• Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
No Downloads

Views

Total Views
617
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
32
Comments
0
Likes
1

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. ზოგადი ქიმია გაკვეთილი N1 ქიმიის ძირითადი ცნებები ქიმია შეისწავლის ნივთიერებებს. ჩვენს გარშემო არსებული საგნები, ბუნებადამთელი სამყარო ნავთიერებებისაგან შედგება. მაგ.: წყალი, ჟანგბადი, მარილი, ცარცი_ ნივთიერებებია. დღეისათვის ცნობი ლია დაახლოებით 20 მილიონი ნივთიერება. ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგებიან. ნივთიერების უმცირეს ნაწილაკს,რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შე-ნარჩუნებული, მოლეკულა ეწოდება. მოლეკულა ლათინური სიტყვაა, “მოლეს” -მასის კნინობითი ფორმაა. მოლეკულები კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან _ ატომებისგან შედგება.ბერძნულად “ატომოს” განუყოფელს ნიშნავს. ერთნაირი ატომების ერთობლიობასქიმიური ელემენტი ეწოდება. დღეისათვის 110-ზე მეტი ელემენტია ცნობილი.თითოეულ ელემენტს აქვს თავისი სახელწოდება და სიმბოლო. სიმბოლოებიიწარმოება ელემენტის ლათინური სახელწოდებიდან. მაგალითად: წყალბადისლათინური სახელწოდებაა Hydrogenium. ამ სიტყვის პირველი ასო მიღებულიაწყალბადის სიმბოლოდ. საზოგადოდ ელემენტის სიმბოლოდ მიღებულიაელემენტის ლათინური სახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმემომდევნო ასო. ატომები და მოლეკულები ქიმიური ელემენტების სიმბოლოები ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგებიან. ნივთიერების უმცირეს ნაწი ლაკს,რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შე
  • 2. ნარჩუნებული, მოლეკულა ეწოდება. მოლეკულა ლათინური სიტყვაა, “მოლეს” -მასის კნინობითი ფორმაა. მოლეკულები კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან _ ატომებისგან შედ გე ბა.ბერძნულად “ატომოს” განუყოფელს ნიშნავს. ერთნაირი ატომების ერთობლიობასქიმიური ელემენტი ეწოდება. დღეი სათვის 110-ზე მეტი ელემენტია ცნობილი.თითოეულ ელემენტს აქვს თავისი სახელ წო დება და სიმბოლო. სიმბოლოები იწარმოება ელემენტის ლათინური სახელწოდებიდან. მაგალითად:წყალბადის ლათინური სახელწოდებაა Hydrogenium. ამ სიტყვის პირველი ასომიღებულია წყალბადის სიმბოლოდ. საზოგადოდ ელემენტის სიმბოლოდ მიღებულია ელემენტის ლათინურისახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმე მომდევნო ასო. ცხრილი 1ქიმიური როგორ იკითხება დამრგვალე-ელემენტის სახელწოდება სიმბოლო ბული ატო მუ ვალენტობასიმბოლო რი მასა II III V I IV H წყალბადი ჰაშ 1 I Li ლითიუმი ლითიუმ 7 I Be ბერილიუმი ბერილიუმ 9 II B ბორი ბორ 11 III C ნახშირბადი ცე 12 II, IV N აზოტი ენ 14 I, II, III, IV, V O ჟანგბადი ო 16 II F ფტორი ფტორ 19 I Na ნატრიუმი ნატრიუმ 23 I Mg მაგნიუმი მაგნიუმ 24 II Al ალუმინი ალუმინ 27 III
