Your SlideShare is downloading. ×
Steve jobs stanford
Steve jobs stanford
Steve jobs stanford
Steve jobs stanford
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

Steve jobs stanford

260

Published on

Steve Jobs Stanford

Steve Jobs Stanford

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
260
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
0
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. 3 ისტორია სტივ ჯობსის ცხოვრებიდან… ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო დღეს აქ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტისგამოსაშვებ ცერემონიალზე. თუმცა, მე უმაღლესი არ დამიმთავრებია. სიმართლე რომ ვთქვა,დღემდე ასე ახლოს არც ვყოფილვარ უნივერსიტეტის დამთავრებასთან. დღეს მინდა სამი ისტორიამოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის. დიდი არაფერი. უბრალოდ, სამი ამბავი.პირველი ისტორია წერტილების შეერთებაზეა.სწავლა Reed College-ში პირველი ექვსი თვის შემდეგ მივატოვე. მაგრამ, თავის საბოლოოდდანებებამდე, კიდევ სადღაც 18 თვე მაინც დავდიოდი ლექციებზე. რატომ მივატოვე სწავლა?ეს ჯერკიდევ ჩემ დაბადებამდე დაიწყო. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, ახალგაზრდა, გაუთხოვარმასტუდენტმა, გადაწყვიტა გავეშვილებინე. მას გადაჭრით სურდა, რომ ჩემი ახალი მშობლებიუმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. ასერომ, ყველაფერი შეთანხმებული იყო — მედაბადებისთანავე იურისტი და მისი მეუღლე ამიყვანდნენ. მაგრამ, როგორც კი გამოვძვერი, ბოლომომენტში გადაიფიქრეს ბიჭის აყვანა — გოგო უნდოდათ. ჩემ ახლანდელ მშობლებს კი, რომლებიცსიაში შემდეგ ნომრად იყვნენ, შუაღამისას დაურეკეს და კითხეს, „ბიჭი გვყავს და ხომ არ გინდათო?“მათ კი უპასუხეს — „რათქმაუნდა!“ ბიოლოგიურმა დედამ მხოლოდ გვიან გაიგო, რომ ჩემ ახალდედას სულაც არ ქონდა დამთავრებული უმაღლესი, ახალ მამას კი — არც სკოლა. რამდენიმე თვისმანძილზე იგი საბოლოო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარს ამბობდა, სანამ პირობა არ მიიღო ჩემიმშობლებისგან, რომ აუცილებლად ჩამაბარებინებდნენ ინსტიტუტში.17 წლის შემდეგ მე მართლაც წავედი კოლეჯში. თუმცა, უნებლიედ ისეთი სასწავლებელი ავირჩიე,რომელში სწავლაც სტენფორდის ფასი ღირდა, ჩემი მშობლების თითქმის მთელი დანაზოგი კი —ჩემ მომზადებაში დაიხარჯა. ექვსი თვის შემდეგ მასში ვერანაირი ღირებულება ვერ დავინახე. ვერვხვდებოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში; და ვერც იმას ვხვდებოდი, ამის გარკვევაში ინსტიტუტიროგორ დამეხმარებოდა. ამისთვის კი მე იმ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები თითქმისმთელი ცხოვრება მიგროვებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა დამქონოდა იმის რწმენა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. იმ დროს ბევრჯერ შემშინებია, მაგრამდღევანდელი გადმოსახედიდან — ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ.სწავლის შეწყვეტის დღიდან, შემეძლო დავსწრებოდი მხოლოდ იმ ლექციებს, რომელიცმაინტერესებდა, და არა მათ, რომლებიც სავალდებულო იყო.თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. საერთო საცხოვრებელში საკუთარი ოთახი აღარმქონდა, ამიტომ მეგობრების ოთახებში იატაკზე მეძინა, კოკა-კოლიც ბოთლებს 5 ცენტადვაბარებდი, რომ საჭმლის ფული შემეგროვებინა; კვირაში ერთხელ კი, 10 კილომეტრზე მეტს ფეხით
