გაკვეთილი N6   საშინაო დავალების შემოწმება    4.    Al + O2 → Al2O3;    ჯერ გავატოლოთ ჟანგბადის ატომთა რაოდენობა სქემის მა...
-2-მარჯვენა და მარცხენა მხარეებში ერთიდაიგივე ელემენტის ატომთა რაოდენობათანაბარია. ამიტომ:    P2O5 + 3H2O = 2H3PO4;    ასე...
-3-                               მუდმივობის                         მასის მუდმივობის კანონი     ეს კანონი ჩამოაყალიბეს რუ...
-4-     M(H2) =2 · 1=2 გ/მოლი     M (Fe) = 56 გ/მოლირეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 1 მოლეკულა Fe2O3 რაეგირებს 3 მოლეკულაწყალ...
-5-    aM(A)გ A ნივთიერება რეაგირებს bM(B) გ B ნივთიერებასთან.    m(A) გ      “        “           “     X1 “             ...
-6-                                                28 ⋅18                                  X = m(N2) =          = 84გ     ...
-7-7.   რამდენი გრამი ცარცი (CaCO3) უნდა დაიშალოს 28 გ კალციუმის ოქსიდის (CaO)     მისაღებად? რამდენი გრამი ნახშირორჟანგი ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

G006 1

855 views
788 views

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
855
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
30
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

