Ara 018
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
 

Ara 018

on

  • 681 views

 

Statistics

Views

Total Views
681
Views on SlideShare
681
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
2
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft Word

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

Ara 018 Document Transcript

  • 1. 1 გაკვეთილი N18 საშინაო დავალების შემოწმება 1. ა) NaOH + H3PO4 → NaH2PO4 + H2O 2NaOH + H3PO4 → Na2HPO4 + 2H2O 3NaOH + H3PO4 → Na3PO4 + 3H2O ბ) NaOH + HNO3 → NaNO3 + H2O გ) NaOH + HBr → NaBr + H2O დ) 2NaOH + SO2 → Na2SO3 + H2O ე) 2NaOH + SO3 → Na2SO4 + H2O ვ) Pb(NO3)2 + 2NaOH → 2NaNO3 + Pb(OH)2↓ ზ) HgCl2 + 2NaOH → 2NaCl + Hg(OH)2↓ თ) Sn + 2NaOH → Na2SnO2 + H2 ი) Ga + 2H2O + 2NaOH → 2NaGaO2 + 3H2 2. V0(O2) = 5,74ლ ω (NaOH) = 31,1% 3. m(NaOH) = 11,43გ 4. m(Zn) = 57,525გ V0(H2) = 19,824ლ 5. V0(H2) = 3,67ლ m(NaOH) = 6,96გ m(KOH) = 8,61გ ელემენტთა პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი. ელემენტთა პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი შედგებაელემენტებისგან: ბერილიუმი (Be), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), სტრონციუმი (Sr),ბარიუმი (Ba) და რადიუმი (Ra). ამ ელემენტებს ტუტემიწა მეტალებს ეძახიან. მათატომებს გარე შრეზე ორი ელექტრონი აქვთ (ns2). ნაერთებში ტუტემიწა მეტალებისდაჟანგულობის ხარისხია +2. +2 Me - 2e Me მეტალური თვისებები იზრდება ქვეჯგუფში ზემოდან ქვემოთ. შესაბამისიოქსიდებია MeO. BeO ამფოტერული ბუნებისაა. დანარჩენები კი ფუძე ოქსიდებია.ჰიდროქსიდებიდან Be(OH)2 ამფოტერულია. Mg(OH)2 წყალში უხსნადია, Ca(OH)2 დაSr(OH)2 მცირედხსნადებია, Ba(OH)2 ხსნადია (Ra რადიაქტიური ელემენტია. ქიმიურითვალსაზრისით იგი შესწავლილი პრაქტიკულად არ არის) ბუნებაში ყველზე ფართოდ გავრცელებულია კალციუმი. სწორედ ამ ელემენტსგავეცნობით დაწვრილებით. კალციუმი ელემენტი კალციუმი მოთავსებულიაელემენტთა პერიოდული სისტემის IVპერიოდის II ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში. რიგობრივი ნომერია 20. M(Ca)=40გ/მოლი.კალციუმის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ:
  • 2. 2 K L M N 4d 4p 4s+20 2 8 8 2 [1s2 2s2 2p6 3s2 3p6] 4s2 +2 Ca - 2e Caბუნებაში კალციუმი გვხვდება შემდეგი მინერალების შემადგენლობაში:CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო (კალციტი)CaCO3 ⋅ MgCO3 – დოლომიტიCaSO4 ⋅ 2H2O – თაბაშირიCa3(PO4)2 ⋅ CaCl2 –აპატიტიCa3(PO4)2 ⋅ Ca(OH)2 – ფოსფორიტიCaF2 – მლღობი შპატი და სხვა. კალციუმს იღებენ კალციუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით:CaCl2 Ca + Cl2 (kaT o d z e) (ano d z e) (კათოდზე) (ანოდზე)ან ალუმინოთერმიის გზით: 3CaO + 2Al → Al2O3 + 3Caკალციუმი მოვერცხლისფრო თეთრი ფერის მეტალია. ნატრიუმთან შედარებითუფრო მაგარია. მაღალი ქიმიური აქტივობის გამო რეაგირებს ჰაერის ჟანგბადთანდა ტენთან, ამიტომ, მასაც, ისევე როგორც ნატრიუმს, ინახავენ ნავთში.კალციუმი რეაგირებს არამეტალებთან, წყალთან და მჟავებთან1. რეგირებს არამეტალებთან: Ca + Cl2 → CaCl2 (კალციუმის ქლორიდი) 2Ca + O2 → 2CaO (კალციუმის ოქსიდი). t0 Ca + S → CaS (კალციუმის სულფიდი) t0 3Ca + N2 → Ca3N2 (კალციუმის ნიტრიდი) Eეს ნივთიერება ადვილად ჰიდროლიზდება Ca3N2 + 6H2O 3Ca(OH)2 + 2NH3 am aki i ამიაკი t0 3Ca + 2P → Ca3P2 (კალციუმის ფოსფიდი) Ca3P2 + 6H2O 3Ca(OH)2 + 2PH3 f o sf i ni ფოსფინი t0 Ca + 2C → CaC2 (კალციუმის კარბიდი) Eეს ნივთიერებაც ადვილად ჰიდროლიზდება CaC2 + 2H2O Ca(OH)2 + C2H2 t0 ac et i l eni აცეტილენი 2Ca + Si → Ca2Si (კალციუმის სილიციდი) t0