  • 2. გავდიოდი ქალაქის მეორე ბოლომდე, რომ ინდურ ტაძარში უფასოდ მევახშმა. და მე მომწონდა ეს.უმეტესობა იმისა, რასაც ჩემი ცნობისმოყვარეობის თუ ინტუიციის გამო ცხოვრების მანძილზეშევჩეხებივარ, ადრე თუ გვიან უძვირფასესი მონაპოვარი გამხდარა. აი ერთი მაგალითი:იმ პერიოდის Reed College-ში ქვეყნის ფარგლებში ალბათ კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესოკურსი იკითხებოდა. მთელ კამპუსში ყოველა პოსტერი, ყოველი აბრა ყოველ კარებზე,უმშვენიერესი კალიგრაფიით იყო შესრულებული. რადგანაც სწავლისთვის თავი დანებებულიმქონდა და თავისუფალი დროის სიმცირეს არ ვუჩიოდი, გადავწყვიტე მევლო ამ ლექციებზე დამესწავლა, როგორ გამეკეთებინა ასეთი წარწერები. სწორედ აქ ვისწავლე ყველაფერი შერი და სან-შერი შრიფტების, ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგილურირების და,ზოგადად, კარგი ტიპოგრაფიის შესახებ. ეს იყო იმგვარად ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი,რომ მეცნიერებაც კი ვერ ახსნიდა. და მე საოცრად მოვიხიბლე.თითქოს ამ ყველაფრიდან არაფერს უნდა ეთამაშა რამე სახის მნიშვნელოვანი როლი ჩემცხოვრებაში, მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ვქმნიდით,იგი უსაზღვროდ გამომადგა. და ჩვენ ეს მაკში ჩავდეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ულამაზესიტიპოგრაფიით. მე რომ არ გამევლო ის ერთი კურსი ინსტიტუტში, მაკს არასოდეს ექნებოდა ამდენიშრიფტი, ასეთი ზუსტი კერნინგით. და რადგანაც ვინდოუსი მაკის ასლია, გამოდის, რომ არცერთპერსონალურ კომპიუტერს არ ექნებოდა ეს ყველაფერი! სწავლისთვის რომ თავი არ დამენებებინა,ვერასოდეს მოვახერხებდი ამ კურსის გავლას და შესაძლოა, პერსონალურ კომპიუტერებს საერთოდარ ქონოდათ დღევანდელის მსგავსი უნატიფესი ტიპოგრაფია. რათქმაუნდა, როდესაც ინსტიტუტშივიყავი, წერტილების ამგვარად შეერთება შეუძლებელი იყო. მაგრამ ათი წლის შემდეგ, ყველაფერიძალიან ნათლად გამოჩნდა.კიდევ გავიმეორებ — წერტილებს მომავალში ყურებით ვერასოდეს შეაერთებთ; ეს მხოლოდ უკანმოხედვისასაა შესაძლებელი. ასერომ, უბრალოდ რწმენა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ეს წერტილებიმომავალში რამენაირად აუცილებლად შეერთდება. უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის,ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია;და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება.ჩემი მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა.მე გამიმართლა — ჩემი საყვარელი საქმე ცხოვრების ადრეულ პერიოდშივე ვიპოვე. მე და ვოზმა(სტივ ვოზნიაკი) ჩემი მშობლების გარაჟში ეფლი რომ წამოვიწყეთ, მხოლოდ 20 წლის ვიყავი. ჩვენბევრს ვმუშაობდით და ათ წელიწადში ორკაციანი გუნდი ორ მილიარდ დოლარიან კომპანიადგადაიქცა, 4 ათასზე მეტი თანამშრომლით. სანამ 30 წელი შემისრულდებოდა, ჩვენი საამაყოქმნილება — მაკინტოში გამოვუშვით. და შემდეგ — გამაგდეს. როგორ უნდა გაგაგდონ შენიშექმნილი კომპანიიდან? ეფლი ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ დაგვექირავებინაადამიანი, რომელსაც მაშინ ნიჭიერად ვთვლიდი, რათა კომპანიას ჩემთან ერთად გაძღოლოდა.პირველი ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ თანდათანობით ჩვენი ხედვებიერთმანეთს დაშორდა და ბოლოს, უთანხმოება მოგვივიდა. დირექტორთა საბჭომ მისი მხარიდაიჭირა და 30 წლის ასაკში, საკმაოდ სკანდალურად, მე უმუშევრად დავრჩი. ყველაფერი გაქრა,რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება იყო ორიენტირებული. განადგურებული ვიყავი.რამდენიმე თვე ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. საშინელი გრძნობა მქონდა, თითქოს წინათაობის ყველა ბიზნესმენს გავურუე იმედი, თითქოს ესტაფეტაზე ალამი დამივარდა, როცამაწვდიდნენ. შევხვდი დეივიდ პაკარდსა და რობ ნოისს, შევეცადე ბოდიში მომეხადა ჩემისაქციელისთვის. ჩემი ჩავარდნის ამბავი მომენტალურად გავრცელდა და სილიკონის ველიდანგაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მაგრამ, ნელ-ნელა მოვიდა ჩემამდე, რომ ჯერკიდევ მიყვარდა ჩემი საქმე.ეფლში განვითარებულ მოვლენებს ეს ოდნავადაც კი არ შეეცვალა. ზურგი მაქციეს, მაგრამ მე მაინცშეყვარებული ვიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო.