G006 1

  1. 1. გაკვეთილი N6 საშინაო დავალების შემოწმება 4. Al + O2 → Al2O3; ჯერ გავატოლოთ ჟანგბადის ატომთა რაოდენობა სქემის მარჯვენა და მარცხენამხარეში. 2-ისა და 3-ის უმარტივესი ჯერადია 6, ამიტომ Al + 3O2 → 2Al2O3; შემდეგ ვატოლებთ ალუმინის ატომთა რაოდენობას და ვიღებთ ქიმიურირეაქციის ტოლობას: 4Al + 3O2 → 2Al2O3; ასევეა დანარჩენი შემთხვევებიც: 2Mg + O2 → 2Mg O 2HgO → 2Hg + O2 Fe2O3 + 6 HBr → 2FeBr3 + 3H2O 3Ca + N2 → Ca3N2 მომდევნო ორ შემთხვევაში კოეფიციენტების შემოტანა საჭირო არ არის: BaO + H2O → Ba(OH)2 CaCO3 → CaO + CO2 მომდევნო მაგალითები კი კვლავ მოითხოვს კოეფიციენტთა შერჩევას: P2O5 + H2O → H3PO4 ჯერ გავატოლოთ ფოსფორის ატომთა რაოდენობა P2O5 + H2O → 2H3PO4 შემდეგ გავატოლოთ წყალბადის ატომთა რაოდენობა: P2O5 + 3H2O → 2H3PO4 შემდეგ შევამოწმოთ ჟანგბადის ატომების რაოდენობა, კერძოდ მარჯვენამხარეში გვაქვს 8 ატომი: P2O5 + 3H2O; მარცხენა მხარეშიც 8 ატომი: 2H3PO4. ე.ი.
  2. 2. -2-მარჯვენა და მარცხენა მხარეებში ერთიდაიგივე ელემენტის ატომთა რაოდენობათანაბარია. ამიტომ: P2O5 + 3H2O = 2H3PO4; ასევე მარტივად ვატოლებთ სხვა სქემებსაც: CuO + 2HCl = CuCl2 + H2O 2As + 3Cl2 = 2AsCl3 C + 2H2 = CH4 WO3 + 3H2 = W + 3H2O ატომურ მოლეკულური მოძღვრება XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ქიმიის შესწავლისასფართოდ იქნა გამოყენებული კვლევის რაოდენობრივი მეთოდები. ამან საფუ ძვ ე ლიჩაუყარა ქიმიაში ატომურ-მოლეკულური მოძღვრების ჩამოყალიბებას. ამ თეორიისძირითადი დებულებები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:1. ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგება. სხვადასხვა ნივთიერებათა მოლე- კულები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით და ქიმიური თვისებებით.2. მოლეკულები მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან.3. ფიზიკური მოვლენების დროს მოლეკულები არ გარდაიქმნებიან. ქიმიური მოვლენების დროს კი მოლეკულები რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებს განიცდიან: ერთი სახის მოლეკულებისგან წარმოიქმნებიან სხვა მო ლეკულები.4. მოლეკულები ატომებისგან შედგება. ატომებს გარკვეული ზომა და მასა აქვთ. ერთიდაიგივე ელემენტის ატომები ერთნაირია და განსხვავდება სხვა ელემენტის ატომებისგან.5. ერთი სახის ატომთა ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება.6. ქიმიური გარდაქმნებისას ატომები არ იცვლებიან. რეაქციის შედეგად მიღებული მოლეკულები იმავე ატომებისგან შედგებიან, რომლებიც მორეაგირე ნივთიერებების მოლეკულების შედგენილობაში იყო.7. მოლეკულა ნივთიერებების ფიზიკური დაყოფის ზღვარია, ატომი - ქიმიური დაყოფისა
  3. 3. -3- მუდმივობის მასის მუდმივობის კანონი ეს კანონი ჩამოაყალიბეს რუსმა მეცნიერმა მ. ლომონოსოვმა და ფრანგმამეცნიერმა ა. ლავუაზიემ. რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა უდრის რეაქციის შედეგად მიღებულ მასას.ნივთიერებათა მასას კერძოდ რეაქციაში A + B = C + D; თუ რეაქციაში შესულ A და B ნივთიერების მასათა ჯამი რაღაც a გრამსშეადგენს, რეაქციის შედეგად მიღებული C და D ნივთიერებების მასათა ჯამი ისევ aგრამი იქნება. ატომურ-მოლეკულური მოძღვრების ერთერთი ძირითადი დებულების თანახ-მად ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მოლეკულები იმავე ატომებისგან შედგება, რომლებიც მორეაგირე ნივთიერებათა შედგენილობაშიშედიოდნენ. ე.ი. ქიმიური რეაქციის შედეგად ატომები არ იცვლებიან არც თვისო-ბრივად, არც რაოდენობრივად. შესაბამისად არ იცვლება არც მათი მასა. ნივთიერებისმასა მისი შემადგენელი ატომების მასათა ჯამის ტოლია. ამიტომ ცხადია, რომქიმიური გარდაქმნისას ნივთიერებათა მასა არ იცვლება. მაგ.: 2H2 + O2 = 2H2O როგორც გვახსოვს M (H2) = 2გ/მოლი M (O2) 32გ/მოლი ორი მოლი წყალბადის ანუ m (H2) = 2 · 2 = 4გ და ერთი მოლი ჟანგბადის – 32გურთიერთქმედებისას მიიღება ორი მოლი წყალი m (H2O) = 2 · 18 = 36გ ე.ი. m (H2) + m (O2) = m (H2O)4გ + 32გ = 36გ შედგენილობის მუდმივობისა და მასის მუდმივობის კანონებზე დაყრდნობითშეგვიძლია ქიმიური ამოცანების ამოხსნის პრინციპს გავეცნოთ. ამოცანა: რამდენი გრამი წყალბადია (H2) საჭირო 16 გ რკინის ოქსიდის (Fe2O3)აღსადგენად? რამდენი გრამი რკინა მიიღება რეაქციის შედეგად? ამოხსნა: მოც: m (Fe2O3) = 16 გ––––––––––––––––––––––– უ.გ. m (H2) = ? m (Fe) = ? რკინის (III) ოქსიდის (Fe2O3) აღდგენის რეაქციას შემდეგი სახე აქვს: Fe2O3 + 3H2 = 2Fe + 3H2O; მასის მუდმივობის კანონის ილუსტრირებაა ის, რომ ქიმიური რეაქციის ტოლობის მარცხენა და მარჯვენა მხარეები ერთიდაიგივე ელემენტების ატომთათანაბარ რაოდენობებს შეიცავენ. №1 ცხრილის გამოყენებით გამოვთვალოთ ნივთიერებათა მოლური მასები: M (Fe2O3)= 2 · 56 + 3 · 16 = 160გ/მოლი
