 12 II, IV N აზოტი ენ 14 I, II, III, IV, V O ჟანგბადი ო 16 II F ფტორი ფტორ 19 I Na ნატრიუმი ნატრიუმ 23 I Mg მაგნიუმი მაგნიუმ 24 II Al ალუმინი ალუმინ 27 III Si სილიციუმი სილიციუმ 28 II, IV P ფოსფორი პე 31 III, V S გოგირდი ეს 32 II, IV, VI Cl ქლორი ქლორ 35.5 I, III, V, VII K კალიუმი კალიუმ 39 I Ca კალციუმი კალციუმ 40 II Cr ქრომი ქრომ 52 II, III, IV, VI Mn მანგანუმი მანგანუმ 55 II, III, IV, VI, VII Fe რკინა ფერუმ 56 II, III Co კობალტი კობალტ 59 II, III Ni ნიკელი ნიკელ 59 II, III
  3. 3. 3 Cu სპილენძი კუპრუმ 64 I, II, Zn თუთია ცინკუმ 65 II As დარიშხანი არსენიკუმ 75 III, V Se სელენი სელენ 79 II, IV, VI Br ბრომი ბრომ 80 I, III, V, VII Ag ვერცხლი არგენტუმ 108 I Sn კალა სტანუმ 119 II, IV I იოდი იოდ 127 I, III, V, VII Ba ბარიუმი ბარიუმ 137 II Au ოქრო აურუმ 197 I, III Hg ვერცხლისწყა ჰიდრარგი 201 I, II ლი რუმ Pb ტყვია პლუმბუმ 207 II, IV ამ ცხრილში შეტანილია ის ელემენტები, რომლებიც სხვებზე მეტად გვხვდებაბუნებაში და აქედან გამომდინარე უპირატესად გამოიყენება ქიმიის სწავლებისპროცესში. სხვა ელემენტებს მოგვიანებით თანდათან გავეცნობით. ცხრილის IV და V სვეტებში მოცემულ სიდიდეებს: დამრგვალებული ატომურიმასისა და ვალენტობის შესახებ, მოგვიანებით განვმარტავთ. მომდევნოგაკვეთილების ადვილად ასათვისებლად საჭიროა დაიმახსოვროთ # 1 ცხრილის I IIIII სვეტებში მოცემული ინფორმაცია. მოლეკულური ფორმულები სიმბოლოების და ინდექსების საშუალებით იწერება ნივთიერებათა ქიმიურიფორმულები. მაგალითად დადგენილია, რომ წყლის მოლეკულა წყალბადის ორიატომისა და ჟანგბადის ერთი ატომისაგან შედგება. წყლის ფორმულას შემდეგი სახეაქვს: H2O
  4. 4. 4 ინდექსი გვიჩვენებს მოცემული ელემენტის ატომების რაოდენობას მოლეკულაში.თუ მოლეკულა ცალკეული ელემენტის ერთ ატომს შეიცავს, მაშინ ინდექსი ერთიიგულისხმება და არ იწერება. წყალი - H2O ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო. ამრიგად წაკითხვის წესია: სიმბოლო –ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი. ამრიგად ინდექსი ერთი, არც იწერება და არციკითხება. წყალბადის ზეჟანგი - H2O2 ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო-ორი (სიმბოლო – ინდექსი –სიმბოლო – ინდექსი). ანალოგიურად წავიკითხავთ გოგირდმჟავას მოლეკულის ფორმულას: H2SO4 _ ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი. ეს ფორმულა გვიჩვენებს, რომ გოგირდმჟავას მოლეკულა შეიცავს წყალბადის ორ,გოგირდის ერთ და ჟანგბადის ოთხ ატომს. ზოგიერთი ფორმულა შეიძლება ასე ჩაიწეროს: Mg(OH)2 აქ ინდექსი 2 ეკუთვნის ფრჩხილებში მოთავსებულ ელემენტს. ჩვენს შემთხვევაშიჟანგბადს და წყალბადს. მოცემული ფორმულა გვიჩვენებს, რომ ამ ნივთიერებისშედგენილობაშია მაგნიუმის ერთი, ჟანგბადის ორი და წყალბადის ორი ატომი.ფორმულა ასე უნდა წავიკითხოთ: Mg(OH)2 _ მაგნიუმ-ო-ჰაშ-ორჯერ. განვიხილოთ ზოგიერთი სხვა ნივთიერების მოლეკულური ფორმულა დასაბოლოოდ დავიმახსოვროთ ფორმულის წაკითხვის წესი: CaCl2 _ კალციუმ-ქლორ-ორი AlBr3 _ ალუმინ-ბრომ-სამი NaCl - (სუფრის მარილი) _ ნატრიუმ ქლორი Ca 3(PO4)2 _ კალციუმ-სამი-პე-ო-ოთხი-ორჯერ Fe2(SO4)3 _ ფერუმ-ორი-ეს-ო-ოთხი-სამჯერ C12H22O11 - (შაქარი) _ ცე-თორმეტი-ჰაშ-ოცდაორი-ო-თერთმეტი თუ რატომ არის საჭირო ფრჩხილების გამოყენება ფორმულების შედგენისასგანხილულ იქნება მოგვიანებით.
  5. 5. 5საშინაო დავალება:წაიკითხეთ შემდეგი ქიმიური ფორმულები:Na 2O P2O5 SO3 H2CO3 HNO3 H3PO4 KOHBa(OH)2 Al(OH)3 Ba 3(AsO4)2 Mg(ClO4)2 KMnO4 Fe(NO3)3

×