Your SlideShare is downloading. ×
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Trainings
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Thanks for flagging this SlideShare!

Oops! An error has occurred.

×
Saving this for later? Get the SlideShare app to save on your phone or tablet. Read anywhere, anytime – even offline.
Text the download link to your phone
Standard text messaging rates apply

Trainings

428

Published on

Published in: Career
0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total Views
428
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1
Actions
Shares
0
Downloads
1
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. დოკუმენტაცია (სერტიფიკატები და წერილობითი ანგარიშები) რუსთავის სსიპ #16 საჯარო სკოლის
  • 2. ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ბიწაძის ტრენინგის წერილობითი ანგარიში: „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება . თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება .“ 2013 წლის ივლისში, თბილისის მასწავლებელთა სახლში, ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2 დღიანი (6 სთ) ტრენინგი თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება.“ ჩატარდამასწავლებელთა პროფესიული თემაზე: „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განვითარება. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ანუკა ნარიმანიძე. ტრენინგის მიზანი იყო: • • შეფასების და თვითშეფასების არსებული მოდელების შესწავლა და შეძენილი ცოდნის საფუძველზე კოლეგების ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების ფორმების ახლებურად შემუშავება და შექმნა. არსებული პროფესიული განვითარების სქემის დებულების განხილვა და მასში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა . რაც შეეხება ტრენინგის ამოცანებს , პირველი დღეს , ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო ქ-ნი ანუკა ნარიმანიძე და გაგვაცნო პირველი სამუშაო დღის აქტივობები, გადმოგვცა ტრენინგის მასალები. ტრენერმა დაიწყო საუბარით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, გავიხსენეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მთავარი მოთხოვნები. ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ პროფესიულ განვითარებაზე, რადგან მასწავლებლის თვითგანვითარებაზე ზრუნვა თანამედროვე განათლების უპირველესი ამოცანაა. პროფესიული განვითარებისათვის მასწავლებლის მიერ უნდა იქნას შედგენილ თვითგანვითარების ხელისშემწყობი გეგმა, რომელიც მიმართულია პედაგოგის შინაგანი რესურსების გააქტიურებისაკენ . პროფესიული ზრდის აუცილებელი პირობა – კოლეგებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, დაკვირვება და თვითშეფასებაა. ტრენერმა სლაიდ შოუს სახით გაგვაცნო ცნობილი თეორეტიკოს-ფსიქოლოგების: ჯეკ თერბნელის, დიმიტრი უზნაძის და სხვათა მოსაზრებები განათლების სისტემის განცხადებულ ღირებულებებზე. დაგვევალა გაგვეანალიზებინა ჩვენ სკოლაში განცხადებული და რეალური ღირებულებების თანხვედრაზე. ყოველდღიურ საქმიანობაში რომელს ვეყრდნობი მეტად: განცხადებულ თუ რეალურ ღირებულებებს? რამდენად პრინციპულად ვიცავ განცხადებული ღირებულებებს? ამ პრაქტიკულ დავალებზე ვმუშაობდით ინდივიდუალურად. შემდეგ, სურვილისამებრ, ტრენინგის მონაწილეებმა გააკეთეს შესრულებული დავალების პრეზენტაცია. ტრენინგის დასასრულს ტრენერმა განგვიმარტა საშინაო დავალება - ჩვენ დაგვირიგდა ცხრილები სადაც პირველ გრაფაში იყო მოყვანილი პედაგოგის პროფესიული სტანდარტის ან ქმედების ინდიკატორების მაგალითები, მოცემული მაგალითები უნდა გაგვეანალიზებინა და მეორე გრაფაში ჩაგვეწერა მოყვენილი მაგალითი პედაგოგის კომპეტენციას ასახავდა თუ თვისებას. ტრენერის მიერ
