Your SlideShare is downloading. ×

გაკვეთილი № 18

319
views

Published on

Published in: Education

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total Views
319
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0
Actions
Shares
0
Downloads
0
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

Report content
Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი № 18საშინაო დავალების შემოწმება:1.2.3.4.5.6.
  • 2. -2- XIV ტესტის პასუხები: 1. 2 2. 3 3. 2 4. 1 5. 2 6. 4 7. 3 8. 4 9. 4 10. 1 რთული ეთერები (ესტერები) კარბონმჟავები რეაგირებენ სპირტებთან და მიიღება რთული ეთერები. რთულეთერებს ესტერებსაც უწოდებენ. ამ რეაქციის კატალიზატორია გოგირდმჟავა. სადაც R და R’ ნებისმიერი ორგანული რადიკალი შეიძლება იყოს. დადგენილია,რომ მჟავას მოლეკულიდან წყდება OH ჯგუფი, სპირტის მოლეკულიდან წყალბადისატომი. ამ ნაერთებს რთული ეთერები ქვიათ (გავიხსენოთ მარტივი ეთერებია R-O-Rაღნაგობის ნაერთები, მაგალითად დიმეთილის ეთერი H3C-O-CH3, მეთილეთილისეთერი H3C-O-CH2-CH3 დიეთილის ეთერი H5C2-O-C2H5, და ა.შ.). ამ რეაქციასეთერიფიკაციის რეაქცია ეწოდება. რთული ეთერების სახელწოდებები იწარმოება შესაბამისი მჟავის და სპირტისსახელწოდებიდან, მაგ: ძმარმჟავას რთული ეთერები სასიამოვნო სუნის მქონე სითხეებია და მათ “ხილისესენციებად” იყენებენ კვების მრეწველობაში. რთული ეთერები განიცდიან ჰიდროლიზს ტუტე არეში. მაგ: ნატრიუმის აცეტატი
  • 3. -3- ცხიმები ცხიმები გლიცერინის და მაღალმოლეკულური მასის მქონე მჟავების რთული ეთერებია. ცხიმები ისეთი მჟავების რული ეთერებია, რომლებსაც ნორმალური აღნაგობა დამოლეკულაში ლუწი რაოდენობის ნახშირბადატომი აქვთ. ცხიმების შემადგენლობაშიყველაზე ხშირად პალმიტინის C15H31-COOH და სტეარინის C17H35-COOH მჟავებიგვხვდება. ცხიმების შემადგენლობაში უჯერი მჟავებიც გვხვდება. ყველაზე ხშირადოლეინის მჟავა. ცხიმებია – მცენარეული ზეთები (მზესუმზირის, ბამბის, სელის, ზეითუნისზეთები) და ცხოველური ცხიმები – კარაქი, ღორის, ცხვრის და სხვა ცხოველთა ქონი.როგორც წესი მცენარეული ცხიმები თხევადი ნივთიერებებია (გამონაკლისიაქოქოსის და კაკაოს ზეთი), ხოლო ცხოველური ცხიმები მყარია (გამონაკლისიათევზის ქონი). დადგენილია, რომ მცენარეულ ზეთებში (თხევად ცხიმებში) ჭარბობსოლეინის მჟავა და სხვა უჯერი მჟავები. ცხოველური ცხიმებში კი სტეარინის დაპალმიტინის მჟავები (და სხვა ნაჯერი მჟავების ნაწარმები). ცხიმები აუცილებელი საკვები ნივთიერებებია. ჩვენ მათ ვიღებთ მცენარეულიზეთების, კარაქის, მარგარინის სახით. აგრეთვე ხორცთან ერთად. ცხიმების ნაწილიჩვენ კუჭნაწლავში ჰიდროლიზდება. შემდეგ კი გლიცერინისა და იმ მჟავების მოქმედებით, რომლებიც ჩვენიორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი, ხდება ადამიანის ცხიმების დასინთეზება,რომლებიც გროვდება უჯრედების მემბრანებსა და კანქვეშ. ცხიმების დიდი ნაწილიკი ჩვენს ორგანიზმში იჟანგება დიდი რაოდენობა ენერგიის გამოყოფით. თხევადი ცხიმების ჰიდრირების გზით ხდება მათი გამყარება. ცხადია იყენებენმცენარეულ ცხიმებს. მაგ: ამ გზით გამყარებულ თხევად ცხიმს უმატებენ არომატიზატორებს და ვიტამინებს.