  • 3. 3 Ca + H2 → CaH2 (კალციუმის ჰიდრიდი) CaH2 + 2H2O → Ca(OH)2 + 2H2 2. კალციუმისა და წყლის ურთიერთქმედება ნატრიუმთან შედარებით ნაკლები სიმძაფრით მიმდინარეობს. ამ ხერხით ლაბორატორიაში შესაძლებელია წყალბადის მიღება: Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 3. კალციუმი ჩვეულებრივ რეაგირებს მჟავებთან: Ca + 2HCl → CaCl2 + H2 Ca + 2CH3COOH (CH3COO)2Ca + H2 Zm m ar Java ძმარმჟავა კალციუმის ოქსიდი და ჰიდროქსიდი CaO – კალციუმის ოქსიდი, ჩაუმქრალი კირი Ca(OH)2 – კალციუმის ჰიდროქსიდი, ჩამქრალი კირი მიღება: t0 CaCO3 CaO + CO2 CaO + H2O Ca(OH) 2 (კირისs C o ba) (ki r i ჩაქრობა) aqr კალციუმის ოქსიდი თეთრი ფერის ფხვნილია. ძალზე ენერგიულად შედისრეაქციაში წყალთან. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყლის ნაწილი ორთქლდება. ამ პროცესს კირის ჩაქრობა ეწოდება. კალციუმის ოქსიდი ფუძე ხასიათისაა.რეაქციაში შედის მჟავა ოქსიდებთან და მჟავებთან: CaO + 2HCl → CaCl2 + H2O CaO + SO3 → CaSO4 Ca(OH)2 თეთრი ფერის ნივთიერებაა. წყალში მცირედ ხსნადია. ხსნარს ტუტერეაქცია აქვს. Ca(OH)2 ტუტეებისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას ავლენს.რეაქციაში შედის მჟავა ოქსიდებთან, მჟავებთან და მარილებთან: Ca(OH)2 + 2HNO3 → Ca(NO3)2 + 2H2O Ca(OH)2 + CO2 → CaCO3 + H2O Ca(OH)2 + FeCl2 → CaCl2 +Fe(OH)2 Ca(OH)2 – ჩამქრალი კირი უხსოვარი დროიდან გამოიყენება მშენებლობაში.ჩამქრალ კირს იღებენ კირქვის გადამუშავებით. “საკირეებში” გამომწვარი კირქვაჩაქრება წყლით. ჩამქრალი კირის, ქვიშის და წყლის ნარევი – “კირის დუღაბია”. კირისდუღაბი თანდათანობით “ქვავდება” შემდეგი რეაქციის საფუძველზე: Ca(OH)2 + CO2 CaCO3 + H2O (haer i s (ჰაერის შემადგენლობაშია) Sem genl o baSi a) ad Ca(OH)2 + SiO2 CaSiO3 + H2O (qvi Sa) (ქვიშა) ბუნებრივ წყლებში კალციუმის და მაგნიუმის ხსნადი მარილების არსებობა იწვევსწყლის “სიხისტეს”. სიხისტე შეიძლება იყოს არამუდმივი – კარბონატული. მას იწვევსწყალში Ca(HCO3)2-ის და Mg(HCO3)2-ის არსებობა. და მუდმივი – არაკარბონატული
  • 4. 4სიხისტე. ამ სიხისტეს იწვევს კალციუმისა და მაგნიუმის ქლორიდები, სულფატებიდა ა.შ. ხისტ წყალში ცუდად ქაფდება საპონი. ამის მიზეზი ის არის, რომ Ca2+ და Mg2+იონები საპნის შემადგენელ ნაერთებთან უხსნად ნივთიერებებს წარმოქმნიან დასანამ ყველა ეს კათიონი არ შეიბოჭება საპონი ვერ აქაფდება. (უფრო დაწვრილებითორგანული ქიმიის შესწავლისას). ჭურჭლის კედლებზე ხისტი წყლის ადუღებისშემდეგ ჩნდება მინადუღი შემდეგი გარდაქმნის გამო t0 Ca(HCO3)2 CaCO3 + CO2 + H2O 2Mg(HCO3)2 Mg2(OH)2CO3 + H2O + 3CO2 ასეთი წყალი იწვევს მეტალის უფრო ადვილად დაჟანგვას და მეტალისნაკეთობები შედარებით სწრაფად გამოდიან მწყობრიდან კარბონატული სიხისტე შეიძლება გაცხელებით ავიცილოთ თავიდან. ამიტომაცეძახიან ასეთ სიხისტეს არამუდმივს. მუდმივ სიხისტეს ამ გზით თავიდან ვერავიცილებთ. ამ დროს სიხისტის ასაცილებლად სოდას იყენებენ. CaSO4 + Na2CO3 → CaCO3↓ + Na2SO4 ცხადია ამ გზით არამუდმივი სიხისტის თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი. მაგ: Ca(HCO3)2 + Na2CO3 → CaCO3↓ + 2NaHCO3 საშინაო დავალება 1. რამდენი გრამი სოდაა საჭირო 1 ტონა წყლის დასარბილებლად თუ ხისტ წყალში Ca2+ იონების კონცენტრაციაა 0,002მოლი/ლ 2. განახორციელეთ გარდაქმნები Ca Ca(OH)2 CaCO3 Ca(HCO3)2 CaSO4 CaO CaCl2 CaCO3 3. კალციუმის მიღება მიმდინარეობს CaCl2-ის ნალღობის ელექტროლიზით. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ელექტროლიზის პროცესი თუ გვინდა მივიღოთ 100გ კალციუმი, როდესაც დენის ძალაა 100ამპ?