  • 3. მოცემულმა საშინაო დავალებამ დამანახა, რამდენად რეალური და ეფექტურია ჩემ მიერ არჩეული თვითშეფასების ფორმა . ტრენინგის დასასრულს დაგვევალა საშინაო დავალების შესრულება. მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო ჯგუფებში, პროფესიული განვითარების სქემის დებულებაც განვიხილეთ.ტრენერმა მიგვითითა თვითშეფასების ფორმებში არსებულ ხარვეზებზე და მოგვცა საინტერესო და სასარგებლო რჩევები. ამის შემდეგ ტრენერმა დაგვირიგა ცხრილი, სადაც პირველ გრაფაში მითითებული იყო შეფასების მოდელის დასახელება, მეორე გრაფაში მათი შესაბამისი მოკლე აღწერა. ჩვენ უნდა გაგვეანალიზებინა მოცემული ინფორმაცია და მესამე/მეოთხე გრაფებში ჩაგვეწერა შეფასების მოდელის ძირითადი უპირატესობა და მისი სავარაუდო სისუსტე. ამ დავალების შესასრულებლად ვიმუშავეთ ჯგუფებში, მუშაობის პროცესში ვმსჯელობდით კოლეგების შეფასების რამდენად ეფექტური ფორმები გვქონდა შემუშავებული სკოლაში. ტრენერი აქტიურად მონაწილეობდა ჩვენ მსჯელობაში და გვაძლევდა პრაქტიკულ რჩევებს . ტრენინგის შემდეგ ეტაპზე, რეფლექსიის სახით კიდევ ერთხელ დავუბრუნდით თვითშეფასების პრინციპებს . “თვითშეფასების დროს რაზე ვამახვილებთ ყურადღებას? ვართ თუ არა მზად ჩვენი ინტერესების სფეროში ცვლილებების სესატანად ? რამდენად დამოკიდებულია ჩვენი საქმიანობის წარმატება მუშაობის სტილის მოქნილობაზე ? არგუმეტირებული მსჯელობის შედეგად გავაკეთეთ დასკვნა, რომ პროფესიული თვითგანვითარების გეგმის შედგენისას აუცილებელიაშემდეგი პირობების დაცვა: • • • • პიროვნული და საქმიანი თვისებების არსებული დონის დადგენა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეებისგამოვლენა საკუთარი საქმიანობის რეფლექსია საქმიანობის შედეგების ანალიზი და მისი გამოყენება შემდგომის პროფესიული განვითარებისათვის. ტრენინგის მნიშვნელობა ტრენინგზე განხილული საკითხები ჩემთვის იყო საინტერესო. გავიღრმავე ცოდნა ურთიერთშეფასების და თვითშეფასების მეთოდების შესახებ, გავაანალიზე არსებული ნაკლოვანებები ჩვენ მიერ შედგენილ ფორმებში. გავეცანი პროფესიული განვითარების სქემის დებულებას, მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურას.ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული აქტიურად ვიმუშავო პორტფოლიო სშექმნა/წარმოებაზე.
  • 4. რუსთავის სსიპ #16 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ბიწაძის ტრენინგის წერილობითი ანგარიში: „ინფორმაციულ -საკომუნიკაციოტექნოლოგიების გამოყენება სასწავლოპროცესში “ 2013 წლის თებერვალ-მარტში ქ. რუსთავში, 20-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისმიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგამოყენება სასწავლო პროცესში“. ტრენინგსუძღვებოდა ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი. ტრენინგ პროგრამა 13 დღეზე იყო გათვალისწინებული და ყოველი დღე ახალიმასალის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინე ობებს ეთმობოდა. კურსი მოიცავდა 4 მოდულს. ხოლო თითოეული დღე - 3 საათს. ( სულ 39 საათი) ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებელთა მიერ ისტ-ის კარგად ათვისება და მისიგამოყენება სასწავლო პროცესის დროს.
