G040 111031003134-phpapp02

  • 282 views
Uploaded on

 

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
282
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
14
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი N 40 საშინაო დავალების შემოწმება 2. ა) იზრდება. ეს ელემენტები მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში. მთავარ ქვეჯგუფებში კი ელემენტების მეტალური ბუნება იზრდება ზემოდან ქვემოთ. ბ) ანალოგიური მიზეზების გამო იზრდება. გ) მცირდება, რადგან ეს ელემენტები განლაგებულია მესამე პერიოდში. პერიოდებში კი ელემენტების მეტალური ბუნება მცირდება მარცხნიდან მარჯვნივ. 3. ელემენტების არამეტალური ბუნება მცირდება მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ და პერიოდებში იზრდება მარცხნიდან მარჯვნივ. ამიტომ: ა) მცირდება. ბ) მცირდება გ) იზრდება VI ტესტის პასუხები: 1. 4 2. 3 3. 2 4. 3 5. 4 6. 2 7. 1 8. 4 9. 2 10. 1 ელემენტთა პერიოდული სისტემა ატომის აღნაგობის შუქზე (გაგრძელება) ელემენტთა პერიოდული სისტემის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ჯგუფის ნომერირიცხობრივად ემთხვევა ამ ჯგუფში მოთავსებული ელემენტების მაქსიმალურივალენტობის სიდიდეს. უფრო სწორი იქნებოდა თუ ნაცვლად ვალენტობისავილაპარაკებთ ელემენტების დაჟანგულობის ხარისხის მაქსიმალურ სიდიდეზე. ატომის აღნაგობის შესწავლისას ვნახეთ, რომ II და III პერიოდის ელემენტებს გარეშრეზე იმდენივე ელექტრონი აქვთ, რამდენიცაა იმ ჯგუფის ნომრის სიდიდე,რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. I ჯგუფის ელემენტებს (Li და Na) გარე შრეზე ერთი ელექტრონი აქვთ. ამელექტრონის გაცემის შედეგად მათ შეუძლიათ გამოავლინონ +1 დაჟანგულობისხარისხი: 0 +1 0 +1 Li - e Li Na - e Na
  • 2. II ჯგუფის ელემენტებს (Be და Mg) გარე შრეზე ორი ელექტრონი აქვთ. ამ ორიელექტრონის გაცემის შედეგად მათ შეუძლიათ გამოავლინონ +2 დაჟანგულობისხარისხი: 0 +2 0 +2 Be - 2e Be Mg - 2e Mg ასევეა III ჯგუფის ელემენტებისთვის – მათ გარე შრეზე სამი ელექტრონი აქვთ და+3 დაჟანგულობის ხარისხს ავლენენ: 0 +3 0 +3 B - 3e B Al - 3e Al IV და V ჯგუფის ელემენტებს გარე შრეზე შესაბამისად 4 და 5 ელექტრონი აქვთ დამათი გაცემის შედეგად ამ ელემენტებს შესაბამისად +4 და +5 დაჟანგულობისხარისხების გამომჟღავნება შეუძლიათ: 0 +4 0 +5 C - 4e C N - 5e N 0 +4 0 +5 Si - 4e Si P - 5e P VI ჯგუფის ელემენტებს (O და S) გარე შრეზე 6-6 ელექტრონი აქვთ. ჟანგბადის -1 +2ატომს ელექტრონის გაცემის უნარი არ გააჩნია (გამონაკლისის გარდა. მაგ: F2O ),ხოლო გოგირდის ატომს შეუძლია გასცეს 6 ელექტრონი: 0 +6 S - 6e S VII ჯგუფის ელემენტებს (F და Cl) გარე შრეზე 7-7 ელექტრონი აქვთ. ფტორი ყველაელემენტზე უფრო მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონეა, ამიტომ ის არ გასცემსელექტრონებს და არ იღებს დადებით დაჟანგულობის ხარისხს, ხოლო ქლორისატომს იშვიათად, მაგრამ მაინც შეუძლია გასცეს შვიდი ელექტრონი დაგამოამჟღავნოს მაქსიმალური +7 დაჟანგულობის ხარისხი: 0 +7 Cl - 7e Cl IV პერიოდი ორ მწკრივადაა გაყოფილი. ზედა მწკრივის ელემენტებია: K, Ca, Se, Ti,V, Cr, Mn, Fe, Co, Ni. ხოლო ქვედა მწკრივი კი შედგება ელემენტებისგან: Cu, Zn, Ga,Ge, As, Se, Br, Kr. ზედა მწკრივის პირველი ორი ელემნტების აღნაგობაა: K მოთავსებული I ჯგუფში. K L M N 0 +1 K +19 2 8 8 1 K-e K Ca მოთავსებული II ჯგუფში.
