გაკვეთილი № 4
Upcoming SlideShare
Loading in...5
×

Like this? Share it with your network

Share
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
752
On Slideshare
752
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
4
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი № 4 საშინაო დავალების შემოწმება: 1. ა) C8H18 ბ) C12H26 გ) C4H10 დ) C3H8 ე) C2H6 2. 3. 1-ქლორ-1,3-დიმეთილციკლოპენტანი 1,1-დიმეთილ-3-ქლორ-4-ეთილციკლოჰექსანი 1,5-დიმეთილ-3-ეთილციკლოჰეპტანი უჯერი ნახშირწყალბადები ალკენები (ოლეფინები) ჩვენს მიერ განხილულ ნახშირწყალბადებში (ალკანები და ციკლოალკანები)ნახშირბადატომებს შორის ერთმაგი ბმები იყო განხორციელებული. არსებობენნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულებში ნახშირბადატომებს შორის ორმაგი დასამმაგი ბმებია. ამ ნახშირწყალბადებს უჯერი ნახშირწყალბადები ეწოდებათ. ალკენები ეწოდებათ ნახშირწყალბადებს, რომელთა მოლეკულური ფორმულააCnH2n. მათ მოლეკულაში ერთი C=C ბმაა განხორციელებული. ამ რიგისნახშირწყალბადების უმარტივესი წარმომადგენელია ეთილენი C2H4. განვიხილოთდაწვრილებით ამ ნივთიერების აღნაგობა და თვისებები. ეთილენი ეთილენის მოლეკულური ფორმულაა C2H4. გრაფიკული – ელექტრონული - ეთილენის მოლეკულის ნახშირბადატომებს ახასიათებთ sp2-ჰიბრიდიზაცია.რომელშიც ერთი s და ორი p ელექტრონული ღრუბლი მონაწილეობს. შედეგად
  • 2. -2-ელექტრონული ღრუბლები იღებენ ცალმხრივად გაწელილ სივრცითი რვიანისფორმას. ეს სამი ელექტრონული ღრუბელი ერთ სიბრტყეზე თავსდება,მაქსიმალურად სცილდება ერთმანეთს და ერთმანეთთან 1200-ან კუთხეს ქმნის.მეოთხე ელექტრონი კი ინარჩუნებს საწყის ფორმას (სიმეტრიული სივრცითი რვიანი) ორი ნახშირბადატომის sp2-ჰიბრიდული ღრუბლიდან თითო-თითო მონაწილეობსC - C ბმის წარმოქმნაში, ხოლო დანარჩენები კი C - H ბმებს წარმოქმნიან ორი ნახშირბადატომის და ოთხი წყალბადატომის ცენტრები ერთ სიბრტყეზეამოთავსებული. თითოეულ ნახშირბადატომს კიდევ ერთი არაჰიბრიდული pელექტრონი აქვს, რომლებიც ამ სიბრტყის პერპენდიკულარულად არიანმოთავსებულნი.. ამ ელექტრონების გვერდულად გადაფარვის შედეგადნახშირბადატომებს შორის კიდევ ერთი ბმა წარმოიქმნება. როდესაც ელექტრონული ღრუბლების გადაფარვა ხდება ბმის წარმომქმნელიატომების ცენტრების შემაერთებელი ღერძის გასწვრივ – მაშინ წარმოიქმნებამდგრადი  ( სიგმა) ბმა, ხოლო როცა გადაფარვა ხდება ატომების ცენტრებისშემაერთებელი ღერძის პერპენდიკულარულად – წარმოიქმნება  ( ბმა. პი) (პი) ბმა ბმები ძლიერია, ბმა შედარებით სუსტია. ცხადია, რომ ეთილენის მოლეკულაში 5 და 1 ბმა ხორციელდება. C=C ბმის სიგრძეა 0,134ნმ, რაც C-C ბმის სიგრძეზე (0,154ნმ) ნაკლებია.
  • 3. -3- ეთილენის მიღება: საწარმოო მაშტაბით ეთილენი მიიღება ეთანის დეჰიდრირებით, ანუ წყალბადის მოხლეჩით. (დეჰიდრირება: დე – მოხლეჩა, ჰიდროგენიუმ – წყალბადი) ლაბორატორიაში კი ეთილენი შეიძლება მივიღოთ შემდეგი ხერხებით: 1. არსებობს ნივთიერება ეთილის სპირტი CH3 – CH2- OH, რომელსაც დაწვრილებით შემდგომში გავეცნობით. ლაბორატორიაში ეთილენი შეიძლება მივიღოთ ეთილის სპირტის დეჰიდრატაციით (დეჰიდრატაცია – წყლის მოხლეჩა). ამ რეაქციის კატალიზატორია H2SO4 ანუ 2. ქლორეთანის დეჰიდროქლორირებით (დეჰიდროქლორირება – ქლორწყალბადის მოხლეჩა). ამ რეაქციას ტუტის თანდასწრებით ატარებენ. ანუან მარტივად H3C-CH2-Cl+NaOH 2C= C H2+ NaCl+H2O H 3. 1,2-დიქლორეთანიდან ქლორის მოხლეჩით. ეს რეაქცია ცინკის თანაობისას მიმდინარეობს. ეთილენი უფერო, თითქმის უსუნო აირია. ცუდად იხსნება წყალში. უკეთესადიხსნება ეთილის სპირტში. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია. ქიმიური თვისებები 1. ეთილენი იწვის ოდნავ უფრო მუქი ფერის ალით, ვიდრე მეთანი. ეს გამოწვეულია ეთილენის მოლეკულაში ნახშირბადის უფრო მაღალი მასური წილით. 2. ეთილენის მოლეკულაში ორმაგი ბმის არსებობა, უფრო სწორად კი ნახშირბადატომებს შორის ბმის არსებობა განაპირობებს ამ ნივთიერების