  • 5. კურსი ისე იყო დაგეგმილი, რომ თეორიულ მასალას ენაცვლებოდა პრაქტიკულისამუშაოები, დამოუკიდებელი სამუშაოები, რაც ტრენინგს უფრო საინტერესოს დამასალას უფრო ადვილად ასათვისებელს ხდიდა. პირველი დღეს გავიხსენეთ პირველი დონის ტრენინგის მასალები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საინფორმაციოტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც მას უფრო მიმზიდველსდა საინტერესოს ხდის. მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხებიც. მომდევნო დღე დაეთმო გაკვეთილის დაგეგმვას. დეტალურად გავეცანით სწავლების სამფაზიან მოდელს. თეორიულ მასალ ასთან ერთად ვასრულებდითპრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგის მომდევნო დღეებში დავიწყეთ გაკვეთილის დაგეგმვა, რისთვისაც მოგვიხდა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტიდან და მისისანდოობის დადგენა. აგრეთვე გავეცანით ფაილების ტიპებს. ( მაგ. pdf, jpg, და სხვა) დავიწყეთ მზადება ეფექტური პრეზენტაციისათვის. (Microsoft PowerPoint).ტრენინგის ბოლოს დაგვევალა, გაკვეთილის გეგმის შესაბამისი სასწავლოპრეზენტაციის მომზადება. მომდევნო დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარვადგინეთ სამოდელოპრეზენტაცია. ჩემი პრეზენტაციას ერქვა: „ჩემი ოჯახი“. რომელიც შექმნილი იყო ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის . ვფიქრობ, დავალებანორმალურად შევასრულე. ტრენინგის მომდევნო დღეებში დავიწყეთ ელექტრონულ სასწავლო თამაშებზე,აუდიო და ვიდეოფაილებზე მუშაობა. მომდევნო მეცადინეობები დაეთმო მცირე და მრავალკომპიუტერიანიკლასების მართვას. როგორი მიმზიდველი და საინეტერესოც არ უნდა იყოს ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში , საფრთხე მაინც რჩება . შესაძლებელია შეიექმნასტექნიკური ხასიათის პრობლემა, როგორიცაა მაგ. ინტერნეტის გათიშვა ან თუნდაც არასაკმარისი წვდომა ან ელექტრო ენერგიის მოწოდების პრობლემა. დავრეგისტრირდით საგანმანათლებლო პორტალზე www.lemill.net , სადაცავტვირთეთ გაკვეთილის გეგმები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და სქემებზე, რომელიც ჯერ დავბეჭდეთ Ms Word, Ms Excel -ის ფორმატში და შემდეგ ავტვირთეთ ვებ გვერდზე. აგრეთვე ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებისმრავალკომპონენტიან სისტემაზე და ყოველივე ეს პრა ქტიკულად გავაკეთეთ MS Excel-ფორმატით. ( ვიმუშავეთ სამოდელო ელექტრონული ჟურნალის შექმნაზე,საშუალო არითმეტიკულის გამოთვლასა და სქემების, დიაგრამების აგებაზე) მომდევნო მეცადინეობებზე დავრეგისტრირდით blogspot.com-ზე, შევქმენი საკუთარი ბლოგი. www.bitsadzetamuna.blogspot.com ვისაუბრეთ პროექტის დაგეგმვის, მოზადების, წარმართვის და შეფასებისშესახებ. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტების შექმნაზე და დასრულების შემდეგავტვირთე იგი ვებ გვერდზე. მომდევნო მეცადინეობებზე შევეცადე სრულყოფილიგამეხადა ჩემი ბლოგი, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ საჭიროებს დახვეწას, როგორცვიზუალურად, ისე შინაარსობრივად.
  • 6. ტრენინგის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების საშუალებებს. ამჟამად ვმუშაობ პორტფოლიოს სრულყოფაზე. ტრენინგის ბოლოს ვისაუბრეთ სწავლების ამოცანებზე და შედეგებზე. ყოველი თემის დასრულებისას ვავსებდით საჩუქრად მოცემულ წიგნის ერთ ფურცელს, სადაც ვწერდით იმას, „რა ვისწავლეთ, რამდენად კმაყოფილი ვიყავით მიღებული ცოდნით, რაში გამოვიყენებთ მას და როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზედამოუკიდებლად?“ ვფიქრობ, ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რაც საშუალებას მომცემს, ვიყო სიახლეების მიმართ კარგად განწყობილი და ვუპასუხო თანამედროვე გამოწვევებს, რაც ჩემს პროფესიულ ზრდასაც შეუწყობს ხელს და ჩემს აღსაზრდელებსაც ეყოლებათ მოტივირებული მასწავლებელი . ჩემი სურვილია, რომტრენინგ პროგრამები გაგრძელდეს და უფრო მეტი დრო დაეთმოს ისეთ საკითხებს,როგორიცაა სასწავლო პროე ქტის დაგეგმვა და მისი ატვირთვა საგანმანათლებლოპორტალზე.