  • 3. K L M N 0 +2 Ca +20 2 8 8 2 Ca - 2e Ca ეს ორი ელემენტი მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია. როგორც ვხედავთ ჯგუფისნომერი რიცხობრივად ამ ელემენტების ატომების გარე შრეზე მოთავსებულიელექტრონების რაოდენობას და შესაბამისად დაჟანგულობის ხარისახის ტოლისიდიდეა. ამ მწკრივის დანარჩენი ელემენტები თანაურ ქვეჯგუფს მიეკუთვნებიან. მაგ: IIIჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ელემენტებია სკანდიუმი (Sc), რომლის ატომისაღნაგობაა: K L M N Sc +21 2 8 9 2 სხვაგვარად 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d1 4s2 ამ ელემენტებს შეუძლიათ გასცენ გარე შრის 2 (4s2) და ბოლოს წინა (მესამე შრის)ერთი (3d1) ელექტრონი, რის შედეგადაც შეუძლიათ ჯგუფის ნომრის სიდიდის ტოლიმაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხის გამოვლენა: 0 +3 Sc - 3e Sc ანალოგიურადაა ელემენტ ტიტანის (Ti) შემთხვევეაშიც. ეს ელემენტი IV ჯგუფისთანაური ქვეჯგუფშია მოთავსებული. მისი ატომის აღნაგობა შეიძლებაშემდეგნაირად გამოვსახოთ: K L M N Ti +22 2 8 10 2 სხვაგვარად 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d2 4s2 ტიტანის ატომი გასცემს გარე შრის ორ (4s2) და ბოლოს წინა ორ (3d 2) ელექტრონსდა ამჟღავნებს +4 მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს, რაც რიცხობრივად შესაბამისჯგუფის ნომერს ემთხვევა: 0 +4 Ti - 4e Ti ასევეა V ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ელემენტის ვანადიუმის შემთხვევაშიც:
  • 4. K L M N V +23 2 8 11 2 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d3 4s2 ამ ელემენტის ატომს შეუძლია გასცეს 5 ელექტრონი (4s2 და 3d3). ასე რომვანადიუმის დაჟანგულობის ხარისხის მაქსიმალური მნიშვნელობაა +5. 0 +5 V - 5e V თითქმის ასევეა Cr-ის შემთხვევაშიც, რომელიც VI ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფშიამოთავსებული და ამჟღავნებს + 6 მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს: K L M N Cr +24 2 8 13 1 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d5 4s1 (ქრომის ატომს ყველა წინამორბედი თანაური ქვეჯგუფის ელემენტებისგანგანსხვავებით გარე შრეზე ერთი ელექტრონი აქვს) ქრომის ატომს შეუძლია გასცეს გარე შრის ერთი და ბოლოსწინა შრის 5ელექტრონი (4s1 და 3d 5) და გამოამჟღავნოს +6 დაჟანგულობის ხარისხი. შემდეგი ელემენტი მანგანუმი (Mn) მოთავსებულია VII ჯგუფის თანაურქვეჯგუფში. მისი ატომის აღნაგობა ასე შეიძლება ჩაიწეროს: K L M N Mn +19 2 8 13 2 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 3d5 4s2 მანგანუმის ატომს შეუძლია გასცეს გარე შრის ორი და ბოლოს წინა შრის 5ელექტრონი (4s2 და 3d5), გამოამჟღავნოს მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი +7,რაც რიცხობრივად შესაბამისი ჯგუფის ნომრის სიდიდეს ემთხვევა. 