• Share
  • Email
  • Embed
  • Like
  • Save
  • Private Content
გაკვეთილი № 50
 

გაკვეთილი № 50

on

  • 1,210 views

 

Statistics

Views

Total Views
1,210
Views on SlideShare
1,210
Embed Views
0

Actions

Likes
0
Downloads
0
Comments
0

0 Embeds 0

No embeds

Accessibility

Categories

Upload Details

Uploaded via as Microsoft Word

Usage Rights

© All Rights Reserved

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Processing…
Post Comment
Edit your comment

    გაკვეთილი № 50 გაკვეთილი № 50 Document Transcript

    • გაკვეთილი № 50 საშინაო დავალების შემოწმება მოც : γ =2 –––––––––––––––––––––––––––––––––––– უ .გ . ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენოთ ფორმულა ა) ბ) ქიმიური წონასწორობა შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები განვიხილოთ რეაქცია: t0 2KClO3 → 2KCl + 3O2 გაცხელებისას კალიუმის ქლორატი (სხვაგვარად ბერთოლეს მარილი) იშლება. რეაქციადასრულდება მაშინ, როცა ბერთოლეს მარილი მთლიანად დაიშლება. კალიუმის ქლორიდის (KCl) და ჟანგბადის (O2) ურთიერთქმედება და ბერთოლესმარილის მიღება შეუძლებელია როგორ პირობებშიც არ უნდა ჩავატაროთ რეაქცია. ესრეაქცია შეუქცევადია. შეუქცევადი რეაქციები ბოლომდე მიმდინარეობენ და რეაქციისშედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერების წარმოქმნის უნარი არ აქვთ. შეუქცევადი რეაქციებია მაგ: CuSO4 + 2NaOH → Cu(OH)2↓ + Na2SO4 Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑ CuO + H2 → Cu + H2O და ა.შ. განვიხილოთ რეაქცია: N2 + 3H2 → 2NH3 (ა) ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს მაღალი წნევის და ტემპერატურისას. მაგრამ იმავე პირობებში წარიმართება რეაქციაც: 2NH3 → N2 + 3H2 (ბ ) როგორც ვხედავთ ერთიდაიგივე პირობებში შეიძლება მიდიოდეს ამიაკის სინთეზისანუ პირდაპირი (ა) რეაქცია და ამიაკის დაშლის (ბ) რეაქცია. თუ (ა) რეაქციას პირდაპირრეაქციას დავარქმევთ, მაშინ (ბ)-ს მისი საპირისპირო (შებრუნებული) რეაქცია ქვია. ეს
    • 2ორივე რეაქცია შეიძლება ერთდროულად მიმდინარეობდნენ ერთ სარეაქციო არეში. ასეთრეაქციებს შექცევად რეაქციებს უწოდებენ და ორივე რეაქციას გაერთიანებულიტოლობით ასე გამოსახავენ: N2 + 3H2 ⇄ 2NH3 შებრუნებული ისრები გვიჩვენებენ, რომ რეაქცია როგორც პირდაპირი ისეშებრუნებული მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს). თუ შეუქცევადი რეაქციები სრულდება ერთერთი მორეაგირე კომპონენტის სრულიგარდაქმნით, შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური წონასწორობის დამყარებით. ამდროს პირდაპირი რეაქციის სიჩქარე გაუტოლდება შებრუ ნებული რეაქციის სიჩქარეს.