  4. 4. -4- M(H2) =2 · 1=2 გ/მოლი M (Fe) = 56 გ/მოლირეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 1 მოლეკულა Fe2O3 რაეგირებს 3 მოლეკულაწყალბადთან. სხვაგვარად 1 მოლი Fe2O3 (ანუ 160 გ) რეაგირებს 3 მოლ H2 – თან(3 ·2=6გ). ამოცანის პირობის თანახმად რეაქციაში შედის 16 გ Fe2O3. აქედან გამომდინარეშეგვიძლია შევადგინოთ პროპორცია: 160გ Fe2O3 რეაგირებს 3 ·2გ H2 – თან 16 “ “ “ X “ 16 ⋅ 3 ⋅ 2 X= = 0,6 გ (H2) 160 ანალოგიურად გამოვთვალოთ რეაქციის შედეგად მიღებული რკინის მასა.რეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 1 მოლი Fe2O3 წარმოქმნის 2 მოლ Fe –ს. შევადგინოთ პროპორცია: 160გ Fe2O3 – ის გარდაქმნით მიიღება 2 · 56 გ Fe 16 “ “ “ “ X “ “ 16 ⋅ 2 ⋅ 56 X= = 11,2გ (Fe) 160 პასუხი: m (H2) = 0,6გ m(Fe) = 11,2გ ზოგადად თუ რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი გზით: aA + bB →cC +dD A,B,C და D ნივთიერებათა მოლეკულების ფორმულებია, a,b, c და d რეაქციის ტოლობის შესაბამისი კოეფიციენტებია. თუ ცნობილია რეაქციაში შესული ან რეაქციის შედეგად მიღებული რომელიმენივთიერების მასა, შესაძლებელია პროპორციების შედგენის გზით გამოითვალოსყველა დანარჩენი ნივთიერების მასა. მაგალითად თუ ცნობილია A ნივთიერების მასა m(A) პროპორციის შედგენისხერხით შეგვიძლია ვიპოვოთ m(B) , m(C), და m(D). რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ:
  5. 5. -5- aM(A)გ A ნივთიერება რეაგირებს bM(B) გ B ნივთიერებასთან. m(A) გ “ “ “ X1 “ bM (B) ⋅ m(A) X1 =m(B)= aM (A) ანალოგიურად გამოითვლება რეაქციის შედეგად მიღებული C და Dნივთიერებების მასები m(C) და m(D). aM(A)გ A ნივთიერება წარმოქმნის cM(C)გ C ნივთიერებას m(A)გ “ “ “ X2 “ “ cM (C) ⋅ m(A) X2 = m(C) = aM (A) aM(A)გ A ნივთიერება წარმოქმნის dM(D)გ D ნივთიერებას m(A)გ “ “ “ X3 “ “ dM (D) ⋅ m(A) X3 = m(D) = aM (A) ამოცანა: რამდენი გრამი აზოტი რეაგირებს 18 გ წყალბადთან და რამდენი გრამი ამიაკიმიიღება ამ დროს. ამოხსნა: მოცემულია m(H2) = 18 გ. M(H2) = 2 გ / მოლი უ.გ. m(N2)=? M(N2) = 28 გ / მოლი m(NH3)=? M(NH3) = 17 გ / მოლი საძიებელი რეაქციის ტოლობაა 3H2 + N2 = 2NH3 რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის შესაბამისად შევადგინოთპროპორცია: 3 ·2 გ H2 – ს შეესაბამება 28 გ N2 18 გ “ “ X “
  6. 6. -6- 28 ⋅18 X = m(N2) = = 84გ 3⋅ 2 3 ·2 გ H2 – ს შეესაბამება 2 ·17 გ NH3 18 გ “ “ X “ “ 18 ⋅ 2 ⋅ 17 X = m(NH3) = = 102გ 3⋅ 2 პასუხი: m(N2) = 84გ m(NH3) =102 გ დავალება: საშინაო დავალება1. ჩამოვაყალიბოთ ატომურ-მოლეკულური მოძღვრების დებულებები;2. ჩამოვაყალიბოთ მასის მუდმივობის კანონი;3. რამდენი გრამი Al2O3 შედის რეაქციაში 30 გ HCl _თან? რამდენი გრამი AlCl3 მიიღება ამ დროს, თუ ეს რექცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით: Al2O3 + HCl →AlCl3 + H2O4. რამდენი გრამი CuO და რამდენი გრამი H2 SO4 შესულა რეაქციაში ერთმანეთთან, თუ ამ დროს წარმოიქმნა 40 გ Cu SO4 ? Eეს რექცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით: CuO + H2 SO4 = Cu SO4 + H2O5. რამდენი გრამი P2O5 შედის რეაქციაში 24 გ ნახშირთან? რამდენი გრამი ფისფორი მიიღება ამ დროს? Eეს რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით: P2O5 + C = P + CO26. რამდენი გრამი HgO დაიშალა, თუ რეაქციის შედეგად 6,4 გ ჟანგბადი (O2) წარმოიქმნა? რამდენი გრამი ვერცხლისწყალი (Hg) მიიღება ამ დროს, თუ ეს რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით: HgO = Hg + O2
  7. 7. -7-7. რამდენი გრამი ცარცი (CaCO3) უნდა დაიშალოს 28 გ კალციუმის ოქსიდის (CaO) მისაღებად? რამდენი გრამი ნახშირორჟანგი (CO2) მიიღება ამ დროს? ეს რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით: CaCO3 = CaO + CO2ამოცანების ამოხსნისას გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში უნდა გაატოლოთ გაითვალისწინეთ, სქემები.რეაქციების სქემები.

×