0 +7 Mn - 7e Mn შემდეგი სამი ელემენტი რკინა (Fe), კობალტი (Co), ნიკელი (Ni) VIII ჯგუფისთანაურ ქვეჯგუფში არიან მოთავსებულნი, თუმცა ეს ელემენტები +8 დაჟანგულობისხარისხს არ ამჟღავნებენ. IV პერიოდის ქვედა მწკრივის ყველა ელემენტის ატომების ელექტრონული გარსისპირველ სამ ენერგეტიკულ დონეზე 2, 8, 18 ელექტრონია მოთავსებული, ხოლო გარეშრეზე მარცხნიდან მარჯვნივ ელექტრონების რიცხვი თანდათანობით იმატებს 1-დან8-მდე, ანუ გარე შრეზე ელექტრონების რიცხვი ნებისმიერი ელემენტისთვისემთხვევა იმ ჯგუფის ნომერს, რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. შესაბამისია
  • 5. ელემენტის მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხის სიდიდეც, რადგან ამელემენტებს შეუძლიათ გასცენ გარე შრის ელექტრონები. მაგ: ელემენტი Ga მოთავსებულია III ჯგუფში. K L M N 0 +3 Ga +31 2 8 18 3 Ga - 3e Ga (ამ წესიდან გამონაკლისია სპილენძი, რომელიც I ჯგუფშია მოთავსებული, მაგრამმას მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი +2 ახასითებს, თუმცა გვხვდება ისეთინაერთებიც, რომლებშიც სპილენძის დაჟანგულობის ხარისხი არის +1) VIII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია კრიპტონი (Kr), რომელსაცდასრულებული ელექტრონული გარსი აქვს და არავითარ ნულისგან განსხვავებულდაჟანგულობის ხარისხის არ ამჟღავნებს. K L M N Kr +36 2 8 18 8 ზუსტად ასევეა V პერიოდის ელემენტებისთვის და თითქმის ანალოგიურადაა VIდა VII პერიოდის ელემენტებისთვის. დავიმახსოვროთ! ელექტრონებს, რომლებიც მონაწილეობენ ქიმიური ბმებისწარმოქმნაში, სავალენტო ელექტრონები ეწოდებათ. მთავარი ქვეჯგუფისელემენტებისათვის სავალენტო ელექტრონებია ბოლო შრის ელექტრონებია (s და p).თანაური ქვეჯგუფის ელემენტებისათვის კი ბოლო შრის s და ბოლოსწინა შრის dელექტრონები. აქვე აღვნიშნოთ, რომ I-A და II-A ქვეჯგუფების ელემენტებს s ელემენტებიეწოდებათ, რადგან ამ ელემენტების სავალეტო ელექტრონები s- ქვედონეზეამოთავსებული. მთავარი ქვეჯგუფების დანარჩენი ელემენტები p ელემენტებია. ამელემენტების სავალეტო ელექტრონები s- და p- ქვედონეებზეა მოთავსებული.თანაური ქვეჯგუფების ელემენტები d ელემენტებია, რადგან ამ ელემენტებისსავალეტო ელექტრონები ბოლო შრის s- ქვედონეზე და ბოლოსწინა შრის d-ქვედონეზეა მოთავსებული. ლანთანოიდები და აქტინოიდები კი f ელემენტებია. საშინაო დავალება: 1. როგორია მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი ელემენტებისთვის Zn, Ge, As? პასუხი დაასაბუთეთ.
  • 6. 2. რომელ პერიოდში, რომელ ჯგუფსა და ქვეჯგუფშია მოთავსებული ელემენტები Zr და Sb. როგორია მათი მაქსიმალური დაჟანგულობის ხარისხი? პასუხი დაასაბუთეთ.