  • 3. მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც გაირკვა, ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო იყო,რაც შეიძლებოდა დამმართნოდა. წარმატებულობის სიმძიმე კვლავ დამწყებად, ყველაფერშინაკლებად დარწმუნებულად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. ამან საშუალება მომცა, ჩემი ცხოვრებისშემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი დამეწყო.მომდევნო ხუთ წელიწადში მე დავაარსე კომპანია სახელად ნექსტი, კიდევ ერთი კომპანია —პიქსარი და შემიყვარდა არაჩვეულებრივი მანდილოსანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.პიქსარმა ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა კომპიუტერული ანიმაციისგამოყენებით და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა. მოვლენათასასწაულებრივი შემობრუნებით, ეფლმა ნექსტი შეიძინა, მე დავბრუნდი ეფლში და ისტექნოლოგიები, რომლებიც ნექსტში შევიმუშავეთ, ეფლის დღევანდელი რენესანსის საფუძველია.ლორენს და მე კი, არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბებიდან არცერთი მოხდებოდა, ეფლს რომ არ გავეთავისუფლებინე.წამალს საშინელი გემო ქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამდვილად არგო პაციენტს. ზოგჯერცხოვრება თავში აგურს წამოგარტყამს ხოლმე, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგო. ერთადერთი, რაცმე უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა, საქმის სიყვარული იყო. თქვენც უნდა იპოვოთსიყვარულის ობიექტი. და ეს ჭეშმარიტია როგორც საქმისთვის, ისე — საყვარელიადამიანებისთვისაც. საქმე ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს; და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებითსრულად კმაყოფილი, თუ დაკავდებით იმით, რაც თქვენი აზრით დიდებულია. ეს კი ის საქმეა,რომელიც გიყვართ. ასერომ, თუ ჯერკიდევ არ გიპოვიათ მსგავსი, განაგრძეთ ძიება. ნუ გაჩერდებით.აუცილებლად იგრძნობთ აღმოჩენისას. და ესეც, როგორც ყველა დიდებული ურთიერთობა,წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. ასერომ, ეძებეთ, სანამ არ იპოვით. ნუდანებდებით.ჩემი მესამე ისტორია — სიკვდილზეა.17-ის რომ ვიყავი, ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველ დღესისე გაატარებ, თითქოს ეს დღე უკანასკნელია, ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნები.“ მანჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, 33 წელიწადია, ყოველ დილით სარკეშივიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები: „დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმისგაკეთება, რასაც დღეს ვაპირებ?“ და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე აქვსუარყოფითი პასუხი, ვხვდები, რომ რამე უნდა შევცვალო.ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე კარგად სწორედ იმისგახსენება მეხმარებოდა, რომ შესაძლოა მალე მოვმკვარიყავი. რადგანაც თითქმის ყველაფერი —სხვების აზრი, მთელი ჩემი სიამაყე, მარცხის ან წარუმატებლობის შიში — ყველაფერი ესმომენტალურად ქრება სიკვდილის პირისპირ და რჩება მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტადმნიშვნელოვანია. სიკვდილის არ-დავიწყება ჩემთვის ცნობილი საუკეთესო გზაა ფიქრებისმოსაშორებლად იმის შესახებ, რომ რამე გაქვს დასაკარგი. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობსმიზეზი, რის გამოც შეიძლება გულისთქმას არ მიჰყვე.დაახლოებით ერთი წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. გამოკვლევა დილის რვის ნახევარზეჩამიტარეს და მან ნათლად აჩვენა სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვალზე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი,კუჭქვეშა ჯირკვალი რა იყო. ექიმებმა თითქმის დარწმუნებით მითხრეს, რომ ეს კიბო უკურნებელიიყო და რომ სიცოცხლე სამიდან ექვს თვემდე მქონდა დარჩენილი. ექიმმა მირჩია, სახლშიწავსულიყავი და საქმეები მომეგვარებინა, რაც, მათ ენაზე, სიკვდილისთვის მზადებას ნიშნავდა. ესნიშნავს მოასწრო და რამდენიმე თვეში შვილებს უთხრა ყველაფერი, რის სათქმელადაც გეგონა,კიდევ ათი წელი მაინც გექნებოდა. ეს ნიშნავს დარწმუნდე, რომ ყველაფერი მოგვარებულია, რათა