  • 7. რუსთავის სსიპ #16 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ ბიწაძის ტრენინგის წერილობითი ანგარიში „საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში “ ტრენერი - ეთერ პაიჭაძე, ნინო მარღიშვილი ტრენინგის ხანგრძივობა: 4 დღე (6 საათი) / 28-31 ოქტობმერი 2013 წ ტრენინგის ჩატარების ადგილი: წყალტუბო, „სასტუმრო “წყალტუბო-სპა-რეზორტ“-ი ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი . (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). ტრენინგის მიზანი და ამოცანები მიზანი : ტრენინგის მიზანი იყო, მასწავლებლები გავცნობოდით თანამშრომლობითი,სასწავლო ინტერნეტ-პროექტების დანიშნულებას, მის მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვას, მართვას, ტექნოლოგიების დახმარებით პარტნიორების მოძიებას, კომუნიკაციას სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან და eTwinni ng-ის პორტალზე მუშაობას. ამოცანები : პირველი დღე (გამგზავრება ,,მასწავლებელთა სახლიდან“, მონაწილეთა რეგისტრაცია სასტუმროში ) • სემინარის გახსნა, eTwinning-ის პროგრამის წარდგენა • პროექტის გამოცდილების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების განხილვა • დღის შეჯამება და შეფასება • მეორე დღე იდეების შეფასების, შეფასების კრიტერიუმების და ინდიკატორების გაწერის შესწავლა
  • 8. იდეების გაზიარება/გავრცელების გზების და ინსტრუმენტების განხილვა საგანმანათლებლო პროექტის დანიშნულების გაანალიზება, პროექტების მაგალითების განხილვა საგანმანათლებლო პროექტის ეტაპების განსაზღვრა პროექტის ფასილიტატორობისა და მონაწილე მასწავლებლების ფუნქციების განხილვა -შედარება პარტნიორების მოძიების გზების და ფორმების გაანალიზება მესამე დღე თანამშრომლობითი პროექტების არსის განხილვა ევროკავშირის საგანმანათლებლო კომპეტენციები შესწავლა პროექტის მიზნების განსაზღრა კომუნიკაციის როლის გაანალიზება პროექტზე მუშაობის დროს და შედეგების წარდგენის დროს პროექტზე მუშაობის დროს მოსალოდნელი საფრთხეების განხილვა სკოლაში მიღწეული შედეგების წარდგენა მეოთხე დღე • • • • •       eTwinningPlus-ის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წყალტუბოს ტრენინგის შეჯამება და შეფასება/სერტიფიკატების გადაცემა სკოლაში მუშაობა ტრენინგის მეთოდოლოგია აქტივობები: აქტიური ლექცია, მუშაობა ჯგუფებში, პრეზენტაცია, პრაქტიკული ტრენინგის ორგანიზების ფორმები - ჯგუფური , ინდივიდუალური , წყვილებში მუშაობა eTwinningPlus-ის მეცადინეობა, ისტ -ის პორტალზე გამოყენება პირველ დღე წყალტუბოში ჩასვლის და სასტუმროში დარეგისტრირების შემდეგ ტრენინგის მონაწილეები შევიკრიბეთ საკონფერენციო დარბაზში. აქვე გადმოგვეცა საჩუქრად სამუშაო მასალები, ემბლემიანი ჭიქა და ჩანთა. ეკა ჯელაძემ, eTwinningPlus-ის მთავარმა კოორდინატორმა, წარადგინა საკუთარი თავი და პრეზენტაციის სახით მოგვაწოდა ინფორმაცია eTwinningPlus-ის პორტალის შესახებ, მანვე გვამცნო ტრენინგის განრიგი და გადაგვანაწილა სამ ჯგუფში. გვითხრა ისიც, რომ თითოეულ ჯგუფს , მომდენო სამი დღის განმავლობაში, ეყოლებოდა თავისი ტრენერი. მე მოვხვდი ჯგუფში, რომლთანაც ტრენერი ეთერ პაიჭაძე მუშაობდა. საკონფერენციო დარბაზიდან გადავინაცვლეთ თითოეული ჯგუფისათვის განკუთვნილ ოთახებში და ტრენერებმა დაიწყეს ტრენინგი. ტრენერის მიერ შემოთავაზებული პირველი აქტოვობა იყო, „უსიტყვოდ “ გაგვერკვია ვინ რომელ თვეში /რიცხვში იყო დაბადებული და დავმსხდარიყავით წელიწადის დროების მიხედვით სამუშაო მაგიდებთან . შემდგომ ამისა , უნდა
