დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125)
— საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა
...
უფლისწულობა
დავითი, გიორგი II–სა და
ელენეს ერთადერთი ვაჟი,
დაიბადა 1073 წელს სატახტო
ქალაქ ქუთაისში. მისი
უფლისწულობა მოკლ...
რეფორმები
სახელისუფლო: დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის
მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდ...
8თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
წინაპრის საფლავი ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში საკრალურ ადგილად ითვლებოდა.
გ...
მემატიანის სიტყვებით, წმინდა მეფეს "ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წარექცა ცხენი". სამი დღეღამის მანძილზე
თითქმის უსუ...
ტიტულატურა
დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური
(უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები.
ბიზანტიური ტიტულე...
4.02.2014
oქეთევან შუკაკიძე;
oირინკა ბურჯანაძე;
oბარბარე ბერიშვილი;
oნუკრი ხეთერელი;
oნიკო წიკლაური;
oლიზი ჭეიშვილი.
პროექ...
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

დავით აღმაშენებელი

472

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
472
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
11
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

დავით აღმაშენებელი

  1. 1. დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ-ერთი მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით.
  2. 2. უფლისწულობა დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს. მეფობა დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა- მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.
  3. 3. რეფორმები სახელისუფლო: დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. საეკლესიო: საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ ეკონომიკური: დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. სამხედრო: ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა.
  4. 4. 8თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. წინაპრის საფლავი ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში საკრალურ ადგილად ითვლებოდა. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანების უკანასკნელ განსასვენებელს ყველა ერისათვის. დიდი მოწიწებითა ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში იმზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, მისი პიროვნებით, თუ საფლავით, სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენ. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საფლავების პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით... ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა. ყველა კონფესიის მიმდევრები ცდილობენ საკუთარი წმინდანის, წინასწარმეტყველის, მოციქულის თუ მეფის საფლავზე მისულებმა განსაკუთრებული შეგრძნება განიცადონ და ეს გრძნობა დიდი ხნის მანძილზე გაჰყვეთ. წინაპრის საფლავზე გასვლა და იქ რიტუალის ჩატარება: ლოცვა, ღვინის დალევა, სანთლის დანთება და ა.შ. მისტერიაა. იგი უუძველესი ხანიდან მომდინარეობს. ქართველებისათვის, მით უმეტეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წინაპრის საფლავი. მთელი ჩვენი მიწა წინაპრების საფლავად მიგვაჩნია. ამიტომ ვიცავთ თავდაუზოგავად. ერთ-ერთი უდიდესი საფიცარია ჩვენთვის მამის საფლავი. აღდგომის დღესასწაულზე ყველაზე ამაღლებული გრძნობა, ალბათ, ლიტონიობის მერე, წინაპრების საფლავზე გასვლისას გვეუფლება. ყველაფერს ვივიწყებთ, ყველაფერს გადავდებთ, ყველაფერს ვიშოვით საფლავზე გასატანად. იქვე ვხვდებით ნათესავებს. იქ არის ჩვენი უსათუო შეკრების ადგილი. მივალთ, მიგვიხარია რომ ვახაროთ _ ქრისტე აღსდგა!!! გადავალთ წინაპრების საფლავებზე, ქედს მოვიხრით, თაყვანს ვცემთ, გადავაგორებთ წითელ კვერცხს, ღვინოს შევსვამთ და დავაქცევთ საფლავზე და ვალმოხდილები მოვდივართ იქიდან სიცოცხლის გასაგრძელებლად. თაყვანისცემა ძველი ქართულ-ურარტული სიტყვაა და თავის მიწამდე დახრას, ქედის მოხრას ნიშნავს. ქედის მოხრა, თაყვანისცემა საფლავზე მისტერიაა. ეს ყველა ხალხმა იცის, ამიტომ ფრანგებმა ნაპოლეონის საფლავს გადასახედი გაუკეთეს, თურმე, რათა გადაიწიო, მოიხარო და თაყვანისცემა გამოგივიდეს. ცნობილია, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი უაღრესად განვითარებული ადამიანი იყო, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე სულიერად.
