• Like
Ara 007
Upcoming SlideShare
Loading in...5
×
Uploaded on

 

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
176
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
0
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. 1 გაკვეთილი N7 საშინაო დავალების შემოწმება: 2. Na2O Na2S Na2Se CaO CaS CaSe Al2O3 Al2S3 Al2Se3 3. H2SeO4 + 2KOH → K2SeO4 + 2H2O 3H2SeO4 + 2Fe(OH)3 → Fe2(SeO4)3 + 6H2O MgO + H2SeO4 → MgSeO4 + H2O Na2CO3 + H2SeO4 Na2SeO4 + H2CO3 H2O + CO2 -2 4. H2Te K2Te Na2Te ( Te ) 0 Te (მარტივი ნივთიერება) +4 TeO2 H2TeO3 Na2TeO3 ( Te ) +6 TeO3 H6TeO6 ( Te ) ჟანგბადი ელემენტი ჟანგბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის IIპერიოდის VI ჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია 8. M(O) = 16გ/მოლი. ჟანგბადისატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ K L s p n=2 +8 2 6 n=1 მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს გარე შრეზე და ამიტომ შეუძლია ორიკოვალენტური ბმის წარმოქმნა ანუ ჟანგბადი ორვალენტიანია. ნაერთების უმრავლესობაში ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხია -2. +1 -1 -1 +1გამონაკლისებია პეროქსიდები. მაგ: H O O H წყალბადის პეროქსიდი (წყალბა-დის ზეჟანგი). მხოლოდ ფტორთან წარმოქმნილ ნაერთებში ამჟღავნებს ჟანგბადი დადებითდაჟანგულობის ხარისხს. გავიხსენოთ ჟანგბადის ელექტროუარყოფითობაა 3,5. მასზემაღალი ელექტროუარყოფითობა მხოლოდ ფტორს ახასიათებს (4,0). ელემენტი ჟანგბადი ბუნებაში სამი იზოტოპის სახითაა გავრცელებული:
  • 2. 2 16 17 18 8O 8O 8O ჟანგბადი ბუნებაში გვხვდება როგორც თავისუფალი ისე ნაერთების სახით. თავისუფალი ჟანგბადი O2 შედის ჰაერის შემადგენლობაში. ჰაერში ω(O2) = 23%(ჰაერში N2-ის შემცველობა 76%-ია, დანარჩენი აირების შემცველობა ჰაერშიდაახლოებით 1%-ია). ხოლო მოცულობითი წილი ϕ (O2) = 20,9% (ϕ (N2) = 78%). უფრო მარტივად ყოველი 100გ ჰაერი შეიცავს 23გ ჟანგბადს, ხოლო ყოველი 100ლჰაერი შეიცავს 20,9ლ ჟანგბადს. ჟანგბადი მრავალი მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქის დაჰიდროსფეროს მასის დაახლოებით ნახევარი მასზე მოდის. ასე რომ ჟანგბადიყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე. ჟანგბადის მიღება წარმოებაში ჟანგბადს ჰაერის გათხევადებით იღებენ. ჰაერის გათხევადებაშეიძლება დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. თხევადი ჰაერიდან ჯერორთქლდება აზოტი tდუღ = -195,80 და რჩება თხევადი ჟანგბადი tდუღ = -1830. ჟანგბადისმიღების ლაბორატორიული ხერხებია: 1. წყლის ელექტროლიზი: 2H2O → 2H2 + O2 2. ბერთოლეს მარილის დაშლა: 2KClO3 → 2KCl + 3O2 ეს რეაქცია დაახლოებით 4500C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ გამოვიყენებთ კატალიზატორს – MnO2, მაშინ რეაქცია 200-2500C-ზე წარიმართება 3. კალიუმის პერმანგანატის (KMnO4) გახურებით მიიღება ჟანგბადი: 2KMnO4 → K2MnO4 + MnO2 + O2 (კალიუმის პერმანგანატს შეესაბამება მჟავა HMnO4 – მანგანუმის მჟავა. კალიუმის მანგანატს შეესაბამება მჟავა H2MnO4 – ქვემანგანუმის მჟავა). 4. კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატის გახურებით მიიღება ჟანგბადი: 2KNO3 → 2KNO2 + O2 5. ჟანგბადის მიღება შეიძლება აგრეთვე ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლით: 2HgO → 2Hg + O2 (ამ რეაქციის ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ O2-თან ერთად გამოიყოფავერცხლისწყლის ორთქლი, რომელიც ძლიერი საწამლავია) ბუნებაში ჟანგბადი მიიღება მცენარის მწვანე ფოთლებში ფოტოსინთეზის გზით: 6CO2 + 6H2O C6H12O 6 + 6O 2 გლუკოზა a gl uko z