  • 9. გავსაუბრებოდით ჩვენს მეწყვილეს საკუთარი პროფესიული მოღვაწეობის , მიღწევების , გამოცდილების შესახებ და და გამოკითხვის შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა გაგვეცხადებინა ჯგუფის სხვა წევრებისათვის . ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, თვითოეულმა დავწერეთ ჩვენი მოლოდინების შესახებ , რასაც ამ ტრენინგის ფარგლებში მოველოდით. ჩვენმა ტრენერმა შეკრა ეს ფურცლები და გვითხრა, რომ მას ტრენინგის დასასრულს წაგვიკითხავდა იმის გასაგებად, თუ რამდენად გამართლდებოდა ჩვენი მოლოდინები. ტრენერი გვესაუბრა ტრენინგის მიზანზე, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ევროპელ მასწავლებლებთან თანამშრომლობას, რაც ძალიან საინტერესოა, თუმცა ამასთანავე რთული. ჯგუფური დავალება იყო შემდეგნაირი, უნდა ჩამოგვეწერა სასწავლო პროექტების დადებითი/უარყოფითი მხარეები. დავალების შესრულების შემდეგ თვითოეულმა ჯგუფმა გააკეთა თავისი ნაშრომების პრეზენტაცია. შემდეგი დავალება იყო ძალიან სახალისო: თითოეული ჯგუფი აარჩევდა ორ საგანს /ნივთს , რომელსაც გაუცვალიდა სხვა ჯგუფს მათ მიერ შერჩეულ საგნებში. „ნაჩუქარ“ საგნებზე უნდა მოგვეფიქრებინა მისი პირდაპირი და არაპირდაპირი დანიშნულება . ამ აქტივობამ ნათლად დაგვანახა, რომ ნებისმიერი იდეა, რომლის განხორციელაბასაც ვგეგმავთ ნებისმიერი პროექტისთვის , უნდა იყოს ორიგინალური და ამავდროულად პრაქტიკულიც. აქტივობა ,,ერთი დოქი ტალახი“-ის მაგალითით კარგად დავინახეთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ტრენინგის დასასრულს, დავწერეთ ტრენინგის შეჯამება 3-2-1 -ის პრინციპით .
  • 10. მეორე დღე ტრენინგი დასაწყისშივე გავიხსენეთ წინა დღით ჩვენ მიერ გამოყენებული აქტივობები . დეტალურად განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები . მათი გაწერის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ , რას მეტი ყურადღება მივაქციოთ. ვისაუბრეთ იდეების გაზიარების გზებზე /ინსტრუმენტებზე , განვიხილეთ საგანმანათლებლო პროექტების ეტაპები და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი პროექტებს შორის . ვიმუშავეთ ჯგუფებში , თითოეულ ჯგუფს ჰქონდა განსხვავებული დავალება, („ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“) რომელიც პრეზენტაციის სახით წარვუდგინეთ სხვებს . დავალების შესრულების შემდგომ დაგვევალა ინგლისურ ენაზე შესრულებული პროექტის (,,Bookraft“) გაანალიზება. ჩამოვწერეთ ამ პროექტის შეფასების კრიტერიუმები. შემდეგ ეტაპზე ჯგუფში გავაანალიზეთ საგანმანათლებლო პროექტის არსი და ჩამოვწერეთ მისი განხორციელების ეტაპები, გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია ვიმსჯელეთ მასწავლებლისა და ფასილიტატორის ფუნქციებზე , მათ შორის განსხვავებებსა და მსგავსებებზე . ტრენინგის ბოლოს, შესწავლილ მასალაზე ესსე დავწერეთ და დაგვევალა პროექტის „12 Photos, 12 Months”-ის განხილვა.