  • 4. განშორება მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ოჯახისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველას უნდადაემშვიდობო.მთელი დღე ამ დიაგნოზით გავატარე. საღამოს კი, ბიოფსია ჩამიტარეს, ყელში ჩამთხარესენდოსკოპი, ჩავიდნენ ჩემ კუჭში და ნაწლავებში, შემირჭვეს ნემსი კუჭქვეშა ჯირკვალში და კიბოსრამდენიმე უჯრედი ამოიტანეს. მე გათიშული ვიყავი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მომიყვა, როდესაცექიმებმა უჯრედები მიკროსკოპში დაათვალიერეს, ცრემლები წასკდათო. მათ ტირილი დაიწყეს,რადგან აღმოჩნდა, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის უიშვიათესი ტიპის კიბო მჭირდა, რომელიცოპერაციით იკურნებოდა. ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კარგად ვარ.ასე ახლოს სიკვდილთან არასოდეს ვყოფილვარ. და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ რამდენიმეათწლეულიც არ ვიქნები. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი გამოვიარე, შემიძლია კიდევ უფრო მეტიდარწმუნებით გითხრათ ეს სიტყვები, ვიდრე მაშინ გეტყოდით, როცა სიკვდილი ჩემთვისსასარგებლო, მაგრამ წმინდაწყლის წარმოსახვითი ცნება გახლდათ:სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავადამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავინ არიდებიამას. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. იგიცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი მამოძრავებელია. მას ძველი მიყავს და ახალს გზასუთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნისშემდეგ, დაძველდებით და თქვენც წაგიყვანენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ესსიმართლეა.თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუგაებმებით დოგმათა მახეებში — ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთსაშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა. და, რაც ყველაზემთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის გამბედაობა. ამორმა რაღაცნაირად უკვე იცის, ჭეშმარიტად რისი სურვილი გაქვთ. ყველაფერი დანარჩენი —მეორეხარისხოვანია.პატარა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივი გამოცემა არსებობდა, სახელად „მთელი დედამიწისკატალოგი“, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია იყო. მას სტიუარტ ბრენდი წერდა, აქედან არცისეშორს, მენლოს პარკში. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, კომპიუტერების ეპოქამდე, ასერომმთლიანი გამოცემა საბეჭდი მანქანებით, მაკრატლებით და პოლაროიდის აპარატებით იწყობოდა.ნაბეჭდი გუგლივით იყო, გუგლამდე 35 წლით ადრე: გადავსებული იდეალისტური და დიდებულიგანზრახვებით.სტიუარტმა და მისმა გუნდმა „მთელი დედამიწის კატალოგის“ რამდენიმე ნომერი გამოუშვეს.უკანასკნელი ნომერი 1970-იანების შუაში გამოვიდა და მე მაშინ თქვენი ასაკის ვიყავი. საფინალოგამოცემის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო გარიჟრაჟისას, აი ისეთის, ავტო-სტოპით მოგზაურობისასრომ ადგახართ ხოლმე. ქვეშ კი ეს სიტყვები ეწერა: „იყავით მშივრები. იყავითთავზეხელაღებულები.“ ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო. იყავით მშივრები. იყავითთავზეხელაღებულები. მე ყოველთვის ვუსურვებდი ამას საკუთარ თავს. და ახლა, როდესაცასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებას იწყებთ, მე გისურვებთ თქვენ.იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.ყველას უღრმესი მადლობა.

×