მიღებულ საკვებ პროდუქტს მარგარინს უწოდებენ.
  • 4. -4- საპონი ცხიმის ტუტის ხსნართან (შესაძლებელია სოდის ან პოტაშის ხსნარის გამოყენებაც)ურთიერთქმედებისას მიიღება გლიცერინი და საპონი. მაგ: საპონი წარმოადგენს ე.წ. ცხიმოვანი მჟავების ნატრიუმის (მყარი საპონი) ანკალიუმის (რბილი ანუ თხევადი საპონი) მარილებს. საპნის წყალში გახსნისას მას შეუძლია ქაფის წარმოქმნა და ცხიმოვანი ლაქების დამასზე დადებული ჭუჭყის ქსოვილიდან ან კანიდან ჩამორეცხვა. ამავე გზითჩამოირეცხება მრავალი მიკროორგანიზმი (მათ შორის დაავადებების გამომწვევიც),ამიტომ საპონი სისუფთავისა და პირადი ჰიგიენის აუცილებელი ატრიბუტია. როგორც უკვე ვიცით, ხისტ წყალში საპონი ცუდად ქაფდება. ეს იმიტომ ხდება, რომსაპნის ანიონები Ca2+ და Mg2+ იონებთან უხსნად ნაერთებს წარმოქმნის. გავიხსენოთ, რომ პოლარული გამხსნელი (წყალი) ხსნის პოლარულ ნაერთებს(მარილებს, მჟავებს, ფუძეებს), ხოლო არაპოლარული ორგანული ნაერთები, მათშორის ცხიმები წყალში არ იხსნება. საპნის გამრეცხი უნარი იმაში მდგომარეობს, რომ მისი შესაბამისი ანიონი შეიცავსარაპოლარულ და პოლარულ ნაწილებს, მაგ:L -COO- ნაწილი საპონს წყალში ხსნადობას ანიჭებს, ხოლო ალკილის ნაწილი (C17H35-) კი ცხიმის გახსნის უნარს. ამ გზით საპონი ახდენს ცხიმის “ემულგირებას” ანუარამდგარდი სისტემის წყალი-ცხიმის წარმოქმნას, რომელიც წყლით ჩამოირეცხებაქსოვილიდან. საპნის გარდა ქაფის წარმოქმნისა და რეცხვის უნარი აქვთაღნაგობის ნაერთებსაც, რომლებსაც “ალკილსულფატები” და“ალკილსულფონატები” ქვიათ. ისინი სინთეზური გამრეცხი საშუალებებისშემადგენლობაში შედიან.
  • 5. -5-საშინაო დავალება:1. რას ეწოდება ეთერიფიკაციის რეაქცია?2. რამდენი გრამი ეთილაცეტატი მიიღება 100გ ძმარმჟავასა და ჭარბი ეთილის სპირტის მოქმედებისას?3. როგორი შედგენილობისაა ცხიმები. რომელი მჟავები შედის ცხიმების შედგენილობაში. რა განსხვავებაა ცხოველური და მცებარეული ცხიმების შემადგენლობებეს შორის?4. როგორ მიიღება საპონი?5. რა არის ალკილსულფატები და ალკილსულფონატები?6. რამდენი გრამი ნატრიუმის ტუტეა საჭირო 100გ ცხიმის ჰიდროლიზისთვის თუ ცხიმი გლიცერინის ტრისტეარატია?7. განიხილეთ ეთილის სპირტის მაგალითზე სპირტების ქიმიური თვისებების შესაბამისი რეაქციები. გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტი, რომელსაც გავეცანით ალდეჰიდების, მჟავების და რთული ეთერების შესწავლისას.