  • 11. მესამე დღე ტრენინგი დავიწყეთ რეფლექსიით. შემდეგ, ქ-ნი ეთერის მითითებით ვიმუშავეთ ჯგუფებში და დავწერეთ პროექტები, გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ ევროკავშირის 8 საკვანძო გამჭოლი კომპეტენციის განხილვას . თეორიული მასალის შესწავლის შემდეგ, ტრენერის თხოვნით დავუბრუნდით ჩვენ მიერ დაწერილ პროექტებს და გავაანალიზეთ ამ 8 გამჭოლი კომპეტენციიდან რამდენს მოიცავდა ჩვენ მიერ გაწერილი პროექტები . ტრენერი გვესაუბრა თანამშრომლობითი პროექტებ სარგებლიანობაზე. შემდეგი აქტივობა იყო, ე.წ. ,,შიშის ქუდი“, სადაც ჩვენ მოვათავსეთ ფურცლები, რომელზეც ჩამოწერილი გვქონდა საფრთხეები/რისკები, რომელიც შესაძლოა პროექტზე მუშაობის პროცესში შეგვხვდეს . ამის შემდგომ მოხდა მათი განხილვა და ვიმსჯელეთ პრობლემების დაძლევის გზებზე. ტრენინგის მესამე დღის დასასრულს ტრენერმა გაგვაცნო ახალი დავალება - ჩვენ უნდა გვეხსნა ქალაქი N უცნაური სენისგან . თითოეული ჯგუფს უნდა შეექმნა ისეთი სამოსი/ტრანსპორტი/ ტკბილეული , რომელიც განკურნავდა ქალაქის მოსახლეობას წუწუნის სენისგან. დავალებები შევასრულეთ დიდი მონდომებით, შევქმენით „მომავლის -ავტობუსი “-ს მოდელი , თანამედროვე აღჭურვილობით და კომპიუტერული სისტემით. ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობდა ხალისით და შეიქმნა საინტერესო, კრეატიული რესურსები. შემდგომი აქტივობა იყო „სპონსორის მოძებნა“.
  • 12. მეოთხე დღე რაც შეეხება მეოთხე დღეს, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებს ეკა ჯელაძემ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია eTwinningplus. ge -ს შესახებ. შემდეგი ისაუბრეს გორის №8 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნანა ედიშერაშვილმა და თბილისის №51 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინო მოლაშხიამ. ქ-ნი ნანა და ქ-ნი ნინო, 2013 წლის სექტემბერში , eTwinningPlus-ის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთში , ქალაქ კრაკოვში . მათი ვიზიტის მიზანი იყო eTwinningPlus-ის პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული მასწავლებლებისთვის , პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება , თანამშრომლობითი პროექტების დამუშავება, კონტაქტების დამყარება უცხოელ პედაგოგებთან და პროექტისთვის პარტნიორების მოძიება. კრაკოვში გამართულ საერთაშორისო სემინარს სხადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მასწავლებლებიც ესწრებიდნენ. (ჩეხოსლოვაკია, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი , გერმანია , მოლდავა , პოლონეთი , სლოვაკია , უკრაინა , ტუნისი და დიდი ბრიტანეთი). მათ გაგვიზიარეს ამ ვიზიტის შედეგად შეძენილი ცოდნა და გამოცდილება. ტრენინგის მეოთხე დღის მეორე ნახევარი პრაქტიკულად ვიმუშავეთ წყალტუბოს სკოლების კომპიუტერულ ლაბორატორიებში . წყალტუბოს სკოლებში ინტერნეტის ცუდი წვდომის გამო ცოტა გავწვალდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევავსეთ ჩვენი პროფილები , ვისწავლეთ დოკუმენტების, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალაების ატვირთვა, პროექტების შერჩევა და გაწევრიანება ,Twinspace-ის გამოყენება.
  • 13. ტრენინგის მნიშვნელობა ტრენინგზე, ამომწურავი ცოდნა მივიღე საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვის და გაწერის შესახებ. შევისწავლე ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო კრიტერიუმები . გავეცანი eTwinning პორტალის შესაძლებლობებს, შევხვდი ბევრ საინტერესო, შემოქმედებითად მოაზროვნე, აქტიურ პედაგოგს. ტრენინგშიმონაწილეობამ ამიმაღლა მოტივაცია და მომცა სტიმული, შევუდგე ახალ საქმეს, ვითანამშრომლო შიდასასკოლო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო პროექტებში. ამჟამად 2 პროექტში მონაწილეობის სურვილით, თანამშრომლობა შევთავაზე 2 უცხოელ კოლეგას, რაზეც ჯერ პასუხი არ მომსვლია..მიუხედავად ამ ფაქტისა, მე და ჩემმა მოსწავლეებმა, რომლებმაც სიხარულით მიიღეს ეს გამოწვევა , უკვე დავიწყეთ მუშაობა პროექტზე „საშობაო ტრადიციები მთელს მსოფლიოში“... უახლოეს დღეებში , პრეზენტაციის სახით კოლეგებს გავაცნობ eTwinningPlus-ის ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას, რაც, ჩემი აზრით, მათში გაზრდის ინტერესს , აქტიურად ჩართონ მოსწავლეები სასწავლო პროცესში.

×