  • 4. -4-მიდრეკილებას მიერთების რეაქციებისადმი. ბმა ადვილად წყდება ეთილენიიერთებს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ჰალოგენები, წყალბადი,ჰალოგენწყალბადები, წყალი და სხვა.ა) ეთილენი რეაგირებს როგორც სუფთა ჰალოგენებთან (Cl2, Br2, I2), ასევერეაგირებს ამ ნივთიერებათა წყალხსნარებთან.ბრომის წყალხსნარი (ბრომიანი წყალი) ყვითელი ფერის სითხეა. ის ეთილენისგატარებისას უფერულდება.1,2-დიბრომეთანი უფერულია და როცა მთელი ბრომი, რომელსაც ბრომიანიწყალი შეიცავს შევა რეაქციაში, შესაბამისად სარეაქციო არე გაუფერულდება.ეს რეაქცია ეთილენის (და საერთოდ უჯერი ნახშირწყალბადების) აღმომჩენირეაქციაა. აქვე ავღნიშნოთ, რომ ნაჯერი ნახშირწყალბადები არ რეაგირებენბრომიან წყალთან და შესაბამისად არც აუფერულებენ მას.ბ) ეთილენი იერთებს წყალბადს. ამ რეაქციის კატალიზატორია Pt. შეიძლებაგამოვიყენოთ ასევე პლატინის ჯგუფის მეტალები. ყველაზე აქტიურიკატალიზატორია Ni. ამ რეაქციას ჰიდრირების რეაქცია ქვია.ეს რეაქცია ეგზოთერმულია. ადვილად შევამჩნევთ, რომ ჰიდრირება დადეჰიდრირება ერთმანეთის შებრუნებული რეაქციებია (დეჰიდრირებისრეაქცია ეთილენის მისაღებად გამოიყენება)ჩვენ შევისწავლეთ წონასწორული რეაქციების მინდინარეობისკანონზომიერებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი წნევისა და დაბალიტემპერეტურის პირობებში წონასწორობა მარჯვნივ გადაიხრება.გ) ეთილენი HCl-ს იერთებს გაცხელებისას, ხოლო HBr-ს და HI-ს კიჩვეულებრივ ტემპერატურაზედ) ეთილენი მოქმედებს წყალთან ამ რეაქციის კატალიზატორია გოგირდმჟავა.შეიძლება ფოსფორმჟავას გამოყენებაც.
  • 5. -5- ანუ H3C – CH2OH. როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ ნივთიერებას ეთილის სპირტი ქვია.3. პოლიმერიზაცია. გარკვეულ პირობებში ეთილენის მოლეკულები ერთმანეთს უერთდებიან და ერთ დიდ მოლეკულას წარმოქმნან. ამ მოვლენას პოლიმერიზაცია ეწოდება. პოლიმერიზაცია შეიძლება გამოიწვიოს რადიკალების ან იონების ურთიერთქმედებამ ეთილენთან. ზოგადად პოლიმერიზაცია შეიძლება ასე გამოვსახოთ n პოლიმერიზაციის ხარისხი გვიჩვენებს მონომერის რამდენი მოლეკულაა გაერთიანებული პოლიმერში. სარეაქციო არეში რადიკალის R წარმოქმნის შემდეგ მიმდინარეობს ე.წ. რადიკალური პოლიმერიზაცია. შემდეგ მიღებულ ახალ რადიკალთან კიდევ შედის ეთილენის მოლეკულა და ა.შ. რეაქცია დამთავრდება მაშინ, როდესაც ორი რადიკალი დაეჯახება ერთმანეთს პოლიეთილენი ფართოდ გამოიყენება ყოფაცხოვრებასა და ტექნიკაში. პოლიეთილენს შეუძლია წარმოქმნას გამჭირვალე და მტკიცე აფსკები. ყველას გვინახავს პოლიეთილენის პარკები და შესაფუთი მასალა.4. დაჟანგვის რეაქციები. ეთილენი რეაგირებს ჰაერის ჟანგბადთან. ამ დროს კატალიზატორად ვერცხლი გამოიყენება
  • 6. -6- ეთილენის ჟანგი მრავალი ქიმიური რეაგენტის მისაღებად გამოიყენება. მას იყენებენ გამრეცხი საშუალებების, წებოების, ანტიფრიზების (ძნელად გაყინვადი ნივთიერებების) დასამზადებლად. ეთილენი აუფერულებს KMnO4-ის წყალხსნარს. ეს რეაქცია სქემატურად ასე შეიძლება ჩავწეროთ [H2O + O] – აღნიშნავს დაჟანგვას წყლის არეში. ამ ნივთიერებას ეთანდიოლ-1,2 ან ეთილენგლიკოლი ქვია და მას შემდგომში გავეცნობით. მთავარი აქ არის ის, რომ შეფერილი ხსნარი (შეფერილობას ხსნარს KMnO4 ანიჭებს) უფერულდება KMnO4-ის გარდაქმნის გამო. ეს რეაქცია ისევე, როგორც ბრომიან წყალთან ურთიერთქმედების რეაქცია უჯერი ნახშირწყალბადების აღმომჩენია.საშინაო დავალება:1. როგორია (C) და (H) ეთილენის მოლეკულაში?2. დაწერეთ ეთილენის და ა) Br2 და I2 ბ) HBr და HI ურთიერთქმედების რეაქცია.3. პოლიეთილენის მოლეკულური მასაა 33600 გ/მოლი. როგორია პოლიმერიზაციის ხარისხი?