  • 3. 3 ფიზიკური თვისებები მარტივი ნივთიერება ჟანგბადი O2 – უფერო, უსუნო და უგემო აირია. მისისიმკვრივეა 1,42გ/ლ (შეეცადეთ ახსნათ როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ეს სიდიდე).ჟანგბადი ჰაერზე მძიმეა Dჰაერი = 1,1 ( გავიხსენოთ რას ნიშნავს ეს სიდიდე დაშევეცადოთ გამოვთვალოთ ეს რიცხვი). ჟანგბადი წყალში მცირე რაოდენობითიხსნება: 1ლ წყალი 00C ხსნის დაახლოებით 50მლ O2–ს. მაგრამ ეს რაოდენობასაკმარისია იმისთვის, რომ წყალში იყოს სიცოცხლე. ქიმიური თვისებები 1. ჟანგბადი რეაგირებს ყველა არამეტალთან ჰალოგენების გარდა C + O2 → CO 4P + 5O2 → 2P2O5 S + O2 → SO2 2B + 3O2 → B2O3 2H2 + O2 → 2H2O ჟანგბადთან აზოტის გარდა ყველა მარტივი ნივთიერების ურთიერთქმედების რეაქცია ეგზოთერმულია N2+ O2 → 2NO - Q ჟანგბადთან ურთიერთქმედების ყველა რეაქციას, რომელიც სითბოსა და სინათლის ინტენსიური გამოყოფით მიმდინარეობს, წვა ეწოდება. წვისგან განსხვავებით ნელი ჟანგვის პროცესი დაბალი სიჩქარით მიმდინარეობს, ხოლო ჟანგვის რეაქციებს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარეობს სუნთქვა ეწოდება. 2. ჟანგბადი რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Ag, Au, Pt) ტუტე მეტალები ჟანგბადთან მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნიან პეროქსიდებს: 2Na + O2 → Na2O2 Na O O Na დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია მივიღოთ ოქსიდიც: 4Na + O2 → 2Na2O სხვა მეტალებთან მაღალ ტემპერატურაზე ოქსიდები მიიღება: 2Zn + O2 → 2ZnO 2Cu + O2 → 2CuO რკინასთან ქვეჟანგჟანგი მიიღება: 3Fe + 2O2 → Fe3O4 O = Fe – O – Fe – O – Fe = O 3. ჟანგბადში იწვის ყველა ორგანული და ზოგიერთი არაორგანული ნივთიერება 2CuS + 3O2 → 2CuO + 2SO2 CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O ჟანგბადი აუცილებელია სიცოცხლისთვის. ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში20-30მ3 ჰაერს ჩაისუნთქავს. ჟანგბადი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში. მრავალი ქიმიურიპროცესი სუფთა ჟანგბადის გამოყენებით მიმდინარეობს (აზოტმჟავას, გოგირდმჟავას
  • 4. 4სინთეზი, ორგანული სინთეზები, მადნების გამოწვა და ა.შ.). სუფთა ჟანგბადსიყენებენ მედიცინაშიც. თავისუფალი ჟანგბადის აღმოჩენა შეიძლება შემდეგი გზით: ჟანგბადით სავსეჭურჭელში მბჟუტავი კვარი აინთება. ელემენტი ჟანგბადი წარმოქმნის მეორე მარტივ ნივთიერებასაც. ამ ნივთიერებისფორმულაა O3. მას ოზონს უწოდებენ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადისგანჭექაქუხილის დროს ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას: 3O2 → 2O3 ოზონის გრაფიკული ფორმულაა O O O ოზონი მოლეკულურ ჟანგბადზე (O2) უფრო ძლიერი მჟანგავია, რადგან ადვილადიშლება ატომური ჟანგბადის გამოყოფით O3 → O2 + O ამის გამო ოზონი შედის ისეთ რეაქციებში, რომლებშიც ვერ შედის ჟანგბადი. მაგ: 2Ag + O3 → Ag2O + O2 როგორც გვახსოვს ვერცხლს ჟანგბადი ვერ ჟანგავს. ანალოგიურად: 0 -1 0 -2 0 O3 + 2KI + H2O O2 + 2KOH + I2 0 0 -2 1 2 O3 + 2e O2 + O -1 0 1 2 2I - 2e I2 როგორც ვხედავთ ელემენტ ჟანგბადს შეუძლია ორი მარტივი ნივთიერებისწარმოქმნა. ეს ნივთიერებებია O2 - ჟანგბადი და O3 – ოზონი. ასეთ მარტივნივთიერებებს ალოტროპიული სახეცვლილებები ქვიათ. ელემენტის უნარს წარმოქმნას რამოდენიმე მარტივი ნივთიერება ალოტროპიაეწოდება. საშინაო დავალება: 1. დაწერეთ ჟანგბადის და ნატრიუმის, ბერილიუმის, ალუმინის, დარიშხანის, გერმანიუმის, სილიციუმის ურთიერთქმედების რეაქციები. 2. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) O2 მიიღება 200გ ბერთოლეს მარილის დაშლისას? 3. რამდენი ლიტრი ჟანგბადია საჭირო 10ლ მეთანის და 20ლ (C2H6) ეთანის ნარევის დაწვისას?
  • 5. 5