  • 3. Si სილიციუმი სილიციუმ 28 II, IV P ფოსფორი პე 31 III, V S გოგირდი ეს 32 II, IV, VI Cl ქლორი ქლორ 35.5 I, III, V, VII K კალიუმი კალიუმ 39 I Ca კალციუმი კალციუმ 40 II Cr ქრომი ქრომ 52 II, III, IV, VI Mn მანგანუმი მანგანუმ 55 II, III, IV, VI, VII Fe რკინა ფერუმ 56 II, III Co კობალტი კობალტ 59 II, III Ni ნიკელი ნიკელ 59 II, III Cu სპილენძი კუპრუმ 64 I, II, Zn თუთია ცინკუმ 65 II As დარიშხანი არსენიკუმ 75 III, V Se სელენი სელენ 79 II, IV, VI Br ბრომი ბრომ 80 I, III, V, VII Ag ვერცხლი არგენტუმ 108 I Sn კალა სტანუმ 119 II, IV I იოდი იოდ 127 I, III, V, VII Ba ბარიუმი ბარიუმ 137 II Au ოქრო აურუმ 197 I, III Hg ვერცხლისწყალი ჰიდრარგირუმ 201 I, II Pb ტყვია პლუმბუმ 207 II, IV ამ ცხრილში შეტანილია ის ელემენტები, რომლებიც სხვებზე მეტად გვხვდებაბუნებაში და ხშირად გამოიყენება ქიმიურ პრაქტიკასა და ქიმიის სწავლებისპროცესში. სხვა ელემენტებს მოგვიანებით თანდათან გავეცნობით.
  • 4. ცხრილის IV და V სვეტებში მოცემული ინფორმაციის რაობას (დამრგვალებულიატომური მასა და ვალენტობა) მოგვიანებით განვმარტავთ. დღეს საჭიროადავიმახსოვროთ № 1 ცხრილის I II III სვეტებში მოცემული ინფორმაცია. მოლეკულური ფორმულები სიმბოლოების და ინდექსების საშუალებით შეიძლება ჩაიწეროს ნივთიერებათაქიმიური ფორმულები. მაგალითად დადგენილია, რომ წყლის მოლეკულაწყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომისაგან შედგება. წყლისფორმულას შემდეგი სახე აქვს: H2O ინდექსი გვიჩვენებს მოცემული ელემენტის ატომების რაოდენობას მოლეკუ-ლაში. თუ მოლეკულა ცალკეული ელემენტის ერთ ატომს შეიცავს, მაშინ ინდექსიერთი იგულისხმება და არ იწერება. წყალი - H2O ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო. ამრიგად წაკითხვის წესია: სიმბოლო –ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი. ამასთან ინდექსი ერთი, არც იწერება და არციკითხება. წყალბადის ზეჟანგი - H2O2 ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო-ორი (სიმბოლო – ინდექსი– სიმბოლო – ინდექსი). ანალოგიურად წავიკითხავთ გოგირდმჟავას მოლეკულის ფორმულას: H2SO4 _ ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი. ეს ფორმულა გვიჩვენებს, რომ გოგირდმჟავას მოლეკულა შეიცავს წყალბადისორ, გოგირდის ერთ და ჟანგბადის ოთხ ატომს. ზოგიერთი ფორმულა შეიძლება ასე ჩაიწეროს: Mg(OH)2 აქ ინდექსი 2 ეკუთვნის როგორც ჟანგბადს, ისე წყალბადს. ე.ი. ამ ნივთიერებისშედგენილობაში მაგნიუმის ერთი, ჟანგბადის ორი და წყალბადის ორი ატომია.ფორმულა უნდა წავიკითხოთ ასე: Mg(OH)2 _ მაგნიუმ-ო-ჰაშ-ორჯერ.
  • 5. განვიხილოთ ზოგიერთი სხვა შეთხვევა და საბოლოოდ დავიმახსოვროთფორმულის წაკითხვის წესი: CaCl2 - კალციუმ-ქლორ-ორი AlBr3 - ალუმინ-ბრომ-სამი C12H22O11 - (შაქარი) _ ცე-თორმეტი-ჰაშ-ოცდაორი-ო-თერთმეტი NaCl - (სუფრის მარილი) _ ნატრიუმ ქლორი Ca3(PO4)2 - კალციუმ-სამი-პე-ო-ოთხი-ორჯერ Fe2(SO4)3 - ფერუმ-ორი-ეს-ო-ოთხი-სამჯერ თუ რატომ არის საჭირო ფრჩხილების გამოყენება ფორმულების შედგენისასგანხილულ იქნება მოგვიანებით. საშინაო დავალება:1. ვისწავლოთ N1 ცხრილში მოცემული პირველი ათი ქიმიური ელემენტის სახელ- წოდება და სიმბოლოები.2. წავიკითხოთ შემდეგი ქიმიური ფორმულები: Na2O P2 O 5 SO3 H2CO3 HNO3 H3PO4 KOH Ba(OH)2 Al(OH)3 Ba3(AsO4)2 Mg(ClO4)2 KMnO4 Fe(NO3)3