  5. 5. მემატიანის სიტყვებით, წმინდა მეფეს "ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წარექცა ცხენი". სამი დღეღამის მანძილზე თითქმის უსულოდ, უძრავად იწვა. მხოლოდ ოდნავი სუნთქვით მიხვდნენ რომ ცოცხალი იყო. სამი დღის მერე მან სისხლი ამოანთხია და გამოჯანმრთელდა. ლეგენდის თანახმად იგი თორმეტი ირმის მონაწველ რძეში განბანეს და ამის შემდეგ გაცოცხლდა. მართალია მემატიანე ამაზე დუმს, მაგრამ, ალბათ იმიტომ, რომ ეს საიდუმლოა. ამ დროს წმიდა მეფემ ქრისტიანული ინიციაცია გაიარა. გელათი (გაენათი) დავით მეფემ ააშენა თავის საძუალედ და, რაც მთავარია, "სხუად ათინად" და "მეორე იერუსალემად". გელათი დიდი ხნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სულიერ-კულტურულ-სამეცნიერო ცენტრი. წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს გელათის სამხრეთ შესასვლელში. "ესე არს განსასვენებელი ჩემი, ესე მთნავს აქა დავემკვიდრო მე”, აწერია მისი საფლავის ქვას მისსივე დიდი წინაპრის, დავით მეფსალმუნე მეფის სიტყვები. ეს ამართლებს ლეგენდას, რომლის მიხედვით წმინდა მეფემ მოისურვა ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის. მისი თავმდაბლობა არის მისი უდიდესი ნიჭი. მისმა ქრისტიანულმა თავმდაბლობამ გამოიწვია მისი მადლიანობა, "ძლევაო საკვირველი" დიდგორში, დიდი საქართველოს შექმნა, ქართველი ერის არსებობა დღემდე... მისმა თავმდაბლობამ უდიდესი მისტერია მოგვცა თითოეულ ქართველს. აბა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი გელათში: შევდივართ ეზოში (ახლა შესასვლელი სხვა მხრიდანაა). ფეხს ვადგამთ, გადავივლით ხელმწიფის საფლავს. წმიდა მეფის საფლავზე ფეხის დადგმისას (და გადავლისას), გინდა თუ არ გინდა, თავი იხრება ქვეშ დასახედად – ეს ქედის მოხრაცაა (ამ ვითარებაზე დიდი ხნის წინ ყურადღება მიმაქცევინა ჩემმა მეგობარმა მალხაზ ბერიშვილმა). ეს თაყვანისცემაცაა ქრისტიანული თავმდაბლობისადმი, მისი უდიდებულესობისადმი – ხელმწიფისადმი. გინდა თუ არ გინდა, მოწიწება ჩნდება და აღიძრება ფიქრები: რა დიდი კაცი იყო, როგორი დიდი ქვეყანა შექმნა, კი მაგრამ მე ვინ ვარ, რომ მის საფლავს ფეხი დავადგი, ასეთი პატიოსანი, წმინდა მეფე ასეთი თავმდაბალი იყო. მე?.... მე როგორ ვცხოვრობ? მე როგორი ქრისტიანი და ქართველი ვარ? და შემოდის ჩვენში მადლი კათარზისისა, განწმენდისა, რამეთუ შეუძლებელია ფეხი დაადგა წმინდა დავით მეფის საფლავს და არ იფიქრო, არ შეიცვალო... მართალია დღეს დავით მეფის წმიდა ნაწილები აღარ განისვენებს საფლავში, მეთხუთმეტე საუკუნეში ისინი აღმოიყვანეს და გადააბრძანეს ტაძარში, საკურთხეველში. ახლა მისი წმინდა ძვლების ადგილსამყოფელი უცნობია. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ჩვენ ფეხს ვადგამთ წმინდა ქვას წმიდა მეფის წმიდა საფლავს ანდერძისამებრ. გაუჩინარებული საფლავების მისტერია კიდევ სხვაა. ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიძინების მერე ზეცად იქნა აღყვანილი. ბევრი მოწამისა თუ გამოჩენილი პიროვნების საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ გაუჩინარებული საფლავები თუ გაუჩინარებული წმინდა ნაწილები საკრალურ მოწიწებას მაინც (და შესაძლოა მეტადაც) გვინერგავენ.
  6. 6. ტიტულატურა დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, რომელიც იმპერატორმა დავითის მამას გიორგი II-ს მიანიჭა. კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა. ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.
  7. 7. 4.02.2014 oქეთევან შუკაკიძე; oირინკა ბურჯანაძე; oბარბარე ბერიშვილი; oნუკრი ხეთერელი; oნიკო წიკლაური; oლიზი ჭეიშვილი. პროექტზე იმუშავეს:
  1. A particular slide catching your eye?

    Clipping is a handy way to collect important slides you want to go back to later.

×