ამიაკის სინთეზის რეაქციისას წონასწორობა მყარდება მაშინ, როდესაც (ა) რეაქციისსიჩქარე გაუტოლდება (ბ) რეაქციის სიჩქარეს. წონასწორობისას დროის ერთეულშირამდენი მოლი ამიაკიც წარმო იქმნება (ა) რეაქციის ხარჯზე, იმდენივე დაიშლება (ბ)რეაქციის საფუძველზე. გარკვეული წნევისა და ტემპერატურისას (ა) რეაქციის სიჩქარე გამოითვლებაფორმულით: V1 = k1 [N2] [H2]3 (ბ) რეაქციის V2 = k2 [NH3]2 დროის გარკვეული მომენტისათვის პირდაპირი და შებრუნებული რეაქციებისსიჩქარეები ერთმანეთს გაუტოლდება V1 = V2 და მყარდება წონასწორობა. k1 [N2] [H2]3 = k2 [NH3]2 K-ს წონასწორობის მუდმივა ეწოდება. ზოგადად, როცა K>1, მაშინ წონასწორულ სისტემაში ჭარბობს პირდაპირი რეაქციისპროდუქტები, ხოლო როცა K<1, - შებრუნებული რეაქციის პროდუქტები. ლე -შატელიეს პრინციპი წონასწორობა სისტემისათვის მდგრადი მდგომარეობაა. სისტემა ყოველთვისცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას. თუ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობისდამრღვევი რაიმე გარეშე ფაქტორი, მაშინ სისტემაში აღიძვრება ძალები, რომლებიცგარეშე ზემოქმედების საწინააღმდეგოდაა მიმართული. ამ მოვლენას “მოძრავი წონასწორობის” ან ლე-შატელიეს პრინციპი ეწოდება. მაგ: თუ წონასწორულ სისტემაში გარედან შევიყვანთ რომელიმე მორეაგირეკომპონენტს, მაშინ წონასწორულ სისტემაში იზრდება ამ კომპონენტის გარდაქმნისმიმართულებით მიმდინარე რეაქციის სიჩქარე, ანუ წონასწორობა გადაიხრება ამკომპონენტის გარდაქმნის მიმართულებით. მაგ: თუ ამიაკის სინთეზის რეაქციაში დამატებით შევიყვანთ H2-ს, მაშინ N2 + 3H2⇄ 2NH3 + Qწონასწორობა გადაიხრება ამიაკის წარმოქმნის მხარეს, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. თუგავზრდით ტემპერატურას სისტემა შთანთქავს მინიჭებულ სითბოს (ენერგიის) იმისხარჯზე, რომ წონასწორობა გადაიხრება ენდოთერმული რეაქციის მხარეს. ჩვენშემთხვევაში ენდოთერმული რეაქცია ამიაკის დაშლაა. ე.ი. მაღალ ტემპერატურაზეწონასწორობა გადაიხრება მარცხნივ. პირიქით – ტემპერატურის შემცირებისასწონასწორობა გადაიხრება ეგზოთერმული რეაქციისკენ ანუ ამიაკის სინთეზისმიმართულებით.
    • 3 აირად ფაზაში მიმდინარე რეაქციებისთვის წნევის გაზრდით წონასწორობა იხრება იმრეაქციის მიმართულებით, რომელიც მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. თუდავაკვირდებით ჩვენს მიერ განხილულ რეაციას შევამჩნევთ, რომ 1 მოლი N2 და 3 მოლიH2 წარმოქმნიან 2 მოლ ამიაკს (NH3). ანუ რეაქცია მიმდინარეობს მოცულობისშემცირებით. გავიხსენოთ, რომ აირებისთვის მოლური თანაფარდობა და მოცულობითითანაფარდობა ერთმანეთის ტოლია. 4 მოცულობა აირებისგან მიიღება 2 მოცუ ლო ბა აირი. ამიაკის მიღების რეაქცია მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. ე.ი. მაღალიწნევისას წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ და პირიქით წნევის შემცირებისასწონასწორობის აღსადგენად უნდა გაიზარდოს მოცულობა ანუ წონასწორობა გადაიხრებამარჯვნიდან მარცხნივ. კატალიზატორი ერთნაირად აჩქარებს როგორც პირდაპირ, ისე შებრუნებულ რეაქციას.ამიტომ ის წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს. საშინაო დავალება : 1. გოგირდის (VI) ოქსიდის მისაღებად სარეაქციოდ აიღეს 5მოლი SO2 და 3მოლი O2. წონასწორობის დამყარების შემდეგ რეაქციაში შეუსვლელი დარჩა 3მოლი SO2. როგორია ამ შექცევადი რეაქციის წონასწორობის მუდმივა? რეაქციას ატარებენ 10 ლ მოცულობის ჭურჭელში. 2. გოგირდის (VI) ოქსიდის მიღების რეაქცია ეგზოთერმულია. საით გადაიხრება წონასწორობა a. წნევის შემცირებისას? b. ტემპერატურის გაზრდისას? გ) სარეაქციო არეში O2-ის დამატებით შეტანისას?